ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეგასი
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2012


უჩემობა

სწორედ მაშინ,
როცა ღამე შენს თვალებში გაყუჩდება,
ფერს შეიცვლის და ღვინოში გაერევა,
მიგატოვებს უძილობა აბეზარი
ჩემზე ფიქრით...
სწორედ მაშინ,
ფანჯარაზე ატუზული ნაზი ფიფქით
უჩემობას დაგიხატავს ცივი ქარი,
როცა გძინავს,
სწორედ მაშინ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები