| ავტორი: ბეთ ავენ ჟანრი: პროზა 28 აპრილი, 2012 |
- პლატონის წერილი სოკრატეს N- 2341 - გამარჯობა, სოკრატ. არ გეკითხები თუ როგორ ხარ, ეს ისედაც ვიცი. ამას წინათ მოსწავლეებს ვესაუბრებოდი ადამიანის დანიშნულების შესახებ. შვიდიდან სამი მისმენდა, მხოლოდ ერთს კი ესმოდა. (ეს არ არის ურიგო შედეგი). როდესაც თემა ამოვწურე და დავასრულე, ის ერთი მეკითხება - მაინც რა არის ადამიანის დანიშნულებაო. ამან გუნება წამიხდინა, რადგან ვერ მიმხვდარიყავ, რომ თურმე არც მას ესმოდა. დრო ტყუილად დამიხარჯავს. იმ დღეს ვერაფერი გავაკეთე, გარდა იმისა რომ ამ წერილის წერას შევუდექი გულის გადასაყოლებლად. რა სჭირს ახალგაზრდობას? რატომ არ უყვართ აზროვნება, მსჯელობა, ფიქრი? რატომ იკლებენ ამ სიამოვნებას? თუმცა ზოგჯერ ვფიქრობ მე თითონაც იმ მიზეზით ვაკეთებ ამას, რომ აწმყოს გავექცე. აწმყოს, რომელიც არჩევანი, მოლოდინი და იმედია. ზოგჯერ ასე მგონია არჩევანი - სათუოა, მოლოდინი - ილუზია, იმედი კი ფუჭი! რა გამოდის? ამაოდ ვფიქრობ და ვმსჯელობ? ყოველივე ამაოა? ნუ გაირკვირვებ, სოკრატ, ჩემგან ამგვარ აბდაუბდას, რადგან საშინლად გადავიღალე. ასაკი თავისას შვება. კიდევ კარგი, საზრუნავად მხოლოდ ჩემი თავი ღა შემომრჩა. ძალიან მინდა შენთან შეხვედრა. არ ვიცი როდის მოვახერხებ ამას, ან მოვახერხებ კი? არის კი, ამის აუცილებლობა? გეტყვი კი იმ სათქმელს, რაც წლების მანძილზე დამიგროვდა? თუ დუმილი დაიკავებს ჩვენი შეხვედრის უმეტეს დროს? ეს ის კითხვებია, რომელზეც პასუხი არც მე ვიცი და არც შენ. ამ დღეებში ბაღს მივხედე. ისეთი ლამაზია! საოცარია ბუნება! საოცარი! ადამიანი კი უფრო მეტად საოცარი! აბა, გემშვიდობები, დიდ მოლოდინს ახლა პატარა მოლოდინიც დაემატა, ეს შენგან პასუხის მოლოდინია. პატივისცემით, სოფ. შ-ს ახლა ლოგოკის პედაგოგიც, პლატონ გაგოშიძე. - სოკრატეს პასუხი პლატონს წერილზე N - 2341 - გამარჯობა, პლატონ. მივიღე შენი წერილი და დავძიმდი. რა დღეში გაქვს, პლატონ, ტვინი? ასე როგორ გადაიღალე, რომ ეჭვი შეგეპარა ისეთ საკითხებში, რომელიც რომ ჩვენი ასაკისა და აზროვნების ადამიანებისათვის დიდ ხნის გარკვეული უნდა იყოს? რას მიქვია ,,ამაო,,?! არჩევანი ,,სათუო,, რატომ არის?! მოლოდინი - ილუზია და იმედი - ფუჭი?! ამისათვის იცხოვრე? განვლილ ცხოვრებაზე გული ხომ არ გწყდება? იქნებ ეჭვი გეპარება, რომ შენი არჩევანი არასწორი იყო? თუ ასეა გეტყვი - არამც და არამც! ძალიან სწორად მოიქეცი რომ სოლომონიდა ცოლად არ შეირთე! სისხლი გამიშრო მაგან მე! ახლა მარტო დამტოვა კიდევ და ყოველ ღამით წაყვანს მპირდება და არ იქნა და ვერა და ვერ წამიყვანა! ნუ ნანობ მაგ ამბავს, დამიჯერე! რაც შეეხება არჩევანს, მოლოდინს და იმედს იგი ცვალებადია. ამის გამო მათი კლასიკური განმარტება სისულელეთ მეჩვენება. როგორც წესი სამივე როგორც კონკრეტული, ისე ზოგადიც შეიძლება იყოს. როგორ მივცე თავს უფლება, რომელიმე ჭეშმარიტად გამოვაცხადო?! ეს კი ვიცი, რომ ახლა ჩემთვის არჩევანი ის არის - ვერ გადამიწყვეტია რომელი ხისაგან დავამზადებინო ჩემთვის კუბო, მოლოდინი ბოლო წამის ღა დამრჩა, იმედი კი - იქნებ და ,,აქაურობის,, ეს ბოლო წამი ,,იქაურობის,, მარადისობასთან შეერთების პირველი იყოს! რაც შეეხება შენს მოსაზრებას ,,ამაოების,, შესახებ, გეტყვი: - ეს ამპარტვნული ფიქრებია ცხოვრებაზე გულგატეხილი კაცისა! შენგან ამას არ მოველოდი, პლატონ! და ბოლოს - ბაღს რომ უვლი კარგია, ოღონდ ხშირხშირად და სულითა და გულით, რადგან ვფიქრობ, შენისთანა ადამიანი ,,იქაც,, მაგ საქმით უნდა იქნეს დაკავებული. აბა, ნახვამდის (იქნებ და ასეც მოხდეს). პატივისცემით სოფ. გ-ს ქართულის, ისტორიისა და ასევე ლოგიკის პედაგოგი სოკრატ აბუთიძე. პლატონ გაგოშიძემ წერილი ტრადიციულად ათი დღის შემდეგ მიიღო და როგორც იქნა მყარად დადგა იმედთან და მოლოდინთან დაკავშირებით სოკრატეს აზრზე, არჩევანში კი ბოლო წამამდე ეჭვი ეპერებოდა. ერთხელაც თითქმის სამოცი წლის მიმოწერა შეწყდა... მართლაც საოცარია ადამიანი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. "შვიდიდან სამი მისმენდა, მხოლოდ ერთს კი ესმოდა. (ეს არ არის ურიგო შედეგი). როდესაც თემა ამოვწურე და დავასრულე, ის ერთი მეკითხება - მაინც რა არის ადამიანის დანიშნულებაო. ამან გუნება წამიხდინა, რადგან ვერ მიმხვდარიყავ, რომ თურმე არც მას ესმოდა. დრო ტყუილად დამიხარჯავს. იმ დღეს ვერაფერი გავაკეთე, გარდა იმისა რომ ამ წერილის წერას შევუდექი გულის გადასაყოლებლად. რა სჭირს ახალგაზრდობას? რატომ არ უყვართ აზროვნება, მსჯელობა, ფიქრი? რატომ იკლებენ ამ სიამოვნებას?"...
გაიხარე, ბეთ ავენ! 555555555 "შვიდიდან სამი მისმენდა, მხოლოდ ერთს კი ესმოდა. (ეს არ არის ურიგო შედეგი). როდესაც თემა ამოვწურე და დავასრულე, ის ერთი მეკითხება - მაინც რა არის ადამიანის დანიშნულებაო. ამან გუნება წამიხდინა, რადგან ვერ მიმხვდარიყავ, რომ თურმე არც მას ესმოდა. დრო ტყუილად დამიხარჯავს. იმ დღეს ვერაფერი გავაკეთე, გარდა იმისა რომ ამ წერილის წერას შევუდექი გულის გადასაყოლებლად. რა სჭირს ახალგაზრდობას? რატომ არ უყვართ აზროვნება, მსჯელობა, ფიქრი? რატომ იკლებენ ამ სიამოვნებას?"...
გაიხარე, ბეთ ავენ! 555555555
12. ძალიან კარგია! ძალიან კარგია!
11. ვაჰ, როგორ გამომრჩით =)
უცხოა და კარგი ვაჰ, როგორ გამომრჩით =)
უცხოა და კარგი
10. ეს ცოტა უფრო ნაკლებად მომეჩვენა, ვიდრე წინები. ეს ცოტა უფრო ნაკლებად მომეჩვენა, ვიდრე წინები.
9. კარგი იყო...5 დასმული კითხვაც და პასუხიც საინტერესო... საინტერესო ავტორი ბეთ ავენ...:-* კარგი იყო...5 დასმული კითხვაც და პასუხიც საინტერესო... საინტერესო ავტორი ბეთ ავენ...:-*
8. საოცარი ფორმაა თხრობის და ასეთი ფორმით ამდენი ფილოსოფიური საფიქრალი,ოღონდ, თითქოს გაყოველდღიურებულ რეჟიმში – ძალიან ლაღად იკითხება. საოცარი ფორმაა თხრობის და ასეთი ფორმით ამდენი ფილოსოფიური საფიქრალი,ოღონდ, თითქოს გაყოველდღიურებულ რეჟიმში – ძალიან ლაღად იკითხება.
7. ამ ნაწერმა უდიდესი გაოცება ( აღფრთოვანებასთან ერთად ) გამოიწვია, მიუხედავად იმისა რომ, აქ, არცერთი ნაწარმოები ყოფილა, განსაკუთრებულად რომ არ მომწონებოდეს, რომ არა გაგოშიძის და აბუთიძის ხელმოწერა, უდავოდ პლატონი და სოკრატე მეგონებოდა, იმდენად დიდი სიღრმე და სიბრძნეა მასში.
"შვიდიდან სამი მისმენდა, მხოლოდ ერთს კი ესმოდა. (ეს არ არის ურიგო შედეგი). როდესაც თემა ამოვწურე და დავასრულე, ის ერთი მეკითხება - მაინც რა არის ადამიანის დანიშნულებაო. ამან გუნება წამიხდინა, რადგან ვერ მივხვმდარიყავ, თურმე არც მას ესმოდა."
სამწუხარო სინამდვილეა......აქაც, წაკითხვისას! ამ ნაწერმა უდიდესი გაოცება ( აღფრთოვანებასთან ერთად ) გამოიწვია, მიუხედავად იმისა რომ, აქ, არცერთი ნაწარმოები ყოფილა, განსაკუთრებულად რომ არ მომწონებოდეს, რომ არა გაგოშიძის და აბუთიძის ხელმოწერა, უდავოდ პლატონი და სოკრატე მეგონებოდა, იმდენად დიდი სიღრმე და სიბრძნეა მასში.
"შვიდიდან სამი მისმენდა, მხოლოდ ერთს კი ესმოდა. (ეს არ არის ურიგო შედეგი). როდესაც თემა ამოვწურე და დავასრულე, ის ერთი მეკითხება - მაინც რა არის ადამიანის დანიშნულებაო. ამან გუნება წამიხდინა, რადგან ვერ მივხვმდარიყავ, თურმე არც მას ესმოდა."
სამწუხარო სინამდვილეა......აქაც, წაკითხვისას!
6.
:) კიდევ კარგი, ლოგიკის მასწავლებელი არ ვარ. ვიხალისე
:) კიდევ კარგი, ლოგიკის მასწავლებელი არ ვარ. ვიხალისე
5. მხოლოდ ინ ვინო ის ვერიტას:)) მხოლოდ ინ ვინო ის ვერიტას:))
4. Amicus Plato, sed magis amica veritas :)))))))
Amicus Plato, sed magis amica veritas :)))))))
3. რა უცნაური პედაგოგები გვყავს, ბავშვებს რას ერჩით? მომეწონა, ხალისით წავიკითხე... სოკრატე მასწი რაღაც მერყევი ადამიანია, ცოტა უხასიათოც ხო? რა უცნაური პედაგოგები გვყავს, ბავშვებს რას ერჩით? მომეწონა, ხალისით წავიკითხე... სოკრატე მასწი რაღაც მერყევი ადამიანია, ცოტა უხასიათოც ხო?
2. "ჩემი შენ გითხარიო" და "მკვდარი მკვდარს აეკიდაო"-ისეა ამ სოკრატეს და პლატონის საქმე... ტრადიციულად ათი შემდეგ-აქ, რაღაც გამოგრჩა მგონი,ხომ?
"ჩემი შენ გითხარიო" და "მკვდარი მკვდარს აეკიდაო"-ისეა ამ სოკრატეს და პლატონის საქმე... ტრადიციულად ათი შემდეგ-აქ, რაღაც გამოგრჩა მგონი,ხომ?
1. არ იცვლებიან არასდროს ეს სოკრატე და პლატონი:) და ის ბაღიც , ჭალაში... თქვენ ისევ თქვენს სიმაღლეზე ხართ! არ იცვლებიან არასდროს ეს სოკრატე და პლატონი:) და ის ბაღიც , ჭალაში... თქვენ ისევ თქვენს სიმაღლეზე ხართ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|