 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 3 მაისი, 2012 |
...არავინ იცის, მოხდა თუ არა ეს საშინელი ისტორია სინამდვილეში....თუ ეს მხოლოდ ავტორის ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფია?....ასეა თუ ისე, მოდით, ღიად დავტოვოთ ეს საკითხი ჯერ... რადგან დაისმება უამრავი კითხვა, "სად?.." "რატომ?" "ვინ?.."....ეს კი დამეთანხმებით ,ნაწარმოებს ხიბლს დაუკარგავს!...დამიჯერეთ,სჯობს მოდუნდით და ყური მიუგდეთ...ნახეთ,რა მშვენიერი ზაფხულის ღამეა...
...ჩვენი დრო. პლანეტა დედამიწა,2012 წელი. აპრილი.12 საათი და 37 წუთი.
......ქმარი,როგორც ყოველთვის, გვიან დაბრუნდა სახლში,თან უკიდურესად გადამძღარი, ჯერ ხომ მეზობლები აიძულა გაეღვიძათ,აბა როგორ!...მერე ლიფტს ვერაფერი გაუგო ( ემპირიული ცოდნა კი გააჩნდა მაგრამ საგანთა ინტროვერტიულობაში ჩაღწევის ძალა კი არა ) ხო და სულ ასე გინებით ავიდა კიბეზე, თან ყველა სართულზე ჩერდებოდა, ქშინავდა და მელოდიურად ( ნუ დავუკარგავთ!..) აბოყინებდა. ბოყინი კი, მოგეხსენებათ, კუჭში მიმდინარე პროცესია, ამის გარდა მამაკაცის ორგანიზმში უფრო რთული პროცესებიც მიდიოდა.....მისი აზროვნების ენერგია ვერა და ვერ უტოლდებოდა ცოდნის მასას ,გამრავლებულს გარემომცველი საგნების ასოციაციისა და დისოციაციის სიჩქარეზე,დარჩენილი რეფლექსების კვადრატში!... რადგანაც ცოდნის მასა დადებითი ფაქტორია,რომელიც ზრდის აზროვნების ენერგიულობას....ო ლა, ლაა!...ვაგლახ!...მას კი ეს არ შეეძლო....არააა!..ის მთვრალი იყო!.ამიტომ უბრალოდ იგინებოდა, საგინებელი ობიექტი კი ვერ დავადგინეთ, რადგან ეს ქვეცნობიერი ბოღმაა და მის აბსტრაქტულ აზროვნებაშია მოსაძიებელი...შეიძლება სულაც ბავშვობის ტრავმები ამოტივტივდა და ვერ გაცნობიერდა, მაგალითად ოყნა და ჯოხი..... ანდა ნამარხი მეხსიერების მკრთალი სურათები გააცოცხლა სასმელმა....პირველყოფილი მონადირის, გამოქვაბულის კაცის....ანდა იქნებ.... ....იქნებ....არა, საკმარისია, " ქმარი სახლში დაბრუნდა" ამით ყველაფერი ნათქვამი. დაბრუნდა, და დაიწყო ( გაგრძელდა, ს.ნ.) ტრადიციული საღამოს ცერემონიები, რაც უდაოდ ძველ ატლანტიდის დაკარგულ ცივილიზაციებთანაა მჭიდრო კავშირში. ჯერ დიდხანს ამშვიდებდა მას ცოლი და დედა ,სანამ ტლინკაობდა და ისევ ვიღაცას ლანძღავდა....მოგვიანებით გაირკვა რომ შაურმა იყიდა თურმე, ფარდულზე კი ეწერა...".ეირანი უფასოდ" რაც ვერ მიიღო,რადგან მეშაურმეს უკმეხად უპასუხია, აქცია დამთავრდაო (კლასიკური ტრაგედიაა,არაა?...).........მერე ისევ დალევა მოითხოვა, ტელევიზორს მიუჯდა, ევროსპორტი ჩართო და ჩაეძინა კიდეც...ო, ბედნიერებავ!...გადარჩა ავეჯი, მინები და ძვლები დალეწვას....მეზობლებმაც ძილი შეიბრუნეს....სიმშვიდემ და დიადმა თანხმობამ დაისადგურა მთელს სამყაროში და რა საოცარიც არ უნდა იყოს, პლანეტა დედამიწაზეც.... შემდეგ როცა ახვრინდა, ნელა გააძვრეს წინდები...თითქოს მესამე მსოფლიო ომის შემდეგ ნახევრად დანგრეულ მეტროს სადგურთან იდგა ქალი....ბნელი გვირაბიდან გახრწნილი გვამების სუნით გაჯერებული ქარი უბერავდა.....გაჩერებული ესკალატორები საზარლად ჭრაჭუნობდნენ...უზარმაზარი,გოჭისოდენა ვირთხები კი ბედნიერები დაჰქროდნენ და გაშავებულ, კბილებდაკრეჭილ გვამთა მუცლებში სულ ახალი და ახალი ხვრელები გაჰყავდათ...თან კმაყოფილები, მართლაც გოჭებივით ჭყვიტინებდნენ.... აი, ასეთი საშინელი სურათი წარმოუდგა ქალს, ის რომ მხატვარი ყოფილიყო!....მაგრამ ...მოკლედ საშინელმა სუნმა აავსო ოთახი!...ეს ჯერ კატამ იგრძნო,რადგან უბედური,საყვარელი ფისუნია უცებ ზურგზე ამობრუნდა და არაკატური მოძრაობები დაეწყო, აშკარა იყო სულს ღაფავდა...ქალმა, სანამ გრძნობას დაკარგავდა, მოასწრო და გააღო ფანჯრები!...დიდება უფალს!.. მაგრამ გარეთ გავარდნილმა ოხშივარმა ზედა სართულის აივანზე მყოფი ,სიგარეტის წევაში გართული ქალბატონი მაკუსია ( 55 წლისა) ძირს დასცა და კრუნჩხვებში ჩააგდო.. დაცემის ხმა არავის გაუგია...ქალმა ფანჯრები დახურა ,ქმარს საწოლი ოთახის კარი მიუკეტა და ერთგულ მესაიდუმლეს...საუკეთესო მეგობარს...თითქმის ფეტიშად ქცეულ...დიახ, დიახ, კომპიუტერს მიუჯდა. ..............................................................................................................................................
ჩვენი დრო.პალანეტა დედამიწა. აპრილი.ღამის 2 საათი და 17 წუთი.
.....მომახლოვდი და შემომხვიე შიშველ ტანზე სველი თითები... სულ უფრო მეტი სითამამით მომიალერსე...
ტანზე ამეკარი გამალებით......
...და ასე შემდეგ...მიხვდით ალბათ, ახლა ეს ქალი 18 წლის გოგო იყო, ( რა თქმა უნდა ვირტუალურად) და არა ცხოვრებისგან განაწამები , დათრგუნული ცოლი.... ,,,დიდხანს გრძელდებოდა ეს ალერსი, ხან 21 წლის ბიჭთან, ხან 31-ს ( ვირტუალურად!) ისინი სწერდნენ მას,სკაიპი გადმომიგდეო ( სლენგია ასეთი) მაგრამ ქალს ეს გასაგები მიზეზების გამო არ შეეძლო..დროს წელავდა...ხვალ ლექცია არ მაქვსო, და ათას ასეთი ტუტუცობებს წერდა......მერე იპოვა კიდეც...ოცნების მამაკაცი...სულ დაკარგა რეალობის შეგრძნება...იგივე ხდება , როდესაც აზროვნება ჩერდება,შესქელდება,მკვრივდება (ჰმ.?ეს ჯერ კიდევ დასადგენია....) ამ დროს ის იძენს სიმშვიდის ინერტულ მასას.... გასაგნებული, ( გამატერიალებული ) შეგრძნება კი გადადის ენერგიაში..ხო და გამოიყო ეს ენერგია...მერე და როგორ გამოიყოოოოოოოო!...ქალი სულ აკანკალდა,გულისცემამ უმატა,სახეზე კანი გადაეჭიმა...კიდევ ერთი ვირტუალური გული გააგზავნა შეტყობინებით, ხელები მუხლებზე დაიწყო, თვალი დახუჭა, თავი დახარა....მას არ გაუგონია როგორ გააკუა მისმა ქმარმა 127-ჯერ...მერე როგორ აბუყბუყდა ღამეულ სიმშვიდეში უნიტაზი...ბუნებრივია, ვერც იმას გაიგებდა ,როგორ გაისმა, დაბალი, საშინელი ხმა....თითქოს მშიერმა დინოზავრმა გაიღვიძა, გარეთ ძაღლები აყეფდნენ...მაგრამ ქალი არ განძრეულა...ის განცდებში იყო !... არ ესმოდა როგორ აბოყინებდა ქმარი, როგორ უშედეგოდ იღებდა ნახველს და მინერალურ წყალს ითხოვდა. ..გაისმა შიშველი ფეხების ტყაპუნი, ქალმა ჯერ სასმლის სუნი იგრძნო უცებ, მერე ყურთან საშინელი ქშენა...ბოლოს მისთვის ნაცნობი და მაინც უნიკალური ფრაზა... ----შენი ღობეში გაჩხერილი აცქა-ცუცქა დედის ......... ......ვის წერ?????!!!!!!!
** ** **
P.S....არავინ იცის...მოხდა თუ არა ეს საშინელი ისტორია სინამდვილეში?..თუ თქვენ გინდათ თქვათ რომ ეს მხოლოდ ავტორის ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფია??????? ვერა, ვერ მოგართვით.
სერგეი ნეველი.ჩვენი დრო, პლანეტა დედამიწა,03.05.2012 15:19:19
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. მშვენიერია ! მშვენიერია !
16. ეს წარმოსახული სცენარია,რომელიც ხედვისა ფა ფიქრის მიერაა დახატული... გასაგებად...
თქვენ ყოველთვის უცნაურად წერთ... "კითხვითნიშნებით"... ეს წარმოსახული სცენარია,რომელიც ხედვისა ფა ფიქრის მიერაა დახატული... გასაგებად...
თქვენ ყოველთვის უცნაურად წერთ... "კითხვითნიშნებით"...
13. მოდი ასე:) ბანალური რაღაცეები არ მევასება და კრიტიკა პუბლიცისტიკის პონტში შეიძლება რომ დაწერო რომატიული ვირტუალური ურთიერტობები ქართული თავისებურებებით:)ან დაჟე ასე ეროტიული ელფერით:) მარტლა ახალი და ზღვა თემაა ფსიქოლოგიაში.კარგ სადოქტოროს გააკეთებდა კაცი :)დაჯე კარგი ინგლისური და შეიძლება სერიოზულ უცხოურ ჟურნალშიც დაბეჭდვაც :) არადა კარგ კომპანიებს ვირტუალური პიარის და ზოგადად მომხარებელთან ამ კუთხით კომუნიკაციის კარგი სპეციალისტები ჭირდებატ:) მოდი ასე:) ბანალური რაღაცეები არ მევასება და კრიტიკა პუბლიცისტიკის პონტში შეიძლება რომ დაწერო რომატიული ვირტუალური ურთიერტობები ქართული თავისებურებებით:)ან დაჟე ასე ეროტიული ელფერით:) მარტლა ახალი და ზღვა თემაა ფსიქოლოგიაში.კარგ სადოქტოროს გააკეთებდა კაცი :)დაჯე კარგი ინგლისური და შეიძლება სერიოზულ უცხოურ ჟურნალშიც დაბეჭდვაც :) არადა კარგ კომპანიებს ვირტუალური პიარის და ზოგადად მომხარებელთან ამ კუთხით კომუნიკაციის კარგი სპეციალისტები ჭირდებატ:)
12. ეს გარედან ვნახე. რა უბედურებაა:(სად პოულობთ ასეტ ტიპაჯებს :)კაცის შემაზიზღა და ქალიც:) ტექტს მაგარი დამუშავება უნდა კი არადა სულ ახლიდან უნდა დაწერა :) და მარტლა კარგი იდეაა და საინტერესო რაღაც გამოვა .ქარტული ლიტერატურისთვის ახალი:) ეს გარედან ვნახე. რა უბედურებაა:(სად პოულობთ ასეტ ტიპაჯებს :)კაცის შემაზიზღა და ქალიც:) ტექტს მაგარი დამუშავება უნდა კი არადა სულ ახლიდან უნდა დაწერა :) და მარტლა კარგი იდეაა და საინტერესო რაღაც გამოვა .ქარტული ლიტერატურისთვის ახალი:)
11. ცხოვრებისეული ამბავია აღწერილი. ასეთი ეპიზოდები ძალიან ხშირია, ჩვენს უზადო ყოფაში და რამდენად სასაცილოა ვერ გეტყვით, თუმცა ავტორმა შესძლო ამ ამბისთვის იუმორის სახე მიეცა.
მომეწონა. იგივე სიუჟეტზე, ვფიქრობ, შეიძლება, ტრაგედიაც დაიწეროს. ცხოვრებისეული ამბავია აღწერილი. ასეთი ეპიზოდები ძალიან ხშირია, ჩვენს უზადო ყოფაში და რამდენად სასაცილოა ვერ გეტყვით, თუმცა ავტორმა შესძლო ამ ამბისთვის იუმორის სახე მიეცა.
მომეწონა. იგივე სიუჟეტზე, ვფიქრობ, შეიძლება, ტრაგედიაც დაიწეროს.
10. ძალიან, ძალიან მაგარია. :D როგორ მომეწონა, ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით ფინალი...
P.S....არავინ იცის...მოხდა თუ არა ეს საშინელი ისტორია სინამდვილეში?..თუ თქვენ გინდათ თქვათ რომ ეს მხოლოდ ავტორის ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფია??????? ვერა, ვერ მოგართვით.
ბრავო.... სერგეი.......ბრავო !!!! ძალიან, ძალიან მაგარია. :D როგორ მომეწონა, ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით ფინალი...
P.S....არავინ იცის...მოხდა თუ არა ეს საშინელი ისტორია სინამდვილეში?..თუ თქვენ გინდათ თქვათ რომ ეს მხოლოდ ავტორის ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფია??????? ვერა, ვერ მოგართვით.
ბრავო.... სერგეი.......ბრავო !!!!
9. სერჟ :)))))))))))))))))))))
ყველაზე ძალიან მაინც აცაქუცა დედის გინება მომეწონა, (რას შვრება ეს კახური გენეტიკააააა???)
დიდი მადლობა დილაკარგადგანწყობისთვის, ტარხუნის ლიმონათიც კი არ მინდა "დაჟე"
+5! :)))))))))))
_________________________ I added cool smileys to this message... if you don't see them go to: http://s.exps.me სერჟ :)))))))))))))))))))))
ყველაზე ძალიან მაინც აცაქუცა დედის გინება მომეწონა, (რას შვრება ეს კახური გენეტიკააააა???)
დიდი მადლობა დილაკარგადგანწყობისთვის, ტარხუნის ლიმონათიც კი არ მინდა "დაჟე"
+5! :)))))))))))
_________________________ I added cool smileys to this message... if you don`t see them go to: http://s.exps.me
8. მეტროს ვერ ვიშორებთ და ფრაზები მეცნო =)) მეტროს ვერ ვიშორებთ და ფრაზები მეცნო =))
7. ყველა ქალს ისეთი ქმარი ყავს როგორსაც იმსახურებს და ყველა კაცს ისეთი ცოლი ყავს როგორსაც იმსახურებს! :) P.S რომანტიზმი ყოველთვის თავის მოტყუებაა, მგონი სჯობს იცხოვრო ვირტუალურ სამყაროში, ოღონდ საკუთარ თავთან იყო მართალი, ვირტუალურად მაინც. ასე, რომ ეს თემატიკა არც ისე სასაცილოა ჩემი აზრით :) ყველა ქალს ისეთი ქმარი ყავს როგორსაც იმსახურებს და ყველა კაცს ისეთი ცოლი ყავს როგორსაც იმსახურებს! :) P.S რომანტიზმი ყოველთვის თავის მოტყუებაა, მგონი სჯობს იცხოვრო ვირტუალურ სამყაროში, ოღონდ საკუთარ თავთან იყო მართალი, ვირტუალურად მაინც. ასე, რომ ეს თემატიკა არც ისე სასაცილოა ჩემი აზრით :)
6. აუუფფფ სერგეი... რაღაცეები მახსენდება... ეგ რო ყველაფერი პირიქით ხდებოდეს არა? ანუ ქალი მოდიოდეს ეგრე სახლში ააა? აუუფფფ სერგეი... რაღაცეები მახსენდება... ეგ რო ყველაფერი პირიქით ხდებოდეს არა? ანუ ქალი მოდიოდეს ეგრე სახლში ააა?
5. ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 4
:D კარგი იყო! ;)
ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 4
:D კარგი იყო! ;)
4. ძაან მაგარიააააა...:))))
საგინებელი ობიექტი კი ვერ დავადგინეთ, რადგან ეს ქვეცნობიერი ბოღმაა და მის აბსტრაქტულ აზროვნებაშია მოსაძიებელი...შეიძლება სულაც ბავშვობის ტრავმები ამოტივტივდა და ვერ გაცნობიერდა,
წაიკითხეთ!!!! 555-ები შენ.
ძაან მაგარიააააა...:))))
საგინებელი ობიექტი კი ვერ დავადგინეთ, რადგან ეს ქვეცნობიერი ბოღმაა და მის აბსტრაქტულ აზროვნებაშია მოსაძიებელი...შეიძლება სულაც ბავშვობის ტრავმები ამოტივტივდა და ვერ გაცნობიერდა,
წაიკითხეთ!!!! 555-ები შენ.
3. უკეთესად უნდა მესწავლა ფიზიკა სკოლაში:( ინტერნეტის ბრალია რომანტიზმის აღსასრული! :)) უკეთესად უნდა მესწავლა ფიზიკა სკოლაში:( ინტერნეტის ბრალია რომანტიზმის აღსასრული! :))
2. "რომანტიზმის აღსასრული" თუ " შეწყვეტილი იდილია" "რომანტიზმის აღსასრული" თუ " შეწყვეტილი იდილია"
1. " ქმარი სახლში დაბრუნდა" ამით ყველაფერი ნათქვამი. დაბრუნდა, და დაიწყო..
და დამთავრდა იდილია:) " ქმარი სახლში დაბრუნდა" ამით ყველაფერი ნათქვამი. დაბრუნდა, და დაიწყო..
და დამთავრდა იდილია:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|