ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2012


ფერმკრთალი ბარათები

ს-იო ქრის მონატრების,დავდივარ ამ იერით,
ა-ლიონს შევალიე მაგ თვალთა გარინდება,
კ-რიალებს ზეცის თაღი,მე კი თვლა ამერია,
რ-ოდესაც გულისძგერას ვითვლიდი.წინდებული
ა-რის ნ-ნატვრისთვალი,სურვილის ასრულება,
ლ-ოცვებში არეულა ლექსი და მეტაფორა,
უ-რიცხვი ზმანებები წამიცდა სასულეში,
რ-ადგანაც შენი მზერით ეს სული ფორიაქობს.
ი-რწევა მთვარის სხივი მაგ თვალთა წამწამებზე,
ნ-ებივრობ მზის გულზე და მზე არის დამორცხვილი,
ჩ-ეროში ვეფარები,ისეთი წამებია,
ე-ხება შენს ბაგეს და გადადის ხილიანში,
მ-ერე კი მთვარით ვცელავ დაკრეფილს,დაუკრეფავს,
შ-ატბერზე წუხელ შენთვის ზარები დარხეულა,
ი-ოცებ! ვარსკვლავები ცის არის მკბენარები,
ა-რიან მკბენარები და მე კი ეული ვარ
მ-უდამ და მზე შენს თვალში მერწმუნე მარადისობს,
ხ-ეობებს რას ემდური?ჩანჩქერებს მიდენიან,
ო-დესღაც მოგდიოდა ფერმკრთალი ბარათები,
ლ-ოცვებში კითხულობდი და თვალი ტენიანი...

ო-ქროთი ავარაყებს მზე დღეთა კრიალოსანს,
დ-აგეძებ. ცა დილისპირს გაშლილი სოსანია.

                                                  დ.მ.2012წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები