 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 30 ივნისი, 2012 |
მაისი წვიმებს გადაყვა და გულიც ივნისამდე გავაყოლე... ერთა(დ) წამოვედი(თ) (მ)ალთაყვიდან, გზაში სიგარეტიც გავაბოლე! მერე საღამოხანს გადავშალე ფრანგი პოეტების პოეზია... მთვარეც გამერინდა უთავშალო ბევრი ვისაუბრეთ ნოეზე და სადღაც არარატს რომ მივადექით, უკან მოვიტოვეთ ოკეანე... დავრჩით: სემი, ქამი, იაფეტი, შენ და ბერმუდივით მედიანა. მერე მადიანად გავიცინეთ, დღის რომ მზეგრძელობა დაილია... იყო პირიქითაც. ავიცენა, ზოგჯერ პლატონი და გალილეო, ხანაც რიშელიე მოვიგონეთ, "რუხი კარდინალი" რიშელიე... დავგმეთ ყველა ომის პოლიგონი, რასაც აქამომდე შეველიეთ და რაც, საღამომდე უნდა მეთქვა, ენამ დოკერივით ამოზიდა ჩემი თვალებიდან. კუნაპეტი ღამე ჩამოწვება "კამოზე" და მაშინ "პლეხანოვზე" გადავსახლდეთ ანდა უფრო კაი "პასტერისკენ"... რომში გაგვიზრდიან გადასახადს, ძეს რად დაარქვიო ასტერიქსი?! მთვარეც თვინიერად ღორმუცელა, ზეცას პირიქით რომ დაიკიდებს... გავალ დედამთილის "ორმოცივით", სადაც დედამიწა გაიყიდა ანუ არარატს რომ მივადექით, მთვარემ დაგვილია ოკეანე... დავრჩით: სემი, ქამი, იაფეტი, მე და ავრორა და ჰო, დიანა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ნუ უსმენ ამათ მე მომეწონა კაია,წარმატებები2+ ნუ უსმენ ამათ მე მომეწონა კაია,წარმატებები2+
13. კაკ რაზ მერეე, სექტემბრამდე გაიწაფები. კაკ რაზ მერეე, სექტემბრამდე გაიწაფები.
12. ახლა არდადაგებია. ახლა არდადაგებია.
11. რა დღეებში გაწყობს?
რა დღეებში გაწყობს?
10. იმითანა კაი გამოგსვლია, რავა ვიტყვი უარს? იმითანა კაი გამოგსვლია, რავა ვიტყვი უარს?
9. შენც წაგავარჯიშებ თუ გინდა? შენც წაგავარჯიშებ თუ გინდა?
8. რითმებზე ივარჯიშა ადამიანმა.
რითმებზე ივარჯიშა ადამიანმა.
7. მეხი კი დამაყარე მაგ კომენტარით!:)
მეხი კი დამაყარე მაგ კომენტარით!:)
6. არ მომეწონა. არ მომეწონა.
5. :D :D :D
ძეს რად დაარქვიო ასტერიქსი?!
გემრიელად ვიცინე :D :D :D
ძეს რად დაარქვიო ასტერიქსი?!
გემრიელად ვიცინე
4. რითმებია მაგარი,აი ლექსზე კი რატომღაც გამეცინა :)) რითმებია მაგარი,აი ლექსზე კი რატომღაც გამეცინა :))
3. ლექსი-ვიკიპედია:) ლექსი-ვიკიპედია:)
2. მრავლისმეტყველი კომენტარია:)
მრავლისმეტყველი კომენტარია:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|