31. ეს ლექსი მომწონს და ვნახე სურათებიც, ძალიან კარგი ინფორმაცია მოგვაწოდე, მე არ ვიცოდი, როგორი თავმდაბალი ადამიანი ყოფილა, რა ნიჭიერი, , ძალიან დავფიქრდი, და დამაღონა! ეს ლექსი მომწონს და ვნახე სურათებიც, ძალიან კარგი ინფორმაცია მოგვაწოდე, მე არ ვიცოდი, როგორი თავმდაბალი ადამიანი ყოფილა, რა ნიჭიერი, , ძალიან დავფიქრდი, და დამაღონა!
29. იქ გადატეხილ ირისებსაც არხევდა ქარი, როგორც პოეტებს აყვავებულ სახრჩობელაზე...
ყოველთვის ვიღებ შენი ლექსებიდან იმას, რაც მინდა პოეზიისგან მივიღო. იქ გადატეხილ ირისებსაც არხევდა ქარი, როგორც პოეტებს აყვავებულ სახრჩობელაზე...
ყოველთვის ვიღებ შენი ლექსებიდან იმას, რაც მინდა პოეზიისგან მივიღო.
28. დარჩა სოფელი, როგორც ცაში ვერდის ოპერა, შემთბარ ხნულში რომ ჩაეკარგა მთავარი გმირი.
5 დარჩა სოფელი, როგორც ცაში ვერდის ოპერა, შემთბარ ხნულში რომ ჩაეკარგა მთავარი გმირი.
5
27. 5 ძმაო და მოკითხვა! მეც ვისურვებდი სიკვდილის მერე ვინმე გამომქომაგებოდა ვინმე შენნაირი კაი კაცი! :) კორნაპელის ლექსებს კი მერე ვნახავ, ახლა თავი არ მაქვს, ნასვამი ვარ. აბა მაგრად ძმაო, გენაცვალე! <3 5 ძმაო და მოკითხვა! მეც ვისურვებდი სიკვდილის მერე ვინმე გამომქომაგებოდა ვინმე შენნაირი კაი კაცი! :) კორნაპელის ლექსებს კი მერე ვნახავ, ახლა თავი არ მაქვს, ნასვამი ვარ. აბა მაგრად ძმაო, გენაცვალე! <3
25. აუ არადა მეფეებივით შრიალი ამ ლექსის ყველაფერია. ზუსტად მესმის. ხშირად მიფიქრია ამაზე. არ ვიცი დამთხვევაა თუ რა არის, მაგრამ ამ დილასაც... მომეწონა, ვერდია რ უხდება ოღონდ. აუ არადა მეფეებივით შრიალი ამ ლექსის ყველაფერია. ზუსტად მესმის. ხშირად მიფიქრია ამაზე. არ ვიცი დამთხვევაა თუ რა არის, მაგრამ ამ დილასაც... მომეწონა, ვერდია რ უხდება ოღონდ.
24. "სადაც ხეები შრიალებენ მეფეებივით" გიო ეს გასამართად მომეჩვენა მე, რავიცი.. ხეები შეიძლება გავდნენ მეფეებს , მაგრამ შრიალით? :)
მოკითხვა "სადაც ხეები შრიალებენ მეფეებივით" გიო ეს გასამართად მომეჩვენა მე, რავიცი.. ხეები შეიძლება გავდნენ მეფეებს , მაგრამ შრიალით? :)
მოკითხვა
23. ჰო, მაგას ვამბობდი, ბექა, რომ წმინდა ლიტ. მცოდნეობის თვალსაზრისით მე ბევრი რამე აღარ ვიცი...
ყვავები შავად ასხდებიან რიონის რიყეს, და ოცნებობენ გაზაფხულის მზიან დარებზე. აცვივა ტბორებს იანვარი, თეთრად აცვივა ყვავების ყრანტალს, ამ მშვიდ არეებს. დგანან მუხები, მითვლემიათ ტოტზე კვირტები, მუხები მათ დარდს არასოდეს მიიკარებენ. ჰო, მაგას ვამბობდი, ბექა, რომ წმინდა ლიტ. მცოდნეობის თვალსაზრისით მე ბევრი რამე აღარ ვიცი...
ყვავები შავად ასხდებიან რიონის რიყეს, და ოცნებობენ გაზაფხულის მზიან დარებზე. აცვივა ტბორებს იანვარი, თეთრად აცვივა ყვავების ყრანტალს, ამ მშვიდ არეებს. დგანან მუხები, მითვლემიათ ტოტზე კვირტები, მუხები მათ დარდს არასოდეს მიიკარებენ.
22. მე მომეწონა ეს მიღღვნა,მუსიკა ლექსის და კორნაპელის ლექსებიც მოვიწონე,რაც ვნახე... მე მომეწონა ეს მიღღვნა,მუსიკა ლექსის და კორნაპელის ლექსებიც მოვიწონე,რაც ვნახე...
21. უფრო რომ დავაკონკრეტო ნათქვამი: ლექსები წაკითხული მაქვს და მომწონს, მაგრამ "დიდი პოეტი" უფრო სხვა რამეს მოიცავს თავის თავში წმინდა ლიტ. მცოდნეობითი თვალსაზრისით! უფრო რომ დავაკონკრეტო ნათქვამი: ლექსები წაკითხული მაქვს და მომწონს, მაგრამ "დიდი პოეტი" უფრო სხვა რამეს მოიცავს თავის თავში წმინდა ლიტ. მცოდნეობითი თვალსაზრისით!
20. კარგს აკეთებ გიორგი! მოგიკითხე. არადა მავანნი მხოლოდ თავისი უნიჭობის პიარით არიან დაკავებულნი :D კარგი ლექსებია ესენი.
კარგს აკეთებ გიორგი! მოგიკითხე. არადა მავანნი მხოლოდ თავისი უნიჭობის პიარით არიან დაკავებულნი :D კარგი ლექსებია ესენი.
19. შეიძლება იდავო, რამდენად დიდი პოეტი იყო გიორგი კორნაპელი, მაგრამ გაცილებით "პატარა" პოეტები არიან "დიდებად" შერაცხულნი და კორნაპელი მართლაც უსამართლოდაა მთლად მივიწყებული. მის საფლავზეც ვარ ნამყოფი. მადლიანი საქმე გაუკეთებია ახლა გიორგი არაბიძეს ამ მიძღვნით, თუნდაც ერთ ადამიანს, კორნაპელის თანასოფლელს, ხომ მაინც გააგებინა მისი არსებობის შესახებ. შეიძლება იდავო, რამდენად დიდი პოეტი იყო გიორგი კორნაპელი, მაგრამ გაცილებით "პატარა" პოეტები არიან "დიდებად" შერაცხულნი და კორნაპელი მართლაც უსამართლოდაა მთლად მივიწყებული. მის საფლავზეც ვარ ნამყოფი. მადლიანი საქმე გაუკეთებია ახლა გიორგი არაბიძეს ამ მიძღვნით, თუნდაც ერთ ადამიანს, კორნაპელის თანასოფლელს, ხომ მაინც გააგებინა მისი არსებობის შესახებ.
18. მედეა გაიხარე, დიდი მადლობა... მეც გილოცავთ ყველას ფერისცვალებას :) მედეა გაიხარე, დიდი მადლობა... მეც გილოცავთ ყველას ფერისცვალებას :)
17. გაიხარე ბექა, მოგიკითხე ასევე, ძმობილო...
არ არის გასაკვირი "მარსიანი " ცოტათი სუბიექტური იყოს, დიდი ხანი დაახარჯა კორნაპელს, როგორც ვიცი... მაგრამ კორნაპელის ლექსებში რო სიმძაფრეს ვპოულობ მე და პოეზიას რავიცი რაა... მე დიდად ვერ ვერკვევი, მარტო იმას ვხედავ, რაც გაუნათლებელ თავში შემოდის :)
ლურჯი ტყეები
მამის მარჯვენა წალდს შეაცივდა, დარჩა ეწერი გაუკაფავი, მამის მარჯვენა წალდს შეაცივდა, სერზე აყვავდა მამის საფლავი.
გალაღებული აპრილის ქარი არხევს ხეების ახალ სამოსელს, თითქოს მორბიან ტყეები ლურჯი, იმ დადუმებულ სასაფლაოსკენ.
დედავ, მორბიან ლურჯი ტყეები და სასაფლაოს წყლულთ დაფარავენ, იშრიალებენ მწვანე ხეები. არ მომკვდარიყოს თითქოს არავინ.
დედავ, მორბიან ლურჯი ტყეები!
––––––––––––––––––––––––––––––––––
ვერ დაგიხატე
ვერ დაგიხატე, დედავ, სამოთხე, ამოვსებული მზით და ჩიტებით, ზეცა ვერ იტანს სულს მეამბოხეს, ჩემს მძიმე ბედზე ნუ დაფიქრდები.
ვერ მოვუსმინე ბაღების შრიალს, მის ოქრორეულ წყნარ მდინარეებს, დაკარგულ ზეცის დარდი დამყვება და ეფინება ბინდი არეებს.
მაგრამ ოცნება მამაღლებს ცამდე, ამ ოცნებისთვის მუდამ ვისჯები, რადგან სამოთხის დახატვა ვცადე, ამოვსებულის მზით და ჩიტებით.
––––––––––––––––––––––––––––––––
ნუთ არ მოველ მტრედისფერი სიჩუმისათვის?!
–––––––––––––––––––––––––––––– მე საშინლად მამაღლებს ეს პოეზია.....
გაიხარე ბექა, მოგიკითხე ასევე, ძმობილო...

16. წაკითხული მაქვს კორნაპელის ლექსები!
ასევე წაკითხული მაქვს "მარსიანის" წერილი, სადაც გენიოსად და დიდი პოეტად ასახელებს კორნაპელს, თუმცა, ეგ დიდად საკამათო ამბავია, თან საბუთების გარეშე!
იქნებ მე ვერ ჩავწვდი მის ლექსებს ჩემი მოკლე ჭკუით, არ ვიცი, ვერაფერს მოგახსენებთ!
მოკითხვა გიოს!
5! წაკითხული მაქვს კორნაპელის ლექსები!
ასევე წაკითხული მაქვს "მარსიანის" წერილი, სადაც გენიოსად და დიდი პოეტად ასახელებს კორნაპელს, თუმცა, ეგ დიდად საკამათო ამბავია, თან საბუთების გარეშე!
იქნებ მე ვერ ჩავწვდი მის ლექსებს ჩემი მოკლე ჭკუით, არ ვიცი, ვერაფერს მოგახსენებთ!
მოკითხვა გიოს!
5!
15. გაიხარე გიო შენ. გილოცავ ფერისცვალებას.
+ 5 გაიხარე გიო შენ. გილოცავ ფერისცვალებას.
+ 5
14. +5
http://burusi.wordpress.com/literature/giorgi-kornapeli
აქ ვნახე მეც დღეს და დიდი მადლობა, გიო!!!
+5
http://burusi.wordpress.com/literature/giorgi-kornapeli
აქ ვნახე მეც დღეს და დიდი მადლობა, გიო!!!
13. ფენიქს, გავფრინდეთ, სად ციმციმებს ის წმინდა ცეცხლი? დამძიმდა ეს გზა, თითქოს სადმე მკვდარს მივათრევდე. ფენიქს, გავფრინდეთ სად ციმციმებს ის წმინდა ცეცხლი? ჩემი ფერფლიდან რომ კვლავ გავთენდე და უსასრულო ხეტებაში გავყვე მზის ქროლვას.
სასწაული...
ასეთ რამეს წერდა ჩაფერფლილი ხელოვანი!
"ჩემი ფერფლიდან რომ კვლავ გავთენდე..."
ფენიქს, გავფრინდეთ, სად ციმციმებს ის წმინდა ცეცხლი? დამძიმდა ეს გზა, თითქოს სადმე მკვდარს მივათრევდე. ფენიქს, გავფრინდეთ სად ციმციმებს ის წმინდა ცეცხლი? ჩემი ფერფლიდან რომ კვლავ გავთენდე და უსასრულო ხეტებაში გავყვე მზის ქროლვას.
სასწაული...
ასეთ რამეს წერდა ჩაფერფლილი ხელოვანი!
"ჩემი ფერფლიდან რომ კვლავ გავთენდე..."
12. გაიხარეთ ბატონო გიორგი! უმრავლოს საქართველოს თქვენნაირი შემოქმედი ადამიანები "უხმაუროდ" რომ აცლიან დავიწყების მტვერს პოეზიისათვის ჩაფერფლილ ხელოვანთ! გაიხარეთ ბატონო გიორგი! უმრავლოს საქართველოს თქვენნაირი შემოქმედი ადამიანები "უხმაუროდ" რომ აცლიან დავიწყების მტვერს პოეზიისათვის ჩაფერფლილ ხელოვანთ!
11. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა...
სანამ ნამდვილი პოეზიის მოყვარული ერთი კაცი მაინც იქნება ქვეყანაში რა დაკარგავს გიორგი კორნაპელს :) ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა...
სანამ ნამდვილი პოეზიის მოყვარული ერთი კაცი მაინც იქნება ქვეყანაში რა დაკარგავს გიორგი კორნაპელს :)
10. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა...
სანამ ნამდვილი პოეზიის მოყვარული კაცი იქნება ქვეყანაში რა დაკარგავს გიორგი კორნაპელს :) ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა...
სანამ ნამდვილი პოეზიის მოყვარული კაცი იქნება ქვეყანაში რა დაკარგავს გიორგი კორნაპელს :)
9. გვარად კაპანაძე იყო, კორნაპელი მოგვიანებით დაირქვა. მის სოფელში არის ერთი სერი, კორნაპას სერს ეძახიან. ხანდახან ამბობდა, ბიბლიაში არის კორნაპა მოხსენიებულიო. ამ სერზე მან და მისმა თანასოფლელებმა რკინის დიდი ჯვარი აღმართეს. სამუშაოს რომ მორჩნენ, სასწაული იხილეს: დასავლეთისკენ ცაზე, დაისის ბინდბუნდში უზარმაზარი ოქროსფერი ჯვარი აციმციმდა და თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში არ გამქრალა. ეს ციდან იდუმალ დასტურად მიიღო და კორნაპელიც ამის გამო დაირქვა.
გიორგი კაპანაძე დაიბადა ზესტაფონის რაიონის სოფელ პირველ სვირში 1931 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას.
წიგნების გამოცემა სამოციანი წლების შუა ხნიდან დაიწყო. მწერალთა კავშირშიც მიიღეს და ერთ რიგით, არაფრით გამორჩეულ პოეტად თვლიდნენ. მისდამი ამგვარი დამოკიდებულება ჩვენი ლიტერატურის წამყვან ძალებს დღესაც არ შეუცვლიათ. მხოლოდ ერთეულები თვლიან, რომ იგი სხვა იყო - არა ყველას მსგავსი. ამ ერთეულ ლიტერატორთა მოკრძალებული ხმა ნაკლებად ისმოდა ლიტერატურული ცხოვრების ალიაქოთში, იმ გაცხარებულ მარათონში, სადაც საკუთარი ადგილის განაღდება, საკუთარი ლიტერატურული იმიჯის შექმნა იყო უმთავრესი საზრუნავი ყველასათვის. გიორგი კორნაპელი კი განზე იდგა, თავის სულიერ ძიებებში დანთქმული, სხვა სამყაროზე მოფიქრალი. ერთ ლექსში ამბობს: "თითქმის სხვებს დარჩათ ამ ცხოვრების სწრაფი ფუსფუსი, მე კი მეძინა ცის ლანდებში, სიზმრის ქარებში".
მამა, სპირიდონ კაპანაძე, უბრალო გლეხი კაცი იყო. დედა, ეკატერინე ბერაძე, ოჯახის დიასახლისი, უაღრესად სათნო და გასაოცარი ადამიანური თვისებებით შემკული ქალი ყოფილა. პოეტის ლექსებში დედის ხატება სტრიქონიდან სტრიქონში გაიელვებს ხოლმე.
პოეტის მომცრო კრებულების ქრონოლოგია ასეთია: "ლურჯი სათიბი" 1966 წ. "გაზაფხულის ზარები" 1970 წ. "ზღვის ტაძარი" 1974 წ. "ჟამი სინათლისა" 1976 . "მარადიული პაემანი" 1979 წ. "გადაფრენა" 1981 წ. "თოვლი - ჩემი ორეული" 1985 წ. "სხვა არაფერი სინათლის გარდა" 1987 წ. "ნარცისი" 1989 წ. პოეტის ყველა ლექსი და პოემა გაერთიანდა კრებულში "ფენიქსი", რომელიც გიორგიმ გაჭირვებით გამოსცა 1995 წელს.
70-იან წლებში გიორგი კაპანაძე ამთავრებს მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტს მოსკოვში, სადაც მის პოეტურ შესაძლებლობებზე ყურადღებას ამახვილებს პროფესორი ანისიმ კრონგაუზი, წერს კიდეც წერილს და ჭვრეტს მასში მომავალ დიდ პოეტს. გიორგის ამ ინსტიტუტშივე სთხოვენ დარჩენას, მაგრამ არ რჩება, ბრუნდება მშობლიურ იმერეთში და აგრძელებს მუშაობას პოეზიაში. ყოველთვის განრიდებული იყო აქტიური ლიტერატურული პროცესებისაგან და მრავალთაგან განსხვავებით არჩევდა განმარტოებას თავის სოფელში, უაღრესად უბრალო, გლეხურ ყოფაში, საკუთარი შინაგანი ქრისტიანულ-რელიგიური ცხოვრებით.
მძიმე სენით დაავადებული პოეტი გარდაიცვალა 1997 წლის 7 აპრილს, ხარება დღეს. დაკრძალეს კორნაპას სერზე, თავისი ხელით აღმართული ჯვრის ძირას. გვარად კაპანაძე იყო, კორნაპელი მოგვიანებით დაირქვა. მის სოფელში არის ერთი სერი, კორნაპას სერს ეძახიან. ხანდახან ამბობდა, ბიბლიაში არის კორნაპა მოხსენიებულიო. ამ სერზე მან და მისმა თანასოფლელებმა რკინის დიდი ჯვარი აღმართეს. სამუშაოს რომ მორჩნენ, სასწაული იხილეს: დასავლეთისკენ ცაზე, დაისის ბინდბუნდში უზარმაზარი ოქროსფერი ჯვარი აციმციმდა და თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში არ გამქრალა. ეს ციდან იდუმალ დასტურად მიიღო და კორნაპელიც ამის გამო დაირქვა.
გიორგი კაპანაძე დაიბადა ზესტაფონის რაიონის სოფელ პირველ სვირში 1931 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას.
წიგნების გამოცემა სამოციანი წლების შუა ხნიდან დაიწყო. მწერალთა კავშირშიც მიიღეს და ერთ რიგით, არაფრით გამორჩეულ პოეტად თვლიდნენ. მისდამი ამგვარი დამოკიდებულება ჩვენი ლიტერატურის წამყვან ძალებს დღესაც არ შეუცვლიათ. მხოლოდ ერთეულები თვლიან, რომ იგი სხვა იყო - არა ყველას მსგავსი. ამ ერთეულ ლიტერატორთა მოკრძალებული ხმა ნაკლებად ისმოდა ლიტერატურული ცხოვრების ალიაქოთში, იმ გაცხარებულ მარათონში, სადაც საკუთარი ადგილის განაღდება, საკუთარი ლიტერატურული იმიჯის შექმნა იყო უმთავრესი საზრუნავი ყველასათვის. გიორგი კორნაპელი კი განზე იდგა, თავის სულიერ ძიებებში დანთქმული, სხვა სამყაროზე მოფიქრალი. ერთ ლექსში ამბობს: "თითქმის სხვებს დარჩათ ამ ცხოვრების სწრაფი ფუსფუსი, მე კი მეძინა ცის ლანდებში, სიზმრის ქარებში".
მამა, სპირიდონ კაპანაძე, უბრალო გლეხი კაცი იყო. დედა, ეკატერინე ბერაძე, ოჯახის დიასახლისი, უაღრესად სათნო და გასაოცარი ადამიანური თვისებებით შემკული ქალი ყოფილა. პოეტის ლექსებში დედის ხატება სტრიქონიდან სტრიქონში გაიელვებს ხოლმე.
პოეტის მომცრო კრებულების ქრონოლოგია ასეთია: "ლურჯი სათიბი" 1966 წ. "გაზაფხულის ზარები" 1970 წ. "ზღვის ტაძარი" 1974 წ. "ჟამი სინათლისა" 1976 . "მარადიული პაემანი" 1979 წ. "გადაფრენა" 1981 წ. "თოვლი - ჩემი ორეული" 1985 წ. "სხვა არაფერი სინათლის გარდა" 1987 წ. "ნარცისი" 1989 წ. პოეტის ყველა ლექსი და პოემა გაერთიანდა კრებულში "ფენიქსი", რომელიც გიორგიმ გაჭირვებით გამოსცა 1995 წელს.
70-იან წლებში გიორგი კაპანაძე ამთავრებს მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტს მოსკოვში, სადაც მის პოეტურ შესაძლებლობებზე ყურადღებას ამახვილებს პროფესორი ანისიმ კრონგაუზი, წერს კიდეც წერილს და ჭვრეტს მასში მომავალ დიდ პოეტს. გიორგის ამ ინსტიტუტშივე სთხოვენ დარჩენას, მაგრამ არ რჩება, ბრუნდება მშობლიურ იმერეთში და აგრძელებს მუშაობას პოეზიაში. ყოველთვის განრიდებული იყო აქტიური ლიტერატურული პროცესებისაგან და მრავალთაგან განსხვავებით არჩევდა განმარტოებას თავის სოფელში, უაღრესად უბრალო, გლეხურ ყოფაში, საკუთარი შინაგანი ქრისტიანულ-რელიგიური ცხოვრებით.
მძიმე სენით დაავადებული პოეტი გარდაიცვალა 1997 წლის 7 აპრილს, ხარება დღეს. დაკრძალეს კორნაპას სერზე, თავისი ხელით აღმართული ჯვრის ძირას.
7. * * *
სასაფლაოებს ცა ეხარბებათ,
ცა - შეუცვლელი ლურჯი მირაჟი,
სასაფლაოებს ცა ეხარბებათ
და მწვანდებიან ზეცის წინაშე.
სასაფლაოებს ცა ეხარბებათ,
გრძნობენ აპრილის სუნთქვას ქარებზე
და მარადიულ ზეცის წინაშე
სამარადისო დარდს ატარებენ * * *
სასაფლაოებს ცა ეხარბებათ,
ცა - შეუცვლელი ლურჯი მირაჟი,
სასაფლაოებს ცა ეხარბებათ
და მწვანდებიან ზეცის წინაშე.
სასაფლაოებს ცა ეხარბებათ,
გრძნობენ აპრილის სუნთქვას ქარებზე
და მარადიულ ზეცის წინაშე
სამარადისო დარდს ატარებენ
6. გააცოცხლეთ. თუ მოიდომებთ, შეძლებთ. გააცოცხლეთ. თუ მოიდომებთ, შეძლებთ.
5. თურმე თავის სოფელშიც არ იცნობენ :) ჰკითხეთ რა სხვებსაც, თათა,,, ბევრი რამე მაინტერესებს,,, თურმე თავის სოფელშიც არ იცნობენ :) ჰკითხეთ რა სხვებსაც, თათა,,, ბევრი რამე მაინტერესებს,,,
4. :( მეც სვირელი ვარ, თუმცა მართლაც არ ვიცოდი ამ პოეტის შესახებ. გავეცნობი აუცილებლად :( მეც სვირელი ვარ, თუმცა მართლაც არ ვიცოდი ამ პოეტის შესახებ. გავეცნობი აუცილებლად
3. :)
არა ძმაო, უხმაურობა და უცნობობა ნამეტანი ადვილია, მარა ეს კაცი გენიოსია... კი არ იყო, არის... ახლა ცოცხლობს... ცოცხლდება... უნდა გაცოცხლდეს... სასწაული პოეტია რავიცი რაა... :)
არა ძმაო, უხმაურობა და უცნობობა ნამეტანი ადვილია, მარა ეს კაცი გენიოსია... კი არ იყო, არის... ახლა ცოცხლობს... ცოცხლდება... უნდა გაცოცხლდეს... სასწაული პოეტია რავიცი რაა...
2. შენსავით, გიო. შენსავით, გიო.
1. გიორგი კორნაპელი (კაპანაძე) 1931-1997. ქართველი პოეტი. ცხოვრობდა ზესტაფონის რაიონ სოფელ პირველ სვირში....
უდიდესი და უხმაურო პოეტი... თითქმის უცნობი... გიორგი კორნაპელი (კაპანაძე) 1931-1997. ქართველი პოეტი. ცხოვრობდა ზესტაფონის რაიონ სოფელ პირველ სვირში....
უდიდესი და უხმაურო პოეტი... თითქმის უცნობი...
|