 | ავტორი: თოლიგე ჟანრი: პროზა 1 ივლისი, 2012 |
იყო და არა იყო რა კი არა, იყო ზღვა, რომელიც ლურჯად ლივლივებდა და მღელვარე სხეულით ირეკლავდა ცას, რომელზეც ამოდიოდა მზე, რომელიც ანათებდა ქვეყანას და ერთ პატარა სახლს, სადაც ცხოვრობდა ცისფერთვალა გოგო, რომელსაც უყვარდა ცა, მზე, ზღვა და... ბიჭი, რომელიც პაემანს უნიშნავდა გოგოს ხესთან, რომლის ტოტებზეც ბუდე ჰქონდა პატარა ჩიტუნას, რომელიც უგალობდა მზეს, რომელიც ამოდიოდა ყოველ დილას, რომელიც დგებოდა მზის ამოსვლასთან ერთად და იცვამდა ჭრელაჭრულა პერანგს, რომელსაც იცვლიდა წელიწადში ოთხჯერ და ოთხივეჯერ უსველდებოდა ზღვის შხეფებით, რომლებიც ხან თბილი იყო, ხან ცივი, მაგრამ ყოველთვის საყვარლად მლაშე, როგორც გოგონას ცრემლები, რომელიც მაშინ სდიოდა, როცა იგვიანებდა ბიჭი, რომელიც ძალიან იშვიათად იგვიანებდა, რადგან ძალიან უყვარდა გოგონა და ყოველდღე მისკენ მოიჩქაროდა ზღვის ქვიშიან ნაპირზე, რომელზეც ქარს მოჰქონდა თევზის სუნი, რომელიც უყვარდა ბიჭს, რომელსაც უყვარდა სიცოცხლე და ცისფერთვალა, მომლოდინე გოგონა, რომელსაც ერთხელ ხესთან ჩამოაღამდა, რადგან არ მოვიდა პაემანზე ბიჭი, რომელმაც იმ დღეს ზღვიდან თევზის სუნის ნაცვლად დენთის სუნი იგრძნო და გულში ჩაიკრა პატარა დაიკო, რომელიც ტიროდა, რადგან გაიგო, რომ ბიჭი უნდა წასულიყო იქ, საიდანაც მოდიოდა ტყვიის სუნი და საშინელი გრუხუნის ხმა, რომელიც გოგონამაც გაიგონა ხესთან, სადაც ელოდებოდა ბიჭს, რომელიც მერე არასოდეს უნახავს, რადგან არც ზღვა უნახავს მერე და არც სახლი, რომელიც იდგა ზღვასთან, რომლის ნაპირზეც იდგა ხე, რომელიც ტყვიებმა გაძარცვეს ტოტებისგან და ფოთლებისგან, რომლებიც ეყარა მიწაზე, სადაც საკუთარ ბუდეზე გადაფოფრილი, ფრთებგაშლილი ეგდო ჩიტუნა, რომელიც არ უმღეროდა მზეს, რომელიც მაინც ამოვიდა დილით, რომელიც დადგა ზღვასთან ხაკისფერ ფარაჯიანი ჯარისკაცივით და შეეფეთა განრისხებულ ზღვას, რომელმაც გამორიყა სხეულები, რომლებისთვისაც სულერთი იყო, რა ხდებოდა იქ, თვალუწვდენელ ცისფერ ჰორიზონტზე, რომლის სიშორესაც გონება ვერ წარმოიდგენდა ყველაზე სასტიკ ზღაპარშიც კი, რომელსაც თურმე კეთილი დასასრული აქვს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ძალიან, ძალიან კარგია ++ ძალიან, ძალიან კარგია ++
10. ოდიშელო, შენი სალამი გამიხარდა, ოღონდ რატომ რუსულად? _ გომორძგუა! ოდიშელო, შენი სალამი გამიხარდა, ოღონდ რატომ რუსულად? _ გომორძგუა!
9. გმადლობთ, გმადლობთ ყველას! გმადლობთ, გმადლობთ ყველას!
8. მშვენიერია მშვენიერი, ერთი წინადადებაა არადა. ძალიან ორიგინალურია და ძალიან მომეწონა. :) მშვენიერია მშვენიერი, ერთი წინადადებაა არადა. ძალიან ორიგინალურია და ძალიან მომეწონა. :)
7. პრივეტ თოლიგე პრივეტ თოლიგე
6. კარგია,! ჩემი პირველი პაემანი გამახსენდა, ხესთან , მუხის ხესთან! კარგია,! ჩემი პირველი პაემანი გამახსენდა, ხესთან , მუხის ხესთან!
5. თოლიგე...:-* შემიყვარდი და აქ შემოსვლაც ძალიან...:-* 5 თოლიგე...:-* შემიყვარდი და აქ შემოსვლაც ძალიან...:-* 5
3. მეტკინა, ძალიან! ჩემთვის ახლობელი განცდაა ტკივილი, ასეთI ტკივილი
მეტკინა, ძალიან! ჩემთვის ახლობელი განცდაა ტკივილი, ასეთI ტკივილი
2. სათაურს ამართლებს:). ოიგებდა, წინადადებებად მოგეყოლა. სათაურს ამართლებს:). ოიგებდა, წინადადებებად მოგეყოლა.
1. სუნთქვა არ მეყო ბოლომდე. რთული, უსასრულო... სუნთქვა არ მეყო ბოლომდე. რთული, უსასრულო...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|