 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 23 ივნისი, 2012 |
ღამე, ნაპირი და ზღვასთან მოსაუბრე გიტარა, თბილ ქვიშას ტალღები დამშეულებივით ლოკავენ. ბინდი კი მთვარის შუქს ისე ოსტატურად იპარავს, კვალსაც ვერ მიაგნებ, ეს ღამე თუ გინდა, მოკალი... მგონი, ჩემს შესახებ რაღაცა იციან პალმებმა, ამ ლოთსაც პალმის ქვეშ სახე აქვს უაზროდ ბრიყვული. ღამის მკვლელობის წინ კაცი ერთს მაგრად კი დალევდა, თუმცა, ლამპიონიც რაღაცა საეჭვოდ მიყურებს... ნაპირს მივუყვები, უცხო ხმით მეძახის ბუნგალო, იქნება წავაწყდე ვინმეს, ჩემზე უფრო აშარსაც. ერთჯერად ვნებების დახარჯვა მინდოდა უბრალოდ, ზღვა რისი ზღვა არის, ერთი „თევზიც" თუ არ გაშანსა... ბუნგალო, გიტარა და წყვილი მაგიდას მიმსხდარი, საზღვაო რომანებს ზღვა ჩუმად უყვება თავის თავს. -ეს ქვიშის სასახლე ხომ მოგწონს, გულწრფელად მითხარი, და სულ ერთი ღამით ჩემს ტახტზე დედოფლად დაგისვამ!.. ღამეს „ვკლავ“ მკლავებში, დილამდე ვერ გაძლებს, იცლება მწუხრი წუხილისგან, ღამეს ბოლო წუთი ადარდებს. ყელს ვიხვევ ნიავით, ტანზე შავ მოსასხამს ვიცვამ და ამ ღამით ამ ღამის მკვლელობა, მე მგონი, გადავდე... 16.06.12
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. დიდი მადლობა გიო!
დიდი მადლობა გიო!
27. მოკითხვა შენ, ჩემგან და ჰალალაი "ხუთიანი". )) მოკითხვა შენ, ჩემგან და ჰალალაი "ხუთიანი". ))
26. ყელს ვიხვევ ნიავით, ტანზე შავ მოსასხამს ვიცვამ და ამ ღამით ამ ღამის მკვლელობა, მე მგონი, გადავდე. ---------------------
(ელს ვიხვევ ნიავით,) საოცარი მიგნებაა... ყელს ვიხვევ ნიავით, ტანზე შავ მოსასხამს ვიცვამ და ამ ღამით ამ ღამის მკვლელობა, მე მგონი, გადავდე. ---------------------
(ელს ვიხვევ ნიავით,) საოცარი მიგნებაა...
25. ყელს ვიხვევ ნიავით, ტანზე შავ მოსასხამს ვიცვამ და ამ ღამით ამ ღამის მკვლელობა, მე მგონი, გადავდე... კარგია! ყელს ვიხვევ ნიავით, ტანზე შავ მოსასხამს ვიცვამ და ამ ღამით ამ ღამის მკვლელობა, მე მგონი, გადავდე... კარგია!
24. ბოლო ფრაზა კარგი იყოო :))) მე მომეწონა :)) ბოლო ფრაზა კარგი იყოო :))) მე მომეწონა :))
23. ღმერთმა დაგლოცოთ ღმერთმა დაგლოცოთ
22. 18. რამხელა წარმოდგენა აქვს ამ ხალხს თავის თავზე. მინიმუმ დამღლელია. ბელგრადის მოჩვენება. 2012-06-24 03:17:06
მყვირალობის ასაკის ამბიციური "ყიყლიყოები" კი სასაცილოა... 18. რამხელა წარმოდგენა აქვს ამ ხალხს თავის თავზე. მინიმუმ დამღლელია. ბელგრადის მოჩვენება. 2012-06-24 03:17:06
მყვირალობის ასაკის ამბიციური "ყიყლიყოები" კი სასაცილოა...
21. მშვენიერია.ქალის ხელი ეტყობა ნაწერს. მშვენიერია.ქალის ხელი ეტყობა ნაწერს.
20. არ მომეწონა. არ მომეწონა.
19. მომწონს ასეთი განაბუ(ლ)რი ლექსები. მომწონს ასეთი განაბუ(ლ)რი ლექსები.
18. რამხელა წარმოდგენა აქვს ამ ხალხს თავის თავზე. მინიმუმ დამღლელია. რამხელა წარმოდგენა აქვს ამ ხალხს თავის თავზე. მინიმუმ დამღლელია.
17. რა დაძაბულია სიტუაცია :)
+1 რა დაძაბულია სიტუაცია :)
+1
16. მყვირალობის ასაკში მყოფებს მაინცდამაინც ჩემთან რატომ უნდებათ ნეტა, ხმის "დაბოხება"?..
მყვირალობის ასაკში მყოფებს მაინცდამაინც ჩემთან რატომ უნდებათ ნეტა, ხმის "დაბოხება"?..
15. რომ არ გაბრაზდეს და საპასუხოდ სიტყვების ჯიბეში ძებნა არ დაიწყოს ღრმადპატივსაცემმა თანანამ უბრალოდ ვიტყვი რომ არ მომწონს. რომ არ გაბრაზდეს და საპასუხოდ სიტყვების ჯიბეში ძებნა არ დაიწყოს ღრმადპატივსაცემმა თანანამ უბრალოდ ვიტყვი რომ არ მომწონს.
14. მე მესმის თქვენი,უბრალოდ არ შემიძლია ასეთი ტექსტები: ))
http://www.youtube.com/watch?v=RKVJicTW9rc
გიტარა ვიცი აქ : ) ლაცაბიძე. 2012-06-23 21:41:33
რაც არ მოგწონთ და "არ შეგიძლიათ", რატომ კითხულობთ?.. მე თქვენს მოწონებამდე ხომ ხედავთ, რომ ვერ "გავიზარდე" და არც უახლოეს მომავალში მაქვს თქვენი სიმპათიის "პრასვეტი"... მე მესმის თქვენი,უბრალოდ არ შემიძლია ასეთი ტექსტები: ))
http://www.youtube.com/watch?v=RKVJicTW9rc
გიტარა ვიცი აქ : ) ლაცაბიძე. 2012-06-23 21:41:33
რაც არ მოგწონთ და "არ შეგიძლიათ", რატომ კითხულობთ?.. მე თქვენს მოწონებამდე ხომ ხედავთ, რომ ვერ "გავიზარდე" და არც უახლოეს მომავალში მაქვს თქვენი სიმპათიის "პრასვეტი"...
13. მე მესმის თქვენი,უბრალოდ არ შემიძლია ასეთი ტექსტები: ))
http://www.youtube.com/watch?v=RKVJicTW9rc
გიტარა ვიცი აქ : ) მე მესმის თქვენი,უბრალოდ არ შემიძლია ასეთი ტექსტები: ))
http://www.youtube.com/watch?v=RKVJicTW9rc
გიტარა ვიცი აქ : )
12. განწყობა მომეწონა ძალიან განწყობა მომეწონა ძალიან
11. ემოცია ზღვის ტალღასავით ნავარდობს
ამ ღამით ამ ღამის მკვლელობა, მე მგონი გადავდე...
კარგია! ემოცია ზღვის ტალღასავით ნავარდობს
ამ ღამით ამ ღამის მკვლელობა, მე მგონი გადავდე...
კარგია!
10. ქვიშის სასახლის ერთი ღამის დედოფლობაც დედოფლობაა მაინც:) გადარჩენილი ღამეც როგორ მომეწონა! ქვიშის სასახლის ერთი ღამის დედოფლობაც დედოფლობაა მაინც:) გადარჩენილი ღამეც როგორ მომეწონა!
9. ნაპირს მივუყვები, უცხო ხმით მეძახის ბუნგალო, იქნება წავაწყდე ვინმეს, ჩემზე უფრო აშარსაც. ერთჯერად ვნებების დახარჯვა მინდოდა უბრალოდ, ზღვა რისი ზღვა არის, ერთი „თევზიც" თუ არ გაშანსა... -ძალიან კარგია! ნაპირს მივუყვები, უცხო ხმით მეძახის ბუნგალო, იქნება წავაწყდე ვინმეს, ჩემზე უფრო აშარსაც. ერთჯერად ვნებების დახარჯვა მინდოდა უბრალოდ, ზღვა რისი ზღვა არის, ერთი „თევზიც" თუ არ გაშანსა... -ძალიან კარგია!
8. ბუნგალო, გიტარა და წყვილი მაგიდას მიმსხდარი, საზღვაო რომანებს ზღვა ჩუმად უყვება თავის თავს. -ეს ქვიშის სასახლე ხომ მოგწონს, გულწრფელად მითხარი, და სულ ერთი ღამით ჩემს ტახტზე დედოფლად დაგისვამ!..
მეც მომინდა ზღვა :) + ბუნგალო, გიტარა და წყვილი მაგიდას მიმსხდარი, საზღვაო რომანებს ზღვა ჩუმად უყვება თავის თავს. -ეს ქვიშის სასახლე ხომ მოგწონს, გულწრფელად მითხარი, და სულ ერთი ღამით ჩემს ტახტზე დედოფლად დაგისვამ!..
მეც მომინდა ზღვა :) +
7. ზღვაზე მომანდომეთ .. :) ლამაზი ლექსია ...
ზღვაზე მომანდომეთ .. :) ლამაზი ლექსია ...
5. ძალიან კარგი ლექსია, გაიხარეთ! [:-bd]
ყელს ვიხვევ ნიავით, ტანზე შავ მოსასხამს ვიცმევ და ამ ღამით ამ ღამის მკვლელობა, მე მგონი, გადავდე... -ვიცვამ არის სწორი ფორმა, ალბათ შემთხვევით გაგეპარათ. ძალიან კარგი ლექსია, გაიხარეთ! [:-bd]
ყელს ვიხვევ ნიავით, ტანზე შავ მოსასხამს ვიცმევ და ამ ღამით ამ ღამის მკვლელობა, მე მგონი, გადავდე... -ვიცვამ არის სწორი ფორმა, ალბათ შემთხვევით გაგეპარათ.
3. მეც უსიტყვოდ 5
მეც უსიტყვოდ 5
2. აუუუ რა კარგი კლექსიაა....5555 ბოჰემური...:-* წავიღე ჩემთან.... აუუუ რა კარგი კლექსიაა....5555 ბოჰემური...:-* წავიღე ჩემთან....
1. უსიტყვოდ! 5! უსიტყვოდ! 5!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|