 | ავტორი: ფლორენცია ჟანრი: პროზა 2 თებერვალი, 2012 |
მამამ, ჩემი ნაწერები რომ წაიკითხა, მითხრა, ახალგაზრდა გოგოს ასეთი პესიმისტური ნაწერები არ შეგშვენისო. მეც შემრცხვა და მას ვუძღვნი, მისსავე სადღეგრძელოებს! შენც გაგიმარჯოს მამი! კარგად და დიდხანს მეყოლე, შემოგევლოს შენ ჩემი თავი!!!! სადღეგრძელო ქიზიყურად ( მამას სადღეგრძელოებიდან) ***** ეს ამბავი გასულ საუკუნეში, შევარდნაძიი პირველი მეფობიი დროი მოხდა. იმ წელიწად კახეთ სეტყვამ რამდენჯერმე გადაუარა. ამაი გვალვებიც დაერთო და ჩემი ვენახიდანაც კი, რომელიც სეტყვამ ძალიან დააზარალა, არასოდეი ტონაზე ნაკლები რო არ მამიკრეფია, ახლა ორას კილომდე ყურძენი ძლივ მოვკრიფე. რთველმა ყველგან უხმაუროდ ჩაიარა. მეცა, ჩემ დედ-მამაითან ერთად სამი ვედრო ყურძენი ძლივ მოვაქუჩე, აი, ნარჩევ ყურძენ რო ვეძახით. დედაჩემმა ორ ვედროი ძველი გაზეთები მააკრა თავზე, დილით გზაზე გავედი, ავტობუსი გავაჩერე და იქ ჩემი ორი ვედრო ძლივ ჩავდგი. ყველა მგზავრ მიჰქონდა თითო-ოროლა ვედრა. მეც, ერთი ვედრო ყურძენი ჩემი დიივინ უნდა მიმეწოდებინა, აბა, სხვანაირად შაიძლებოდა, კაცო? ავტობუსი კაჭრეთში, გზიი პირაი დამდგარმა შეიარაღებულმა მილიციელებმა გააჩერეი. უკანა კარიდან ლამაზი, შავგვრემანი მილიციი კაპიტანი ამოვიდა. _ აბა, ყველამ ქვემოთ ჩამაალაგეთ თქვენი ვედროები! _ მკაცრად გამოგვიცხადა კაპიტანმა. ყველა მგზავრი რამდენიმე წუთით დამუნჯდა. ამასობაში კი კაპიტანი დაბლა ჩავიდა და რიგითმა მაინცა და მაინც ჩემი ვედროები ჩაათრია დაბლა, თუმცა კართან პირველი ჩემი ვედროები იდგა და სხვაი როგორ ჩაიტანდა. მეც დაბლა ჩაველ და რასა ცხედავ: მილიციელმა ვედროი გაზეთი შამაახია. _ გაგიჟდით, ხალხო? _ მე მგონი მთელი ხმით ვიღრიალე, რადგან კაპიტანიცა და სხვა მილიციელებიც ჩემკენ მოტრიალდნენ _თბილისში ჩემ ცოლ-შვილ ყურძენი რო ჩავუტანო და ბალღებ ვაჭამო, ამაი მიკრძალამთ? _ რა ვქნათ, ძმაო, შევარდნაძის ბრძანებაა და _უკვე დაიმორცხვა კაპიტანმა, მაგრამ ავტობუსიდან ვედროების ჩამოზიდვა ისევ გრძელდებოდა. _ ჯო, ერთი შამამხედეთ! _ უკვე ავტომატიანებისაც აღარ მეშინოდა _გაზაფხულიდან მოყოლებული თითქმიი ყოველ პარასკევ სოფლიიკენ სამუშაოდ რო დავდივარ ხოლმე, ბოლოი შვიდჯერ მარტო დასაწამლად ვიყავი წასული, მაშინ რატო არ გამაჩერეთ? რატო არ მითხარით, ჯო, შენ ექიმებმა ფიზიკური მუშაობა აგიკრძალეი და არ გაგატარებთო? თქვენ კაი ხალხო, აქაურები არა ხართ? მონგოლები არც ერთი არა იჩანხართ, ჰა? _ ამი დედა ვატირე, ჩვენ გვიბრძანეი, თორე, რა გვეხალისება? _ ჯო, ერთი მამხედე, ძმაო _აქ ახლა სხვა, ჭაღარათმიანი კაცი ჩაერია _ე, შავარდნაძე რო გაგიჟდეი და გიბრძანოთ, ესენი ყველანი ამოხოცეთო, უნდა ამოგვხოცო, კაცო? ქრიიტიანი არა ხარ? _ მოშორდით მაგ ვედროებ! _ უბრძანა კაპიტანმა თავის ხელქვეითებს. თქვენ კიდენა, აიღეთ თქვენი ვედროები ჩქარა! ამ ბრძანებიი გამომცემიი დედაც და შამსრულებლებისაც! მართლა ყიზილბაშები ვგონივართ ვიღაცეებ, მაგათი დედავატირე!
მოდი, ამ ჭიქით იმ მილიციელებსაც გაუმარჯოი, ცხრა აპრილ რო ჩვენ გოგო-ბიჭებ იცავდნენ იმათაც და ყველა იმ პოლიციელსაც, ისინიც ხო ჩვენი ძმები და შვილები არიან და არა უცხოპლანეტელები, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად გვიცავენ და ისეთ გიჟურ ბრძანებაი არ აღასრულებენ, რომელიც თავიანთივე შვილების, ძმებისა და მშობლების სიცოცხლეი დაემუქრება. გაუმარჯოს! ამინ!
ერთ, მზეს ზურგით მიფიცხებულ კამეჩებიან დღეი, ალაზანზე ბორნით გადადიოდა ხალხი. ბორანზე გაღმელები და გამოღმელები იყვნენ. ზოგი დაითან მიდიოდა, ძოგ ქათმები გადაიქონდა და ზოგ კიდე სიმინდიი ფქვილი გადმოიქონდა. უცებ, ერთი გამხდარ-გალეული მგზავრი, რომელიც კუთხეში ჩუმად მიყუჟულიყო და საერთო ქოთქოთს არიდებდა თავს, სულ მთლად დადუმდა და ყურადღებიან კახელებ, გახურებულ საუბარშიც ვერ გამოაპარა თავისი წასვლა ბორნიდან და ამ ქვეყნიდან. - ეეე, ჯო! ამაი შეხედე, მგონი წერილი წაიღო, კაცო! - რაი ამბობ, გიჟი ხომ არ ხარ?! - ისაა, საკითხავი, აქამდე როგორ ცხოვრობდა ეს გაჭირვებული, შეხედე ერთი რა ძვალი და ტყავია _ ამბობდა კახელი-იმერელი თუ პირიქით. - ეხლა რა უნდა ვუყოთ ამ მკვდარსა ჰა? - უნდა დავადგინოთ რომელი მხარისაა და ის მხარე მიხედამს, აბა მიწიი ზემოდ ხომ არ დავტოვებთ კაცსა?! - ეს კაცი ნამდვილად თქვენიანია, ჩვენ მხარეს ასეთი ფართო ულვაშები არა გვაქვს _ამტკიცებდა იმერელი-კახელი თუ პირიქით. - იიიი, ჩვენ მხარეი კიდემა, აგრეთი გამხდრები არა გვყვანან, არც ფერი ედო ამასა და არც ხორცი! _ ამტკიცებდა კახელი. ამასობაში კი მიაღწიეს გაღმა ნაპირს და მათ კამათში ერთი გამვლელი ჩაერია. რაშია საქმეო იკითხა. ამათაც სუნთქვაშეკრულებმა მოუყვნენ ყველაფერ. - მაშინ, მუცელი გაუჭერით, თუ მჭადი ექნება ნაჭამი _აქეთა ნაპირისა იქნება, თუ _პური , მაშინ იქითა _ურჩია გამვლელმა. ჭკუაში დაუჯდათ. გაუჭრეს მუცელი და ჰოი სასწაულო! მუცელი ცარელა ჰქონდა. ის კაცი შორიდან მოაბრუნეს და აცნობეს ამბავი. - ცარელა ჰქონდა?! მაშინ, საცოდავი მასწავლებელი იქნება და აგერ ე მანდ დამარხეთ საერთო ძალებით, რა მნიშვნელობა აქვს რომელი მხარისა იქნება?!_ უთხრათ შეწუხებულმა. ჰოდა, მასწავლებლებიი სადღეგრძელო იყოი. იქ წასულებიი სული ნათელში ამყოფოი ღმერთმა და აქ დარჩენილები კი დღეგრძელები და კუჭსავსეები გვიმყოფოი!
გაუმარჯოს! ამინ!
პ.ს. იოტას არარსებობის მიუხედავად, მიხვდებით ყველაფერს! ეჭვიც არ მეპარება!
ერთ ცივ ზამთარ, ქალაქ წნორში ცირკი ჩამოვიდა და კახელებიი გული გაახარა. ბებიაჩემმა მოჰკიდა ხელი ჩემ ძმასა და წაიყვანა ცირკში. საპატიო აქლემზედაც შესვა და ჩაასურათა ჩაკომბოსტოებული. კმაყოფილი დაბრუნდა სახლში. რამდენიმე დღის შემდეგ, პაპაი სთხოვა სურათიი მოტანა. პაპამაც მოიტანა სურათი (ისიც კმაყოფილი იყო, გაწეული ჯაფით) დახედა ბებომ და... - იიი, კაცო, ეეე რა მაიტანე? - რა და სურათი! - ხო, მარა, ეგ რომ ჩვენი ბალღი არაა!!! პაპამ დახედა, დაათვალიერა, სათვალეც მოირგო ცხვირზე.... - ქალო, პალტო აცვია? აცვია. ქუდი ახურამ? ახურამ. აქლემზე ზის? ზის. სათვალეები უკეთია? უკეთია. ხოდა ბალღი კიდენა ბალღია!
ჰოდა, იმ ხალხ გაუმარჯოი, ვისთვინაც ბავშვი ბავშვია, განურჩევლად ერისა, სქესისა და რასისა!!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
31. გაგიმარჯოი, ბალღო კარქქქი ბალღი იყოფილხარ შენა! გაგიმარჯოი, ბალღო კარქქქი ბალღი იყოფილხარ შენა!
30. გაგიმარჯოი, ბალღო კარქქქი ბალღი იყოფილხარ შენა! გაგიმარჯოი, ბალღო კარქქქი ბალღი იყოფილხარ შენა!
29. მადლობა და მადლობა!!!! მადლობა და მადლობა!!!!
28. ოი, ფლორენცია! :) :) კარგი ადამიანი ხარ შენ! იმისათვის კი არა, რომ ჩემს ყურადღებას შენთვის მნიშვნელობა აქვს, იმისათვის რომ ძალიან გულწრფელი ხარ. :) :) :)
პატივისცემით: ტენდი ოი, ფლორენცია! :) :) კარგი ადამიანი ხარ შენ! იმისათვის კი არა, რომ ჩემს ყურადღებას შენთვის მნიშვნელობა აქვს, იმისათვის რომ ძალიან გულწრფელი ხარ. :) :) :)
პატივისცემით: ტენდი
27. ქალბატონო ტენდი! თქვენი ყურადღების დაუმსახურებელი ობიექტი ვარ და მიხარია ! ქულებს რა მნიშვნელობა აქვს. ბევრი პირველადგილზე გასული ნაწარმოები ჩემი გულგრილობის მეპატრონე ყოფილა და ბევრიც კიდე უყურადღებოდ დარჩენილი ნაწარმოები მომწონებია! არის ხოლმე ისეთი რთული წუთები ცხოვრებაში, როცა თქვენნაირი ადამიანების ერთი ბეწო ყურადღებაც კი გვილამაზებს ცხოვრებას! მადლობა!
პ.ს. ამ ბოლო დროს ურაკის მთლად აქტიური წევრი ვერ ვარ , მაგრამ გამოვსწორდები! ქალბატონო ტენდი! თქვენი ყურადღების დაუმსახურებელი ობიექტი ვარ და მიხარია ! ქულებს რა მნიშვნელობა აქვს. ბევრი პირველადგილზე გასული ნაწარმოები ჩემი გულგრილობის მეპატრონე ყოფილა და ბევრიც კიდე უყურადღებოდ დარჩენილი ნაწარმოები მომწონებია! არის ხოლმე ისეთი რთული წუთები ცხოვრებაში, როცა თქვენნაირი ადამიანების ერთი ბეწო ყურადღებაც კი გვილამაზებს ცხოვრებას! მადლობა!
პ.ს. ამ ბოლო დროს ურაკის მთლად აქტიური წევრი ვერ ვარ , მაგრამ გამოვსწორდები!
26. ეს რა კარგი სადღეგრძელო დაგიმატებია, ფლორენცია? :) :) :) ისე კი ცალკე სჯობდა განთავსება. ბალღებ გაუმარჯოი!!! :) :) :)
პატივისცემით: ტენდი პ.ს. აბა, ახლა სად მიგიმატო 5 ქულა, ჰა?! :) :) :) ეს რა კარგი სადღეგრძელო დაგიმატებია, ფლორენცია? :) :) :) ისე კი ცალკე სჯობდა განთავსება. ბალღებ გაუმარჯოი!!! :) :) :)
პატივისცემით: ტენდი პ.ს. აბა, ახლა სად მიგიმატო 5 ქულა, ჰა?! :) :) :)
25. 10 დღიანი იძულებითი ,,შვებულება" მქონდა,გარედან წავიკითხე თქვენი ყველა პროზა.ზოგი მეტად მომეწონა,ზოგი ნაკლებად.მთლიანობაში კი დიდი სიამოვნება მომანიჭეთ... წარმატებებს გისურვებთ:) 10 დღიანი იძულებითი ,,შვებულება" მქონდა,გარედან წავიკითხე თქვენი ყველა პროზა.ზოგი მეტად მომეწონა,ზოგი ნაკლებად.მთლიანობაში კი დიდი სიამოვნება მომანიჭეთ... წარმატებებს გისურვებთ:)
24. უნდა და იქნება, თუ .... მშვიდობიანად დასრულდება ყველაფერი! გპირდებით! უნდა და იქნება, თუ .... მშვიდობიანად დასრულდება ყველაფერი! გპირდებით!
23. კარგებია, კაი პურმარილი უნდა. კარგებია, კაი პურმარილი უნდა.
21. მადლობა კატიე! შენიშვნებიც მიღებულია :):):):) მადლობა კატიე! შენიშვნებიც მიღებულია :):):):)
20. ჰოოოოდა... ჩემი სადღეგრძელოა ეს... იმ ქვეყნად რომ წავალ "ცარელა" კუჭით, ქეთო მასწის სხოვნა იყოითქო :))))))
+5 ქიზიყის სიყვარულით :))
ჰოოოოდა... ჩემი სადღეგრძელოა ეს... იმ ქვეყნად რომ წავალ "ცარელა" კუჭით, ქეთო მასწის სხოვნა იყოითქო :))))))
+5 ქიზიყის სიყვარულით :))
19. ვისიამოვნე. პატივს ვცემ გლეხკაცის სიბრძნეს-ბუნებისგან მინიჭებულს.
ვისიამოვნე. პატივს ვცემ გლეხკაცის სიბრძნეს-ბუნებისგან მინიჭებულს.
18. :) მომეწონა, საინტერესო იყო კახური სადღეგრძელოები... :) მომეწონა, საინტერესო იყო კახური სადღეგრძელოები...
17. კარგი იყო. ლაღი და სასიამოვნო საკითხავი.:) კარგი იყო. ლაღი და სასიამოვნო საკითხავი.:)
16. მომეწონა კი. იუმორი გასდევს თავიდან ბოლომდე. იუმორი მარტო სამხიარულო კი არა სატირალიცაა! მომეწონა კი. იუმორი გასდევს თავიდან ბოლომდე. იუმორი მარტო სამხიარულო კი არა სატირალიცაა!
15. მადლობა ყველას! დიდი იმედი მაქვს მამა მალე შესძლებს და კიდევ მრავალჯერ იტყვის ლამაზ სადღეგრძელოებს! მადლობა ყველას! დიდი იმედი მაქვს მამა მალე შესძლებს და კიდევ მრავალჯერ იტყვის ლამაზ სადღეგრძელოებს!
14. ალედა კაცი მამაშენტან და მოისმედა კარგ საDრგრძელოებს:) ალედა კაცი მამაშენტან და მოისმედა კარგ საDრგრძელოებს:)
13. ისეთი მადლიანი, ცოცხალი დიალექტიზმითაა დაწერილი, რომ თითქოს თავად ვისმენდი ამ დიალოგებს – ასეთ კოლორიტულს, სავსეს (რამდენადაც არაკახელმა შეიძლება აღვიქვა). ისე, პროტესტი (ჩემი აზრით) მხოლოდ "წარსული დროების კრიტიკით არ ამოიწურება...
კუჭსავსე ინტელიგენცია (განსაკუთრებით, პედაგოგები) არც ადრე იყო და არც ახლაა, მგონი. სათქმელს, მგონი, მიგიხვდით ავტორო! ილიასი არ იყოს, "რა ნესტარითა ხარ ნაჩხვლეტი", ვგონებ, მკითხველი მიგიხვდება.... წარმატებები! ისეთი მადლიანი, ცოცხალი დიალექტიზმითაა დაწერილი, რომ თითქოს თავად ვისმენდი ამ დიალოგებს – ასეთ კოლორიტულს, სავსეს (რამდენადაც არაკახელმა შეიძლება აღვიქვა). ისე, პროტესტი (ჩემი აზრით) მხოლოდ "წარსული დროების კრიტიკით არ ამოიწურება...
კუჭსავსე ინტელიგენცია (განსაკუთრებით, პედაგოგები) არც ადრე იყო და არც ახლაა, მგონი. სათქმელს, მგონი, მიგიხვდით ავტორო! ილიასი არ იყოს, "რა ნესტარითა ხარ ნაჩხვლეტი", ვგონებ, მკითხველი მიგიხვდება.... წარმატებები!
12. მადლობა თქვენ! დიდი პატივია თქვენი მოწონება! მადლობა თქვენ! დიდი პატივია თქვენი მოწონება!
11. რა კარგი იყოოო...55555 მომწონს ეს ავტორი...:-* რა კარგი იყოოო...55555 მომწონს ეს ავტორი...:-*
10. როგორ მომეწონა ნატ:) გამახსენდა სანთლის შუქზე როგორ გვიამბობდა მამაშენი თავის მხიარულ თავგადასავლებს და გვამხიარულებდა. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გააძლიეროს ის კეთილი და სათნო ადამიანი :* :* :* :*
როგორ მომეწონა ნატ:) გამახსენდა სანთლის შუქზე როგორ გვიამბობდა მამაშენი თავის მხიარულ თავგადასავლებს და გვამხიარულებდა. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გააძლიეროს ის კეთილი და სათნო ადამიანი :* :* :* :*
9. მადლობა ყველას! როგორ არ ამბობდა! ამბობდა და სვავდა კიდეც, ქვევრიც გამოგვიფსკერებია! ეს ორი გამახსენდა და დავდე! კიდევ გავიხსენებთ! :) გაგიმარჯოთ ყველას! მადლობა ყველას! როგორ არ ამბობდა! ამბობდა და სვავდა კიდეც, ქვევრიც გამოგვიფსკერებია! ეს ორი გამახსენდა და დავდე! კიდევ გავიხსენებთ! :) გაგიმარჯოთ ყველას!
8. მიყვარს, ქართულ დიალექტებს ასე ოსტატურად რომ იყენებენ თხრობისას, რაღაც "გემრიელს" ხდის ნაწარმოებს. ყოჩაღ ავტორო! მიყვარს, ქართულ დიალექტებს ასე ოსტატურად რომ იყენებენ თხრობისას, რაღაც "გემრიელს" ხდის ნაწარმოებს. ყოჩაღ ავტორო!
7. გამეღიმა, მომეწონა :) გამეღიმა, მომეწონა :)
6. ფლორენცია, აი, თურმე რატომ მომეწონე, კახელი ყოფილხარ. :))) მამაშენი დავიჯერო ორ სადღეგრძელოზე ჩერდებოდა მეტს აღარ სვამდა?! აღარც სადღეგრძელოებს ამბობდა ?! :))) აბა კიდევ გვიმბე!. :)))
ხო, მაშინ, შევარდნაძის პერიოდში ხალხს ქალაქში ყურძენს არ ატანდნენ და რთველიდან სულ გულდაწყვეტილები ვბრუნდებოდით. :) :):) მომეწონა ძალიან. 5 ფლორენცია, აი, თურმე რატომ მომეწონე, კახელი ყოფილხარ. :))) მამაშენი დავიჯერო ორ სადღეგრძელოზე ჩერდებოდა მეტს აღარ სვამდა?! აღარც სადღეგრძელოებს ამბობდა ?! :))) აბა კიდევ გვიმბე!. :)))
ხო, მაშინ, შევარდნაძის პერიოდში ხალხს ქალაქში ყურძენს არ ატანდნენ და რთველიდან სულ გულდაწყვეტილები ვბრუნდებოდით. :) :):) მომეწონა ძალიან. 5
5. მადლობა თქვენ რომ კითხულობთ მედეა! მადლობა თქვენ რომ კითხულობთ მედეა!
4. ვეცადე-სულ კახურად ვიკითხე:)
გაზაფხულიდან მოყოლებული თითქმიი ყოველ პარასკევ სოფლიიკენ სამუშაოდ რო დავდივარ ხოლმე, ბოლოი შვიდჯერ მარტო დასაწამლად ვიყავი წასული, მაშინ რატო არ გამაჩერეთ? რატო არ მითხარით, ჯო, შენ ექიმებმა ფიზიკური მუშაობა აგიკრძალეი და არ გაგატარებთო-:)))
გმადლობთ:) ვეცადე-სულ კახურად ვიკითხე:)
გაზაფხულიდან მოყოლებული თითქმიი ყოველ პარასკევ სოფლიიკენ სამუშაოდ რო დავდივარ ხოლმე, ბოლოი შვიდჯერ მარტო დასაწამლად ვიყავი წასული, მაშინ რატო არ გამაჩერეთ? რატო არ მითხარით, ჯო, შენ ექიმებმა ფიზიკური მუშაობა აგიკრძალეი და არ გაგატარებთო-:)))
გმადლობთ:)
3. არ მეყო...:):)გააგრძელე კიდევ... არ მეყო...:):)გააგრძელე კიდევ...
2. დიდი მადლობა! დიდი მადლობა!
1. ვაიმე, რა კარგი იყო, მიყვარს კაჭრეთში ჩასვლა მწყერი რომ მოსუქებულია მაშინ, ნადირობის სეზონზე :)++ ღმერთმა დიდხანს და კარგად გიმყოფოს შენი მამიკო :* ვაიმე, რა კარგი იყო, მიყვარს კაჭრეთში ჩასვლა მწყერი რომ მოსუქებულია მაშინ, ნადირობის სეზონზე :)++ ღმერთმა დიდხანს და კარგად გიმყოფოს შენი მამიკო :*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|