 | ავტორი: ტ___ა___ი ჟანრი: პროზა 24 თებერვალი, 2012 |
ტელეფონი რეკავს. საწვიმრის ჯიბეში, შეუჭმელ ტოსტსს ვაცურებ და კიბეებს მივუყვები. პოლიციელი, დარდის ეტიკეტს, კარებშივე უნიჭოდ იცავს. კოლექტიურ ქმედებათა სიყალბე! ოთახი ყარს. არყის ცარიელი ბოთლები, გაგუდული თევზებივით იატაკზე. ფარდებზე წითელი საჯდომით მიმხმარი ტარაკნები. ამ ტარაკნებს ჰგავს შენი ღმერთიც,რომელსაც, ალბათ ღამით, მოსაშარდად გამოსული, წამადუწუმ ფეხს აბიჯებდი,უეცარი გამოფხიზლების შეგრძნებით. ხელი, ჯერ კიდევ ,შუქის ჩამრთველზე გედო და გეჩვენებოდა,რომ შენი მუდმივი მოთვალთვალე ინკვიზიტორი, ისევ შენს ზურგს უკან სუნთქავდა,შენზე ძლიერი შენი ღმერთი... შენ საკეტები გამოიგონე კარებზე! გაზეთში გახვეული ძეხვი ,-კუჭის მწირე ბიბლიოთეკის ეგზემპლიარი. ცხიმიანი ხურდები მამაკაცის გვამს ირეკლავენ...გაჩაჩხულ ფეხებს შუა ,შარდისა და სპერმის გუბეში მისი მარჯვენა ტერფი ქანაობს. ჰიდროცეფალია და სიბერე,როგორც ცინიკური პაროდია უკვადვებაზე. დამტვრეული თეფშები პასუხების ნაცვლად...მათ ნატეხებში აისახება შენი კუჭისა და გულისთვის მნიშვნელოვანი თარიღები ალბათ... სააბაზანოდან ბრიტვა გამომაქვს და გვამის გაუპარსავ ყვრიმალებს ვუახლოვდები... ნაბიჯებში, დროის საშო, მშობიარესავით იწელება... ბრიტვის ხავილის ხმა ჩამესმის და ჩემს შიშებს, შენი შიშიების წინაშე ვმალავ, თუმცა უკვე, უმნიშვნელო გუბურად იქცნენ,მაინც გაიამრჯვე,როგორც იმარჯვებენ ისინი, ვინც პირველები მიდიან და უკან, მხოლოდ ტკივილს ტოვებენ, სისხლის და შარდის გუბეში, რომელშიც, ვერგასინჯული ბამბის ნაყინი, ობმოდებული ბავშვობის სახეს იღებს... არასოდეს გისწავლებია, როგორ მივახლოვებოდი გაბედულად შიშველ რელობას,რელიგიის და მოსაბეზრებელი სისტემების გარეშე,მაგრამ მგონი მე ეს შევძელი... შენი მოყვითალო სახე, შენი მსგავსი გამხმარი ხელებით მიჭირავს და wლებისწინანდელი რიტუალით ვცდილობ ტაქტილური შიმშილი დავიკმაკოფილო,თუმცა მხოლოდ ის აზრები მომდის,რომ შენ უბრალო პროექცია ხარ! ჯიბეში გამხმარი ტოსტს ვგრძნობ და კიბეებზე ვეშვები. მათ ტელეფონითვე მითხრეს,რომ მამაჩემს თავი არ მოუკლავს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. სიუჟეტი საინტერესოდაა მოწოდებული, მთავარ აზრსაც უხერხულ, მაგრამ მძაფრ ფონს უქმნის... საინტერეოს მომეჩვენა. წარმატებები ! სიუჟეტი საინტერესოდაა მოწოდებული, მთავარ აზრსაც უხერხულ, მაგრამ მძაფრ ფონს უქმნის... საინტერეოს მომეჩვენა. წარმატებები !
9. მე არ მომეწონა! მე არ მომეწონა!
8. მართლაც გლისანდოა– კლავიატურაზე ერთი ხელის გასრიალებით დაწერილი ფრაზები....შენ უბრალო პროექცია ხარ! ჯიბეში გამხმარი ტოსტს ვგრძნობ და კიბეებზე ვეშვები. მათ ტელეფონითვე მითხრეს,რომ მამაჩემს თავი არ მოუკლავს!
მე მომეწონა, სხვისი არ ვიცი ... მართლაც გლისანდოა– კლავიატურაზე ერთი ხელის გასრიალებით დაწერილი ფრაზები....შენ უბრალო პროექცია ხარ! ჯიბეში გამხმარი ტოსტს ვგრძნობ და კიბეებზე ვეშვები. მათ ტელეფონითვე მითხრეს,რომ მამაჩემს თავი არ მოუკლავს!
მე მომეწონა, სხვისი არ ვიცი ...
7. შენი კომენტარის შემდეგ შენ უკეთ ხარ გაცნობიერებული <3
კარგი კვანდო, აუცილებლად, არ დამეზარება. შენი კომენტარის შემდეგ შენ უკეთ ხარ გაცნობიერებული <3
კარგი კვანდო, აუცილებლად, არ დამეზარება.
6. ,,ხიჩკოკი კიდევ მაგარია,, რა ხედვაა, რა საოცრებაა:)))))რა გრმად გაცნობიერებულობა კინემატოგრაფში)) ,,ხიჩკოკი კიდევ მაგარია,, რა ხედვაა, რა საოცრებაა:)))))რა გრმად გაცნობიერებულობა კინემატოგრაფში))
5. ხიჩკოკი კიდევ მაგარია და არანაირ კავშირში აქაურობასთან.. ხიჩკოკი კიდევ მაგარია და არანაირ კავშირში აქაურობასთან..
4. კიდევ რამდენჯერმე გადაიკითხე ,,კასპერ,, და რამდენიმე ჰიპერაქტიური კომენტრიც გლიჯე)))) კიდევ რამდენჯერმე გადაიკითხე ,,კასპერ,, და რამდენიმე ჰიპერაქტიური კომენტრიც გლიჯე))))
3. ამ ტარაკნებს ჰგავს შენი ღმერთიც,რომელსაც, ალბათ ღამით, მოსაშარდად გამოსული, წამადუწუმ ფეხს აბიჯებდი,უეცარი გამოფხიზლების შეგრძნებით. =)) ვაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაააააჰ =)) =)) =)) რა სითამამეააა, რა ხედვაა, რა საოცრებაა =)) თქვენ უდაოდ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირზე გაბრაზებული რიგითი ვინმე ბრძანდებით.
გამინუსება არის დასამატებელი აუცილებლად, გაივსო აქაურობა დებილობებით. ამ ტარაკნებს ჰგავს შენი ღმერთიც,რომელსაც, ალბათ ღამით, მოსაშარდად გამოსული, წამადუწუმ ფეხს აბიჯებდი,უეცარი გამოფხიზლების შეგრძნებით. =)) ვაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაააააჰ =)) =)) =)) რა სითამამეააა, რა ხედვაა, რა საოცრებაა =)) თქვენ უდაოდ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირზე გაბრაზებული რიგითი ვინმე ბრძანდებით.
გამინუსება არის დასამატებელი აუცილებლად, გაივსო აქაურობა დებილობებით.
2. რა საინტერესოდ იწყება <3 მოეშვით სისულელეების ყურებას და რამე თქვენი წერეთ ხოლმე <3 პროექცია და თავი არ მოუკლავს და დედამიწა დგას სპილოზე, ტანგოს ეცეკვება მზეს, არ გეზარებათ ნეტავ? ან ეს კუჭის მწირე ბიბლიოთეკის ეგზემპლიარი - არ მეგონა ძეხვი კუჭში თუ ინახებოდა, რაღაცის მიგნების მიზნით მოთხრილი სისულელე. ღმერთო დაიფარე ქართული ლიტერატურა რა საინტერესოდ იწყება <3 მოეშვით სისულელეების ყურებას და რამე თქვენი წერეთ ხოლმე <3 პროექცია და თავი არ მოუკლავს და დედამიწა დგას სპილოზე, ტანგოს ეცეკვება მზეს, არ გეზარებათ ნეტავ? ან ეს კუჭის მწირე ბიბლიოთეკის ეგზემპლიარი - არ მეგონა ძეხვი კუჭში თუ ინახებოდა, რაღაცის მიგნების მიზნით მოთხრილი სისულელე. ღმერთო დაიფარე ქართული ლიტერატურა
1. ვაიმე...:((... ხიჩკოკი თუ ყაზბეგი? :)) ვაიმე...:((... ხიჩკოკი თუ ყაზბეგი? :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|