 | ავტორი: ნინეხ ჟანრი: პროზა 17 აპრილი, 2012 |
,,თქვენ სახელზე მეილია”
*** ცოტათი, არა ცოტათი კი არა ძალიან უცნაური გოგო იყო. ზუსტად იმ დროს გამოჩნდებოდა ხოლმე ბიჭები რო ,,რაღაცა ვქნათ’’-ს ვაპირებდით. არასოდეს გვინახავს უნივერსიტეტის ეზოს ცენტრალური შემოსასვლელიდან მოსული, რატომღაც ყოველთვის ვარაზის ხევის კიბეებიდან ამოდიოდა ხოლმე. შორიდანვე ვცნობდით, ქარიან, წვიმიან, თოვლიან ამინდში, განუყრელი ფოტოაპარატით, მუდამ ნაცრისფერი პალტო ეცვა, რომელიც შეკრული არ გვინახავს, პალტოს შიგნით კი რაღაც ეგზოტიკურად ეცვა ხოლმე. რო ვუყურებდით, სუ ზაფხული გვახსენდებოდა. იმიტო კი არა რო ყვავილებიანი ან რამე ეგეთი კაბა ეცვა, არააა, რაღაც ტანი ჰქონდა ეგეთი, ზაფხულისნაირი. რავი, მაშინ ყველა ბიჭს ეგრე ეჩვენებოდა. მემგონი თვრამეტის იყო ან ცხრამეტის. ხო, კიდე გრძელი შავი თმა ჰქონდა და არასოდეს იკრავდა. ხანდახან გვინახავს ხმელი ფოთლები ან წიწვები თმაში გაჩხერილი, მარა არ იშორებდა. ოღონდ, ეგ იყო, რაღაც უცნაური ფეხსაცმელები ეცვა. თუმცა, სუ უცნაური არ იყო?!... მოვიდოდა ხოლმე, გაიღიმებდა და აუცილებლად დახედავდა ხოლმე თავის უცნაურ ფეხსაცმელებს. მერე დაჯდებოდა, ჩვენთან ერთად მოწევდა, ოღონდ არ იცინოდა ხოლმე და ყველას გვიკვირდა, რატო არ იცინოდა. ვმსჯელობდით, ,,ტრუხა” იყო თუ მაგას არ აბოლებდა. იმას კიდე ,,ვაბშე” არ აინტერესებდა. მოწევდა, მიწისთხილს შეჭამდა ხოლმე და მერე გვისმენდა. საათობით შეეძლო ჩუმად მჯდარიყო. ხანდახან გაგვაჩერებდა და ისე მოურიდებლად გისვამდა კითხვას ჯენის ჯოპლინის საყვარლებზე, რო მაშინ ვფიქრობდით, აი, ახლა დააბოლაო. თავიდან ნერვები გვეშლებოდა, მარა მერე მივეჩვიეთ და აღარც ვაქცევდით ყურადღებას. იყო ხოლმე ეგრე, მერე ადგებოდა და დაუმშვიდობებლად მიდიოდა. ყველა მივეჩვიეთ და მემგონი, ყველა ბიჭს უყვარდა, ოღონდ, როგორც სალო, რა. ერთხელ ლევანას აკოცა და მერე თქვა, არ მომეწონაო. ლევანას კიდე დიდხანს ეგონა, კოცნა არ ვიციო, მაგაზე ბევრი იცინა. კარგი გოგო იყო სალო, კარგი და უცნაური. მთელი ზამთარი ეგრე გავატარეთ, ,,შეტენილი” გამოცდებით და ,,რაღაცა ვქნათ” საღამოებით, მოსაწევით და რა თქმა უნდა, სალოთი. ლევანას რო აკოცა, იმ დღის მერე აღარ გვინახავს ის გოგო. გვენატრებოდა, ოღონდ, არავინ ამბობდა. ნელ-ნელა ყველას დაგვავიწყდა, მარტო მაშინ მახსენდება ხოლმე, როცა ჯენის ჯოპლინს ვუსმენ. რაღაცნაირი გოგო იყო, კარგი და უცნაური.
*** აბა, რა უნდა გითხრათ, ჩემი სტუდენტი არ იყო. მე მგონი, საერთოდ არ სწავლობდა უნივერსიტეტში. უბრალოდ, ერთხელ მოვიდა და მთხოვა, თქვენს ლექციებს დავესწრებიო. მე, რათქმაუნდა, ნება დავრთე და ისიც ყოველთვის დადიოდა ჩემს ლექციებზე. თითქმის არასოდეს აცდენდა. ცოტა უცნაური გოგო კი იყო. როგორ გითხრათ, თავისი ჩაცმულობით, გარეგნობით. ლექციებზე ძირითადად ჩუმად იყო. ხანადახან მეგონა, რომ არ მისმენდა. ყოველთვის რაღაცას წერდა. სულ მაინტერესებდა ვინ იყო, რაზე წერდა და საერთოდ, რატომ ისმენდა ჩემ საგანს. თეოლოგიით დაინტერესებულებს როგორც წესი, უამრავი კითხვა უჩნდებათ ხოლმე. მას კი არათუ კითხვა არ დაუსვამს, ვინმესთან დალაპარაკებულიც არ მინახავს. როცა მასთან საუბარს დავაპირებდი, ისე ქრებოდა ლექციის შემდეგ, რომ თვალის მოკვრას ვერ ვასწრებდი. სემესტრის ბოლოს კი მოვიდა და მკითხა, თქვენ რომელი ღმერთის გწამთო, თან დააყოლა, მე მარტო ალაჰი არ მომეწონა, ძაან მკაცრია, დანარჩენები უფრო საინტერესოები იყვნენო. ჩემს პასუხს არც დალოდებია, ისე მიტრიალდა და წავიდა. იმის შემდეგ აღარ მინახავს. სულ ესაა, რაც შემიძლია რომ გითხრათ.
*** ეგ გოგო უცნაური კი არა, მე თუ მკითხავთ, ვერ იყო თავის ჭკუაზე. ოჯახის ამბავი არავინ იცის. თვითონ კიდე ისე იქცეოდა, მთელი კორპუსი ლაპარაკობდა. ისეთი გოგო იყო, არავის უსმენდა, ყურადღებას არავის აქცევდა. თავისნაირ შეშლილებთან მეგობრობდა. მოდიოდნენ ხოლმე, გიჟებივით იქცეოდნენ და მიდიოდნენ. ხო იცით, თუ გოგო მარტო ცხოვრობს, იმაზე ყველა ლაპარაკობს. სუ თან დაათრევდა თავის ფოტოაპარატს. ვიღაც გოგოსთან ერთად დღე და ღამე სახლის სახურავზე იჯდა. ხან მარტოც იყო ხოლმე, კაცმა არ იცის იქ რას აკეთებდა. მე სახელიც კი არ ვიცი. სულ ვეკითხებოდი ხოლმე რაღაცეებს, მაგრამ არ მელაპარაკებოდა. ჩემ კითხვებზე ეღიმებოდა და ფოტოებს მიღებდა. ეზოში იმასაც ამბობენ, ბიჭები საერთოდ არ აინტერესებს იმის მერე, რაც თავის შეყვარებული სხვა გოგოსთან ნახაო. ხო, ესენი მეგობარ ბიჭს ეძახიან. ხოდა, იმის შემდეგ ბიჭებისკენ არ იხედება და ახლა გოგოებთან უფრო მეგობრობსო. ახლა ხო ყველაფერი უკუღმა არის. მაგასთანაც დადიოდა ათასი ეგეთი უკუღმართი, არც კი ვიცი, მაგათ რას ეძახიან. ჰო, კიდევ, აუტანელ მუსიკას უსმენდა. მოკლედ, ნამდვილი გიჟი იყო, შეშლილი.
*** ,,Жизнь как кино…” ხო უცნაურია, ისეა, როგორც კინოში. ამ ფრაზას ვიქტორ ცოი კიარა, თითქმის ყველა სამხრეთამერიკული სერიალის თითქმის ყველა პერსონაჟი ამბობს. მე კიდე ჩემზე ვწერ, შეიძლება აქ ჩემზე ვერაფერი წაიკითხო, მაგრამ მაინც ჩემზეა ეს ნაწერი. ,,გაივლის ასი წელი და პოლკოვნიკი აურელ...” აუუ, ნუ მაჩერებ, ხო, ვიცი, რო ასჯერ მაინც მექნება წაკითხული, მაგრამ ეს კაცი გიჟია რა, ნაღდი გიჟი. ეგ იკითხე და იარე, ოღონდ სუ ზევით ზევით კიარა, გზაზე რა. აიმ გზაზე, ტაძრამდე რო მიგიყვანს (მემგონი, თბილისში ყველა გზა ტაძრისკენ მიდის)... ისე, რატო ვართ სექსუალურად ასე გაუნათლებელი ერი? ჰო, კაი, რასაც ვფიქრობ, ვწერ... ვიცი, ვიცი, ჯოისიო, ფოლკნერიო, მიბაძვის მცდელობაო (ისე, მიბაძვის თეორია ხოა), ვიცი, მარა მთელი ეს პრუსტები და ორუელები ტვინის ჭყლეტვაა... რაიყო, ისედაც ვიცი, რო ეგრე არ არი. მერე სარკეზე პომადით დაწერილ ფრაზებს ვიღაცა ვარდისფერი ავტობუსიდან აიღებს და პირდაპირ ჩააკვეტებს თავის სუპერ-ჰიპერ-მოდერნ ლექსში (რათქმაუნდა არი ეგეთი ჟანრი), თანაც ,,წინწკლების” გარეშე, როგორც იმაშია, რა... ,,I love America” (ისე მაგრად მოიფიქრა იმანაც). ეგრეა, თორე მეც ვიცი, რო თუ სპიდი გაქ, ზნაჩიტ, ორივე ვკვდებით რა, თან უეჭველი უმრიომ... იმდღეს ძაან სოლიდურ ხალხს შევხვდი. აი, ისეთებს, ცუდ სიტყვებს მარტო ისეთ დღეებში რო ამბობენ, როცა მარხვა არ არი. ,,გამარჯობა, მე ვარ სალო და არ ვარ ქალიშვილი...”, წარმოიდგინე რა სახე ექნებოდა ეს რო მეთქვა. მსოფლიოში ყველაზე მაგარი ადგილი გინდა გითხრა რომელია?... სახლის სახურავი, მსოფლიოს ყველა ქვეყნის, ყველა სახლის სახურავი. აქედან საუკეთესო ხედით ჩანს დედამიწა. კაია სახურავზე, მე, შენ, ჩემი ფოტოაპარატი და იან გილანი, თუ გინდა ჯენის ჯოპლინი. მოკლედ, მთელი ეს დამთხვეული 70-იანები (,,God bless America”). ხოიცი, ერთი ძაან დეგენერატული კითხვის დასმა რო იციან, სუ ნუ მოწევ, ცოტა დამიტოვე, თორე მეზარება ეხა დაბლა ჩასვლა, ის ქალიც გადამეკიდა რა... ,,ესეთი პატარა, ესეთი ახალგაზრდა, რათ ეწევი გოგო...” აბა, ეხლა მითხარი, რა დროს მორალის კითხვაა. ხოდა, მეც ავდექი და ვუთხარი, ეგეთი რელიგია მაქ-მეთქი. იმის მერე მგონი შემეშვა. ხოდა, იმ კითხვაზე გეუბნებოდი, კუნძულზე რომელ წიგნს წაიღებდიო, რო ჩაგაცივდებიან. შენ გემოვნებას ამოწმებენ, რა. კაი, დავუშვათ, დაგენძრა და მართლა მიდიხარ თუ მიყავხარ ან მიგათრევენ იმ რაღაც კუნძულზე, რაში გჭირდება წიგნები და თუ მაინცდამაინც, აიღე და პასტა და ფურცლები წაიღე, ოღონდ ბევრი ფურცელი, რო რაც ენაზე მოგადგება დაწერო, ენაზე კიარა, აიქ, შუბლთან, სადღაც გონებაში რო გაივლის, ყველაფერი დაწერე, და კიდე, წაიღე რა ეს ბიბლიაც... რა იქნება მერე? მერე? უუუფ... მერეეე... მერე აღარ წაიკითხავენ მოთხრობებს მზეზე, დედაზე, კორიდაზე გამოსულ ყელგამოღადრულ ხარზე, აღარ შეეცოდებათ უკვდავებამისჯილი დიქტატორი, აღარ გაიცინებენ მწარედ სერვანტესის სევდიან სანჩოზე, მერე აღარ შეაგროვებს ადამიანთა დარდებს გამიხარდა და აღარ ეყვარება მესამე ძმა კეჟერაძეს საქართველო, მერე აღარავის მოუნდება ფოთოლცვენისას შუა ქუჩაში, ფოთლებში სიარული, მერე აღარავის შეანათებს ჩვენი მუზა თავისი დიდი, მწვანე თვალებით, აღარავინ ივლის სტადიონზე ფეხბურთის საყურებლად, აღარ მოუნდება ავტობუსის მძღოლს გახდეს როკ ენ როლის მეფე. მერე აღარავინ დაჯდება უნივერსიტეტის ეზოში, აღარ დალევენ და მოწევენ, აღარ იხუმრებენ უხამსად და აღარ დაწერენ სამტაეპიან ლექსებს, აღარ მოუსმენენ ირაკლი ჩარკვიანს და აღარ გაიხსენებენ სალვადორ დალის ულვაშებს, მერე ყველას დაავიწყდება ფელინი და სერგო ზაქარიაძე, აღარავინ ავა მთაწმინდაზე ფეხით და აღარ იბოდიალებენ მზიურში გვირილებით ხელში, მერე არავინ გადაუღებს ფოტოებს ქუჩის ძაღლებს, მაწანწალა ბავშვებს, ვიღაცის ლამაზ თმებს და ძველი თბილისის ჭუჭყიან ჩიხებს. მერე აღარ დასხდებიან სახლის სახურავზე და აღარ მოწევენ სიგარეტს, აღარავინ ითამაშებს კლდის პირზე ჭვავის ყანაში და აღარავინ დალოცავს ამერიკას, მერე დაავიწყდებათ პირველი კოცნა, მერე თხუთმეტი წლის პანკი თინეიჯერები აღარ დაწერენ კორპუსის კედლებზე საძაგლობებს, წაშლიან სკოლის მერხზე დაწერილ ანას+ნიკას, მერე დაავიწყდებათ იესო და აღარ უმღერებენ კრიშნას ყვავილს, აღარ გაახსენდებათ მე და შენ... არადა, რა სასიამოვნოა, როცა გახსოვს, რო ჯერ კიდევ ახლახანს, მოდიოდით ტბიდან, მთელი ღამის ნათენები, სადღაც გამთენიისას რო ჩაგეძინათ ძლივს დანთებულ ცეცხლთან, დილით კი შენ იმისთვის გაიღვიძე, რო გვირილები დაგეკრიფა და შენს ხელზე დასმული ჭიამაიასთვის გეკითხა, როგორი ამინდი იქნებოდა, იმან კი იმისთვის გაიღვიძა, რო შენთვის მალინა მოეტანა. და როგორც ერთი, არცისე ცნობილი ფილმის გმირი ამბობს, ,,ჩვენ დიდი ხანი არაა რაც ჭკუაზე შევიშალეთ, მაგრამ უკვე ძალიან გვიყვარს ერთმანეთი...” მერე ერთად უყურებდით მზის ამოსვლას, გახსოვს, რო ერთად მოდიოდით და ჩუმად სუნთქავდით ახლადამოსული მზით გამთბარ, ჯერ კიდევ სველ მიწას, სოფლის სუნი რო ასდის და როგორც ჩემი მეგობრის დედა იტყოდა: ,,რა სასიამოვნო ნეხვის სუნი მოაქ ნიავს!” და ამ დროს ისეთი სახე გაქ, როგორც წვიმის დროს ,,კასაბლანკას” ყურებისას... შენ შეიძლება ფიქრობ, რო ეს რაღაც ძალიან მსუყეა და ცოტა მოტკბო გემო აქ და ასეთ რამეებზე უკვე დიდი ხანია აღარ გიჩქარდება გული, შეიძლება ეგრეც არი, მარა მემგონია პირში მოტკბო გემო აჯობებს იმას, ვირუსის დროს რო ,,ვაბშე” ვერაფერს გრძნობ. თორე, ყველაფერი ხო ისევ ისე იქნება, როგორც ადრე. ისევ ექნებათ მოზარდებს პრობლემები მშობლებთან, ისევ ივლიან იეღოვას მოწმეები კარდაკარ ძალიან ფერადი წიგნებით და ისევ აირჩევენ ისეთ ვინმეს პრეზიდენტად, ვისაც მერე მთელი ოთხი წელი თვითონვე გალანძღავენ, ისევ გადაიღებენ სულელურ საახალწლო რეკლამებს, ისევ წაეპირფერებიან ლექტორებს უნიჭო სტუდენტები, ისევ იჭორავებენ ნებისმიერ ცნობილ ადამიანზე, ისევ ჩაყოფს ცხვირს ჩემ ცხოვრებაში მანანა დეიდა და ყოველდღე დამისვამს უამრავ კითხვას ჩემ მეგობრებზე. ისევ იფიქრებენ, რო მოდა ისაა, რაც ყველას აცვია და ყველაზე მთავარი, ეს _ საზოგადოებაა. ისევ დაწერენ ათასნაირ ,,ისტურ” რამეებს, ისევ ინერვიულებენ იმაზე, რა თქვა მისი დაქალის ახლობლის გაუთხოვარმა დეიდამ მასზე, ისევ წაიკითხავენ ჩემნაირი გიჟის დაწერილ ამ აბდაუბდას, ისევ დაინტერესდება მანანა დეიდა იმით, რას ვაკეთებთ მე და შენ მთელი დღე სახურავზე, ისევ იჭორავებენ მეზობლები ჩემ მეგობარზე, რო გეია, მისი გახვრეტილი ყურის გამო და ჩემზე, რო მეც არატრადიციული ორიენტაციის ვარ, შენთან მეგობრობის გამო, ისევ იამაყებენ ჩვენი ერის ,,წარსული დიდებით” და ისევ დალევენ ,,ადამიანობის” გრძელ სადღეგრძელოებს, ისევ იყიდიან წიგნებს იმის მიხედვით, უხდება თუ არა მისი ყდის ფერი თავის ბიბლიოთეკას და ჩემი კარის მეზობელს ისევ ექნება დილაობით სექსი.
***
ცოტა უცნაურია, არა? თქვენ გაკვირვება მაშინ გენახათ, როცა ეს ოთხუცნობიანი განტოლება ამ დილით ჩემმა ელ-ფოსტამ მაცნობა მოციმციმე ფრაზით: ,,თქვენს სახელზე ოთხი წაუკითხავი მეილია” და რადგან მე მხოლოდ პერიმეტრის გამოთვლა მეხერხება, ეს ოთხუცნობიანი მაგალითი რათქმაუნდა, ვერ ამოვხსენი. ვიფიქრე, იქნებ ვინმემ წაიკითხოს-მეთქი და ამიტომ გადავწყვიტე, ამ არცისე მშვენიერ დილას, გარეთ sweet November კიარა, ძალიანაც რო სუსხიანი ნოემბერია, რედაქციაში წავიდე. თუ რამეს მოიფიქრებთ, შეგიძლიათ ჩემ ელ-ფოსტაზე თქვენც მომწეროთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
34. მომეწონა, თან ძალიან:) ინდივიდუალურ-ნაკითხ-თანამედროვე აზროვნება ჩანს:) მომეწონა, თან ძალიან:) ინდივიდუალურ-ნაკითხ-თანამედროვე აზროვნება ჩანს:)
33. ...: ))....აუ...:დ შენტვის...:დ ...: ))....აუ...:დ შენტვის...:დ
32. ??? მართლა გეუბნები.
ძაან მარტივია
ნუ ყოველშემთხვევაში ჩემთვის. ??? მართლა გეუბნები.
ძაან მარტივია
ნუ ყოველშემთხვევაში ჩემთვის.
31. :დ....კახა....: ))))) კერქირა...:დ :დ....კახა....: ))))) კერქირა...:დ
30. არ მიყვარს მე სიმარტივე, თუმცა კი წაკითხული მაქვს... არ მიყვარს მე სიმარტივე, თუმცა კი წაკითხული მაქვს...
29. ფორმზე მაქვს ეს წანაკითხი და მაშინ რაღაცეები დავიჭირე დახვეწვა უდნა ძალიან მაგრამ აჰა+2შენ .. ფორმზე მაქვს ეს წანაკითხი და მაშინ რაღაცეები დავიჭირე დახვეწვა უდნა ძალიან მაგრამ აჰა+2შენ ..
28. მერე შტაინერი?........:O..ხო დაგენგრა ოცნებები...:უ მერე შტაინერი?........:O..ხო დაგენგრა ოცნებები...:უ
27. მგონი წავიკითხავ.. :) მგონი წავიკითხავ.. :)
26. საინტერესოდ მომეჩვენა, არ ჭირდება ამ ტექსტს არანაირი გაშალაშინება, იმ ნაღდ სუნთქვას დაკარგავს და იმიტომ... დროც კარგად მოჩანს, გარემოც, ახალგაზრდული "დუხ პროტივორეჩია"-ც და ის მთავარი, რაც გაკითხებს ამ მოთხრობას... კარგად აზროვნებთ, მომწონს თქვენი "არითმიაც"... საინტერესოდ მომეჩვენა, არ ჭირდება ამ ტექსტს არანაირი გაშალაშინება, იმ ნაღდ სუნთქვას დაკარგავს და იმიტომ... დროც კარგად მოჩანს, გარემოც, ახალგაზრდული "დუხ პროტივორეჩია"-ც და ის მთავარი, რაც გაკითხებს ამ მოთხრობას... კარგად აზროვნებთ, მომწონს თქვენი "არითმიაც"...
25. კარგი ვინმე ხარ ნინეხ...:-* მომწონხარ...5 სხვებსაც დადებ ალბათ...:) კარგი ვინმე ხარ ნინეხ...:-* მომწონხარ...5 სხვებსაც დადებ ალბათ...:)
24. ნინეხ:) შენი მკითხველი ვარ:) ამიერიდან! ნინეხ:) შენი მკითხველი ვარ:) ამიერიდან!
23. ჰომგეუბნებოდი....:დ ჰომგეუბნებოდი....:დ
22. . :დ.........გადმოდე ისევ შტაინერი....აქ მოკვდავებივარტ...:დ
ნინეხ. 2012-04-19 14:43:32
:)) . :დ.........გადმოდე ისევ შტაინერი....აქ მოკვდავებივარტ...:დ
ნინეხ. 2012-04-19 14:43:32
:))
21. ბლაგვო მე გირჩევ წაიკითხო :yes: ბლაგვო მე გირჩევ წაიკითხო :yes:
20. დამერო ვიყო........საერტოდაც უკვდავი........?...:O დამერო ვიყო........საერტოდაც უკვდავი........?...:O
19. ჩვენ კი მოკვდავები ვართ, მაგრამ...ის რაც შენ ზემოთ წერილად გიწერია..ის შეიძლება იყოს უკვდავებაზე... ან საერთოდაც თვითონ იყოს უკვდავი.... ამ ყველაფრის შესახებ მინდა მითხრას ვინმემ.. :) ავტორი ამას ვერ გააკეთებს იმიტომ რომ ის მან შექმნა და ობიექტურობა ამ შემთხვევაში საერთოდ არ არსებობს.. ჩვენ კი მოკვდავები ვართ, მაგრამ...ის რაც შენ ზემოთ წერილად გიწერია..ის შეიძლება იყოს უკვდავებაზე... ან საერთოდაც თვითონ იყოს უკვდავი.... ამ ყველაფრის შესახებ მინდა მითხრას ვინმემ.. :) ავტორი ამას ვერ გააკეთებს იმიტომ რომ ის მან შექმნა და ობიექტურობა ამ შემთხვევაში საერთოდ არ არსებობს..
18. :დ.........გადმოდე ისევ შტაინერი....აქ მოკვდავებივარტ...:დ :დ.........გადმოდე ისევ შტაინერი....აქ მოკვდავებივარტ...:დ
17. თუ ვინმე დამაჯერებლად ახსნის თუ რატომ უნდა წავიკითხო ეს წერილი......კი ბატონო.... თორემ ამხელა რამეს მე ისე არ წავიკითხავ......
(შტაინერი გადავდე და ისე შემოვედი აქა..... ახლა არ მინდა შტაინერის მერე რამე ყოფითი წავიკითხო...)
ავტორს პატივისცემა მხოლოდ იმიტომაც რომ ამხელა რამეს ბევრი სიტყვათა მარაგი სჭირდება.....
ბლაგვი
თუ ვინმე დამაჯერებლად ახსნის თუ რატომ უნდა წავიკითხო ეს წერილი......კი ბატონო.... თორემ ამხელა რამეს მე ისე არ წავიკითხავ......
(შტაინერი გადავდე და ისე შემოვედი აქა..... ახლა არ მინდა შტაინერის მერე რამე ყოფითი წავიკითხო...)
ავტორს პატივისცემა მხოლოდ იმიტომაც რომ ამხელა რამეს ბევრი სიტყვათა მარაგი სჭირდება.....
ბლაგვი
16. ლუთერის-სამელნე ვიცი ჰომ.......მაგან ეხა გაიგო ვიტომ...:დ აქროვარ...:დ ჩატლახებო...დიადი არა.....:დ ლუთერის-სამელნე ვიცი ჰომ.......მაგან ეხა გაიგო ვიტომ...:დ აქროვარ...:დ ჩატლახებო...დიადი არა.....:დ
15. ჰარირამა მხოლოდ.....შენ გესმის ჩემი გულისნადები....:დ.... ვობშემც როგორი გოგოც იყო ისეტი ...ტექსტია.....:უ დალაგებულობები.....სოუ ბოოორინ...:დ ჰარირამა მხოლოდ.....შენ გესმის ჩემი გულისნადები....:დ.... ვობშემც როგორი გოგოც იყო ისეტი ...ტექსტია.....:უ დალაგებულობები.....სოუ ბოოორინ...:დ
14. რავი კარგია მე ასე მგონია, გასუფთავებას რაც ეხება, ვFიქრობ რომ ასე უფრო ბუნებრივია და მართალი , ის დაწმენდა კი ამ ტექსტს ალბათ არ მოუხდებოდა. რავი კარგია მე ასე მგონია, გასუფთავებას რაც ეხება, ვFიქრობ რომ ასე უფრო ბუნებრივია და მართალი , ის დაწმენდა კი ამ ტექსტს ალბათ არ მოუხდებოდა.
13. ორჯერრატო...ქნა ე...:O
ორჯერრატო...ქნა ე...:O
12. ბიიიიჭო...: )))) აქ ნინეხივარ...:უ ბიიიიჭო...: )))) აქ ნინეხივარ...:უ
11. ბიიიიჭო...: )))) აქ ნინეხივარ...:უ ბიიიიჭო...: )))) აქ ნინეხივარ...:უ
10. ვახ ვახ რა ხალხი :დდ თვით გაროტა გაიჩითა :დდდ
მუსო მოვმრავლდით ხო იცი :დდდდ
ვახ ვახ რა ხალხი :დდ თვით გაროტა გაიჩითა :დდდ
მუსო მოვმრავლდით ხო იცი :დდდდ
9. ვააააახ ჩმეი ეს ვინ გავჩითე :DDDDD გაროტა შე ძველო :D:D:D:D:D:D
აქაც მოგაგნო მუსომ :DDDDD
:DDDDDDDD
კაცახაა აქ ხო იცი? :D ვააააახ ჩმეი ეს ვინ გავჩითე :DDDDD გაროტა შე ძველო :D:D:D:D:D:D
აქაც მოგაგნო მუსომ :DDDDD
:DDDDDDDD
კაცახაა აქ ხო იცი? :D
8. რა დასამალია და არეულობა კომენტარებზეც გეტყობა =))
ტექსტი მაინც ტექსტია და სჭირდება დასუფთავება =) რა დასამალია და არეულობა კომენტარებზეც გეტყობა =))
ტექსტი მაინც ტექსტია და სჭირდება დასუფთავება =)
7. ჰომ.....და სატაურიც ჰო...:უ...უვ გოტ მეილ–იდანაა...მაგრამ მხოლოდ ჯუსტ სატაური....: )))))) ჰომ.....და სატაურიც ჰო...:უ...უვ გოტ მეილ–იდანაა...მაგრამ მხოლოდ ჯუსტ სატაური....: ))))))
6. მეორე მოტხრობაც ტუ....წაიკიტხეტ....არეულობა ტექსტში იქაცაა..........მიყვარს არეულობებიმე...:დ მოკლედ....როგორც არის...: )))) მეორე მოტხრობაც ტუ....წაიკიტხეტ....არეულობა ტექსტში იქაცაა..........მიყვარს არეულობებიმე...:დ მოკლედ....როგორც არის...: ))))
5. რაღა ვქნა-რაღა ვთქვა:უთქვამთ სათქმელი:) წარმატებები... რაღა ვქნა-რაღა ვთქვა:უთქვამთ სათქმელი:) წარმატებები...
4. აჰა, ჯონათან, საკმაოდ. ახლა წარმოჩენა ღა აკლია =) აჰა, ჯონათან, საკმაოდ. ახლა წარმოჩენა ღა აკლია =)
3. ამ სათაურით მშვენიერი ფილმი არსებობს, თუ არ ვცდები, მეგ რაიანი თამაშობს:) რა ნაკითხი გოგო ჩანს ეს სალო:)) ამ სათაურით მშვენიერი ფილმი არსებობს, თუ არ ვცდები, მეგ რაიანი თამაშობს:) რა ნაკითხი გოგო ჩანს ეს სალო:))
2. ჰო, და კიდევ, ეს სათაური საიდანღაც მეცნობა =) ჰო, და კიდევ, ეს სათაური საიდანღაც მეცნობა =)
1. ჰოო, გოგონი =)
ბევრი ნაფიქრი კი ჩაგიყრია (არა წყალში), მაგრამ ტექსტია დაუხვეწავი და შესაბამისად, თითქმის გიუფერულდება ნააზრევიც.
ამიტომ იმუშავე =) ჰოო, გოგონი =)
ბევრი ნაფიქრი კი ჩაგიყრია (არა წყალში), მაგრამ ტექსტია დაუხვეწავი და შესაბამისად, თითქმის გიუფერულდება ნააზრევიც.
ამიტომ იმუშავე =)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|