ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ასტვაწ ინჩუ ჰამარ 2
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2012


გამეღვიძა გული დამწყდა...

* * *
          (გამეღვიძა გული დამწყდა...)

ხანდახან არ მინდა დავიძინო -
იქ მუდამ შენ ხარ!..
და მე ბედნიერს, გაღვიძების მეშინია.
მეცოდება ჩემი თავი
გულდაწყვეტილი...



* * *

დავმალო, შეშლილმა გრძნობებმა
თუ როგორ წალეკეს ჯებირი?
დავმალო, რომ ჩემმა სიგიჟემ
აჯობა სულყველა გონიერს?!
- თუმც ვამბობ, ვმალავ-თქო,
შენ მაინც თვალებში კითხულობ...



* * *

ჩემს გულში ოთხი ჩიტი გალობს
ხმაშეწყობილად...
რად მინდა ნეტავ ბედნიერება
მეტი ამაზედ? მეტი სიმდიდრე!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები