მინდა დავიწყო რაღაც ახალი!, მაგრამ როგორ?! ყველგან შენ ხარ. შენ ისევ შენ. ლუდის ალკოჰოლმა წესით უნდა დამათროს და ცოტახნით მაინც დამაფიქროს სხვა რამეზე, ან სულაც არაფერზე, მაგრამ სალაროსთან მისული, როდესაც ჩემ გამხდარ საფულეს გავხსნი . . . შენ მიმზერ ვცდილობ გადავიტანო ყურადღება. თუნდაც დავურეკო მეგობარს. დავხედავ მობილურს და იქიდანაც შენი სურათი მიმზერს. აფორიაქებული, გიჟივით ავუყვები აღმართს, თითქოს ყველას გავექცევი. განმარტოვება მსურს. მხოლოდ მე და ჩემი გრძნობები რომელშიც მხოლოდ შენ ხარ. მინდა დაგხატო, . . . მაგრამ ხატვა არ ვიცი. გავაფუჭებ ას ფურცელს და ას ფანქარს, მაგრამ არაფერი გამომდის. შენში მხოლოდ ანგელოზს ვხედავ. მე კი ანგელოზის დახატვა არ ვიცი. თავს ვანებებ ყველაფერს. ახლა მინდა დაგიკრა შენ. მაგრამ არც დაკვრა ვიცი. თუმცა სულ ორ ნოტში ვდებ იმდენ გრძნობას, რომ ძალიან ვიღლები. ამასაც ვანებებ თავს. ახლა მინდა დაგწერო. ვაი რომ არც მწერალი ვყოფილვარ კარგი. ყველაფერს შენთვის ვწერდი, მაგრამ ვერ შევძელი მაინც დამეწერე ისე რომ მეთქვა . . . ეს შენ ხარ. მანათობელ ვარსკვლავად მომევლინე, მაგრამ ბოლოს მითხარი: ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით ერთად. ხშირად მარტო დარჩენისაც მეშინია. ამ დროს შენ ყველაზე მეტად ცოცხლდები ჩემში და გულს ისე მიჩქარებ, რომ ყველაფრის უნარს ვკარგავ. თუმცა ამავე დროს თავში ათასი ფიქრი ტრიალებს. ყველა მაინც მხოლოდ შენ გარშემო. ვფიქრობ რა შეიძლება გავაკეთო შენთვის. იქნებ რაიმე განსხვავებული გავიგონო შენგან. შენ რომ არა მე დარდის მიზეზიც არ მექნებოდა. ვიცხოვრებდი ბედნიერად, მაგრამ ახლა უფრო ბედნიერიც ვარ, რადგან მაქვს მიზანი . . . შენ არ გიყვარვარ ახლა . . . არაუშავს ერთი საფეხურით ავიწევ მაღლა. არც მაშინ გეყვარები? მერე რა. ამაზე არ ვიდარდებ და კიდევ ავიწევ ერთი საფეხურით. იქნებ ბოლოს სამყაროს მბრძანებელი მაინც მიიჩნიო შენს ღირსად და შეიყვარო. მე ვიქნები ყველა და ყველაფერი. ოღონდ შენთან ყოფნა შევძლო. იქნებ მაშინაც იგივე გამიმეორო: არ მიყვარხარ, მაგრამ მე არსად და არასოდეს დავკარგავ იმედს! ამით დავასრულებ ჩემი გრძნობების სპექტაკლს. ფარდას დავუშვებ. აი გრძნობებიც აღარ ჩანან. ახლა ადამიანობაც დავიბრუნე თითქოს ცოტახნით. შემიძლია დავლიო ყავა და რაიმე კარგზე ვიფიქრო ორი წუთით მაინც. თითო მკითხველი და გამგები ჩემი ამბის, კი თითო წუთს დამიმატებს ბედნიერებისას.
მეც დიდი ხნის წინ დავამთავრე მსგავსი ფორმებით წერა,თუმცა არც ეხლა დავფრინავ ამ მხრივ.უბრალოდ ვიცი რომ ეს ეტაპია,რომელიც აქვს ყველას,ყველას თუ არა თითქმის ყველას.ძიებაა მთავარი და ძიების შედეგი რომელმაც პროგრესამდე უნდა მიგიყვანოთ.ჩემი თხოვნა იქნება რომ არ მითხრათ-მადლობთ.მადლობთ-არ არის სწორი ფორმა.

მისმინედა მისი ფოტო გულის ჯიბით რომ არ ატარო და ტელეფონში არ გქონდეს უკეთესი იქნება. თან დავიწყება გინდა და დილეითი არ აქვს შენ ტელეფონს ? :/ დალიე ყავა იფიქრე კარგ რამეზე შეეშვი ესეთი ჩანაწერების წერას დაყველაფერი იქნება კარგად. დამიჯერე :დ
ჰომ. შიშს რაც შეეხება. მხოლოდ მკვდარს არეშინია არაფრის.

dzalianac kargad mixvdit rom anekdoti namdvilad ar migulisxmia =] hmm sheshinebuli ratom unda viyo vin unda shemashinos an ratom tundac sheshineba scadon =] damijeret rom me arasodes arapris shemeshindeba da amis damtkiceba nebismier wams shemidzlia =] ase rom darwmunebuli brdzandebodet amashi =]

hmmm da aseti uazrobis dawera saertod ra sachiro iyo magas ver mivxvdi namdvilad =] netav ra gamoxatet am yvelaprit? me tqvenze magari var me tqvenze magla vdagav da ase shemdeg? :D :D hah kargit ra nu gamacineb batono ღიმილა