 | ავტორი: ირინკა ჟანრი: პოეზია 23 მაისი, 2012 |
ცხვებოდა და ვერ გამოცხვა ობლის კვერი, მოხუცები თონეს ხდიან ცხელ–ცხელ ნატვრებს. დროს გალეწავს ხარი მძიმე ქვების კევრით და ნაკვერჩხალს მარტოობა წელში ამტვრევს. ამხნევებენ: ,,ასე იცის ობლისამო, მერე ისიც შენისთანა გორისამო“.
წესი არის სოფლის, უნდა დადგეს წესად, საცეცხლურთან ჩამოქნიან ზედმეტ სანთელს, მიაკრავენ იმ ერთითმეტ თაფლაკვერსაც, სოფელს ვალი ვიღაცასთან მაინც მართებს.
ცხვებოდა და ვერ გამოცხვა ბედი ობლის, იმ საცერმა ცრემლი ვარცლში წმინდად გაცრა, აქამდე, რომ ღიმილს ცრიდა მის მეზობლად თუმც ბალღამიც გააყოლა მარცვალ–მარცვალ. „ბალღამით და ცრემლით თუ მოიზილაო, ის მოიგებს მუდამ, ვინც მოითმინაო“.
არიგებდა შავოსანი დედაკაცი, ან ცდილობდა იმ ბედშავის გამხნევებას, მაშინ, როცა კელაპტარმა ცალისცალად, ცალკე მდგომმა გადაწყვიტა გახევება.
ცხვებოდა და ვერ გამოცხვა ობლის კვერი, მოთმინებას ვიღაც ლეწდა ქვების კევრით, „განა რამე, გვიან იცის ობლისამო, მერე ისიც, მაგისთანა გორისამო“. ობლის ბედი სათითაოდ მიაცილეს იმ კუთხისკენ, განგებამ რომ მიადენა. ჩურჩულებდნენ ერთმანეთში დიაცები და ბრწყინავდა სოფლის თავზე დიადემა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. სუსტია. მიადენა რა სიტყვაა? დიადემასთან რომ გარითმულიყო? რითმის გულისთვის ქართულს ნუ დავამახინჯებთ. სუსტია. მიადენა რა სიტყვაა? დიადემასთან რომ გარითმულიყო? რითმის გულისთვის ქართულს ნუ დავამახინჯებთ.
12. წესი არის სოფლის, უნდა დადგეს წესად, საცეცხლურთან ჩამოქნიან ზედმეტ სანთელს, მიაკრავენ იმ ერთითმეტ თაფლაკვერსაც, სოფელს ვალი ვიღაცასთან მაინც მართებს. +5 წესი არის სოფლის, უნდა დადგეს წესად, საცეცხლურთან ჩამოქნიან ზედმეტ სანთელს, მიაკრავენ იმ ერთითმეტ თაფლაკვერსაც, სოფელს ვალი ვიღაცასთან მაინც მართებს. +5
11. კარგი ირინკა...:-* 5... გაკოცე და მოგლოცე ახალი წელი...:-* კარგი ირინკა...:-* 5... გაკოცე და მოგლოცე ახალი წელი...:-*
10. +2 ჩემგან, მეტის დაწერა არ შემიძლია და...... :D +2 ჩემგან, მეტის დაწერა არ შემიძლია და...... :D
9. ძაან მაგარი ლექსი...
ძაან მაგარი ლექსი...
8. გენაცვალე, ყირანალა!!! გენაცვალე, ყირანალა!!!
7. გაიხარე ულამაზესია :* გაიხარე ულამაზესია :*
6. გემრიელია შენი ლექსი! გემრიელია შენი ლექსი!
5. "მოხუცები თონეს ხდიან ცხელ–ცხელ ნატვრებს." "ცხელი ნატვრების" სურნელიც კი ვიგრძენი. აკი, კარგად გამოცხვაო?:(
"მოხუცები თონეს ხდიან ცხელ–ცხელ ნატვრებს." "ცხელი ნატვრების" სურნელიც კი ვიგრძენი. აკი, კარგად გამოცხვაო?:(
3. ლამაზი ნაწერია! ;) ლამაზი ნაწერია! ;)
2. ლამაზი ლექსია, თბილი... მოთმინებას ვიღაც ლეწდა ქვების კევრით, „განა რამე, გვიან იცის ობლისამო, მერე ისიც, მაგისთანა გორისამო“. გაიხარე ირინკა! +2 ჩემგან ლამაზი ლექსია, თბილი... მოთმინებას ვიღაც ლეწდა ქვების კევრით, „განა რამე, გვიან იცის ობლისამო, მერე ისიც, მაგისთანა გორისამო“. გაიხარე ირინკა! +2 ჩემგან
1. ცხვებოდა და ვერ გამოცხვა ბედი ობლის, იმ საცერმა ცრემლი ვარცლში წმინდად გაცრა, აქამდე, რომ ღიმილს ცრიდა მის მეზობლად თუმც ბალღამიც გააყოლა მარცვალ–მარცვალ.
მშვენიერი ხედვაა, ჩემმა მზემ...
+5 ირინკუნას :) ცხვებოდა და ვერ გამოცხვა ბედი ობლის, იმ საცერმა ცრემლი ვარცლში წმინდად გაცრა, აქამდე, რომ ღიმილს ცრიდა მის მეზობლად თუმც ბალღამიც გააყოლა მარცვალ–მარცვალ.
მშვენიერი ხედვაა, ჩემმა მზემ...
+5 ირინკუნას :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|