ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯუნ ედიტ სმიტი
ჟანრი: პროზა
22 მაისი, 2012


სიკომორი (მინიატურა)

                "...შექმნა ხატად თვისა."


ის გაღმა ნაპირზე დგას, მე გამოღმა. მე ის მიყვარს და ვგ-
რძნობ, მასაც ვუყვარვარ. მე მისი სახელიც არ ვიცი, არც
მან იცის ჩემი. ამ სამიოდე წლის წინ, პირველივე ნახვით
შემიყვარდა, როცა, გაღმა, მაღლობზე მდგარ სამჭედლოს,
უჩვეულოდ ადიდებულმა მდინარემ, ძირი გამოურეცხა და
წაიღო. თურმე, შენობის ჩრდილში ცხოვრობდა, ჩუმად,
თავისთვის. შევხედე ტანმორჩილს, მცივანას, მზესდანა-
ტრებულს და ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი ბედნიერ-
ება, ტოტი დავუქნიე, მანაც დამიქნია მოკრძალებით, გაკ-
ვირვებულმა და გახარებულმა. ვცდილობ, დაველაპარაკო,
მაგრამ, მდინარის შხუილი ახშობს ჩემს ხმას. მე, ყოველ დ-
ილით საშინელ ხასიათზე ვარ, ის ყოველ დილით იღიმება,
არც დალაპარაკებას ცდილობს, უბრალოდ მიყურებს და ი-
ღიმება. მზერას ბონდის ხიდზე გადავატარებ ხოლმე, რომ მშ-
რალი თვალებით შევხედო და უკეთ გავარჩიო მისი სხეულის
ნაკვთები... ღმერთო! სხვებისგან განსხვავებით, მე არ მგო-
ნიხარ ღრუბელზე ამოსული, დაგრეხილფესვებიანი და დ-
აკოჟრილი, უზარმაზარი მუხა, რომელიც ჩვენთვის არაფერს
აკეთებს. მე მჯერა შენი. დედა მომიყვა შენზე, სანამ მოჭრ-
იდნენ, ალბათ გული უგრძნობდა. მომიყვა, რომ, არსებობ-
ენ უნაყოფო, წმინდა ხეები და არსებობენ ხეები, რომლები-
ც ნაყოფს შეგნებულად არ ისხამენ და ეს სიძუნწე ხეების
ერთადერთი ცოდვაა... როცა სიძუნწემ მოიცვა ცისქვეშე-
თი, შენ მოავლინე ძე შენი, ხეების ცოდვათა გამოსასხსნე-
ლად. ადამიანებმა მისგან დაამზადეს ჯვარი, რომელზეც
თავიანთი ღვთის ძე აცვეს, თავიანთი ცოდვების გამოსახ-
სნელად და აღსრულდა წინასწარმეტყველება და მიეტევ-
ათ ადამიანებს ცოდვები და მიეტევათ ხეებს ცოდვები წი-
ნასწარმეტყველების აღსრულებაში შეტანილი წვლილის-
თვის და დადასტურდა ერთობა შენსა და ადამიანების ღ-
მერთს შორის... სითამამისთვის, შენგან სასტიკად დასჯი-
ლებიც მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ, ისინი ცამდე მა-
რთლები იყვნენ, ხოლო შენ,  - მიწამდე მტყუანი, -  მაინც
მჯერა შენი. მოახდინე სასწაული, გადამრგე გაღმა ნაპირზე!
                           
                                                                                     
აი, ბონდის ხიდი, კეთილმა ადამიანებმა რომ დასწერეს გ-
ამიჯნურებულ ნაპირებს. ჩვენ რას დაგვწერენ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები