| ავტორი: ანაგელი2 ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 8 მარტი, 2012 |
ფული და ღირებულება. საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, კანონზომიერად ან ხელოვნურად იქმნებოდა სხვადასხვა საშუალება, რაც ხელს უწყობდა განვითარების იმ დონემდე მიღწევას რის შემდეგაც ახალი, უფრო მაღალი დონის ეტაპი უნდა დწყებულიყო. ახალ ეტაპზე გადასვლასთან ერთად იბადებოდა ახალი საშუალებები, ძველი კი თავისთავად ისპობოდა ან იმ დონეზე ერწყმოდა ახალს რომ კარგავდა თავის უწინდელ სასარგებლო დანიშნულებას, სიახლის ფორმას, პროგრესის საშუალებას და ქრებოდა. ამგვარად სიახლე ყოველთვის იდგა განვითარების მთავარ საფუძვლად. ერთ-ერთი ასეთი მოძველებული და მოსპობისთვის განწირული, ასე ვთქვათ პროგრესის სავალდებულო, ლოგიკურ მსხვერპლად შექმნილი საშუალებაა ფული. ფული, დიდიხანია უკვე მისულია იმ ზღვრამდე როდესაც თავადვე უნდა დაესრულებინა თავისი თავი, თუმცა ადამიანმა შეუწყო ხელი მისი არსებობის გაგრძელებას. ამგვარად ფულის მოსპობის აუცილებლობაზე, თუნდაც მისი დრომოჭმულობა და განვითარების ახალი, გარდაუვალი ეტაპის მოახლოვება მეყველებს. ცივილიზაციის უფულოდ განვითარების შესაძლებლობა უდროო ჭეშმარიტებაა. სხვადასხვა დროს გადახდის საშუალებად და ღირებულების საზომად სხვადასხვა საშუალებები მიაჩნდათ, ძროხა, ქვა, ან თუნდაც ადამიანი, მონა. დიახ სანამ ფული დღევანდელ სახეს მიიღებდა გარკვეული პერიოდი ქვების და საქონლის მსგავსად სწორედ ადამიანი მონა ასრულებდა ფულის დანიშნულებას. ადამიანი თავად იყო ნატურალური ფული. პირველყოფილი თემური წყობილების ხანაში კი საერთოდ არ არსებობდა საშუალება სახელად ფული. თუკი ინტელექტით, გონებრივი და ზნეობრივი განვითარების დონით ბევრად დაბლა მდგომმა მაშინდელმა საზოგადოებამ, საუკუნეების განმავლობაში შეძლო უფულოდ ცხოვრება და პროგრესირება რატომ ვერ შეძლებს ამას თანამედროვე ადამიანი? ახალანდელი საზოგადოების უფულოდ ცხოვრება, ეს სულაც არ იქნება პირველყოფილი თემური წყობილების გადმოტანა თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანთა ყოფაში. პირველყოფილ საზოგადოებაში განვითარებული იყო ნატურალური მეურნეობა რაც იმას ნშნავდა რომ თითოეული თავად უზრუნველყოფდა საკუთარი თავისთვის სარსებო პირობებს. ანუ თავად მოიპოვებდა საჭირო ნივთებსა თუ საკვებს და ფული არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა. მაშინდელი საზოგადოების ინტელექტი იმ დონემდე ჩამოუყალიბებელი გახლდათ რომ ვერაფრით მივიდნენ დასკვნამდე, რასაც ჰქვია: ერთი ყველასთვის ყველა ერთისთვის. ყველა თავისთვის ზრუნავდა. სწორედ ამ პრინციპის მიუგნებლობამ განავითარა მოვლენები იმგვარად რასაც შემდოში კლასებად დაყოფა და შესაბამისად ფულის არასწორი დანიშნულებით წარმოშობა მოჰყვა. აქედან გამომდინარე არასწორად განვითარდა ურთიერთობები რასაც დღეს თანამედროვე და ბევრად ღრმად მოაზროვნე (ვიდრე მაშინ) ადამიანები ვიმკით. ამრიგად ჩვენი პირველყოფილი წინაპრებისგან განსხვავებით, ფულის გარეშე ცხოვრებისას ამომავალი წერტილი და მთავართაგანი პრინციპი ერთმანეთზე ზრუნვა, ერთ იდეაში თანამშრომლობა და სულიერი გაერთიანება იქნება. ახალ ეტაპზე გადასასვლელად ფულის მოსპობის აუცილებლობა გამოიწვია არა თავად ფულმა არამეტ, მისმა უარყოფითმა გავლენამ ადამიანთა შინაგან სამყაროზე. ადამიანები ერთმანეთს მუდმივად ანგარიშსს უწევენ. ანგარიშს, - არა ამ სიტყვის დადებითი გადატანითი მნიშვნელობით არამეტ, ანგარიშს - ამ სიტყვის პირდაპირი, ანგარებითი გამოხატულებით. ფულით ისაზღვრება არამარტო ნივთის, მატერიის, არამეტ პიროვნულობის ღირებულებაც, რომლის ფორმაც იდეალისტურია. ფულმა იდეაში, სულში შეაღწია! ადრე თუ ადამიანი თავად იყო ნატურალური ფული და რისამე ღირებულებას განსაზღვრავდა, ახლა უკვე მისი სულის ღირებულებებია ყიდვა გაყიდვის საშუალება. სწორედ ეს ასპექტი მიაქანებს, ცივილიზაციის სიმაღლეებისკენ დაძრულ თანამედროვე საზოგადოებას, ყოველგვარი ადამიანური ღირსებისგან დაცლილი უფსკრულისაკენ. სწორედ ფულის დამსახურებაა, რომ ადამაიანის სულიერი ღირებულებები გასაგნებულია და მატერიალიზმით შემოსილნი მეტად უმსგავსოდ გამოიყურებიან. ფული როგორც ღირებულების საზომი, თავისთავად უნდა იგულისხმებოდეს როგორც მატერიის ღირებულების საზომი. თუმცა იგი ადამიანთა ღირებულებების საზომადაც ჩამოაყალიბა, რაც მთავარი მიზეზი და წინაპირობა შეიქმნა მისის მოსპობის აუცილებლობისა, ასევე ჰარმონიული და ღირსეული ურთიერთობების დასამყარებლად. ღირებულების საზომად უნდა ვიყენებდეთ არა ფულს არამეტ მოთხოვნილებას. ამგვარად კონკრეტული არასდროს იქნება შეფასებული ერთგვარად. ეკონომიკა ფულის გარეშე! აი მთავარი გამოსარკვევი და ამოსახსნელი თემა რის შემდეგაც ფულის მოსპობის თეორია აბსოლიტურად რეალური სახით წარმოჩინდება. ფული და ეკონომიკა. თანამედროვე ინდივიდიალურ თავისუფლებაში, რომელიც პირველ რიგში სიმდიდრეს მოაქვს ადამიანის ცხოვრების წესში, გამოიხატა პირველყოფილი წყობილების, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვის პრინციპები. ეს გახდა მიზეზი ჭეშმარიტი პრინციპის - „ძალა ერთობაშია“-ს თამამი უგულვებელყოფა რამაც თავისმხრივ გამოიწვია ასეთი ინდივიდის ინდიფერენტულობა და მისი მხრიდან გარშემომყოფთა პრობლემებისადმი თანაგრძნობის მოშლა.ერთი ადამიანის კაპიტალის ფასეულობა უნდა გაიზომოს არა ფულით (როგორც საზომი ერთეულით) არამეტ იმით თუ რამდენად საჭიროა ის კაპიტალი მეორე ადამიანისთვის. ანუ გამოუყენებელ მატერიალურ სიმდიდრეს ფულით თუ გავზომავთ, შეიძლება რომ ის მილიარდებად შეფასდეს და იგი მხოლოდ მისი მფლობელის სიმდიდრეს და ძლევამოსილებას უსვავდეს ხაზს, ხოლო თუ შევაფასებთ სხვისი საჭიროების და მიხედვით, მაშინ მისი მფლობელის სრგებლიან ქმედებას დააფიქსირებს და ღირებულებაც მოხმარებულის შედეგით გამომჟღავნდება. ეკონომიკა არ არის ფულზე დამოკიდებული. ეკონიმიკა წარმოებაზე და გასაღებაზეა აგებული ანუ მოთხოვნილებაზე და ამ მოთხოვნილის შექმნაზე. რასაც, ადამიანის შრომა უზრუნველყოფს. არც გაცვლის საშუალება წარმოადგენს ფული აუცილებლობას, რადგანაც არსებობს უკეთესი ალტენატიული საშუალება სახელად ბარტერი. დიახ გაცვლის საშუალებაში ფულის ალტერნაიტვაა „ბარტერი“ რაც თანამედროვე ცხოვრებაშიც ფულის პარალელურად წარმატებით გამოიყენება. სწორედ ბარტერია ჩემი პასუხი, იმ უიმედოდ განწყობილი ადამიანების კითვაზე, რომელთაც ფულის გარეშე ეკონომიკა წარმოუდგენლად ეჩვენებათ. ბარტერის შემთხვევაში ღირებულების განსაზღვრა უნდა ხდებოდეს არა საყოველთაოდ დამკვიდრებული რაიმე საზომი ერთეულით არამეტ, მოთხოვნილების და საჭიროების მიხედვით. მაგალითად ათას ლარად ღირებული ნივთი შეიძლება გაიცვალოს ერთ ლარად ღირებულში თუკი ერთს მეორე, მეორეს კი პირველი სჭირდება და მოთხოვნილება გააჩნია. ერთისთვის რაც შეფასებულია ფულის საზომით ერთ ლარად მეორესთვის მისი საჭიროება შეიძლება იმავე ფულის საზომით ათას ლარად უღირდეს, მისი იმ წუთში იმ საგნის საჭიროების და მიხედვით. ხოლო როცა ღირებულების განმსაზღვრელი - მოთხოვნილება, ანუ საჭიროება იქნება, ფასიც სრულებით სხვა შინაარსის აღმნიშვნელი სიტყვა გახდება და ბარტერიც სრულებით დააკმაყოფილებს მომთხოვნ მხარეებს. როგორ გადავწყვიტოთ იმ სოციალური ფენის პრობლემა ვინც ფულის ნაკლებობას განიცდიან? ან მთლად მოკლებულნი არიან ამ საშუალებას? ფული დაურიგოთ ყველას? არა! ფული უნდა მოვსპოთ! ჩვენ თუ არ მოვსპობთ ფულს, ფული მოგვსპობს ჩვენ, როგორც ღირსებაზე პრეტენზიის მქონე პიროვნებებს. მდგომარეობა ფულის გარეშე შესაძლებელია! დედამიწის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ისედაც ფულის გარეშე ცხოვრობს, კიდევ უფრო მეტი ადამიანი კი, ანუ პლანეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მის (ფულის) მუდმივ ნაკლებობას განიცდის. სწორედ ამ „უფულოთა“ ხარჯზე ვითარდება სამყარო და არა მდიდართა მიზეზით. განვითარება ხომ პირველ რიგში ინტელექტის, სწორი აზროვნების და შრომის ხარჯზე ხდება და არა ფულის. რაშია ფული საჭირო? ამ კითხვაზე სრულყოფილი და ერთმნიშვნელოვანი, დადებითი ელფერის პასუხი არ არსებობს, რადგანაც ფული არაფერში იმაში არ არის საჭირო სადაც ადამიანობა, კეთილშობილება და ღირსება ფიგურირებს, რაზეც იქმნება კიდევაც საწყისი ყოველივე კარგის რაც კი რამ ადამიანებს უნდა გააჩნდეთ სამართლიანი თანაცხოვრებისათვის. ფულის მოსპობა თავისთავად მოსპობს სიზარმაცეს, რადგანაც მხოლოდ შრომა იქნება საწინდარი დოვლათის შექმნის და პირადი წვლილის შეტანისა საკუთარი და დანარჩენთა კეთილდღეობისთვის. შრომა და მოთხოვნილება მუდმივად პროპორციული იქნება ერთი მეორისა, ადამიანს რაც უფრო გაეზრდება მოთხოვნილებები მით უფრო მეტს იმუშავებს და მეტს შექმნის რაც განვითარებისა და წინსვლის წინაპირობაა. ამავე დროს კეთილდღეობა არ განისაზღვრება მოთხოვნილების სიდიდითა და სიმცირით არამეტ განისაზღვრება მოთხოვნილების დაკმაყოფილებით. მცირე მაგრამ დაკმაყოფილებული მოთხოვნილება იგივე კომფორტისა და კეთილდღეობის განცდას და პირობებს წარმოშობს, როგორც დიდი და ასევე დაკმაყოფილებული. ერთის შრომა იქნება მეორის მოთხოვნილების დაკმაყოფილების გარანტი თუკი მეორის შრომა დააკმაყოფილებს პირველის მოთხოვნებს. გულწრფელი შრომით, ხარისხის გაუმჯობესება შეამცირებს რაოდენობის უსაფუძვლო ზრდის მოთხოვნილებას. ეს იქნება სწორედ სამართლიანი გადანაწილება კეთილდღეობისა და შექმნილი დოვლათის. ფულის მოსპობას პირველ რიგში ხელს უშლის ჩვენი პლანეტის გიგანტური ფინანსური ქსელი. სრულებით მატერიალიზმზე აგებული მსოფლიო საბანკო სისტემის და ფულადი (ანგარებითი) ეკონომიკის შეხმატკბილებული ურთიერთობა სინამდვილეში პროსტიტუციაა და მეტი არაფერი. ამიტომ ასეთი ურთიერთობა უეჭველი შეწყვეტისთვისაა განწირული. ამ მაშტაბის ერთმანეთში გადახლართული სისტემის ჩამოშლა, ფულზე დამოკიდებული ცივილიზაციისთვის კატასტროფის ტოლფასია, რაც პირველ რიგში პალენეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის საარსებო მნიშვნელობის პრობლემებს გამოიწვევს. ფულის მოსპობა და შესაბამისად საზოგადოების შეგნების დადებითი მიმართულებით ამაღლება, გამორიცხავს მსგავსი კატასტოფების შესაძლებლობებს. თუმცა თავად ფულის გაქრობის პროცესიც ყოველგვარი რევოლუციონიზმის გარშე, მრავალსვლიანი გათვლების და პროფესიონალური დაგეგმვის ფონზე უნდა მიმდინარეობდეს რაც, ცხოვრების დოგმატური პრინციპებიდან ახალ ეტაპზე უმტკივნეულოდ გადასვლის საშუალებას მოგვცემს.
P.S. ამ შემთხვევაში არ აქვს მაგას მნიშვნელობა ვინმეს უნდა თუ არ უნდა უფულოდ ცხოვრება, მთავარია რომ ეს გარდაუვალი აუცილებლობაა. სწორად თუ განვსჯით და ნებას თუ გამოვიჩენთ, ფულის მოსპობა ასრულებადია.
(გაგრძელებაში მეკანონეთა მოსპობაზე)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ალექსანდრე მაგარსკი (კითხვა) - წარმოიდგინე ყველა ის ადამიანი ვისაც უკვე ნაშოვი აქვს ფული და ამის წყალობით მიაღწია საზოგადოებაში რაღაც გარკვეულ მდგომარეობას, როგორ ფიქრობ დათანხმდება მის განადგურებას? ანაგელი2 (პასუხი) - ჯერ ერთი,ასეთი ადამიანები უმცირესობაში არიან და თუკი უმრავლესობა მოინდომებს..... თუმცა მეგობრობის მანიფესტი ყოველმხრივ ეწინააღმდეგება ერთის მიერ უფლებების დარღვევას მეორეს მიმართ, თუნდაც ეს ერთი უმრავლესობას ხოლო მეორე უმცირესობას წარმოადგენდეს. თუმცა მაქამდე საქმე არ მივა რადგანაც აქ იდეა სულ სხვაა... ფულის მოსპობა სულაც არ ნიშნავს სიმდიდრის, და უკვე შექმნილი დოვლათის მოსპობას, უბრალოდ ეს ყველაფერი კანონზომიერად, მოთხოვნილების და შრომის შესაბამისად უნდა იქნეს გადანაწილებული. არავინ არავის გაკულაკებას არ აპირებს. მთვარი ამოსავალი წერტილი ამ პრინციპისა კი ის არის, რომ საზოგადოებამ, ადამიანებმა ერთმანეთისთვის ზრუნვის აუცილებლობა უნდა შეიგნონ. სწორედ ამიტომაც ჰქვია ამ მანიფესტს მეგობრობის და არა ფულის მოსპობის მანიფესტი. (ამის შესახებ შემდეგ თავებში უფრო კონკრეტულად იქნება ნახსენები.) ალექსანდრე მაგასკი (ფრაზა) - მით უმეტეს, რომ ადამიანების ფსიქიკაში ასეა ჩადებული ნებისმიერ საქმეს აკეთებენ იმისათვის რომ მიიღონ ფ უ ლ ი ანაგელი2 (პასუხი) - სწორედ მაგიტომაც უნდა მოისპოს რომ ნ ე ბ ი ს მ ი ე რ საქმეს აკეთებენ ფულის გამო. აქვე დავამატებ რომ დღევანდელ სამყაროში ფულის დიდი ნაწილი ისედაც უკვე სხვადასხვა სახის დოვლათშია ასახული ან ვირტუალურად არის ქცეული. ფულის მატერიალურად გაქრობა უკვე დაწყებულია, ჩვენ კი მის შინაარსს უნდა მოვუღოთ ბოლო. ასე რომ ნუ უყურებთ ასე წარმოუდგენლად მისი მოსპობის საკითხს. თვისთავად მიდის ფული მოსპობისკენ და ჩვენ მხოლოდ ხელი უნდა შევუწყოთ, რათა მან მხოლოდ სახე არ იცვალოს და შინაარსით იგივე არ დარჩეს. მენტალურად იდეოლოგიურად და ფსიქოლოგიურად უნდა შევემზადოთ რათა ამ ყველაფერმა პროგრესი და კეთილდღეობა მოგვიტანოს და არა კრიზისი და ნგრევა.
ალექსანდრე მაგარსკი (კითხვა) - წარმოიდგინე ყველა ის ადამიანი ვისაც უკვე ნაშოვი აქვს ფული და ამის წყალობით მიაღწია საზოგადოებაში რაღაც გარკვეულ მდგომარეობას, როგორ ფიქრობ დათანხმდება მის განადგურებას? ანაგელი2 (პასუხი) - ჯერ ერთი,ასეთი ადამიანები უმცირესობაში არიან და თუკი უმრავლესობა მოინდომებს..... თუმცა მეგობრობის მანიფესტი ყოველმხრივ ეწინააღმდეგება ერთის მიერ უფლებების დარღვევას მეორეს მიმართ, თუნდაც ეს ერთი უმრავლესობას ხოლო მეორე უმცირესობას წარმოადგენდეს. თუმცა მაქამდე საქმე არ მივა რადგანაც აქ იდეა სულ სხვაა... ფულის მოსპობა სულაც არ ნიშნავს სიმდიდრის, და უკვე შექმნილი დოვლათის მოსპობას, უბრალოდ ეს ყველაფერი კანონზომიერად, მოთხოვნილების და შრომის შესაბამისად უნდა იქნეს გადანაწილებული. არავინ არავის გაკულაკებას არ აპირებს. მთვარი ამოსავალი წერტილი ამ პრინციპისა კი ის არის, რომ საზოგადოებამ, ადამიანებმა ერთმანეთისთვის ზრუნვის აუცილებლობა უნდა შეიგნონ. სწორედ ამიტომაც ჰქვია ამ მანიფესტს მეგობრობის და არა ფულის მოსპობის მანიფესტი. (ამის შესახებ შემდეგ თავებში უფრო კონკრეტულად იქნება ნახსენები.) ალექსანდრე მაგასკი (ფრაზა) - მით უმეტეს, რომ ადამიანების ფსიქიკაში ასეა ჩადებული ნებისმიერ საქმეს აკეთებენ იმისათვის რომ მიიღონ ფ უ ლ ი ანაგელი2 (პასუხი) - სწორედ მაგიტომაც უნდა მოისპოს რომ ნ ე ბ ი ს მ ი ე რ საქმეს აკეთებენ ფულის გამო. აქვე დავამატებ რომ დღევანდელ სამყაროში ფულის დიდი ნაწილი ისედაც უკვე სხვადასხვა სახის დოვლათშია ასახული ან ვირტუალურად არის ქცეული. ფულის მატერიალურად გაქრობა უკვე დაწყებულია, ჩვენ კი მის შინაარსს უნდა მოვუღოთ ბოლო. ასე რომ ნუ უყურებთ ასე წარმოუდგენლად მისი მოსპობის საკითხს. თვისთავად მიდის ფული მოსპობისკენ და ჩვენ მხოლოდ ხელი უნდა შევუწყოთ, რათა მან მხოლოდ სახე არ იცვალოს და შინაარსით იგივე არ დარჩეს. მენტალურად იდეოლოგიურად და ფსიქოლოგიურად უნდა შევემზადოთ რათა ამ ყველაფერმა პროგრესი და კეთილდღეობა მოგვიტანოს და არა კრიზისი და ნგრევა.
4. ფულის მოსპობა სულაც არაა უმტკივნეულო პროცესი. წარმოიდგინე ყველა ის ადამიანი ვისაც უკვე ნაშოვი აქვს ფული და ამის წყალობით მიაღწია საზოგადოებაში რაღაც გარკვეულ მდგომარეობას, როგორ ფიქრობ დათანხმდება მის განადგურებას? მით უმეტეს, რომ ადამიანების ფსიქიკაში ასეა ჩადებული ნებისმიერ საქმეს აკეთებენ იმისათვის რომ მიიღონ ფ უ ლ ი თუმცა ამ ქვეყანაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს თვით ისიც, რომ ხალხი მივიდეს იმ გადაწყვეტილებამდე საკუთარი სურვილით უკუაგდონ ცდუნება ფულზე ..................ძალიან ბევრის მომცველი თემაა და აქ ყველაფერს ვერ დაწერ.............. ფულის მოსპობა სულაც არაა უმტკივნეულო პროცესი. წარმოიდგინე ყველა ის ადამიანი ვისაც უკვე ნაშოვი აქვს ფული და ამის წყალობით მიაღწია საზოგადოებაში რაღაც გარკვეულ მდგომარეობას, როგორ ფიქრობ დათანხმდება მის განადგურებას? მით უმეტეს, რომ ადამიანების ფსიქიკაში ასეა ჩადებული ნებისმიერ საქმეს აკეთებენ იმისათვის რომ მიიღონ ფ უ ლ ი თუმცა ამ ქვეყანაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს თვით ისიც, რომ ხალხი მივიდეს იმ გადაწყვეტილებამდე საკუთარი სურვილით უკუაგდონ ცდუნება ფულზე ..................ძალიან ბევრის მომცველი თემაა და აქ ყველაფერს ვერ დაწერ..............
3. დიახ შეუძლებელია, მანამდე სანამ შევძლებთ! დიახ შეუძლებელია, მანამდე სანამ შევძლებთ!
2. ეს თემა ჩემო მეგობარო დაბადებიდანვე გარდაცვლილია რაც კაცმა კაცზე რჩეულად ჩათვალა თავი, ფული კაცმა მოიგონა და კაცმავე უნდა მოიშოროს რაც აბსოლიტურად შეუძლებელია, კაცის ფსიკიქაა გარდასაქმნელი რაც შეუძლებელია დღეს–დღეობით და შეუძლებელი იყო და იქნება. დაფიქრდით და წარმატებები! ეს თემა ჩემო მეგობარო დაბადებიდანვე გარდაცვლილია რაც კაცმა კაცზე რჩეულად ჩათვალა თავი, ფული კაცმა მოიგონა და კაცმავე უნდა მოიშოროს რაც აბსოლიტურად შეუძლებელია, კაცის ფსიკიქაა გარდასაქმნელი რაც შეუძლებელია დღეს–დღეობით და შეუძლებელი იყო და იქნება. დაფიქრდით და წარმატებები!
1. გამიჭირდა, მაგრამ მაინც წავიკითხე...:) "ჩვენ თუ არ მოვსპობთ ფულს, ფული მოგვსპობს ჩვენ"- დაწყებულია კი , ეგ პროცესი...:( გამიჭირდა, მაგრამ მაინც წავიკითხე...:) "ჩვენ თუ არ მოვსპობთ ფულს, ფული მოგვსპობს ჩვენ"- დაწყებულია კი , ეგ პროცესი...:(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|