ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
22 მაისი, 2012


- ასეთი გავჩნდი -

                                                                          ეძღვნება მ.ს. და კიდევ...             
გიცქერს და გხედავს. გიღიმის, მაგრამ... სხვისთვისაც... შემდეგ. დიდრონი თვალები, მშვენიერი და არაქალური გეუბნებიან:   
- ნაბიჯი ჩემგან! ისევ შენთვის. ისე... გავისაუბროთ. ვიცი მოსმენა, ოღონდ... არცერთი სიტყვა. იყავი ჩუმად. მე გულით გკითხავ. არ მიპასუხო. დუმილი მეტყვის შენზე ბევრ რამეს, მთავარს. არ მიპასუხო, თორემ უსიტყვოდ წავალ. შენ კი...შენ ჯერ იფიქრებ               
    - ,,უცნაურია,, -
და მერე ამ ამბავს მორიდებით გაუზიარებ საერთო ნაცნობს და ისიც სწრაფად დაგეთანხმება, რადგან ქალია და, რადგან ნაკლებად იცის დუმილის ფასი. ნაბიჯი ჩემგან, რადგან არ მჯერა არცერთი კაცის! მე მიყვარს მხოლოდ და ის ანტიპოდია შენი და თქვენი! და უსქესო... მას ვუთანაგრძნობ... ის კი მე მეტად, რადგან ვუყვარვარ შეუდარებლად, რადგან გავჩნდი ასეთი - ჭკვიანი ქალი... და ეს არ აფრთხობს.     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები