ჯონათანს
მე ვნახე შენი მკვდარი გული. ეს არ იყო ცუდი სიზმარი. მე ვნახე შენი მკვდარი გული და არ გამკვირვებია, რომ ყველა გზა შენკენ მოდის. არ გამკვირვებია, რომ გადავეშვით ამ უფსკრულში. გადავიყოლეთ მძაფრი რწმენა და იმედი, რომ სიყვარული მოგვიტანდა უცხო სიმშვიდეს. უცხო სიმშვიდეს სარეველების. სარეველების, რომლებიც ხარობენ საფლავებზე, სახლებში, ადამიანებში... ყველგან, გარდა სასახლეების. ჩვენ გვწამდა, რომ არსებობს კაცი, რომელიც მოკვდება სიკვდილთან ერთად. და ის (კაცი) როცა მოკვდება, თვითონ სიცოცხლის გარდა არავის ემახსოვრება. ამ კაცს ერქმევა სიყვარული. მერე კი ვნახე შენი მკვდარი გული. როცა ჩვენ ვცადეთ ამოგვეხსნა საიდუმლო, ჩვენ დავიწყეთ ბღუჯა–ბღუჯა ჭამა ბალახის. ჩვენი ტკბილი სარეველების. ჰო, ტკბილი რომ გვეგონა და ჩაგვწვა მუცელი. მას დაჰყვებოდა მწარე გემო თავისუფლების. (ვერ გავუძელით) ჩვენმა იმედმა შეასრულა მოვალეობა: ის დროულად ამოიწურა. როცა გავიგეთ, რომ ის კაცი (სიყვარული) არ მომკვდარა. არც მოკვდება. ის ზის რომელიღაც სასახლის წინ და ითხოვს შველას. (დახმარებას) შენ სწორედ მაშინ შეგეცოდა სიყვარული. მოგიკვდა გული. და მე ვუყურებ დღეს შენს მკვდარ გულს და მიხარია, რომ ის კაცი(სიყვარული) შენი გულის სასახლეში არ შემოუშვი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. კარგიაა :) ++ და წარმატებები ჩემგაან :) კარგიაა :) ++ და წარმატებები ჩემგაან :)
10. გაიხარეთ, მადლობა დიდი :* გაიხარეთ, მადლობა დიდი :*
9. ძAლიან კარგი უნდა იყოს ლექსი,რომისეთადამიანს მოეწონოს,ვისაც თვითონ სტილი რომლითაც ლექსია დაწერილი-მიუღებელი იყოს.
თქვენ ეს შეძელით,ჩემს შემთხვევაში მაინც.
მადლობა და მომილოცავს
+2+ ძAლიან კარგი უნდა იყოს ლექსი,რომისეთადამიანს მოეწონოს,ვისაც თვითონ სტილი რომლითაც ლექსია დაწერილი-მიუღებელი იყოს.
თქვენ ეს შეძელით,ჩემს შემთხვევაში მაინც.
მადლობა და მომილოცავს
+2+
8. მომეწონა ეს ლექსი და ძალიან მესაინტერესოვა. :) მომეწონა ეს ლექსი და ძალიან მესაინტერესოვა. :)
7. ყველას თავისი თოლია ჰყავს:) სასახლეშიც შეიძლება ხარობდეს სარეველები. ყველას თავისი თოლია ჰყავს:) სასახლეშიც შეიძლება ხარობდეს სარეველები.
6. ტატო ორაგველიძეა ეს თოლია , ვიზეც მე ვწერ და მაგიტო , მარტო ჩემთვისაა ის ჯონათანი და მაგიტომაც :დ :* ტატო ორაგველიძეა ეს თოლია , ვიზეც მე ვწერ და მაგიტო , მარტო ჩემთვისაა ის ჯონათანი და მაგიტომაც :დ :*
5. =)) კარგი პასუხი იყო
:* =)) კარგი პასუხი იყო
:*
4. არა ,ჩემი თოლია ... არა ,ჩემი თოლია ...
3. რომ სიყვარული მოგვიტანდა უცხო სიმშვიდეს
და სალვადორის დაკოპირებული
ეს ჩემი თოლიაა? =) რომ სიყვარული მოგვიტანდა უცხო სიმშვიდეს
და სალვადორის დაკოპირებული
ეს ჩემი თოლიაა? =)
2. <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3
1. ჩვენ დავიწყეთ ბღუჯა–ბღუჯა ჭამა ბალახის. ჩვენი ტკბილი სარეველების. ჰო, ტკბილი რომ გვეგონა და ჩაგვწვა მუცელი. მას დაჰყვებოდა მწარე გემო თავისუფლების.
ე ბოვში გარამრევს მე !!! ვიცოდი აგი. +5 ჩვენ დავიწყეთ ბღუჯა–ბღუჯა ჭამა ბალახის. ჩვენი ტკბილი სარეველების. ჰო, ტკბილი რომ გვეგონა და ჩაგვწვა მუცელი. მას დაჰყვებოდა მწარე გემო თავისუფლების.
ე ბოვში გარამრევს მე !!! ვიცოდი აგი. +5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|