ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენჟამენი
ჟანრი: პოეზია
20 აგვისტო, 2012


ოდეს

იქ გზა იყო გასაყარი
და ოქრო ზედ დასაყარი,
მივიტანე გულსატარი,
აბჯარ-ვერცხლი ვარსკვლავთდარი.
      მარჯვნივ კიდევ,ნასაყდრალი,
      რომლის მსგავსი არსად არი,
      აქ წყდებოდა სამართალი,
      როცა იყო თამარ ქალი.
დიდი მეფე მზის სადარი,
მეფე-ქალი მზის სადარი,
ყველა იყო გულმდიდარი,
ყველგან იყო რამდიდარი.
      სხვა მეფემ კი საქართველო,
      დიდგორს მკერდით გაიტანა,
      მერე განძის დიდ-ჭიშკარი,
      მხრებით გელათს აიტანა.
იმ ჭიშკართან საფლავია,
ქართველთ მეფის შესაფერი,
დავითივით უბრალოა
და ზედ ფიცს დებს მთელი ერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები