 | ავტორი: ნინეხ ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 29 აპრილი, 2012 |
,,საით მიდიან იხვები ზამთარში?” და ოცნება ჭვავის ყანაზე, ,,ძირს ომი!” ანუ ჯერ კიდევ როკ-ენ-როლამდე. ტიპიური თბილისელი თინეიჯერი ბიჭი, რომელიც მთელი სამყაროთი უკმაყოფილოა და გააჩნია თავისი, მთელი მსოფლიოსგან განსხავავებული აზრი და შეხედულება ყველაფერზე, იქნება ეს მუსიკა, კინო, განათლება, რელიგია თუ საზოგადოების ჩვეული ცხოვრება. ჰოლდენ კოლფილდი, 50-იანი წწ-ის ამერიკელი მოზარდი, რომელიც ისეთი ახლობელია ქართული სინამდვილისთვის, რომ ხანდახან ჩვენს ნაცნობებშიც კი აღმოვაჩენთ ხოლმე. საერთოდ, მოზარდებისთვის ხომ ორადაა გაყოფილი სამყარო, სადაც დედამიწის ერთ მხარეს თვითონ დგანან, მეორე მხარეს კი _ დანარჩენი მსოფლიო. სელინჯერის რომანში ვხვდებით უამრავ სლენგს და ქალაქის ცხოვრების ისეთ ეპიზოდებს, რომ თავი დღევანდელ თბილისში გგონია. ,,თამაში ჭვავის ყანაში”, ეს ის წიგნია, რომელიც პირდაპირ ქადაგებს ომისა და ძალადობის წინააღმდეგ, მაგრამ სწორედ მას ირჩევენ სერიული მკვლელები და არამზადები. ეს წიგნი აღმოაჩნდა ჯონ ლენონის მკვლელს მუსიკოსის ავტოგრაფით მაშინ, როდესაც ის ამ მკვლელობისთვის დააკავეს. რომანის გმირი ჰოლდენ კოლფილდია, 16 წლის ჩვეულებრივი ბიჭი. მწერალმა მისი ხმამაღლა გამოთქმული მოსაზრებებით მოგვცა ამერიკაში ცოტა მოგვიანებით დაწყებული ე. წ. ,,პანკური” აზროვნების ნიმუში. ხოლო ამ ბიჭის შინაგანი სამყარო გაცილებით უფრო ღრმა, დრამატული და ფაქიზია. თუ ჰოლდენი გარეგნულად ცინიკოსი, ირონიული და სარკასტულია, ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ მისი შინაგანი სამყარო ვერ ეგუება ისე მოწყობილ ცხოვრებას, ისეთ ადამიანებს, სადაც ჰოლდენს უწევს ყოფნა. იგი იძულებულია აიტანოს ეს აუტანელი საზოგადოება მთელი თავისი სტრადლეიტერისნაირი მუსუსი ვირებით, უჭკუო გოგონებით და ,,უნივერსიტეტელის გარეგნობის” ბიჭებით. ,,იქ ერთი ვინმე ნამეტანი უნივერსიტეტელის გარეგნობის მასტი იჯდა ყოვლად ღირსეულად დაზმანული”. ბიჭი ვერ იტანს საზოგადოებას, რომლის წევრებიც ერთმანეთთან მლიქვნელობის გარდა არაფერს აკეთებენ. ,,რა გამოთქმები არ მოსდით ხოლმე თავში. ყალბზე ყალბი... აი ეს მესმის. ღირსეული ხალხი...”, ჰოლდენი ამაზრზენად მიიჩნევს ქველმოქმედებას, რომელიც ყველამ უნდა დაინახოს, მისთვის მიუღებელია გოგოსთან სექსი, თუ ეს გოგო არათუ არ უყვარს, არამედ საერთოდაც არ მოსწონს. ბიჭს ვერ გაუგია რატომაა მთელი საზოგადოება დაავადებული სნობიზმით. შთამბეჭდავია კოლფილდის მონაყოლი თეატრის ფოიეში მყოფ ხალხზე: ,,ანტრაქტში ჩვენც სხვებივით გარეთ გამოვეფინეთ თითო ღერის გასაბოლებლად. მაგარი თავყრილობა იყო. ყველა აფუილებდა და ისე ხმამაღლა გამოთქვამდნენ თავიანთ ბრძნულ აზრებს პიესის თაობაზე, რომ ფოიეში მაგათი ვერგამგონე არავინ დარჩენილიყო”. (ამ დროს თავი შეიძლება პირდაპირ თბილისში იგრძნო). ჰოლდენ კოლფილდისთვის მომავალზე ზრუნვაც არ არის სასიამოვნო, მით უმეტეს, რომ იცის როგორ საზოგადოებაშიც მოუწევს ცხოვრება, ამიტომ ფიქრობს იგი ამ საზოგადოებიდან სადმე შორს, ტყეში მარტო ცხოვრებას, სადაც არც ეკლის მსგავსი ტიპები იქნებიან, არც თავისთავში დარწმუნებული კარლ ლუსი, რომელიც ,,ყოვლად განათლებული” გახლდათ სექსუალურ თუ ჰომოსექსუალურ საკითხებში. ტყეში არც კინო იქნებოდა, სადაც უჩვენებენ სულელურ ფილმებს ომზე და არც სულელი გოგოები შეაწუხებენ, რომლებიც ,,მთელ ამ სკოლებს და კოლეჯებს რო მორჩებიან... უმეტესობა გათხოვდება, ალბათ. შეაბამენ ეჟვანს ვიღაც ბრიყვებს და დათხოვდებიან. აი, იმისთანა ტიპებზე, სულ რო იმაზე ქაქანებენ, ერთი გალონი ბენზინით რამდენი მილის გავლა შეუძლიათ თავიანთი პიპიებით...”. ჰოლდენს ნერვებს უშლის გოგო, რომელიც ბიჭს მხოლოდ იმიტომ აკრიტიკებს, რომ მისი მშობლები პროვინციულად უქცევენ და ფულს არ ფანტავენ, ნერვებს უშლის ისიც, რომ მონაზვნების მსგავსი ხალხი ვერასოდეს დადის ისეთ ბარში, სადაც სალი ჰეისის დედა, საშინელებაა ბარმენიც, რომელიც იმისდამიხედვით გემსახურება ზრდილობიანად, თუ საიდან ხარ _ კონექტიკუტიდან თუ ფლორიდიდან. ადამიანისთვის ხომ მთავარი სულ სხვა ფასეულობებია. ჰოლდენისთვისაც ღირებული მხოლოდ გარდაცვლილი ძმის, ელის ბეისბოლის ხელთათმანია, რომელზეც ლექსებია წაწერილი, დიბის წიგნები, ფიბისთვის ნაყიდი საბავშვო სიმღერის ფირფიტა, ბავშვობისდროინდელი მუზეუმი და ზამთარში, გაყინული ტბიდან წასული იხვების ბედი, ჯეინ გელაჰერი, გოგო, რომელსაც მთელი რომანის მანძილზე სურვილის მიუხედავად ვერაფრით დაურეკა ჰოლდენმა. ,,რაც შეეხება კინოს, უაზრო ყბედებს, უვარგის წიგნებს, სნობებსა და ომს _ უბრალოდ სძულს”. ,,წიგნი ისეთი უნდა იყოს, რო ჩაათავებ, გინდა რო მაგის დამწერი შენი ძმაკაცი იყოს და როცა გინდა დაურეკავ, თუნდაც შუაღამისას და შენ გემოზე ებაზრები”. ასეთი სურვილი ალბათ ყველა ჩვენგანს ექნება სელენჯერის რომანის წაკითხვის შემდეგ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. კარგი პუბლიკაციაა.
"ომში რომ წამიყვანონ, ალბათ ვერ ავიტან. ვერასდიდებით ვერ ავიტან. გაწვევისთანავე თუ გესროლეს და მოგკლეს ან რამე გიქნეს, კიდევ არა უშავს, მაგრამ ჯერ უნდა გაწანწალონ გაწანწალონ ჯარში. ყველაზე დიდი საშინელება ესაა." კარგი პუბლიკაციაა.
"ომში რომ წამიყვანონ, ალბათ ვერ ავიტან. ვერასდიდებით ვერ ავიტან. გაწვევისთანავე თუ გესროლეს და მოგკლეს ან რამე გიქნეს, კიდევ არა უშავს, მაგრამ ჯერ უნდა გაწანწალონ გაწანწალონ ჯარში. ყველაზე დიდი საშინელება ესაა."
22. ეს ამას წინათ წავიკითხე!
ნწუ, არა, არ მევასება ეგ თქვენი "ჭვავის ყანა" თავის ბერნსიანად, მარა შენს გარჯას ფრიადს ვუწერ! ეს ამას წინათ წავიკითხე!
ნწუ, არა, არ მევასება ეგ თქვენი "ჭვავის ყანა" თავის ბერნსიანად, მარა შენს გარჯას ფრიადს ვუწერ!
21. მადლობა....:უ მადლობა....:უ
20. თუ ჰოლდენი გარეგნულად ცინიკოსი, ირონიული და სარკასტულია, ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ მისი შინაგანი სამყარო ვერ ეგუება ისე მოწყობილ ცხოვრებას, ისეთ ადამიანებს, სადაც ჰოლდენს უწევს ყოფნა. რათქმაუნდა მომეწონა...კარგი წერილია...და მიყვარს როცა ასეთ კარგ რამეებს უთმობს დროს ატორი...:-* აქაც გყავს მასეთი ცინიკოსებს...:-* თუ ჰოლდენი გარეგნულად ცინიკოსი, ირონიული და სარკასტულია, ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ მისი შინაგანი სამყარო ვერ ეგუება ისე მოწყობილ ცხოვრებას, ისეთ ადამიანებს, სადაც ჰოლდენს უწევს ყოფნა. რათქმაუნდა მომეწონა...კარგი წერილია...და მიყვარს როცა ასეთ კარგ რამეებს უთმობს დროს ატორი...:-* აქაც გყავს მასეთი ცინიკოსებს...:-*
19. დიახ, დიახ, ძალიან ბევრი რამ ,,აკლია" ფორთოხალს =)
და მაინც, სად სელინჯერი, სად ბერჯესი =) დიახ, დიახ, ძალიან ბევრი რამ ,,აკლია" ფორთოხალს =)
და მაინც, სად სელინჯერი, სად ბერჯესი =)
18. : )))...ჰაჰ, ჩემტვის ალბატ უფრო ფილმია...ვიდრე ტექსტი...ფორტოხლის, მაგრამ იმიტომ ჩამოვადე, : ))) რო... ჯერ სელინჯერია.... ფორტოხალში არის რაღაც ტესლი მიგნებები...მარა აი ხალხო დაჟე როკ'ნროლიც არიყო...და კოლფილდი ჰიპობდა უკვე...: ))) ამიტომ მიყვარს...:დ : )))...ჰაჰ, ჩემტვის ალბატ უფრო ფილმია...ვიდრე ტექსტი...ფორტოხლის, მაგრამ იმიტომ ჩამოვადე, : ))) რო... ჯერ სელინჯერია.... ფორტოხალში არის რაღაც ტესლი მიგნებები...მარა აი ხალხო დაჟე როკ`ნროლიც არიყო...და კოლფილდი ჰიპობდა უკვე...: ))) ამიტომ მიყვარს...:დ
17. ვგონებ, საეჭვოდ ჩამოაგდე სიტყვა ,,მექანიკურ ფორთოხალზე" =)) ვგონებ, საეჭვოდ ჩამოაგდე სიტყვა ,,მექანიკურ ფორთოხალზე" =))
15. მომეწონა ნინეხ. მომინდა ისევწავიკითხო/ მიყვარს ესწიგნი. მომეწონა ნინეხ. მომინდა ისევწავიკითხო/ მიყვარს ესწიგნი.
14. მადლობა......:უ სმიტ.......ჰომ ადრე უფრო....დიდ შტაბეჭდილებას ახდენს...: ))) მერე უკვე მექანიკურ ფორტოხალზე...გადადიან...:უ მაგრამ ეგ სხვაა....... ჭვავის ყანა....ტუ სწორად მახსოვს 51ში გამოიცა.....ასე რომ....: )))))) ბლაგვი ...წაიღე....კოპირაიტიტ...: )))) მე მაინც არმაქვს...ფბ...: ))))) მადლობა......:უ სმიტ.......ჰომ ადრე უფრო....დიდ შტაბეჭდილებას ახდენს...: ))) მერე უკვე მექანიკურ ფორტოხალზე...გადადიან...:უ მაგრამ ეგ სხვაა....... ჭვავის ყანა....ტუ სწორად მახსოვს 51ში გამოიცა.....ასე რომ....: )))))) ბლაგვი ...წაიღე....კოპირაიტიტ...: )))) მე მაინც არმაქვს...ფბ...: )))))
13. ძალიან სასიხარულოა ამდაგვარი პუბლიკაცია საიტზე, კარგ საქნეს გააკეთებს. უდავოდ- დეფიციტია. ძალიან სასიხარულოა ამდაგვარი პუბლიკაცია საიტზე, კარგ საქნეს გააკეთებს. უდავოდ- დეფიციტია.
12. ისე რომ წავიღო თავისი საავტორო უფლებით უარს ხომ არ მეტყვი? :)) ისე რომ წავიღო თავისი საავტორო უფლებით უარს ხომ არ მეტყვი? :))
11. კარგი კიარა ძალიან მაგარი გახილვაა...ბრავო ... აი ეს მესმის...
ისე ფბ-ზე წიგნების ჯგუფში...სერიოზულ პოსტებს გააძრობდი რო რამე... თანხმობის შემთხვევაში სიამოვნებით დაგამატებდი.. :))
არა მართლა ძაან მაგარია...
კარგი კიარა ძალიან მაგარი გახილვაა...ბრავო ... აი ეს მესმის...
ისე ფბ-ზე წიგნების ჯგუფში...სერიოზულ პოსტებს გააძრობდი რო რამე... თანხმობის შემთხვევაში სიამოვნებით დაგამატებდი.. :))
არა მართლა ძაან მაგარია...
10. ვაჰ, კარგი ხარ რა =)
იყო რაღაცები, რაც არ ვიცოდი. ბოლო ამონარიდი საიდანაცაა, უძლიერესი ნარკვევია სელინჯერზე =)
მახსოვს, ეგ რომანი რომ წავიკითხე, გული დამწყდა, რადგან მივხვდი, უფრო ადრე რომ წამეკითხა, უდიდეს შთაბეჭდილებას მოახდენდა =)
ერთი დიდი კომფორტულობაა სელინჯერი. და სხვათაშორის, დღეს წავიკითხე მისი მოთხრობები. ხელახლა
და ახლა ეს გამიხარდა =) ვაჰ, კარგი ხარ რა =)
იყო რაღაცები, რაც არ ვიცოდი. ბოლო ამონარიდი საიდანაცაა, უძლიერესი ნარკვევია სელინჯერზე =)
მახსოვს, ეგ რომანი რომ წავიკითხე, გული დამწყდა, რადგან მივხვდი, უფრო ადრე რომ წამეკითხა, უდიდეს შთაბეჭდილებას მოახდენდა =)
ერთი დიდი კომფორტულობაა სელინჯერი. და სხვათაშორის, დღეს წავიკითხე მისი მოთხრობები. ხელახლა
და ახლა ეს გამიხარდა =)
9. დაგასწარი - პირადში წერილების წერას არ ვიყოთ, კარგი!
ძილინებისა გოგოებო (იფიქრეთ ჯორჯიბიჭზე, ინტენსიური გოგო გამექცს და ახლა მარტო ვარ)
:))))))))))))))))))))))))))))) დაგასწარი - პირადში წერილების წერას არ ვიყოთ, კარგი!
ძილინებისა გოგოებო (იფიქრეთ ჯორჯიბიჭზე, ინტენსიური გოგო გამექცს და ახლა მარტო ვარ)
:)))))))))))))))))))))))))))))
8. უჰუმ..............:დ უჰუმ..............:დ
7. თბილისის ფორუმს ხშირად ვსტუმრობთ? :)) თბილისის ფორუმს ხშირად ვსტუმრობთ? :))
6. აჰმ.....: )))) ოკეი.... ვნახოტ ჰო......:დ ისე კაია რო...კიტხულობტ.....:უ კრიტიკებს.........:დ აჰმ.....: )))) ოკეი.... ვნახოტ ჰო......:დ ისე კაია რო...კიტხულობტ.....:უ კრიტიკებს.........:დ
5. ეგენი წავიკითხე და მოგწერე კიდეც, მეორე ნიკით... ანუ ორუელი...მარკესის "პატრიარქის შემოდგომა" არ წამიკითხავს სამწუხაროდ :( ეგენი წავიკითხე და მოგწერე კიდეც, მეორე ნიკით... ანუ ორუელი...მარკესის "პატრიარქის შემოდგომა" არ წამიკითხავს სამწუხაროდ :(
4. ზეუსი. 2012-04-29 00:30:41
დევს აქვე...: ))))) მარკესი და ორუელი...: )))) მეეერე..ვნახოტ...:უ ზეუსი. 2012-04-29 00:30:41
დევს აქვე...: ))))) მარკესი და ორუელი...: )))) მეეერე..ვნახოტ...:უ
3. ნინეხ... საინტერესო პარალელები გაქვს დაჭერილი, მომეწონა ეს კრიტიკა-პუბლიცისტიკა მე. მომდევნო გარჩევას რომელი წიგნისას შემოგვთავაზებ? :))) ცოტა უფრო ვრცლადაც თუ დაწერ უკეთესი... ნინეხ... საინტერესო პარალელები გაქვს დაჭერილი, მომეწონა ეს კრიტიკა-პუბლიცისტიკა მე. მომდევნო გარჩევას რომელი წიგნისას შემოგვთავაზებ? :))) ცოტა უფრო ვრცლადაც თუ დაწერ უკეთესი...
2. კიჰ.....სავალდებულო იყო...: ))) ოღონდ...ჩემიტ დავალდებულებული...:დ ორუელი არ იტვლება...: )))) ეგ ისე დავწერე...: ))))) კიჰ.....სავალდებულო იყო...: ))) ოღონდ...ჩემიტ დავალდებულებული...:დ ორუელი არ იტვლება...: )))) ეგ ისე დავწერე...: )))))
1. ჰო, "წაიქართულებს" "თამაში ჭვავის ყანაში". მაინტერესებს ისე - რაიმე სავალდებულოდ დასაწერი ნაშრომებიდანაა ესენი, თუ შენთვის და ჩვენთვის წერ, უბრალოდ?:)
ჰო, "წაიქართულებს" "თამაში ჭვავის ყანაში". მაინტერესებს ისე - რაიმე სავალდებულოდ დასაწერი ნაშრომებიდანაა ესენი, თუ შენთვის და ჩვენთვის წერ, უბრალოდ?:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|