 | ავტორი: ბერეთელი ჟანრი: პოეზია 26 მაისი, 2012 |
ოცდამეათე უსულგულო ზამთარი გადის - გადადის, როგორც კოჭლი ძაღლი უცხო ეზოდან და ჩაცვენილი ფერდებივით უჩანს ფერდობი. . . მთელი ბავშვობა გაწუხებდა (უხმო) ფოსოდან: გლუვშიშჩამდგარი თვალებიდან - სიტყვით ერთობი ზოგჯერ კიდეც და - ფოსფორისფრად აღმდგარი ლანდი. მგონი არც ვინმეს, არასოდეს, შენი ესმოდა... გახვალ სახლიდან, წუთებია (თხუთმეტი) ათის.
ზამთარი გადის. სულ ერთია - მიდიხარ, რჩები. . . (სად უნდა დარჩე?! დღეებია ისეთი ნავსი...) ხალხში ყოფილხარ, თუ ყოფილხარ როდესმე კენტად: როდესაც სული გიგუბდება და სხეულს ავსებს, როცა ვეღარ გრძნობ, რამდენია შენს შიგნით ღმერთი, როცა ვეღარ გცნობს ტელეფონთან მისული დედა... და საკუთარ თავს უბრუნდები მისივე რჩევით; თითქოს, ეს გაკლდეს, არ იცოდე მაგ თავის ფასი.
ღამდება ასე. ვეღარ იტან საკუთარ პროფილს. გაბზარავს სარკეს ირონიის სახეში მიხლა. და უარყოფილს, კაცად ყოფილს, ყველაფერყოფილს - შენვე შედგები საკუთარ თავს - გაიგდებ წიხლით! ჩადგება ქარი. ვიღაც მთვრალი აივლის კიბეს. დახუჭავ თვალებს. გადიქცევა ოთახი კუბოდ. და ვერ დაიტევს ღამე შენი აივნის კივილს და გათეთრდება და იქნება შორ მთებზეც ჭირხლი.
მერე სიტყვები დაკარგავენ წონას თუ ძალას და ივლი, ივლი ჩაუხრელად მტკივანი მუხლის. და ისე უცებ მოგადგება ცხოვრების მწუხრი, ისე უეცრად დასცილდება სულყველა მალა...
ვიღაცა ისევ გადაფურცლავს ჩაკეცილ რილკეს, ვიღაცა ისევ ოთახის კარს დატოვებს რიკლედ; ვიღაცა ისევ გადაივლის ჩატეხილ ბონდზე, ვიღაცას ისევ შეაწუხებს ძვალი თუ ხორცი; ვიღაცას ისევ გაუკრთება ფხიზელი ძილი, ვიღაცა ისევ გაუყვება იმ მთაზე ბილიკს, ვიღაცა ისევ მარტოკაცა ბილიკით წავა; ვიღაცას ისევ მოუკვდება დედა თუ მამა. ვიღაცა ისევ აუყვება თეძოს თუ კისერს... ვიღაცა ისევ... ვიღაცა ისევ... ვიღაცა ისევ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. აქ უკვე ვიცი რომ ოჯახია :) აქ უკვე ვიცი რომ ოჯახია :)
29. ღამდება ასე. ვეღარ იტან საკუთარ პროფილს. გაბზარავს სარკეს ირონიის სახეში მიხლა. და უარყოფილს, კაცად ყოფილს, ყველაფერყოფილს - შენვე შედგები საკუთარ თავს - გაიგდებ წიხლით!
რად უნდა თქმა , რომ კარგი ლექსია , კი არა და ზუსტადაც რომ უნდა :) ღამდება ასე. ვეღარ იტან საკუთარ პროფილს. გაბზარავს სარკეს ირონიის სახეში მიხლა. და უარყოფილს, კაცად ყოფილს, ყველაფერყოფილს - შენვე შედგები საკუთარ თავს - გაიგდებ წიხლით!
რად უნდა თქმა , რომ კარგი ლექსია , კი არა და ზუსტადაც რომ უნდა :)
28. და ამ დროს – ჩემი კომენტარიც დევს... და ლექსიც მახსოვდა!... ალბათ ნეტმა გამაგდო მაშინ... და დარჩა ლექსი შეუფასებელი! :) და ამ დროს – ჩემი კომენტარიც დევს... და ლექსიც მახსოვდა!... ალბათ ნეტმა გამაგდო მაშინ... და დარჩა ლექსი შეუფასებელი! :)
27. ეს როგორ გამომრჩა, ნუკრი? სად ვიყავი, ნეტა? ძველ, წაუკითხავ ლექსებში ამომიგდო... :((((
ჩემი პოეტი N 1... გკოცნი, ჩემო სულნათელო ადამიანო! ეს როგორ გამომრჩა, ნუკრი? სად ვიყავი, ნეტა? ძველ, წაუკითხავ ლექსებში ამომიგდო... :((((
ჩემი პოეტი N 1... გკოცნი, ჩემო სულნათელო ადამიანო!
26. სულის გადამვსები ლექსი!!! უხერხულიც კია ეს ქულებით შეაფასო... სულის გადამვსები ლექსი!!! უხერხულიც კია ეს ქულებით შეაფასო...
25. +2 კარგია... +2 კარგია...
24. ვიღაცა ისევ გადაფურცლავს ჩაკეცილ რილკეს, ვიღაცა ისევ ოთახის კარს დატოვებს რიკლედ; ვიღაცა ისევ გადაივლის ჩატეხილ ბონდზე, ვიღაცას ისევ შეაწუხებს ძვალი თუ ხორცი; ვიღაცას ისევ გაუკრთება ფხიზელი ძილი, ვიღაცა ისევ გაუყვება იმ მთაზე ბილიკს, ვიღაცა ისევ მარტოკაცა ბილიკით წავა; ვიღაცას ისევ მოუკვდება დედა თუ მამა. ვიღაცა ისევ აუყვება თეძოს თუ კისერს... ვიღაცა ისევ... ვიღაცა ისევ... ვიღაცა ისევ... ვიღაცა ისევ გადაფურცლავს ჩაკეცილ რილკეს, ვიღაცა ისევ ოთახის კარს დატოვებს რიკლედ; ვიღაცა ისევ გადაივლის ჩატეხილ ბონდზე, ვიღაცას ისევ შეაწუხებს ძვალი თუ ხორცი; ვიღაცას ისევ გაუკრთება ფხიზელი ძილი, ვიღაცა ისევ გაუყვება იმ მთაზე ბილიკს, ვიღაცა ისევ მარტოკაცა ბილიკით წავა; ვიღაცას ისევ მოუკვდება დედა თუ მამა. ვიღაცა ისევ აუყვება თეძოს თუ კისერს... ვიღაცა ისევ... ვიღაცა ისევ... ვიღაცა ისევ...
23. კარგია!:))) კარგია!:)))
22. კარგია!:)))
კარგია!:)))
21. ძალიან მომწონს! ძალიან მომწონს!
20. ძალიან ძლიერი ლექსია! და არ არის სულერთი - „მიდიხარ, რჩები. . .“ _ უნდა დარჩე და წერო, წეროოოო! +++++ ძალიან ძლიერი ლექსია! და არ არის სულერთი - „მიდიხარ, რჩები. . .“ _ უნდა დარჩე და წერო, წეროოოო! +++++
19. ნეტა იცოდე, როგორ მომენატრე, ნუკრი! ამ ორი დღის წინ დავბორიალობდი "ძვეეელ" სურათებში და... მივხვდი, თავისით მომდიოდა ცრემლები... კარგი ადამიანი და ძლიერი ლექსები, - ეს ისეთი იშვიათობაა ახლა.... ეს ჩემი ნუკრია ასეთი! :-* :))))) ნეტა იცოდე, როგორ მომენატრე, ნუკრი! ამ ორი დღის წინ დავბორიალობდი "ძვეეელ" სურათებში და... მივხვდი, თავისით მომდიოდა ცრემლები... კარგი ადამიანი და ძლიერი ლექსები, - ეს ისეთი იშვიათობაა ახლა.... ეს ჩემი ნუკრია ასეთი! :-* :)))))
18. ზამთარი გადის. სულ ერთია - მიდიხარ, რჩები. . . (სად უნდა დარჩე?! დღეებია ისეთი ნავსი...) ხალხში ყოფილხარ, თუ ყოფილხარ როდესმე კენტად: როდესაც სული გიგუბდება და სხეულს ავსებს, როცა ვეღარ გრძნობ, რამდენია შენს შიგნით ღმერთი, როცა ვეღარ გცნობს ტელეფონთან მისული დედა... და საკუთარ თავს უბრუნდები მისივე რჩევით; თითქოს, ეს გაკლდეს, არ იცოდე მაგ თავის ფასი.
მომეწონა 5 ზამთარი გადის. სულ ერთია - მიდიხარ, რჩები. . . (სად უნდა დარჩე?! დღეებია ისეთი ნავსი...) ხალხში ყოფილხარ, თუ ყოფილხარ როდესმე კენტად: როდესაც სული გიგუბდება და სხეულს ავსებს, როცა ვეღარ გრძნობ, რამდენია შენს შიგნით ღმერთი, როცა ვეღარ გცნობს ტელეფონთან მისული დედა... და საკუთარ თავს უბრუნდები მისივე რჩევით; თითქოს, ეს გაკლდეს, არ იცოდე მაგ თავის ფასი.
მომეწონა 5
16. ხალხში ყოფილხარ, თუ ყოფილხარ როდესმე კენტად: როდესაც სული გიგუბდება და სხეულს ავსებს, როცა ვეღარ გრძნობ, რამდენია შენს შიგნით ღმერთი, როცა ვეღარ გცნობს ტელეფონთან მისული დედა...
ისეთია თითქოს რაღაცას გტკენს შიგნიდან : ))) +++++ ხალხში ყოფილხარ, თუ ყოფილხარ როდესმე კენტად: როდესაც სული გიგუბდება და სხეულს ავსებს, როცა ვეღარ გრძნობ, რამდენია შენს შიგნით ღმერთი, როცა ვეღარ გცნობს ტელეფონთან მისული დედა...
ისეთია თითქოს რაღაცას გტკენს შიგნიდან : ))) +++++
15. ბევრი კარგი მიგნება. მომენატრე ბერეთელო:)
და ჩაცვენილი ფერდებივით უჩანს ფერდობი. . .
ფრიად! ბევრი კარგი მიგნება. მომენატრე ბერეთელო:)
და ჩაცვენილი ფერდებივით უჩანს ფერდობი. . .
ფრიად!
14. წეღან გარედან წავიკითხე და მაგარი ხარ ! წეღან გარედან წავიკითხე და მაგარი ხარ !
13. ამ ავტორს დიდ პატივს ვცემ.
ეს კონკრეტული ლექსი არ მომწონს. ამ ავტორს დიდ პატივს ვცემ.
ეს კონკრეტული ლექსი არ მომწონს.
12. ზამთარი გადის. სულ ერთია - მიდიხარ, რჩები. . . (სად უნდა დარჩე?! დღეებია ისეთი ნავსი...) ხალხში ყოფილხარ, თუ ყოფილხარ როდესმე კენტად: როდესაც სული გიგუბდება და სხეულს ავსებს, როცა ვეღარ გრძნობ, რამდენია შენს შიგნით ღმერთი, როცა ვეღარ გცნობს ტელეფონთან მისული დედა... და საკუთარ თავს უბრუნდები მისივე რჩევით; თითქოს, ეს გაკლდეს, არ იცოდე მაგ თავის ფასი. ზამთარი გადის. სულ ერთია - მიდიხარ, რჩები. . . (სად უნდა დარჩე?! დღეებია ისეთი ნავსი...) ხალხში ყოფილხარ, თუ ყოფილხარ როდესმე კენტად: როდესაც სული გიგუბდება და სხეულს ავსებს, როცა ვეღარ გრძნობ, რამდენია შენს შიგნით ღმერთი, როცა ვეღარ გცნობს ტელეფონთან მისული დედა... და საკუთარ თავს უბრუნდები მისივე რჩევით; თითქოს, ეს გაკლდეს, არ იცოდე მაგ თავის ფასი.
11. ერთდროულად გიჭრის კალამი, გული, გონება...:-* და მერე 'წონადაკარგული"ეს შენი სიტყვები გვივსებენ სულის ფოსოებს...55555555 ძალია...ძალიან ლექსია...:-* ერთდროულად გიჭრის კალამი, გული, გონება...:-* და მერე `წონადაკარგული"ეს შენი სიტყვები გვივსებენ სულის ფოსოებს...55555555 ძალია...ძალიან ლექსია...:-*
10. ყველაფერი იყო ახლა ეს ლექსი ჩემთვის, განწყობით, შეგრძნებებით... პოეტი კაცი, ბერეთელი აი, ასე უნდა წერდეს! ყველაფერი იყო ახლა ეს ლექსი ჩემთვის, განწყობით, შეგრძნებებით... პოეტი კაცი, ბერეთელი აი, ასე უნდა წერდეს!
9. ძალიან მაგარი ხარ! გაიხარე! 5 ძალიან მაგარი ხარ! გაიხარე! 5
8. როდესაც სული გიგუბდება და სხეულს ავსებს, როცა ვეღარ გრძნობ, რამდენია შენს შიგნით ღმერთი,
გაბზარავს სარკეს ირონიის სახეში მიხლა.
* * * შენს ერთ სტრიქონსაც კი შეუძლია მთელი პოეზიის დატევა !!!
5+
მომნატრებია აქაურობა ....:)))) როდესაც სული გიგუბდება და სხეულს ავსებს, როცა ვეღარ გრძნობ, რამდენია შენს შიგნით ღმერთი,
გაბზარავს სარკეს ირონიის სახეში მიხლა.
* * * შენს ერთ სტრიქონსაც კი შეუძლია მთელი პოეზიის დატევა !!!
5+
მომნატრებია აქაურობა ....:))))
7. ვიღაცა ისევ წაიკითხავს თქვენს ლექსებს და... მძიმე და ღრმა ლექსია, დიდებული შესრულებით. ვიღაცა ისევ წაიკითხავს თქვენს ლექსებს და... მძიმე და ღრმა ლექსია, დიდებული შესრულებით.
6. არ მომეწონა .. არ მომეწონა ..
5. ფანტასტიური ნაშრომია==ბრავოო!!ბრავოო!! დღეს დაბადების დღე მაქვს და დავიტოვებ ამ შედევრს ჩემთვის!! ჩემი მოკძალებული+2+მეგა_აპლოდისმენტები!! წარმატებები ლექსის დიდოსტატს!! პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით ტორეადორი
ფანტასტიური ნაშრომია==ბრავოო!!ბრავოო!! დღეს დაბადების დღე მაქვს და დავიტოვებ ამ შედევრს ჩემთვის!! ჩემი მოკძალებული+2+მეგა_აპლოდისმენტები!! წარმატებები ლექსის დიდოსტატს!! პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით ტორეადორი
4. ავტორი: ბერეთელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ღამდება ასე. ვეღარ იტან საკუთარ პროფილს. გაბზარავს სარკეს ირონიის სახეში მიხლა. და უარყოფილს, კაცად ყოფილს, ყველაფერყოფილს - შენვე შედგები საკუთარ თავს - გაიგდებ წიხლით!
წარღვნა ლექსია! მოკითხვა ბერეთელო! ავტორი: ბერეთელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ღამდება ასე. ვეღარ იტან საკუთარ პროფილს. გაბზარავს სარკეს ირონიის სახეში მიხლა. და უარყოფილს, კაცად ყოფილს, ყველაფერყოფილს - შენვე შედგები საკუთარ თავს - გაიგდებ წიხლით!
წარღვნა ლექსია! მოკითხვა ბერეთელო!
3. მომენატრა შენი ლექსები, სად დაიკარგე?:) როგორც ყველა შენს ლექსს, ამასაც 5. მომენატრა შენი ლექსები, სად დაიკარგე?:) როგორც ყველა შენს ლექსს, ამასაც 5.
2. ლექსს ხუთი და, შენ რომ ეს ლექსი დააბრუნე, აბა ამ ცხოვრებას ხუთი რავა :)
მთელი ბავშვობა გაწუხებდა (უხმო) ფოსოდან: გლუვშიშჩამდგარი თვალებიდან - სიტყვით ერთობი ზოგჯერ კიდეც და - ფოსფორისფრად აღმდგარი ლანდი. მგონი არც ვინმეს, არასოდეს, შენი ესმოდა...
ეგი მე ვარ :) ლექსს ხუთი და, შენ რომ ეს ლექსი დააბრუნე, აბა ამ ცხოვრებას ხუთი რავა :)
მთელი ბავშვობა გაწუხებდა (უხმო) ფოსოდან: გლუვშიშჩამდგარი თვალებიდან - სიტყვით ერთობი ზოგჯერ კიდეც და - ფოსფორისფრად აღმდგარი ლანდი. მგონი არც ვინმეს, არასოდეს, შენი ესმოდა...
ეგი მე ვარ :)
1. ბრავო! მიხარია ამ ავტორის გამოჩენა! 5!
ბრავო! მიხარია ამ ავტორის გამოჩენა! 5!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|