 | ავტორი: ნინეხ ჟანრი: პროზა 20 აპრილი, 2012 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
I. მე - მარიამი ,,ცოტაც და ცხვირით დავერჭობი”, ვფიქრობ და ეს აღმართი უსასრულო მეჩვენება. ქუთუთოები მიმძიმდება და ვხვდები, რომ სიცხემ კიდევ უფრო ამიწია. ტროტუარზევე ჩამოვჯექი, ღრმად ჩავისუნთქე და თვალებზე ჩამოფხატული ქუდი გავისწორე. არ ვიცი რამდენხანს ვიჯექი, ხუთი წუთი, ათი..... იქნებ სულაც სულ აქ ვიჯექი ან საერთოდ არ ვარ აქ. ამ ფილოსოფიური მსჯელობიდან, მაგრამ უფრო ბოდვებიდან, ჩემივე სახელის დაყვირება მაფხიზლებს. ჩემს წინ ინი და იანისი დგანან და იდიოტებივით მიღიმიან. მე მათ ჩაკიდებულ ხელებზე მეღიმება, რასაც ორივე ამჩნევს და ორივეს ერთნაირად რცხვენია. ხელები ახლა საკუთარ ჯიბეებშია. ,,ინი და იანივითაა, ოღონდ არ ვიცი რომელია ქალური საწყისი და რომელი - მამაკაცური”, ახლა მითოლოგიასთან დავიწყე პარალელების ძებნა, ,,თუმცა ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს იანისი ჟიმავს ინს თუ, პირიქით”, ჩინელ ღმერთებს თავს ვანებებ და ,,გიოსთან მივდივარ”, ვეუბნები ბიჭებს. ასვლაში დახმარებას მთავაზობენ, მაგრამ ხელებს ვასავსავებ და განახლებული ძალით, მარტო ვუტევ ზემელის მოყინულ აღმართს. ,,გიო ვერელია, მაგრამ არ ეტყობა, ოცდათორმეტისაა და არც ეს ეტყობა. ახლა მივალ და ფილმს ვნახავთ, ალბათ მეასედ. მანამდე წავიკითხავთ რამეს, უფრო მე. გიოს შევპირდი, რომ არასოდეს დავწერ მასზე. ჯერჯერობით ვასრულებ, მაგრამ ვიცი, რომ აუცილებლად დავწერ, გიომაც იცის. რა მნიშვნელობა აქვს, მაინც მხოლოდ გიოს ვუკითხავ.” გიო კარს აღებს და მაშინვე ყავა მოაქვს, ,, ისევ ფიქრობდი, რომ მე არ გავაღებდი კარს”, ეცინება. ,ჰო, ყოველთვის ასე ვფიქრობ, კარს მივუახლოვდები თუ არა, მაშინვე ისტერიული კანკალი მიტანს და მგონია, რომ გიო არ გააღებს. იდიოტობაა, მაგრამ ამ პანიკურ შიშს ვერაფერს ვუხერხებ. ყავა კონიაკითაა, სიცხისთვის. მე შავ-თეთრ ფოტოს ვუყურებ, სადაც გიო და ვიღაც გოგო სახლის სახურავზე დგანან ხელჩაკიდებულნი. არ ვიცი ვინაა ეს გოგო. თმა გადაპარსული აქვს და მოკლე კაბა აცვია. თითისწვერებზეა აწეული და გიოს ისე უჭერს ხელს, რომ ვგრძნობ. სახურავზე ერთმანეთში არეული უამრავი ხაზი ჩანს. სადღაც კუთხეში კი დაჭმუჭნული, კუბოკრული პლედი გდია, იქვე თერმოსი. მისი დანახვისას ჩემი კონიაკიანი ყავა მახსენდება და ნელ-ნელა ვხვდები ვინაა ეს გოგო გიოსთან ერთად.
II. მე - ელენე ისე ვარ ჩაფრენილი გიოს ხელს, თითქოს ვხედავდე, რომ თექვსმეტსართულიანის სახურავზე ვდგევართ. ჩემთვის სულერთია, მაგრამ ორასოთხმოცდაათი საფეხურის ავლის შემდეგ მივხვდი, რომ აქედან ისე არ უნდა ჩანდეს, როგორც ამდენივე საფეხურით დაბლა. ჰო, კიბეებს ვითვლი ხოლმე. მე არ ვიცი, რას ნიშნავს სიმაღლე. მე ვერ ვხედავ იმას, რასაც გიო ,,ყველანი პატარა ჭიებს გვანან”-ს ეძახის. მე არ ვიცი, რა არის სიმაღლის შიში, მაგრამ მე ვიცი სიმაღლის სუნი. მიუხედავად იმისა, რომ ამ სუნს თერმოსით ამოტანილი ჩვენი ყავის სუნი ერევა. სახეზე მზეს ვგრძნობ. მე ხატია არ ვარ, რომ ან ამ მზეს ვხედავდე ან სოსოიას. თუმცა მე საერთოდ არ მყავს ჩემი სოსოია. გიო უბრალოდ ყურადღებას მაქცევს. თავიდანვე მომეწონა. იმ ბიჭს გავს, ესპანური ფილმიდან. ჰო, მე ფილმებსაც ვუყურებ. უფრო სწორად, ფილმებს მიყვებიან. მეც, ჩემს ფილმს ვუყურებ, ჩემი აწყობილი კადრებით. გიო ზუსტად იმ ბიჭივითაა გონებაშეზღუდულ გოგოს რომ უვლის. ხანადახან მგონია, რომ ჯობია გონებაშეზღუდული ვიყო და მხედველობა მქონდეს, იმ გოგოსავით, თუმცა რამნიშვნელობა აქვს. დავინახავ, მაგრამ ვერ აღვიქვამ. ახლა კი, ყველაფერსაც ვხედავ, მართალია ფიზიკურად ვერა, მაგრამ გონებით დიახაც რომ ვხედავ. დიდი ხანია რაც კითხვა ვისწავლე, თითებით, უფრო დიდი ხანია სუნით ვანსხვავებ ადამიანებს და აუცილებელი არ არის ხელი მაგრად ჩამავლოს ვინმემ და ისე გადამიყვანოს გზაზე, მთავარია, ოდნავ ვეხებოდე თანამგზავრს, მისი სხეულის მოძრაობაც საკმარისია იმისათვის, რომ მივხვდე როგორი გზაა წინ. გიოს მუდამ საღებავების სუნი ასდის, მარიამს კი... სახლის მყუდრო სუნი აქვს. თაზო ფოტოს იღებს, ალბათ მარიამთან ერთად მოვიდა. ყველას უკვირს, რატომ მიყვარს ფოტოების გადაღება, მაინც ვერ ვნახავ. მაგრამ დიახაც რომ ვნახავ, თითებით ყველაფრის დანახვა შეიძლება, მხოლოდ, ფოტო ცოტა უხეში უნდა იყოს, რომ კარგად ვიგრძნო.
III. მე - თამარი ,,ახლა ამ ნანატრი შვებულებით დავტკბები. შეიძლება ითქვას, რომ უკვე ვტკბები. დიახ! მე ეს დავიმსახურე და ამიტომ, არავის მივცემ უფლებას, ჩემი დრო წამართვას.”
To do list: 1. ჩანთის ჩალაგება 2. დილით ადრე ადგომა და სამარშრუტო ტაქსით წასვლა სოფელში 3. იმ დაუმთავრებელი წიგნის წაკითხვა 4. არანაირი კაცები!!! (ეს წინასწარვე გადავხაზოთ, რადგან იქ, სადაც მივდივარ, ოჩოპინტრეს გამოჩენის ალბათობა უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე რეალური მამრის). 5. გზადაგზა მომაფიქრდება კიდევ …………,,მერე რა, რომ დანგრეული და გაყინულია ეს მანქანა. მთავარია, საღამოს უკვე სოფელში ვიქნები”, თავს ვიმშვიდებ და ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო მუსიკას, რომელიც მართლა აუტანელია. ფანჯარასთან ვზივარ და უნებურად ვუსმენ ,,ახალთ-ახალ” პოლიტიკურ ამბებს. რაც მთავარია, ამბები ჩვენ ქვეყანას ცდება და მსოფლიო პოლიტიკასაც ასეთივე წარმატებით განიხილავენ. კნინობითში მოიხსენიებენ მთელ ამ პრემიერებს, მინისტრებს თუ პრეზიდენტებს. სასაცილოდ ლაპარაკობენ. გაჩერებაზე ჩამოვდივარ და ვცდილობ მუხლამდე თოვლში გზა ვიპოვო. ,,რამდენი ხანი იქნება, რაც აქ არ ვყოფილვარ? დიდიხანია, ალბათ, ათი წელიც კი გავიდოდა.” როგორც მახსოვს, საკმაო მანძილია ჩემს სახლამდე. გარშემო უიმედოდ ვიყურები, არავინ ჩანს. მთის სოფლებიდან წასულია ხალხი. თითქოს სახლებიც კი გაქრა. ეჰ, მარტო მომიწევს ამ ჩანთების თრევა. სიცივეს ვერ ვგრძნობ. ალბათ იმიტომ, რომ მთელი ძალით თოვლს ვუტევ. ბავშვობის კადრები ჩნდება. რატომ ხდება, რომ ყოველთვის, როცა აქ ამოვდივარ, ბავშვობა მახსენდება, სხვა დროს კი... მესამე კლასში ვარ და სახლში მივრბივარ სკოლის ზეიმისგან ლოყებაწითლებული და ჩემებზე გაბრაზებული იმიტომ, რომ ზეიმზე არ მოვიდნენ. სახლში ჩემებიც ლოყებდაწითლებულები მხვდებიან. მამაჩემი ელექტრიკოსია და ყველამ იცის, რომ შუქი მაინც არ მოვა. იმ დღეს, როცა მამა რაღაც ხაზებს აბამდა, შუქი მოვიდა... ჩვენ ხუთნი ვართ და თბილისში ისევ არ არის შუქი. დედა ამბობს, რომ ყველაფერი პრეზიდენტის ბრალია. მე ისევ მესამე კლასში ვარ... სახლის წინ ფეხებს ვაბაკუნებ და დათოვლილ ბათინკებს ვიფერთხავ. კარი შევაღე თუ არა ნაფტალინის მძაფრი სუნი დამეტაკა ნესტოებში. უცებ უკან დავიხიე. ბუხარს ვანთებ და მხოლოდ ამის შემდეგ ვამჩნევ, რომ სახლი თითქოს უფრო დაპატარავებული და ჩაღამებულია. მაგრამ ზუსტად ისეთივე, როგორიც ბავშვობაში მახსოვს, თავისი ბამბუკის წიგნის კარადით, სადაც წიგნებიც ისეთივე ძველია, როგორც ეს კარადა და დრო. დრო კი მართლა ერთი და იგივეა ამ სახლში, არასოდეს არ მიდის წინ, პირიქით, უფრო უკან მიიწევს. მემგონი ეს ასეთი სახლების დამახასიათებელია. ერთ თაროზე ძველ ფოტოალბომს ვხედავ. ძველია და საოცრად დიდი. ყოველთვის მიკვირდა, რატომ იყო ძველი ფოტოალბომები ასეთი დიდი. ბავშვობაში მიყვარდა ხოლმე ამ ალბომებში გულმოდგინედ ჩაკრული, დიდი ფოტოების თვალიერება. ფრთხილად ვფურცლავ, ფოტოებიდან 40იანი წლების შუაზეთმაგადაყოფილი ქალები იმზირებიან. ფოტოს ქვეშ წარწერაა: XIკლ. ,,პარადი”. ისევ ფოტოს ვუყურებ და მაინტერესებს, რატომ გამოიყურებოდნენ ჯერ ისევ სკოლის მოსწავლეები ნამდვილი ქალებივით. ალბომს თავს ვანებებ და ოთახების თვალიერებას ვაგრძელებ. ალაგ-ალაგ ობობას მოზრდილ ქსელებსაც ვხედავ. შემოვლის შემდეგ ვასკვნი, რომ არაფრის თავი არ მაქვს. ზუსტად ეს მჭირდებოდა: არავინ გარშემო და სრული სიწყნარე. ღრმად ჩავისუნთქე და სავარძელში მოვთავსდი. როგორც იქნა იმ წიგნის დამთავრებას დაადგება საშველი. როდის დავიწყე ამის კითხვა, არც მახსოვს. და საერთოდ, რამდენი ხანია, რაც არაფერი წამიკითხავს, ნუ, იქნება ალბათ, ასე ხუთი წელი მაინც. ამას რათქმაუნდა, ყოველთვის სამსახურის დატვირთულ რეჟიმს ვაბრალებ. ყოჩაღ, თამარ! ახლა შენ ხუთი წლის წინ დაწყებული წიგნის კითხვა უნდა გააგრძელო, საერთოდ რაზეა? წიგნს მონიშნულ ადგილზე ვშლი. გადაშლისას იატაკზე კონვერტივით რაღაც ვარდება. ”To do is to be - Nietzsche To be is to do – Kant Do be do be do – Sinatra” ჰმ, წარწერა საინტერესოა, კონვერტში წერილიცაა. ოთხად გაკეცილ ფურცელს ვშლი: ,, არ მახსოვს, უკვე გითხარი თუ არა, რომ ჩემი საყვარელი, ძვირფასი და შეუცვლელი მეგობარი ხარ! ჩვენი მეგობრობა ,,პანკურმა” და ,,ბომჟურმა” ცხოვრებამ გამოსცადა და ვერაფერი დააკლო : ) ჩვენ ერთად და ცალ-ცალკე ბევრი რამ გადაგვხდა... ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ ერთმანეთი გვყავს... ალბათ, ხშირად გვიტკენია, მაგრამ დღეს რომ მე ამ უსტარს გწერ : ), ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კვლავ მეგობრები ვართ და ათი წლის შემდეგ ამ წერილს ერთად წავიკითხავთ... 14.X.2003” წერილი დავკეცე და ისევ კონვერტში ჩავდე. ისევ კადრები, ამჯერად ბავშვობის არა. ერთი ჯგუფელი მოდის და ძველი ქართული ლიტერატურის კონსპექტებს მთხოვს. მე წესიერად არც ვიცნობ, იმას ისტორიის გამოცდიდან ვახსოვარ, ამიტომ ჰგონია, რომ კონსპექტი უნდა ვათხოვო. მეც, ჩემს გულმოდგინედ დამუშავებულ რვეულს ვაძლევ. ერთი კვირის შემდეგ მიბრუნებს და მეუბნება, ასოები გქონდა გამოტოვებულიო, კინაღამ შემოვცხე! მერე მე და ის გოგო უნივერსიტეტის ეზოში ერთად ვწერდით დეგენერატულ ლექსებს და ვთამაშობდით ,,უაზრობანას”, ერთად ვსვამდით უფასო ჩაის უნივერსიტეტის კაფეში და ქართულად ვთარგმნიდით სიმღერის ტექსტებს, ერთად ვჭამდით ერთ ნაყინს იმიტომ, რომ ორის ფული არ გვქონდა და ერთად ვაცდენდით ლექციებს ჩვენი მეგობრის სარეპეტიციოში. ყოველთვის ერთად ვსვამდით და ერთმანეთს ჩვენს ბიჭებზე ვუყვებოდით. მოკლედ, მეგობრები ვიყავით. მერე ის გოგო დამავიწყდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. მომეწონა. აი რაღაცნაირია, ანალურია, მაგრამ ძალიან რეალურია. რეალობას კარგად ასახავს და განწყობა მოაქვს რაც მტავარია. მაქსიმალური შეფასება ჩემგან :* მომეწონა. აი რაღაცნაირია, ანალურია, მაგრამ ძალიან რეალურია. რეალობას კარგად ასახავს და განწყობა მოაქვს რაც მტავარია. მაქსიმალური შეფასება ჩემგან :*
23. ჰო....რავიმე.. ოხეს წერტილები...:დ ორავქნა..:უ ჰო....რავიმე.. ოხეს წერტილები...:დ ორავქნა..:უ
22. ახლა ვნახე, ბევრჯერ "გისაყვედურეს" თუ შენიშვნა მოგცეს თურმე- არეულად წერო:) მე , პირიქით, დიდი მადლობა მინდა გითხრა, რომ ნაწარმოებებს კომენტარებივით არ წერ:)) თორემ, მომწონს აშკარად შენი ნაწერები და დამეზარებოდა მერე ამდენ წერტილებს შორის სიტყვების ამოკითხვა:))) ახლა ვნახე, ბევრჯერ "გისაყვედურეს" თუ შენიშვნა მოგცეს თურმე- არეულად წერო:) მე , პირიქით, დიდი მადლობა მინდა გითხრა, რომ ნაწარმოებებს კომენტარებივით არ წერ:)) თორემ, მომწონს აშკარად შენი ნაწერები და დამეზარებოდა მერე ამდენ წერტილებს შორის სიტყვების ამოკითხვა:)))
21. ჰომ...არარი ელენე შესაცოდი...:უ...... ელენე......ჩემზე კაი ტიპია....:ყეს: ჰომ...არარი ელენე შესაცოდი...:უ...... ელენე......ჩემზე კაი ტიპია....:ყეს:
20. აქ გეტყვი =)
ელენეს რა სჭირს ჩვენი შესაცოდი =) გიოს ცხოვრებით ცხოვრობს, მისთვის სწორედ ისაა ,,ცენტრი".
ჰო და კიდევ მშვენივრად გამოხატე ეგ მომენტი. უკეთესად არც შეიძლებოდა =) აქ გეტყვი =)
ელენეს რა სჭირს ჩვენი შესაცოდი =) გიოს ცხოვრებით ცხოვრობს, მისთვის სწორედ ისაა ,,ცენტრი".
ჰო და კიდევ მშვენივრად გამოხატე ეგ მომენტი. უკეთესად არც შეიძლებოდა =)
19. უი...ისე ერტირამის...კიტხვა მინდოდა..:უ ელენე ვინმეს შეგეცოდატ?......ტუ შეგეცოდატ ე.ი. ისე ვერ დავწერე,როგორც მინდოდა.....:უ უი...ისე ერტირამის...კიტხვა მინდოდა..:უ ელენე ვინმეს შეგეცოდატ?......ტუ შეგეცოდატ ე.ი. ისე ვერ დავწერე,როგორც მინდოდა.....:უ
18. უფ......ავტორის მადლობები...:უ ბევრი..: ))) უფ......ავტორის მადლობები...:უ ბევრი..: )))
17. კარგია.. პერსონაჟები : სადა, უბრალო, ბუნებრივი...მათ გულწრფელობაშიეჭვს რომ არ შეიტან და... ამით სწორედ საინტერესონი...:))
მომწონხარ ავტორო, ყოველთვის წაგიკითხავ...:-*
კარგია.. პერსონაჟები : სადა, უბრალო, ბუნებრივი...მათ გულწრფელობაშიეჭვს რომ არ შეიტან და... ამით სწორედ საინტერესონი...:))
მომწონხარ ავტორო, ყოველთვის წაგიკითხავ...:-*
16. აი, მაგარი. აი, ძალიან მაგარი.
აი, მაგარი. აი, ძალიან მაგარი.
15. ჰო ეგ ისეტი.....სასწაული რამეა....ერტის მეტი ვერავინ მოიფიქრებდა...:დ... იყოს მაგისიც კაცო.....:დ ჰო ეგ ისეტი.....სასწაული რამეა....ერტის მეტი ვერავინ მოიფიქრებდა...:დ... იყოს მაგისიც კაცო.....:დ
14. ისე do be do be do ბალუსი არ არის? რა სინატრა :დ
http://www.youtube.com/watch?v=tmlEzmc_97Y აჰაჰაჰ :D:D ისე do be do be do ბალუსი არ არის? რა სინატრა :დ
http://www.youtube.com/watch?v=tmlEzmc_97Y აჰაჰაჰ :D:D
13. ...:დ...ეგ ჰომ....: ))) დიდიხანია ვინახავ : ))))...:უ ...:დ...ეგ ჰომ....: ))) დიდიხანია ვინახავ : ))))...:უ
12. to be to be - ნათელაშვილი to be to be - ნათელაშვილი
11. ვიღაცამ ჰომ აღმოაჩინა, კაცო :))) შეინახე ეგ :) მეც ვინახავ წერილებს :)) ვიღაცამ ჰომ აღმოაჩინა, კაცო :))) შეინახე ეგ :) მეც ვინახავ წერილებს :))
10. ეგ აღმოცენა არაა....: ))))...ეგ იმ კონვერტზე იყო დაკრული...მეგობარმა რო მიწერა ტამარს...:დ...კიარადა...მოკლედ სახლში მაქვს ეგ კონვერტი.....წერილიანად...: )))))... ეგ აღმოცენა არაა....: ))))...ეგ იმ კონვერტზე იყო დაკრული...მეგობარმა რო მიწერა ტამარს...:დ...კიარადა...მოკლედ სახლში მაქვს ეგ კონვერტი.....წერილიანად...: )))))...
9. ”To do is to be - Nietzsche To be is to do – Kant Do be do be do – Sinatra”
ამ აღმოჩენაზე გავჭედე :))))))) საერთოდაც, მომეწონა ნაწერი :) მეთექვსმეტე სართულები და ჭიაყელები ჩემსკენაც აქტუალურია :)) ”To do is to be - Nietzsche To be is to do – Kant Do be do be do – Sinatra”
ამ აღმოჩენაზე გავჭედე :))))))) საერთოდაც, მომეწონა ნაწერი :) მეთექვსმეტე სართულები და ჭიაყელები ჩემსკენაც აქტუალურია :))
7. ჰომ.... რეალური ფაქტებია : ))) ალბატ ამიტომ არაა ყალბი... ტუმცა რეალური ფაქტებიც არის ხოლმე...ხანდაახნ ყალბი... : )))) ჰომ.... რეალური ფაქტებია : ))) ალბატ ამიტომ არაა ყალბი... ტუმცა რეალური ფაქტებიც არის ხოლმე...ხანდაახნ ყალბი... : ))))
6. გულწრფელი ნაწერია, ოდნავადაც კი რომ არ იგრძნობა სადმე სიყალბე. დასაფასებელია ეს. და საინტერესოც. გულწრფელი ნაწერია, ოდნავადაც კი რომ არ იგრძნობა სადმე სიყალბე. დასაფასებელია ეს. და საინტერესოც.
5. შენი...მოთხრობასავით...არეულობები...მომწონს:) შენი...მოთხრობასავით...არეულობები...მომწონს:)
4. კაიჰ...: )))))))) კაიჰ...: ))))))))
3. არეულობს არ ვგულისხმობ..უბრალოდ დახვეწა სჭირდება წერის მანერას....:))) არეულობს არ ვგულისხმობ..უბრალოდ დახვეწა სჭირდება წერის მანერას....:)))
2. მადლობა.........რჩევებისთვის...მარა როცა უკვე სამ მოტხრობასავიტ..რაღაცას კიტხულობდა.....სამივეში არეულობებს....პოულობტ...მემგონი ავტორის დაუდევრობისდა....გამოქვეყნებამდე.....წაუკიტხაობის...ბრალი არუნდა იყოს....: )))))... არეულობები....შეგნებულადაა...: ))) მადლობა.........რჩევებისთვის...მარა როცა უკვე სამ მოტხრობასავიტ..რაღაცას კიტხულობდა.....სამივეში არეულობებს....პოულობტ...მემგონი ავტორის დაუდევრობისდა....გამოქვეყნებამდე.....წაუკიტხაობის...ბრალი არუნდა იყოს....: )))))... არეულობები....შეგნებულადაა...: )))
1. ავტორს მეგობრულად ვურჩევ გამოქვეყნებამდე რამოდენიმეჯენ გადაიკითხოს ნაწერი...დაწერის შემდეგ კდიევ გაადავლოშ თვალი და მეტი იმუშავოს ნიჭი აქვს მაგრამ დახვეწაა საჭირო...2 ავტორს მეგობრულად ვურჩევ გამოქვეყნებამდე რამოდენიმეჯენ გადაიკითხოს ნაწერი...დაწერის შემდეგ კდიევ გაადავლოშ თვალი და მეტი იმუშავოს ნიჭი აქვს მაგრამ დახვეწაა საჭირო...2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|