 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 6 ივლისი, 2012 |
აგეკიდე ფიქრო, სახეტიალოდ. ყველა დარდი გულში მივაჩუმათე. დღეს ამინდიც სულ არ არის მტირალა, ე.ი. ჩემს განწყობას უმართლებს... მოვიაროთ ყველა გზაჯვარედინი, ოთხივ კუთხით სავალს მადლი შევწიროთ. მხოლოდ დროა გზად უჯავროდ მედინი, ჩვენ კი იქნებ, საჩვენო გზას ვეწიოთ... თავგადაღმა რა მაღალი ცა არი, ფიქრსაც ფიქრი უფრო გაუადვილდა. თუმც, აქ უფრო სხვა რამეა მთავარი, დაბრუნებულს, თავი დამხვდეს ადგილზე... აგეკიდე ფიქრო, სახეტიალოდ, ალთა-ბალთას ქამრის ბალთაც შემხსნია... თურმე, ისევ ჩემს გარშემო ვტრიალებ, ჰო, თავიდან გასასვლელი შემშლია...
07.07.12
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. თურმე, ისევ ჩემს გარშემო ვტრიალებ, ჰო, თავიდან გასასვლელი შემშლია... კარგი ! :) თურმე, ისევ ჩემს გარშემო ვტრიალებ, ჰო, თავიდან გასასვლელი შემშლია... კარგი ! :)
8. თავგადაღმა რა მაღალი ცა არი
5 თავგადაღმა რა მაღალი ცა არი
5
7. აგეკიდე ფიქრო, სახეტიალოდ, ალთა-ბალთას ქამრის ბალთაც შემხსნია... თურმე, ისევ ჩემს გარშემო ვტრიალებ, ჰო, თავიდან გასასვლელი შემშლია...
აგეკიდე ფიქრო, სახეტიალოდ, ალთა-ბალთას ქამრის ბალთაც შემხსნია... თურმე, ისევ ჩემს გარშემო ვტრიალებ, ჰო, თავიდან გასასვლელი შემშლია...
5. მეც აგეკიდეთ:) მეც აგეკიდეთ:)
3. ძალიან მაგარი ლექსია! 5! ძალიან მაგარი ლექსია! 5!
2. აგეკიდე ფიქრო, სახეტიალოდ, ალთა-ბალთას ქამრის ბალთაც შემხსნია... თურმე, ისევ ჩემს გარშემო ვტრიალებ, ჰო, თავიდან გასასვლელი შემშლია...
+ + +
ყველა ლექსი საზეპიროა, ს ა ზ ე პ ი რ ო... წავიღე დღიურში. თქვენ 10-ანი. აგეკიდე ფიქრო, სახეტიალოდ, ალთა-ბალთას ქამრის ბალთაც შემხსნია... თურმე, ისევ ჩემს გარშემო ვტრიალებ, ჰო, თავიდან გასასვლელი შემშლია...
+ + +
ყველა ლექსი საზეპიროა, ს ა ზ ე პ ი რ ო... წავიღე დღიურში. თქვენ 10-ანი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|