ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2012


ჩემი სახელი- მაუგლი

ჩემი სახელი- მაუგლი

  დავტოვე კაცთა თბილი სადგომი-
  ამაოების ფუყე სამყოფლო,
  მე დავივიწყე კაცთა მოდგმის ყველა ცრუ წესი და ჩვეულება.
  ადამიანთა სასაცილო რიტუალები.
  ფარისევლობის მქისე კანი გამოვიცვალე
  როგორც პერანგს იცვლის ასპიტი.
  ჩემი სახელი არის მაუგლი,
  რაც ნიშნავს დავიწყებას.
  ჩემი თვალები ანთია ღამით ვით ნაკვერჩხლები.
ჩემი ხმა გახდა გამყინავი, შიშისმომგვრელი.
  ჩემი ხელების საცოდავი რბილობები გადაფარა მაგარმა ტყავმა.
  ნაზი ბალანი გახდა ჯაგარი,
  ფრჩხილები მექცა ბასრ ბრჭყალებად.
  ჩემი სახელი არის მაუგლი,
  რაც ნიშნავს ფერისცვალებას.
  განვიძარცვე ყოველგვარი ზედმეტობისგან,
  არაფერი მაქვს დასაკარგი ამ ქვეყანაზე.
  არ დავკანკალებ არაფერს ისეთს,
  რაც წამართმევდა თავისუფლებას.
  ვარ მხოლოდ იგი,
  რაცა ვარდა არაფერი სხვა.
  ჩემი სახელი არის მაუგლი,
  რაც ნიშნავს თავისუფლებას.
  მე ვფატრავ,ვახრჩობ სუსტსდა უმწეოს
  ვხვრეპ სისხლს,
  რომელსაც ასდის ოხშივარი,
  თბილი და ამო.
  უცხოა ჩემთვის
  შებრალების ფარისევლობა,
  რადგან ძლიერთა ნადავლია გამარჯვება. .
  ჩემი სახელი არის მაუგლი,
  რაც ნიშნავს სისასტიკეს.
  ვკლავ მარტო მაშინ, როდესაც მშია
  და განსხვავებით ცოდვილ კაცთაგან
  გამაძღარი არ ვარ საშიში.
  მე კარგად ვიცი, როცა უძლურება შეეყრება ჩემ მოქნილ სხეულს,
  ჩემს ძვლებს დაღრნიან ჩემი მოძმენი
  ზუსტად ისე,
  მე რომ ვღრნიდი ხროვის ბებერ წევრს.,
  რადგან უმწეო ზედმეტია მგლების ხროვისთვის.
  სასტიკია კანონი მგლური. მაგრამ სამართლიანი.
  ჩემი სახელი არის მაუგლი,
  რაც ნიშნავს ერთგულებას.
  როდესაც მიპყრობს ნაღველი ჩუმი,
  გამოუცნობი და იდუმალი,
  მე შევყმუი მამა მთვარეს შუაღამისას.
  საშინელია ჩემი ხმა ამდროს.
  მე ვღეჭავ ბალახს,
  და ნამს ვისრუტავ,
  რომ მოვიშორო ეს უცხო სენი-
  გაუგებარი ყველა მგლისათვის
  .  მიწა არის ჩემი დედა,
  მან, მხოლოდ ერთმა იცის ჩემი
  ტანჯვის წამალი.
  ჩემი სახელი არის მაუგლი
  რაც ნიშნავს დაბრუნებას თავისავე არსში.
        2008-2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები