ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენ ისევ შენ
ჟანრი: პროზა
23 ნოემბერი, 2011


  ჩამოტვირთვა

ორი ფრთა, და ისიც მხოლოდ თქვენთვის.

    და ამდენი ხნის  ჩაკეტილი ოცნებების შემდეგ, მზად ვარ კარი კვლავ გავუხსნა ჩემი სულის შემწუხებელს,... და გამოვუშვა თქვენთან. დამიჯერეთ მეც პირველად ვნახავ მას სწორედ ახლა, სწორედ თქვენთან ერთად. ახლა კი ჯადოსნური სიტყვა მჭირდება, რომ კარი გავხსნა. – „დღევანდელი დღე“ აი მგონი ეს ყველაფერი ჩემთვის. 
  მუსიკა გესმით?...  ხომ მშვენიერია?! მართლაც მშვენიერია...  პამ პარარარამ  პამ, პამ, პამ პარარარამ პამ, პამ,  თითქოს კარგ განწყობაზე მაყენებს, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით
  ცოტაც და კარი გაიხსნება მანამდე მუსიკის მოსმენით გავიტანოთ თავი.... ... ....... ... ..
    ჰმმმმ..... ფრთები უნდა მოვიჭრა თორემ ეს ანგელოზობა  სულ გამაგიჟებს. ეჰ ვის ვატყუებ ნეტავ. მე ამის მომჭრელი ვარ?! ანდაც ღირს საერთოდ?  მითუმეტეს მე ხომ მიყვარს კეთილ ანგელოზად ყოფნა და ზოგიერთის თავზე ტრიალი....
    ეჰ მგონი შეყვარებული ვარ... მგონი?! მგონი?! მგონი?!  ამ სიტყვითაც ვიტყუები, მაგრამ ხომ ვაღიარებ რომ ვიტყუები.  ეჰ შეყვარებული ანგელოზი ყველაზე სუსტია. თქვენ კი ეს არ იცით ხომ? სჯობს რომ იცოდეთ, მეც გამიგოთ ხანდახან. არ შეიძლება ყველაზე უანგაროდ ვზრუნავდე და ამას არც ხედავდეთ. ერთხელაც ჩემი ფიცხი ხასიათი მაიზულებს  ფრთები მართლა მოვიჭრა. ალბათ ტკივილისაგან გავწითლდები და თავზე პატარა რქები ამომივა, შემდეგ კი იმდენადვე ბოროტად მოგევლინებით როგორც ახლა კეთილად. არადა ეს მეც არ მინდა მაგრამ ხანდახან სურვილი მიჩნდება ზოგიერთი უგუნური მიწაში ღრმად ჩავფლა.  არადა ყველას შეგიძლიათ იყოთ ჰარმონიულად  შერწყმულნი ერთმანეთთან ისევე როგორც მუსიკის ეს ნოტები.  პამ პარარარამ პამ, პამ. არა მართლაც მშვენიერი მუსიკაა.
იქნებ ზოგი სწორედ ჩემი წერილის წაკითხავმ შეცვალოს. მართალია ჩემი  თითოეული ასო  ლურჯ სხივს არ ასხივებს თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ, ეს წერილი ანგელოზისგან არაა.
  ახლა ვფიქრობდი თქვენთვის მცირე თუმცა მეტად ჩასაფიქრებელი ნაწარმოები მომეძღვნა, მაგრამ ჩემს წერილს გადავხედე და ჯერჯერობით ესეც საკმარისია თქვენთვის. დანარჩენს სწორედ მაშინ გიამბობთ როდესაც მივხვდები, რომ ეს ყველაფერი ისე გაიგეთ როგორც მე მსურდა.
  წინასწარ ნუ გამკიცხავთ თუნდაც ასე – „ეს ვინ არის რომ ბედავს და ანგელოზობას იბრალებს“  რადგან შემდეგ ინანებთ როდესაც პირადად თითოეულ თვენგანთან მოვიფრენ და  სიმღერით მოგიყვებით  არაამქვეყნიურ ამბებს.....  პამ პარარარამ პამ, პამ.
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები