| ავტორი: მარიოტა ჟანრი: პოეზია 19 აგვისტო, 2012 |
ღელე-ღურდანი... ურბანიზმი არანაირი, ვიწრო ცის თაღზე ცხვრისოდენა ღრუბელის ბოლი. ისე სუფთაა, ისე ნაზი, ახლა ჰაერი, წკიპურტის კვრა და...დაიმსხვრევა, ვითარცა ბროლი.
მინდა და მინდა, უსასრულოდ მინდა ყიალი, რასაც გადმოვცემ თვალხილულის პერიფრაზია. პირველყოფილი ტევრი, მართლა, ოხერ-ტიალი, რა ლამაზია, ღმერთო, ჩემო, რა ლამაზია.
თითქოს უფალმა მიწყალობა სამოთხის საშვი, თან ვსევდიანობ სიჩუმით და... თან მიხარია. ეკლის გვირგვინით ბუჩქებიდან გაფრინდა შაშვი და შემატია ჯადოსნური სტვენით არია.
მივყვები უღრანს სილამაზით გზაგაგნებული, მასკდება გული, ვით კალმახი დაგებულ ფაცერს. ისე წკიპზე ვარ, ასანთებად გამზადებული, რომ დავიწვი და ერთ უბრალო ლექსს მაინც დავწერ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მივყვები უღრანს სილამაზით გზაგაგნებული, მასკდება გული, ვით კალმახი დაგებულ ფაცერს. ისე წკიპზე ვარ, ასანთებად გამზადებული, რომ დავიწვი და ერთ უბრალო ლექსს მაინც დავწერ.
მოეწონა არტეს:)+++ მივყვები უღრანს სილამაზით გზაგაგნებული, მასკდება გული, ვით კალმახი დაგებულ ფაცერს. ისე წკიპზე ვარ, ასანთებად გამზადებული, რომ დავიწვი და ერთ უბრალო ლექსს მაინც დავწერ.
მოეწონა არტეს:)+++
9. ლამაზი ლექსია ++ ლამაზი ლექსია ++
8. არაფერი ახალი..თემა დაღეჭილი.. არაფერი ახალი..თემა დაღეჭილი..
7. მთელი ეს ლექსი:
რა ლამაზია, ღმერთო, ჩემო, რა ლამაზია. მთელი ეს ლექსი:
რა ლამაზია, ღმერთო, ჩემო, რა ლამაზია.
6. თითქოს უფალმა მიწყალობა სამოთხის საშვი, თან ვსევდიანობ სიჩუმით და... თან მიხარია. ეკლის გვირგვინით ბუჩქებიდან გაფრინდა შაშვი და შემატია ჯადოსნური სტვენით არია. თითქოს უფალმა მიწყალობა სამოთხის საშვი, თან ვსევდიანობ სიჩუმით და... თან მიხარია. ეკლის გვირგვინით ბუჩქებიდან გაფრინდა შაშვი და შემატია ჯადოსნური სტვენით არია.
5. თითქოს უფალმა მიწყალობა სამოთხის საშვი, თან ვსევდიანობ სიჩუმით და... თან მიხარია. ------------------------
თითქოს უფალმა მიწყალობა სამოთხის საშვი, თან ვსევდიანობ სიჩუმით და... თან მიხარია. ------------------------
3. მუსიკა ისმის შენი სტრიქონებიდან მარიოტა!
თანაც ძალიან ლამაზი. +2+ მუსიკა ისმის შენი სტრიქონებიდან მარიოტა!
თანაც ძალიან ლამაზი. +2+
2. ლამაზი პერიფრაზია ნამდვილად ჩემო კარგო! დაგილოცავ ღელე-ღურდანს! ლექსს კი ჩემი მოკრძალებული +2 ლამაზი პერიფრაზია ნამდვილად ჩემო კარგო! დაგილოცავ ღელე-ღურდანს! ლექსს კი ჩემი მოკრძალებული +2
1. რა მშვენიერი ლექსები აქვთ ქართველ პოეტებს აბასთუმნისთვის მიძღვნილი, ესეც მათ შორის. და მაინც რჩება ის მტკივნეული დამღა ამ მართლაც უმშვენიერეს დაბას. ისე, მგონი იქ ცის თაღი ვიწრო კი არა, ყველაზე ფართო და გაშლილია.
რა მშვენიერი ლექსები აქვთ ქართველ პოეტებს აბასთუმნისთვის მიძღვნილი, ესეც მათ შორის. და მაინც რჩება ის მტკივნეული დამღა ამ მართლაც უმშვენიერეს დაბას. ისე, მგონი იქ ცის თაღი ვიწრო კი არა, ყველაზე ფართო და გაშლილია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|