ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2012


მეხრის სიმღერა

ვერ ვეგუები სიცოცხლეს,
ასე მოთვლილს და ნაპარავს,
წავალ და დიდი სიჩუმე
ჩემს ნაბილიკარს დაფარავს,
სხივი ჩაქრება მინანქრის,
მზე გაშავდება თაკარა,
ცას შებღავლებენ სამდურავს
ჩემი ლომა და შაქარა.
ისევე  გადაიდარებს,
სიო დაჰბერავს სხვაგვარად
სხვა მეხრე მიუგურგურებს
ნატკენ წყლულების საბანად.
ჩემივ სისხლ-ოფლით ნაპოხი
მიწა მექნება საფარად,
გადაიდარებს ღრუბელი,
ნისლიც გაქრება ქარქარა,
მალევე დამივიწყებენ,
როცა ვიქნები აღარა!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები