ამ ჟურნალებშიც ხომ საინტერესოს ვერაფერს წაიკითხავ, ერთი და იგივე უაზრო სტატიები, სულელური ინტერვიუები და hariis interactives სასაცილო კველევები,- დანიცამ სათვალე მოიხსნა, ჟურნალის წაკითხულ გვერდებს შორის ჩადო და უკმაყოფილო სახით გადახედა ფერნუშს. ფერნუშ თორაბი ჭრელ, ყვავილებიან, სასაცილო ტრუსებში გამოწყობილი დივანზე ნებივრობდა და საერთოდაც, ყველაზე ზარმაცი თურქი იყო ფლორიდაში-მთელ „რედლენდ როუდზე“ . მას შემდეგ რაც ველორბოლას შეეშვა, სახლში ჩაჯდა, მთელი დღე ტელევიზორთან, დივანზე წამოკოტრიალებული იწვა, სპორტულ გამოშვებებს ადევნებდა თვალს და ღერი-ღერზე ეწეოდა, სამსახურის ძებნა რათქმაუნდა არც კი უცდია, აკვიატებული აზრით, რომ ორმოცდსამი წლის ასაკშიც კი ისეთივე პოპულარული იყო, როგორც ზუსტად ოცი წლის წინ, როცა ფლორიდის ტელევიზია თუ პრესა, მის მიღწევებზე საუბრობდა და წერდა, ამიტომ თვლიდა, რომ თუ მისი სამსახურის გაწევა ვინმეს დასჭირდებოდა აუცილებლად თავად მიაკითხავდნენ, მანამდე კი წინ დიდი დრო ჰქონდა დასვენებისთვისა და დივანზე ნებივრობისთვის, სინამდვილეში დიდი ვერაფერი სპორტსმენი ვერ იყო, ველოტრეკზე 20 კილომეტრიან დისტანციებზე 2 - ჯერ აიღო მესამე ადგილი, დანიცა კი მთელი იმ წლების მანძილზე, რაც ერთად ცხოვრობდნენ აკლებული ყავდა ერთი და იგივე ამბის მოყოლით, რაც დანიცამაც კარგად იცოდა, ეს იყო ჰოლანდიელი სანდერ დოუმას - ველოტრეკების ერთ-ერთი საუკეთესო დამპროექტებლის პროექტი, რომელიც ფერნუშმა გახსნა, თუმცა არა სპორტში მიღწევებისა და დამსახურებების გამო, უბრალოდ სანდერ დოუმა ფერნუშის დედის საყვარელი იყო წლების განმავლობაში, ნუ როგორც ხდება ხოლმე... ტელევიზიებიც სწორედ ამ ფაქტს აშუქებდნენ რამდენიმე დღის მანძილზე, რამდენჯერმე გაუშვეს ფერნუშზე სიუჟეტი, ეს კი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ შემდეგი ოცი წლის მანძილზე, თვითკმაყოფილი, ჭრელი, ყვავილებიანი ტრუსებით დივანზე წამოგორებულიყო და საკუთარი თავით ეამაყა. - მთელი დღის ისევ უაზროდ გატარებას აპირებ?-ჰკითხა დოინჯშემოყრილმა დანიცამ. - რამე უკეთესი იდეა გაქვს? - ჩადი და Patisserie Valerie-ს საფუნთუშედან გოგრის ღვეზელები ამოიტანე, სახლში გაკეთებულს ნამდვილად აჯობებს, მერე შეიძლება რამე მოვიფიქროთ რომ კვირა დღეც, სხვა დღეების მსგავსად ასე უაზროდ არ გავატაროთ. - მშენივრად იცი, რომ სულ არ ვართ იმ სიტუაციაში, საფუნთუშეებიდან ღვეზელები შევუკვეთოთ, თანაც ეს გოგრის ღვეზელი საიდან გაგახსენდა, რამე ახალი ახირებაა? - მთელი დღე გაუნძრევლად წევხარ დივანზე, სულელური გადაცემების ყურებაში ატარებ დროს, არც მე მაქცევ ყურადღებას და არც იმას ცდილობ, რომ სამსახური იშოვნო, რომ რამე შეცვალო ცხოვრებაში, ჩვენ კარგი, ჯანდაბას და ბავშვი? ბავშვს რა ეშველება? - სამსახურს რაც შეეხება სწორედ გუშინ გავაგზავნე რეზიუმე, იმედია პასუხი მალე მოვა და ამიყვანენ სამსახურში,-მშვიდად უპასუხა ფერნუშმა, ისე, რომ თვალი არც კი მოუშორებია ტელევიზორისთვის, -და რაო, ვინ ბავშვზე მელაპარაკები?- უცებ გამოერკვა ფერნუში და გაკვირვებული სახით გახედა დანიცას. - ხო რას მიყურებ, ბავშვზე გელაპარაკები, ხომ შეიძლებოდა გვყოლოდა, მაშინაც ასე უსაქმოდ იქნებოდი მთელი დღე? - გითხარი ზუსტად გუშინ გავაგზავნე რეზიუმეთქო. - კი მაგრამ რა ჩაწერე, ის რომ არსად გიმუშავია და მთელი ცხოვრება უაზრო ველორბოლას შესწირე? და რა მიიღე?- არც არაფერი. ჯობდა სხვა სპორტით დაინტერესებულიყავი, ან რამე სხვა საქმე გეცადა, სხვათაშორის იმ დღეს წავიკითხე ჟურნალში, ვინც ველორბოლაში მონაწილეობს და კვირაში 160 კმ-ს მაინც გადის, გენიტალიური შეგრძნებები უქვეითდებათო. ხანდახან სიმართლესაც წერენ ამ ჟურნალებში, შენ მარტო გენიტალიური კი არა, ყველა შეგრძნება გაქვს დაქვეითებული, ის მაინც თუ გახსოვს სექსი ბოლოს როდის გვქონდა. - ნეტავ როდის მოეშვები ამ სისულელეებს... - როცა სამსახურს იშოვნი, როცა ყურადღებას მომაქცევ, როცა... - ხომ გითხარი რეზიუმე გავაგზავნე და პასუხს ველოდებითქო,- გააწყვეტინა ფერნუშმა ლაპარაკი. - კი მაგრამ რა ჩაწერე? - ის რომ ფლორიდის ჭაობებში ალიგატორების თვალთვალი მიყვარს, თუმცა არასდროს ვყოფილვარ და არ მითვალთვალია, ის, რომ ჩემმა დამ მარწყვის ჭამის კონკურსში პირველი ადგილი აიღო და სწორედ ამის მერეა რომ ალერგია აქვს ფლორიდულ პაპაიაზე, რომ შიშველი უკეთ ვმუშაობ, მაგრამ ბოლო ორმოცდასამი წელი საყვარელი კატის სიკვდილის გამო არსად მიმუშავია, რეზიუმეს დედაჩემის წერილი და ფოტოც დავურთე, ვიფიქრე გავლენას მოახდენსთქო, ხო, სულ დამავიწყდა, ისიც აღვნიშნე, რომ პარასკევიდან კვირის ჩათვლით ვერ ვიმუშავებ, რადგან ეს დრო ალკოჰოლის მისაღებად მაქვს განკუთვნილი, მაგრამ დასაიმედებლად, რეზიუმეს ჩემი ველოსიპედის კარიკატურა მივახატე წარწერით, რომ სამსახურში აყვანის შემთხვევაში, ამ საჩუქარს დამქირავებელი აუცილებლად მიიღებდა. - იდიოტი ხარ და მეტი არაფერი, ვერ ვხვდები რა გიშლის ხელს, რომ... - მეორე ხელი,- არ დაამთავრებინა ფერნუშმა ბოლომდე თქმა დანიცას და ხმამაღლა გადიახარხარა. უმაქნისი,- ჩაილაპარაკა დანიცამ და სამზარეულოში გავიდა გოგრის ღვეზელების გამოსაცხობად. მუყაოს გრძელი ყუთიდან ლავანდის არომატული ჩხირები ამოიღო, ხის ვიწრო სპეციალურ დაფაზე დაამაგრა და აანთო. მთელ ოთახში ლავანდის სასიამოვნო სურნელი დატრიალდა. ფერნუში ამ დროს ისეევ დივანზე წამოკოტრიალებული ტელევიზორს უყურებდა, არც კი შეუმჩნევია როგორ გავიდა დანიცა სამზარეულოში. სპორტულ გამოშვებას უყურებდა. - ტრევიმ უოქერსი ხო გახსოვს?- აი ველოტრეკის გახსნაზე რომ გაგაცანი,-გასძახა ფერნუშმა სამზარეულოში დანიცას, თან სიცილს ვერ იკავებდა. - მახსოვს, კი, და რა ხდება?-დანიცამ ფქვილიანი ხელები წინსაფარზე შეიწმინდა და ოთახში გამოვიდა. - რა ხდება და,- სიცილს ვერ იკავებდა ფერნუში,- ახლა გამოაცხადეს, სამხრეთ აფრიკაში მინდორში სეირნობის დროს ველომრბოლელ ტრევიმ უოქერს მოულოდნელად ანტილოპა დაეჯახაო. - და შენ სპორტულ გამოშვებას უყურებ თუ animal planet-ს,-გადაიხარხარა დანიცამ,-ახლა როგორაა? - ვინ ანტილოპა?-სიცილს ვერ იკავებდა ფერნუში,-ამბობენ ანტილოპა ტრევიმს უჩივის, საქმე აღძრა სასამართლოში მე ჩემს ტერიტორიას ვიცავდი და ეს კიდევ ველოსიპედით შემომეჭრაო. - იდიოტი,- ჩაილაპარაკა დანიცამ და ისევ სამზარეულოში გავიდა.
სახლი ლავანდისა და გოგრის ღვეზელის სასიამოვნო სურნელით გაიჟღინთა, ფერნუშმა ცხვირი შეიჭმუხნა, რაღაც უჩვეულოდ იგრძნო თავი, ტელევიზორში საინტერესო ვეღარაფერი მოძებნა და დივანთან ახლოს, პატარა მაგიდაზე დადებულ პრიალაყრდიან ჟურნალს გადასწვდა, ბევრი მოძრაობა არც დასჭირვებია, ხელის გადაწვდენა სრულებით საკმარისი აღმოჩნდა. ჟურნალის გვერდებს შორის დანიცას სათვალე იყო მოთავსებული, ფერნუშმაც სწორედ ამ გვერდებზე გადაშალა, გვერდები აჭრელებული იყო პატარ-პატარა სტატიებით, კვლევებით, ათასგვარი რჩევებით...ფერნუშს თვალში ჩარჩოში დიდი ასოებით დაწერილი წარწერა მოხვდა: „მამაკაცებისთვის ყველაზე აღმგზნები არომატი ლავანდისა და გოგრის ღვეზელის კომბინირებული სუნია, ამტკიცებენ ჩიკაგოს სუნისა და გემოს კვლევის ფონდის სპეციალისტები“. ფერნუშს ჩაეღიმა, დივანიდან წამოდგა და სამზარეულოში დანიცასთან გასწია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. ჭეშმარიტად-სათავფურცლე ნაწერია ეს. ჭეშმარიტად-სათავფურცლე ნაწერია ეს.
27. ლონდონელო მამაძაღლო, ბექა, ავტორო,
მე რომ კომენტარში სიუჟეტი და ლინკი დავდე, - პლაგიატზე ან პლაგიატორზე რამე ვთქვი? რატომ დაიწყეთ თავის დაცვა, ვინმე თავს დაგესხათ ? თქვენ თითონ აღიქვით პლაგიატად არა?! "ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს", ისე აღარც ეგ მაკვირვებს. ჰოდა მერე, მეც პლაგიატის კლასიკური მაგალითი მოგიყვანეთ ირვინგ - პუშკინზე.
იქნებ მე შექება მინდოდა ავტორის რეალურად მომხდარი ფაქტი რომ გამოიყენა ?! ( ერთი სახელი საერთოდ გამოტოვებულია, მეორე კი დამახინჯებულია და არასწორად ჟღერს, თორემ ასეც იქნებოდა).
ვინც მხოლოდ ქართული იცის და ადვილად ბოლდებიან უცხოურ საიტზე მოპოვებული მოძველებული სიუჟეტის გადამღერებით - მაგაზე იცინით?! იცინეთ, ჩემი რა მიდის რო? მე, მირჩევნია სიუჟეტი ორიგინალში წავიკითხო, თან სწორი სახელებით - ვიდრე დავბოლდე... თქვენ კი უკარით ერთმანეთს ტაში ამ საიტის კულუარულ დაჯგუფებებში და "თავს დააქციეთ ბანი" ყველას, - ვინც მეხოტბე არ არის. მე თუ ამ გვერდზე აღარ შემოვალ, არც არაფერი დაგაკლდებათ 100 წელი, აი დარდი - თქვენც და მეც. ლონდონელო მამაძაღლო, ბექა, ავტორო,
მე რომ კომენტარში სიუჟეტი და ლინკი დავდე, - პლაგიატზე ან პლაგიატორზე რამე ვთქვი? რატომ დაიწყეთ თავის დაცვა, ვინმე თავს დაგესხათ ? თქვენ თითონ აღიქვით პლაგიატად არა?! "ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს", ისე აღარც ეგ მაკვირვებს. ჰოდა მერე, მეც პლაგიატის კლასიკური მაგალითი მოგიყვანეთ ირვინგ - პუშკინზე.
იქნებ მე შექება მინდოდა ავტორის რეალურად მომხდარი ფაქტი რომ გამოიყენა ?! ( ერთი სახელი საერთოდ გამოტოვებულია, მეორე კი დამახინჯებულია და არასწორად ჟღერს, თორემ ასეც იქნებოდა).
ვინც მხოლოდ ქართული იცის და ადვილად ბოლდებიან უცხოურ საიტზე მოპოვებული მოძველებული სიუჟეტის გადამღერებით - მაგაზე იცინით?! იცინეთ, ჩემი რა მიდის რო? მე, მირჩევნია სიუჟეტი ორიგინალში წავიკითხო, თან სწორი სახელებით - ვიდრე დავბოლდე... თქვენ კი უკარით ერთმანეთს ტაში ამ საიტის კულუარულ დაჯგუფებებში და "თავს დააქციეთ ბანი" ყველას, - ვინც მეხოტბე არ არის. მე თუ ამ გვერდზე აღარ შემოვალ, არც არაფერი დაგაკლდებათ 100 წელი, აი დარდი - თქვენც და მეც.
26. გამოქვეყნებამდე მაქვს ეს მოთხრობა წაკითხული :*
ისე ერთ-ერთ ჰოლივუდურ შეკრებაზე ჯიმ ქერი რომ მივიდა შუშის კარი დახვდა ვერ დაინახა ეს კარი, შეეჯახა და ძირს გაითხლაშა:))ყველას ჯიმ ქერის მორიგი ხუმრობა ეგონა და სიცილით კვდებოდნენ მისახმარებლად არავინ მივიდა :)) საკმაოდ ცნობილი ფაქტია და ბევრი ვიდეო არსებობს ამისი, ანუ ავტორს ეს ფაქტი რომ გამოეყენებინა და დაეწერა ტელევიზორში უყურებდა პერსონაჟი, ჯიმ ქერი შუშის კარებს როგორ დაეჯახაო, პლაგიატი იქნებოდა:))
ე.ი მოთხრობაში ან ფილმში, პერსონაჟი ტელევიზორში რაიმე ცნობილ ფაქტს თუ უყურებს პლაგიატი ყოფილა ანი, არ იცოდი? :)) :)) :))
გამოქვეყნებამდე მაქვს ეს მოთხრობა წაკითხული :*
ისე ერთ-ერთ ჰოლივუდურ შეკრებაზე ჯიმ ქერი რომ მივიდა შუშის კარი დახვდა ვერ დაინახა ეს კარი, შეეჯახა და ძირს გაითხლაშა:))ყველას ჯიმ ქერის მორიგი ხუმრობა ეგონა და სიცილით კვდებოდნენ მისახმარებლად არავინ მივიდა :)) საკმაოდ ცნობილი ფაქტია და ბევრი ვიდეო არსებობს ამისი, ანუ ავტორს ეს ფაქტი რომ გამოეყენებინა და დაეწერა ტელევიზორში უყურებდა პერსონაჟი, ჯიმ ქერი შუშის კარებს როგორ დაეჯახაო, პლაგიატი იქნებოდა:))
ე.ი მოთხრობაში ან ფილმში, პერსონაჟი ტელევიზორში რაიმე ცნობილ ფაქტს თუ უყურებს პლაგიატი ყოფილა ანი, არ იცოდი? :)) :)) :))
25. ვააააა, როგორი სიამოვნებითა და ხალისით ჩავიკითხე ნეტა იცოდე. ძალიან მაგარია. +5 რათქმაუნდა ვააააა, როგორი სიამოვნებითა და ხალისით ჩავიკითხე ნეტა იცოდე. ძალიან მაგარია. +5 რათქმაუნდა
24. სხვათა შორის- პუშკინს აქვს გაქანებული პლაგიატი ვაშინგტონ ირვინგის (ამერიკული ლიტერატურის მამასაც უწოდებენ) ნაწარმოებიდან "Tales of the Alhambra" მთლიანი სიუჟეტით და ეს ფაქტი აღიარებულია. ასე რომ "ზალატოი პეტუშოკი" და "შამახანასკაია ცარიცა" მისი მოფიქრებული არ არის. კიდევ ბევრი ცნობილი ავტორი ვიცი მსგავსის ჩამდენი.
ასე რომ ეგ ამბავი ახალი სულაც არაა... ამ საიტზე მით უმეტეს.
პარლმენტის სხდომები საჯაროა და ლინკები ისედაც ალაგია. ჯონდი ბაღათურიაც არ მგონია საშაყირო კაცი -საქმეს აკეთებს.
სხვათა შორის- პუშკინს აქვს გაქანებული პლაგიატი ვაშინგტონ ირვინგის (ამერიკული ლიტერატურის მამასაც უწოდებენ) ნაწარმოებიდან "Tales of the Alhambra" მთლიანი სიუჟეტით და ეს ფაქტი აღიარებულია. ასე რომ "ზალატოი პეტუშოკი" და "შამახანასკაია ცარიცა" მისი მოფიქრებული არ არის. კიდევ ბევრი ცნობილი ავტორი ვიცი მსგავსის ჩამდენი.
ასე რომ ეგ ამბავი ახალი სულაც არაა... ამ საიტზე მით უმეტეს.
პარლმენტის სხდომები საჯაროა და ლინკები ისედაც ალაგია. ჯონდი ბაღათურიაც არ მგონია საშაყირო კაცი -საქმეს აკეთებს.
23. ვაჰ რა კარგია =)) ვაჰ რა კარგია =))
22. დაე:))
კაი, ლოგინი გვიხმობს, ვითარცა დედა-სამშობლო, თოიძის ერთ პლაკატში:)):*
დაე:))
კაი, ლოგინი გვიხმობს, ვითარცა დედა-სამშობლო, თოიძის ერთ პლაკატში:)):*
21. ხოდა მოვა მერე ტროა და პარლამენტის სხდომის პირდაპირი ტრანსლაციის ლინკს დაგიდებს :)) :))
კაი დაიძინა ახლა ღმერთოფალმა დილას ადრეა ასადგომი :)) გვეყო ღადაობა ბევრი ვიცინე დღეს ისედაც :)) :* ხოდა მოვა მერე ტროა და პარლამენტის სხდომის პირდაპირი ტრანსლაციის ლინკს დაგიდებს :)) :))
კაი დაიძინა ახლა ღმერთოფალმა დილას ადრეა ასადგომი :)) გვეყო ღადაობა ბევრი ვიცინე დღეს ისედაც :)) :*
20. ახლა მოთხრობა უნდა დავწერო, სადაც მთავარი გმირი პარლამენტის სხდომას უყურებს ტელევიზორში (მიკროფონთან ჯონდი ბაღათურია იქნება) :)) ახლა მოთხრობა უნდა დავწერო, სადაც მთავარი გმირი პარლამენტის სხდომას უყურებს ტელევიზორში (მიკროფონთან ჯონდი ბაღათურია იქნება) :))
19. ნური ბილგე ჯეილანის "გაუცხოებაშიც" უყურებენ ტარკოვსკის "სტალკერს":)):))
ნური ბილგე ჯეილანის "გაუცხოებაშიც" უყურებენ ტარკოვსკის "სტალკერს":)):))
18. ბერტოლუჩის "მეოცნებენიში", გოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაზეს" უყურებენ, სხვა ფილმებთან ერთად. ბერნარდო, დუუუტ, შე პლაგიატო კაცო შენ:)):))
ბერტოლუჩის "მეოცნებენიში", გოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაზეს" უყურებენ, სხვა ფილმებთან ერთად. ბერნარდო, დუუუტ, შე პლაგიატო კაცო შენ:)):))
17. "Antelope crashes into cyclist during race - videoMountain-biker Evan van der Spuy, 17, was hit by a red hartebeest buck during a race at Albert Falls Dam in KwaZulu Natal, South Africa. The incident was filmed by his South African team mate, Travis Walker, who can be heard warning Van der Spuy to 'watch the buck'. Van der Spuy received hospital treatment but did not suffer serious injury." Guardian.co.uk, Tuesday 11 October 2011 http://www.guardian.co.uk/sport/video/2011/oct/11/antelope-crashes-cyclist-race-video
"Antelope crashes into cyclist during race - videoMountain-biker Evan van der Spuy, 17, was hit by a red hartebeest buck during a race at Albert Falls Dam in KwaZulu Natal, South Africa. The incident was filmed by his South African team mate, Travis Walker, who can be heard warning Van der Spuy to `watch the buck`. Van der Spuy received hospital treatment but did not suffer serious injury." Guardian.co.uk, Tuesday 11 October 2011 http://www.guardian.co.uk/sport/video/2011/oct/11/antelope-crashes-cyclist-race-video
16. რეზიუმე იყო ისეთი, "ქვას რომ გახეთქავს" :) კარგი მოთხრობაა. რეზიუმე იყო ისეთი, "ქვას რომ გახეთქავს" :) კარგი მოთხრობაა.
15. ოჰოო, მშვენიერია, ჰ ანი =))
ძალიან უბრალო, ჩვეულებრივი (მოსაწყენიც კი) ოჯახური გარემო ყველანაირი მოწყენილობების გარეშე დახატე. ბექას სრული თანხმობა ამ შემთხვევაში და გამოცდილებას+ფანტაზია =))
კარგი ხარ =) ოჰოო, მშვენიერია, ჰ ანი =))
ძალიან უბრალო, ჩვეულებრივი (მოსაწყენიც კი) ოჯახური გარემო ყველანაირი მოწყენილობების გარეშე დახატე. ბექას სრული თანხმობა ამ შემთხვევაში და გამოცდილებას+ფანტაზია =))
კარგი ხარ =)
14. კარგი მოთხრობაა. კარგი იუმორით და ფინალით. და რაც ძალიან კარგია, "მემუარული თხრობის" გარეშე. 5! კარგი მოთხრობაა. კარგი იუმორით და ფინალით. და რაც ძალიან კარგია, "მემუარული თხრობის" გარეშე. 5!
13. ეჰეი დრანცა, სიამაყით აღსავსემ და გაჯგიმულმა წავიკითხე მოკლედ შენი კომენტარი :)) :*:*:*
იუმორის მამა ჰოო, ვიცი მარა აი ამ მრავლობითმა "მამებმა" დამაეჭვა ცოტა :))
გიგა მადლობააააა კი არადა grazie smussato :)) :*:*:*
ეჰეი დრანცა, სიამაყით აღსავსემ და გაჯგიმულმა წავიკითხე მოკლედ შენი კომენტარი :)) :*:*:*
იუმორის მამა ჰოო, ვიცი მარა აი ამ მრავლობითმა "მამებმა" დამაეჭვა ცოტა :))
გიგა მადლობააააა კი არადა grazie smussato :)) :*:*:*
12. ანი იმედია არ მიწყენ ეს რომ წავიღო...
საავტორო უფლებით იასნია...:)) ანი იმედია არ მიწყენ ეს რომ წავიღო...
საავტორო უფლებით იასნია...:))
11. ძალიან მაგარია...
ძალიან... ძალიან მაგარია...
ძალიან...
10. 5 დაგიწერე :*
პ.ს. იგრძნობა იუმორის მამების გავლენა ამ ბოლო დროს :)) 5 დაგიწერე :*
პ.ს. იგრძნობა იუმორის მამების გავლენა ამ ბოლო დროს :))
9. პატარა ბაღნებო, მოდით აქ და ნახეთ როგორ უნდა დაიწყო მოთხრობა, რომ მკითხველს გაუჩნდეს შემდეგი წინადადების წაკითხვის სურვილი. აი იდეალური მოთხრობაა, აბსოლიტურად უნაკლო. იუმორი მომწონს განსაკუთრებით, ჯანსაღი და დროული.
- კი მაგრამ რა ჩაწერე? - ის რომ ფლორიდის ჭაობებში ალიგატორების თვალთვალი მიყვარს
- იდიოტი ხარ და მეტი არაფერი, ვერ ვხვდები რა გიშლის ხელს, რომ... - მეორე ხელი
- რა ხდება და,- სიცილს ვერ იკავებდა ფერნუში,- ახლა გამოაცხადეს, სამხრეთ აფრიკაში მინდორში სეირნობის დროს ველომრბოლელ ტრევიმ უოქერს მოულოდნელად ანტილოპა დაეჯახაო
ერთი სიტყვით მაგარია და მრავალი სიტყვით მრავალჯერ მაგარია :*:*:*
ბელგრადელი დრანცა :* :))
პატარა ბაღნებო, მოდით აქ და ნახეთ როგორ უნდა დაიწყო მოთხრობა, რომ მკითხველს გაუჩნდეს შემდეგი წინადადების წაკითხვის სურვილი. აი იდეალური მოთხრობაა, აბსოლიტურად უნაკლო. იუმორი მომწონს განსაკუთრებით, ჯანსაღი და დროული.
- კი მაგრამ რა ჩაწერე? - ის რომ ფლორიდის ჭაობებში ალიგატორების თვალთვალი მიყვარს
- იდიოტი ხარ და მეტი არაფერი, ვერ ვხვდები რა გიშლის ხელს, რომ... - მეორე ხელი
- რა ხდება და,- სიცილს ვერ იკავებდა ფერნუში,- ახლა გამოაცხადეს, სამხრეთ აფრიკაში მინდორში სეირნობის დროს ველომრბოლელ ტრევიმ უოქერს მოულოდნელად ანტილოპა დაეჯახაო
ერთი სიტყვით მაგარია და მრავალი სიტყვით მრავალჯერ მაგარია :*:*:*
ბელგრადელი დრანცა :* :))
8. 1. ნათ შევიფერე მუვიმეიქერობა, შენ ჩემი ნერო ვიჟენი იყავი მაშინ :)) :* მომენატრე :დ დიდი ხანია არ მინახიხარ :))
2. სოლე მადლობა :* მეც მომეწონა ნათიას კომ. :))
3. მადლობა მარტინ, გეთანხმები :)) :*
4. ვგიჟდები შენს ფიქრებზე)) :* და ნუ ელოდები, თუ იქნა პირველი შენ მოგიწევს მაინც წაკითხვა, ხომ იცი :))
5. დიდი მადლობა, ძალიან მიყვარხართ :*
6. გაგრძელებაში თუ სამზარეულოში დატრიალებული ამბები იგულისხმება, ეგ უკვე მკითხველის ფანტაზიაზეა დამოკიდებული :)) მადლობა
7. (: 1. ნათ შევიფერე მუვიმეიქერობა, შენ ჩემი ნერო ვიჟენი იყავი მაშინ :)) :* მომენატრე :დ დიდი ხანია არ მინახიხარ :))
2. სოლე მადლობა :* მეც მომეწონა ნათიას კომ. :))
3. მადლობა მარტინ, გეთანხმები :)) :*
4. ვგიჟდები შენს ფიქრებზე)) :* და ნუ ელოდები, თუ იქნა პირველი შენ მოგიწევს მაინც წაკითხვა, ხომ იცი :))
5. დიდი მადლობა, ძალიან მიყვარხართ :*
6. გაგრძელებაში თუ სამზარეულოში დატრიალებული ამბები იგულისხმება, ეგ უკვე მკითხველის ფანტაზიაზეა დამოკიდებული :)) მადლობა
7. (:
7. „მამაკაცებისთვის ყველაზე აღმგზნები არომატი ლავანდისა და გოგრის ღვეზელის კომბინირებული სუნია, ამტკიცებენ ჩიკაგოს სუნისა და გემოს კვლევის ფონდის სპეციალისტები“
:) „მამაკაცებისთვის ყველაზე აღმგზნები არომატი ლავანდისა და გოგრის ღვეზელის კომბინირებული სუნია, ამტკიცებენ ჩიკაგოს სუნისა და გემოს კვლევის ფონდის სპეციალისტები“
:)
6. მშვენიერი რამ არის! სიამოვნებით წავიკითხავდი ამის გაგრძელებას :)
მშვენიერი რამ არის! სიამოვნებით წავიკითხავდი ამის გაგრძელებას :)
5. ანი, ანი!
საიდან რას იტყვი, ხოლმე, შე ნიჭიერო და საოცრად საყვარელო. რა სადად ჰყვები და რა უმნიშველო დეტალით შეაპარებ, ხოლმე.
გეფერები , ანუშკები!!! ანი, ანი!
საიდან რას იტყვი, ხოლმე, შე ნიჭიერო და საოცრად საყვარელო. რა სადად ჰყვები და რა უმნიშველო დეტალით შეაპარებ, ხოლმე.
გეფერები , ანუშკები!!!
4. გითხარი, დიდებულიათქო! :*:*:*
ის მომწონს შენში, რომ შენს თავზე არ წერ. თანამედროვე ქართული ახალგაზრდული პროზის ოთხმოცდაათი პროცენტი, ავტორების უღიმღამო თავგადასავლებია. ეს ფანტაზიის დეფიციტის და ცოტა მოგზაურობის ბრალია. ნარატიული სივრცის უცხოეთში გადატანა, გამოგონილი "უცხოური ამბების" მოყოლა, ერთგვარი პროტესტია "ჩემი უღიმღამო თავგადასავლებისადმი", მე ასე ვფიქრობ!
დიდი ინტერესით ველოდები შენს ვრცელ პროზას!:*:*:*
ინსპირატორი გითხარი, დიდებულიათქო! :*:*:*
ის მომწონს შენში, რომ შენს თავზე არ წერ. თანამედროვე ქართული ახალგაზრდული პროზის ოთხმოცდაათი პროცენტი, ავტორების უღიმღამო თავგადასავლებია. ეს ფანტაზიის დეფიციტის და ცოტა მოგზაურობის ბრალია. ნარატიული სივრცის უცხოეთში გადატანა, გამოგონილი "უცხოური ამბების" მოყოლა, ერთგვარი პროტესტია "ჩემი უღიმღამო თავგადასავლებისადმი", მე ასე ვფიქრობ!
დიდი ინტერესით ველოდები შენს ვრცელ პროზას!:*:*:*
ინსპირატორი
3. ნათიამ ზუსტად აღნიშნა,-ყველა დეტალმა ბოლო აბზაცში თავისი დანიშნულება წარმოაჩინა, ყველაფერი შეიკრა და ერთი ყოფითი ეპიზოდი ძალიან კარგად მოვიდა ჩვენამდე. ზუსტი კადრია დაჭერილი. [:-bd] მოკლედ უსაზღვროდ ნიჭიერი ხარ, ანუშკი! [♥] 5! ნათიამ ზუსტად აღნიშნა,-ყველა დეტალმა ბოლო აბზაცში თავისი დანიშნულება წარმოაჩინა, ყველაფერი შეიკრა და ერთი ყოფითი ეპიზოდი ძალიან კარგად მოვიდა ჩვენამდე. ზუსტი კადრია დაჭერილი. [:-bd] მოკლედ უსაზღვროდ ნიჭიერი ხარ, ანუშკი! [♥] 5!
2. ვახ, რა კარგი იყო!:))ნათიას კომენტარიც:-* ვახ, რა კარგი იყო!:))ნათიას კომენტარიც:-*
1. ოხ, შენ რააა ხაააააარ!
ჩემი აზრით ამ წყვილს ერთმანეთი უყვარს.
"-იდიოტი ხარ და მეტი არაფერი, ვერ ვხვდები რა გიშლის ხელს, რომ... - მეორე ხელი,- ...." =))
მუვიმეიქერი ხარ ჩემი აზრით, ვკითხულობ და ვუყურებ.
თან , ვითომ არაფერი და სინამდვილეში ისეთი პატარა ნიუანსით ხსნი კვანძს, სულ რომ არ ელის მკითხველი და ბიგ-ბადა-ბუუუუმ ემართება. ოხ, შენ რააა ხაააააარ!
ჩემი აზრით ამ წყვილს ერთმანეთი უყვარს.
"-იდიოტი ხარ და მეტი არაფერი, ვერ ვხვდები რა გიშლის ხელს, რომ... - მეორე ხელი,- ...." =))
მუვიმეიქერი ხარ ჩემი აზრით, ვკითხულობ და ვუყურებ.
თან , ვითომ არაფერი და სინამდვილეში ისეთი პატარა ნიუანსით ხსნი კვანძს, სულ რომ არ ელის მკითხველი და ბიგ-ბადა-ბუუუუმ ემართება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|