| ავტორი: ბეთ ავენ ჟანრი: პროზა 12 აპრილი, 2012 |
ღამით ძლიერმა ტკივილმა გააღვიძა. მესამე დღე იყო რაც მოყინული კიბის ბოლო საფეხურზე ორივე ფეხით მოცურდა და ზურგით ისე ძლიერად დაენარცხა - ხერხემალში გადავტყდიო - გაიფიქრა. თავისით ვერ წამოდგა, ფეხები ვერ დაიმორჩილა. - ვინმემ იქნებ მომხედოთ! - რაც შეეძლო ხმამაღლა კი დაიძახა, მაგრამ ძლიერმა ქარმა ხმა გაფანტა. ისევ სცადა წამოდგომა, ფეხები მოლიპულ ამოტეხილ ასფალტზე თითქოს თავისთვის ელაგა. - ასე გავიყინები - კი გაიფიქრა და ამოსახვევში ორი ახალგაზრდაც გამოჩნდა. მიეშველნენ. არა, ვერ დადგა. - ზურგით დავარდით? - ერთმა. - ვერ დაინახე როგორ იწვა? რას ეკითხები? - მეორემ. - ჰო, ზურგით. მადლობ ბიჭებო. აი აქ დამსვით და საკმარისია - ქვაზე მიუთითა. - ფეხზე რომ ვერ დგებით? - ისევ პირველმა. - ვაა! იმიტომაც უნდა ქვაზე დაჯდეს! - გაბრაზდა მეორე. - მადლობ, აბა, კარგად. - სასწრაფო გამოვიძახო? - ერთმა. - გამაგიჟებ შენ! რას ეკითხები? გამოიძახე, აბა?! - მეორემ. - არა, არა! არ მინდა, მადლობ, მე თითონ ავდგები. ბიჭები წავიდნენ. ცივ ქვაზე იჯდა და იყინებოდა, ოღონდ წელს ზემოთ. ცოტაც და ფეხებმაც იგრძნეს სიცივე და მიხვდა - საქმე არც ისე ცუდათ იყო. გაჭირვებით, მაგრამ წამოდგა, - უფ, მადლობა ღმერთს-ო - და ფრთხილად გადადგა ნაბიჯი. ამის შემდეგ ჩაწვა. იმ საღამოს ზურგი, კისერი, წელი და მარცხენა ხელი მთელ სიგრძეზე მცირე მოძრაობაზეც კი უმოწყალოდ ახსენებდნენ თავს. მეორე დღეს ტკივილმა იმატა. ახლა მესამე დღე იყო. თბილ წყალს სვამდა. საჭმელი არ ეჭამა. ზარი გაუშვა რამოდენიმე ახლობელთან. მხოლოდ ერთმა დაურეკა და - ხვალ მოვალო. სწორედ იმ ღამით ძლიერმა შეტევამ გააღვიძა. გაყინულ ოთახში სხეული სულ სველი ჰქონდა. თბილ წყალს კი სვამდა, მაგრამ შიმშილმა თავისი გაიტანა და შეტევამ ლამის კედლებზე გაიყვანა. ამგვარი ტკივილის შიში სულმუდამ ჰქონდა, როდესაც შიმშილობდა. ერთხელ ისე ჩამოუარა, რომ არა შემორჩენილი მორფის ორი ამპულა შოკი გარდაუვალი იყო. ,, ნეტავი ახლაც მეგდოს,, - გაიფიქრა. სულ ასე იწყებოდა: ბლაგვი დანით უჭრიდნენო თითქოს მუცელს, ჯერ წრეზე, სარტყლისებურად და მერე შუა ხერხემალთან თითქოს ხანჯალზე ააგესო. ამ დროს მთელი სხეული უსველდებოდა და სახე უფითრდებოდა. ნახევარი საათი მაინც გაუგრძელდა. - არა! მეტს ვეღარ გავუძლებ! - გაიფიქრა და რადგან შეტევებს შორის ორ - სამ წუთიანი შუალედი იყო ხოლმე, სასთუმალთან მუდმივი ატრიბუტის წყალობით რაც შეეძლო სწრაფად დაწერა: - დათკა, არ ვიცი დილამდე მივაღწევ თუ არა. არაფერს ვიბარებ სამი რამის გარდა (ეს ბევრი არ უნდა იყოს) მაშიკოს უთხარი მამას სიგიჟემდე უყვარდი თქო. მევალეებს უთხარი - თქვენი ჭირი წაიღო თქო (შენ მაინც ხომ იცი როგორ მინდოდა გასტუმრება!) თუ სასწაული მოხდა და ქელეხის სუფრის შანსიც გაჩნდა - არავითარ შემთხვევაში არ დაუშვა! დაურიგონ, გასცენ, შეწირონ. ჰო! მეოთხე თხოვნაც მაქვს - ჩემი ნაწერები მაშიკომ წაიღოს, იქნებ და ოდესმე დაიბეჭდოს. აი, სულ ეს არის. აბა, მშვიდობით, მეგობარო :) - (ეს ღიმილია.) - რვეული სასთუმალთან დაიდო და... ტკივილმა თვალთ დაუბნელა... სიცივემ გამოაფხიზლა და კარებზეც დააკაკუნეს. - მოდი, დათკა! - ,,ანდერძი,, ბალიშის ქვემოთ შეაცურა. დათომ ცოტ-ცოტა ყველაფერი მოიტანა, ტაძრიდან მოდიოდა, მედავითნეა. - რა ფერი გადევს, ნიკა, რა გჭირს?! - ჰოო? აბა სარკე მაიტა. - ვა, არისტაკრატიჩესკი ცვეტ, რა გინდა! - კი, მშვენიერი! ,,გრუნტის,,! - დათო მხატვარია. - თეფში სად გაქვს? - გასარეცხია, ქილიდან შევჭამ. დიდი ხანია ასეთი გემრიელი არაფერი უჭამია, ამიტომ გაერთო. დათო სახეზე ღიმილს ვერ იშორებდა. - ბედნიერი კაცი ხარ! - უთხრა. - ჰოო? რატომ? - ნიკას არც შეუხადვს. - უფალს უყვარხარ - ყველაც უყვარს - ჰო, მაგრამ ვიღაცაები გამორჩეულად. შენ, მაგალითად - რით დავიმსახურე, დათკა? - ვაა, ეგ მე არ ვიცი, მაგრამ ნებისმიერ მორწმუნეს შეშურდება შენი ბედის! არა სახლი , არა კარი, არა ოჯახი, არა სამსახური, მშიერი, მწყურვალი და ბევრისაგან დავიწყებული! - გამოგრჩა - რა? - მიწასდანარცხებული! - ჰო, ეგეც! - გადავიყვანო სერიოზულში? - აბა, მე რა? გაღადავებ? შენ არც კი იცი, როგორი ბედნიერი ხარ! დათო ანთებული თვალებით უცქერდა მეგობარს. მეგობარმა კი ნათლად დაინახა, რომ ამ წამს დათკა მზად იყო მისთვის ადგილი გაეცვალა და დარწმუნდა ცხრა ნეტარებათაგან ერთერთის მართებულობაში - ნეტარ არიან მორწმუნენი... ნეტარ არიან...ნეტარ არიან... იმ ღამით შედარებით მშვიდათ ეძინა. ეს იყო - გვერდს ვერ იცვლიდა, არა და წრიალს მიჩვეული იყო, რადგან უძილობა...უძილობა პრინციპში აღარც აწუხებდა. რამოდენიმჯერ გაეღვიძა ერთი შეკითხვით: - მართლა ვუყვარვარ?...რისთვის? მერე ღრმად ჩაეძინა. - შეხედე, როგორი მშვიდი სახე აქვს ამ უბედურს. - აბა, აბა! - შეწუხებული სახით ამბობდნენ დაკრძალვის დღეს. მხოლოდ დათკა მიაცილებდა მეგობარს ღიმილით, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მეგობრის სული ამ ჯოჯოხეთიდან, სადღაც იქ, სივრცეში, სიმშვიდისაკენ მიემგზავრებოდა, ღიმილით, რადგან სწამდა მისი მეგობარი უფალს გამორჩეილად უყვარდა!... ნეტარ არიან მორწმუნენი...ნეტარ არიან... ანდერძი? არ მინდოდა შევხებოდი ამ საკითხს, მაგრამ, ვფიქრობ არც თუ ისეთი რამ მოხდა ანდერძთან დაკავშირებით, რაც ჯერაც არ მომხდარიყოს... მაშიკო დაკრძალვაზე არ მისულა. მევალეები არ გამოჩენილან და ამიტომ ვერავის უთხრეს - შენი ჭირი წაიღოო. ქელეხი? კი, გადაუხადეს და - მიეგებოსო... და ისევ მაშიკო. მამის ნაწერები არ მიიღო. (დათკამ აუტანა) მერე დათკა ჩაფიქრებული იჯდა სოლოლაკში, ზედ ტროტუარზე და პოლიეთილენის, რვეულებითა და თაბახის ფურცლებით სავსე დიდი პარკი, იქვე დაედო. ისე შეჰყვა ფიქრებს, ვერც კი შეამჩნია, როგორ ჩამოიარა ნაგვის მანქანამ, როგორ ჩამოხტა უკანა საფეხურზე მდგომი მენაგვე, როგორ მოიქნია ის პარკი (სხვათა შორის საკმაოდ შორს და მოხერხებულად გამოუვიდა) და მანქანაზე შეაგდო... ისევ მაშიკო(აუცილებლად!). იმ საღამოს ადრიანათ დაწოლილა - თავი მტკივაო - უთქვამს. ოთახში ჩაკეტილა და გათენებისას ჩასძინებია (მანამდე უტირია). ადრე დილით კი მამამ უამრავი პატარ-პატარა ჭრელ-ჭრელი ქვები და კენჭები ხელმეორედ მიუტანა, რადგან პირველად დიდი ხნის წინათ მიტანილი კი გახარებია, მაგრამ გადაუყარეს. მაშიკოს ჭრელ-ჭრელი კენჭები ამ დილით ისევ გაეხარდა და მძინარე ,,მამის ასლი,, იღიმოდა, რადაგან მამა ხან გააქრობდა ხელის გულზე ჭრელ ქვას, ხან გამოაჩენდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ბეეეთ... ამდენი კარგა ხანია არ მიტირა... მეტკინა... მეტკინა... ოოოჰ... ვეღარაფერს ვამბობ ბეეეთ... ამდენი კარგა ხანია არ მიტირა... მეტკინა... მეტკინა... ოოოჰ... ვეღარაფერს ვამბობ
9. ძალიან მომეწონა, მშვენიერი ნაწერია და თემაც აქტუალური, ძალიან მომეწონა, მშვენიერი ნაწერია და თემაც აქტუალური,
8. როგორც ყოველთვის თქვენი შემოქმედების პატივისმცემელი: ია.ჯი. როგორც ყოველთვის თქვენი შემოქმედების პატივისმცემელი: ია.ჯი.
7. უუუუუუუუუჰ, მანადგურებ, ხოლმე! ჰო, ადამიანები ჩაიკეტნენ თავის გასაჭირში და ვეღარ სცალიათ , გაიხედონ და ხელი წააშველონ დაცემულთ.
აქ, რომ ვკითხულობ, საშინელი დანაშაულის გრძნობა მიპყრობს, ხოლმე და მტანჯავს. უუუუუუუუუჰ, მანადგურებ, ხოლმე! ჰო, ადამიანები ჩაიკეტნენ თავის გასაჭირში და ვეღარ სცალიათ , გაიხედონ და ხელი წააშველონ დაცემულთ.
აქ, რომ ვკითხულობ, საშინელი დანაშაულის გრძნობა მიპყრობს, ხოლმე და მტანჯავს.
6. :(
ანუ, თქვენ იცით, რომ... :*
ერთი ამოსუნთქვით იკითხება მიუხედავად თემის.
მე ვიცი, რომ ვინც პროტოტიპად გყავთ, მის შრომას ასე არ მოექცევიან...და მათაც უყვართ, ვინც ამ ნაწერში მხოლოდ ბოლოს გამოავლინა გრძნობა. :(
ანუ, თქვენ იცით, რომ... :*
ერთი ამოსუნთქვით იკითხება მიუხედავად თემის.
მე ვიცი, რომ ვინც პროტოტიპად გყავთ, მის შრომას ასე არ მოექცევიან...და მათაც უყვართ, ვინც ამ ნაწერში მხოლოდ ბოლოს გამოავლინა გრძნობა.
5. ეეჰ....-ნეტარ არიან... -ისინი კი....:( ბევრის მთქმელია ეს მოთხრობა...ბევრის და მთავარის...55555 ისეთი განცდა დამიტოვა...კედელივით რომ შეეჯახები მწარე რეალობას და გასაქცევიც აღარ გაქვს... წინასწარ გილოცავთ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.. ღმერთმა ქნას , მართლაც" ბრწინვალე" იყოს ჩვენთვის... ეეჰ....-ნეტარ არიან... -ისინი კი....:( ბევრის მთქმელია ეს მოთხრობა...ბევრის და მთავარის...55555 ისეთი განცდა დამიტოვა...კედელივით რომ შეეჯახები მწარე რეალობას და გასაქცევიც აღარ გაქვს... წინასწარ გილოცავთ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.. ღმერთმა ქნას , მართლაც" ბრწინვალე" იყოს ჩვენთვის...
4. თქვენი ნაწერები ფიქრის გაქცევის საშუალებას არ იძლევიან, კითხულობ და ვერ ამჩნევ, რომ კითხულობ-ასეა დაახლოებით. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი დასამუშავებელია, მაინც მოიტანა ეფექტი. ფინალი იყო ძალიან კარგი. თქვენი ნაწერები ფიქრის გაქცევის საშუალებას არ იძლევიან, კითხულობ და ვერ ამჩნევ, რომ კითხულობ-ასეა დაახლოებით. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი დასამუშავებელია, მაინც მოიტანა ეფექტი. ფინალი იყო ძალიან კარგი.
3. ბეთ ავენ, არაა ცუდად დაწერილი ნამდვილად. ჩემთვის მხოლოდ "იდეოლოგიური" მხარე დარჩა ცოტა გაუგებარი. მაინცდამაინც ხელმოცარული უნდა იყო ამ ცხოვრებაში რომ ისა? თუ რაზეა საუბარი? ბეთ ავენ, არაა ცუდად დაწერილი ნამდვილად. ჩემთვის მხოლოდ "იდეოლოგიური" მხარე დარჩა ცოტა გაუგებარი. მაინცდამაინც ხელმოცარული უნდა იყო ამ ცხოვრებაში რომ ისა? თუ რაზეა საუბარი?
2. 5იმიტომ რომ მიყვარს შენი რწმენით და სიკეთით სავსე ნაწერები,მაგრამ ტექსტი გადასახედია,ბეთ!:-* 5იმიტომ რომ მიყვარს შენი რწმენით და სიკეთით სავსე ნაწერები,მაგრამ ტექსტი გადასახედია,ბეთ!:-*
1. გული მომეწურა:( და მაინც, ნეტარ არიან?! გული მომეწურა:( და მაინც, ნეტარ არიან?!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|