ბოლო ბაქანი მე აქ უნდა ჩამოვისვენო, ბოლო სიშლეგე, ბოლო ჟინი და ბოლო ზარი, წამო, სხალთაში ნისლწაკრული მთები გიჩვენო, წამო, მახათას მთაზე სხივებ-ალერსში, მარი. ჰო, ეს ვნებაა თუ გვალვების ველური თავსხმა, ახელებს სისხლს და აღარ დარჩა უჯრედიც ცივი, ხელში მიჭირავს გიშრის თვლების ფერნაზი ასხმა, თუ შენ ხარ, მარი, ეს ნატიფი, ლამაზი მძივი. რა უბრალოა, რა სუფთაა, თოთო ეს ლექსი, ცხელ ზეცის კიბით ჩამორბიან ლერწამ-ბწკარები, შენს თრთვილმკერდიდან წუხელ ცვრების სინაზე შევსვი, ხილვაა ეს თუ ცისკრის ქულა ხელუკარები... ***
იქნებ კონტრალტო და ნერვის დახლა, იქნებ უალტოს ჰადესს სულზე ცივს, სოლბგერა მოწყდა ჩაეშვა დაბლა და სარკმლის მიღმა აწვიმს კლავესინს.
მემრუშთა სახლი, თუ ეკლესიაა, გზა ცით აწევის, თუ გზა საშიში, ვუსმენ ტომ იორკს და დეპრესია, მითენთავს სხეულს, როგორც ჰაშიში... *** მარტო ვარ, მარტვილ ამ სიმარტოვეს, ცბიერ დარაჯად უცდის მაცილი, წუხელ საკანში ეპყრათ მამონებს, ქალაქი ცოდვის საცრით აცრილი. მე ისევ ნაცნობ ჩრდილების ტყვე ვარ, ვიღაცა ჩემს წილ სინათლეს მიფრთხობს, და ტახტზე ისე ლოდივით ვწევარ, თითქოს ჩემივე საფლავი ვიყო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ჰო, ეს ვნებაა თუ გვალვების ველური თავსხმა, ახელებს სისხლს და აღარ დარჩა უჯრედიც ცივი, ხელში მიჭირავს გიშრის თვლების ფერნაზი ასხმა, თუ შენ ხარ, მარი, ეს ნატიფი, ლამაზი მძივი _ კარგია!!! ჰო, ეს ვნებაა თუ გვალვების ველური თავსხმა, ახელებს სისხლს და აღარ დარჩა უჯრედიც ცივი, ხელში მიჭირავს გიშრის თვლების ფერნაზი ასხმა, თუ შენ ხარ, მარი, ეს ნატიფი, ლამაზი მძივი _ კარგია!!!
7. მე ისევ ნაცნობ ჩრდილების ტყვე ვარ, ვიღაცა ჩემს წილ სინათლეს მიფრთხობს, და ტახტზე ისე ლოდივით ვწევარ, თითქოს ჩემივე საფლავი ვიყო... მომწოოონს მე ისევ ნაცნობ ჩრდილების ტყვე ვარ, ვიღაცა ჩემს წილ სინათლეს მიფრთხობს, და ტახტზე ისე ლოდივით ვწევარ, თითქოს ჩემივე საფლავი ვიყო... მომწოოონს
6. ბოლო ბაქანი მე აქ უნდა ჩამოვისვენო, ბოლო სიშლეგე, ბოლო ჟინი და ბოლო ზარი, წამო, სხალთაში ნისლწაკრული მთები გიჩვენო, წამო, მახათას მთაზე სხივებ-ალერსში, მარი. ჰო, ეს ვნებაა თუ გვალვების ველური თავსხმა, ახელებს სისხლს და აღარ დარჩა უჯრედიც ცივი, ხელში მიჭირავს გიშრის თვლების ფერნაზი ასხმა, თუ შენ ხარ, მარი, ეს ნატიფი, ლამაზი მძივი. რა უბრალოა, რა სუფთაა, თოთო ეს ლექსი, ცხელ ზეცის კიბით ჩამორბიან ლერწამ-ბწკარები, შენს თრთვილმკერდიდან წუხელ ცვრების სინაზე შევსვი, --------------------------------------- ხილვაა ეს თუ ცისკრის ქულა ხელუკარები...
მშვენიერია. თითქოს ნახატია და ხედავ.
ბოლო ბაქანი მე აქ უნდა ჩამოვისვენო, ბოლო სიშლეგე, ბოლო ჟინი და ბოლო ზარი, წამო, სხალთაში ნისლწაკრული მთები გიჩვენო, წამო, მახათას მთაზე სხივებ-ალერსში, მარი. ჰო, ეს ვნებაა თუ გვალვების ველური თავსხმა, ახელებს სისხლს და აღარ დარჩა უჯრედიც ცივი, ხელში მიჭირავს გიშრის თვლების ფერნაზი ასხმა, თუ შენ ხარ, მარი, ეს ნატიფი, ლამაზი მძივი. რა უბრალოა, რა სუფთაა, თოთო ეს ლექსი, ცხელ ზეცის კიბით ჩამორბიან ლერწამ-ბწკარები, შენს თრთვილმკერდიდან წუხელ ცვრების სინაზე შევსვი, --------------------------------------- ხილვაა ეს თუ ცისკრის ქულა ხელუკარები...
მშვენიერია. თითქოს ნახატია და ხედავ.
5. მარტო ვარ, მარტვილ ამ სიმარტოვეს, ცბიერ დარაჯად უცდის მაცილი, წუხელ საკანში ეპყრათ მამონებს, ქალაქი ცოდვის საცრით აცრილი. მე ისევ ნაცნობ ჩრდილების ტყვე ვარ, ვიღაცა ჩემს წილ სინათლეს მიფრთხობს, და ტახტზე ისე ლოდივით ვწევარ, თითქოს ჩემივე საფლავი ვიყო...
5 .... მარტო ვარ, მარტვილ ამ სიმარტოვეს, ცბიერ დარაჯად უცდის მაცილი, წუხელ საკანში ეპყრათ მამონებს, ქალაქი ცოდვის საცრით აცრილი. მე ისევ ნაცნობ ჩრდილების ტყვე ვარ, ვიღაცა ჩემს წილ სინათლეს მიფრთხობს, და ტახტზე ისე ლოდივით ვწევარ, თითქოს ჩემივე საფლავი ვიყო...
5 ....
4. ეს პოეტის პოეტური შემოქმედების გვერდია, ყოველთვის მოსწონი! ეს პოეტის პოეტური შემოქმედების გვერდია, ყოველთვის მოსწონი!
3. არცთუ მთლად უბრალო... არცთუ მთლად უბრალო...
2. გენაცვალე რა მაგარია !!! აფსუს 5-ზე მეტს რომ ვერ ვწერ გენაცვალე რა მაგარია !!! აფსუს 5-ზე მეტს რომ ვერ ვწერ
1. სასიყვარულო მიძღვნად კარგია:) (პირველი) სასიყვარულო მიძღვნად კარგია:) (პირველი)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|