ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯუნ ედიტ სმიტი
ჟანრი: პროზა
3 ივნისი, 2012


ანანტა (მინიატურა)

        ანანტა - ინდუისტურ მითოლოგიაში, გველი, რომელიც დაცურავს კოსმიური  ოკეანის წყლებში და ვიშნუს დაატარებს.


მის ზურგზე, კინტოს სამოსში გამოწყობილი ვიშნუ მხ-
ართეძოზე წამოწოლილა, სვამს ჯამით წინანდლის ღვ-
ინოს და აყოლებს დიღმის მწვანილს. მიცურავს ის კოს-
მიურ მტკვარზე. ორთაჭალასთან, შეზარხოშებული ვი-
შნუ სიცილით მოკვდება, რომ ნახავს შიშველ ინდირა გ-
ანდის, რომელიც ნაპირზე წევს და ირუჯება, მაგრამ, ჯ-
ერ შაითან ბაზართანაა და უსმენს ყურისწამღებ გნიასს
და გულისწამღებ დუდუკს, სადღაც რომ უკრავენ... ანა-
ნტა, ანანტ, ანან, ანა... გაცვია შენ ვარდისფერი სარი და
ცეკვავ თავდავიწყებით, შენი წარბების წყვეტილიდან
ამოვიდა ხალი, როგორც გამურული ბადრი მთვარე, ვ-
ზივარ მე საგვარეულო კველაზე მეგრული თავდაჯერ-
ებით სავსე და გიყურებ, ასე იჯდა ალბათ ამავე კველ-
აზე პაპაჩემის პაპა,- ცუტუ და უყურებდა პაპაჩემის ბებ-
იას, - ნადიას,- თეძოების ვნებიანად მრხეველს და იწი-
წკნიდა ზეაპყრობილ ულვაშს... მონაცვლეობით უკრავ-
ენ სიტარაზე რავი შანკარი და ჯორჯ ჰარისონი, შენ კი
ცეკვავ, ცეკვავ... ჩარუ, ჩარულატა, - ინდოელი ნორა...
რეი... ჩარლზი? არა, - სატირაჯით... "რეის ფილმები თ-
უ არ გინახავს, ეს იგივეა მზე და მთვარე არ გქონდეს ნ-
ანახი", - თქვა კუროსავამ... მზე და მთვარე, ანუ ვიშნუ
და ხალი შენს შუბლზე... ცეკვავ... ჯორჯს ნოტი შეეშა-
ლა და შანკარი სახაზავს ურტყამს ხელზე... ტივი კი მ-
იცურავს...

                  მე დავწვები და გავშლი მკლავებს ჩვენს ს-
აყვარელ ინდურ ხალიჩაზე, შენ კი დამაწექი ზურგით
და ეცვი ჩემზე და მე გავხდები ყოვლისშემძლე და ჩ-
ავიდენ სასწაულებს. ბოლოსდაბოლოს, ჯვარი ხომ ავ-
აზაკების გასაკრავი უბრალო ბოძი იყო, სანამ ზედ იე-
სოს აცვამდნენ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები