| ავტორი: ბეთ ავენ ჟანრი: პროზა 12 სექტემბერი, 2012 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ვფიქრობ, მიხვდით, რომ მაილო ძაღლის სახელია და, რადგან ასეა, მაშინ ძნელი გასაგები არ უნდა იყოს, რომ ის სახალისო შესახედი და ანცი ხასიათის გახლდათ. წარმოიდგინეთ გერმანული ნაგაზი ტაქსას ფეხებით! ამ მიზეზით მაილოს ტანი, განსაკუთრებით კი თავი, საკმაოდ დიდი მოუჩანდა. ცხოველებს რომ გარეგნობასთან დაკავშირებით თვითშეფასების უნარი ჰქონოდათ, მაილოს არამც თუ მამა, დედაც კი არ დაუშვებდა მისი გაჩენის არავითარ შანსს. ლეკვი იყო, როდესაც მონასტერში ამოვიდა. ყველანი გავვოცდით ამის გამო, რადგან იმ არემარეში მომრავლებულ მგლებსა და მელიებს გადაურჩა. ლეკვობაშიც სახალისო შესახედი იყო. თავის საოცრად მოკლე ფეხებით კი არ დადიოდა მშვილდიდან გამოტყორცნილი ისარივით მოძრაობდა. მაილოს ურთიერთობა უყვარდა და მასაც ყურადღებას არავინ აკლებდა. არაფერი ევალებოდა გარდა იმისა, რომ სატრაპეზოში კატები არ უნდა შეეშვა, ამას კი ვერ ახერხებდა, ვინაიდან ერთად გაიზარდნენ და მათ შორის სრული ჰარმონია და კეთილგანწყობა არ აძლევდა მაილოს ამგვარი აკრძალვის საშუალებას. კატები სატრაპეზოში მუდამ შედიოდნენ. მაილო კი თითქოს წონასწორობის შენარჩუნების მიზნით იქ არასოდეს შესულა. ეს თვისება მაილოს დაუფასდა და მას არავინ არასოდეს არაფერს საყვედურობდა. ძაღლი რის ძაღლია, თუ ის ნამდვილად ძაღლია, რომ არ შეეცადოს ინსტიქტური ფუნქციის შესრულებას, ამიტომ, როდესაც საღამოობით, მწუხრის შემდეგ მომლოცველები და მორჩილები ხევის პირზე გადაჭრილ მორებზე საბაასოდ შეიკრიბებოდა, მაილო იქვე, შორიახლოს წამოწვებოდა და თუ კი საუბრის დროს სიჩუმე ჩამოვარდებოდა იმ წამსვე წამოხტებოდა და სიბნელეს შეჰყეფდა და შეკრებილთა ყურადღებას იქით მიაპყრობდა, საითაც მხოლოდ სიჩუმე იყო და ჩამიჩუმიც არ ისმოდა. მერე უკლებლივ ყველა მაილოს გახედავდა. ის კი თავის მხრივ მზად გახლდათ ამ თავგამოდების გამო თბილად წარმოთქმული სხვადასხვა ტექსტები მიეღო: -მაილო, შე სიაფანდო! -ნახე, ნახე როგორი კმაყოფილია! -ყოჩაღ, მაილო! -მოდი, მოდი, შე მახინჯო - ეტყოდა ვიღაც და მაილოც კუდის ქიცინით და საოცრად მოკლე ნაბიჯებით, რაც ზომიერ სიცილს იწვევდა, რომელიმეს ფეხებთან მიუწვებოდა. ერთხელ გაზაფხულზე, შებინდებისას განუწყვეტელი ყეფა მოგვესმა. გარეთ გამოვეფინეთ. ერთ-ერთი მაილოსკენ გაემართა.. მას გიურზა შეუმჩნევია და გაშმაგებით უყეფდა. ვერაფრით ვერ მოაცილეს მაილო გიურზას და ამას ცუდი შედეგი მოჰყვა. გიურზამ ელვისებურ ნახტომში ის დაგესლა. საბრალომ ისეთი სულისშემძვრელი წკმუტუნი მორთო, რომ ყურებზე ხელები ავიფარე. მერე მაილო ადგილს მოსწყდა და სიბნელეში გაუჩინარდა. დიდხანს ვეძებეთ, ვეძახდით, მაგრამ აღარც წკმუტუნი ისმოდა მისი. სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა, უფრო სწორად ორი საპირისპირო. მეორე დღეს მაილო არ გამოჩენილა. არც მესამე დღეს. ისევ დავუწყეთ ძებნა. ვერ ვიპოვეთ ვერც მკვდარი და ვერც ცოცხალი. გუნება ყველას წაგვიხდა. მეოთხე დღეს, ტრაპეზის შემდეგ აივანზე გავედით და ერთერთმა დაიყვირა: - ბიჭებო, მაილო! - სად?! სად?! - აი, იქით! ბალახებში! ყვალამ იქით მივაპყარით მზერა და ბალახებში დაცქვეტილი ყურები შევამჩნიეთ. - ცოცხალია! - ვაა, გადარჩა! - მოდი, მაილო, მოდი! მაილო აუჩქარებლად წამოვიდა და ბალახებს რომ გამოსცდა, სულ რაღაც წამით, სრული სიჩუმე ჩამოვარდა და მერე ერთხმად ავხარხარდით. საქმე ის გახლდათ, რომ მაილოს ისედაც დიდი ზომის თავი ახლა იმოდენა იყო, რომ არ მეგულება ამის დამნახავი, ვისაც იგივე რომ არ დამართოდა, რაც ჩვენ. ცრემლებამდე მივედით, ვიღაცაებს მუცლებიც კი ეჭირა ხელებით. მაილო იდგა და, თუ დამიჯერებთ, გაოცებული გვიყურებდა. ჩვენ ვეღარ ვჩერდებოდით. მან თავი დახარა, შეტრიალდა და ისევ ბალახებში მიიმალა. -მაილო! მაილო! მოდი, მაილო! - ვეძახდით, მაგრამ აღარ გამოვიდა. -აუ, ბიჭო, მგონი გაუტყდა! - თქვა ერთმა. -,,გაუტყდა,, არა ისა! შეეშინდა - უპასუხეს. როგორც იქნა დავმშვიდდით. მერე სიჩუმე იყო. მერე: - მშიერია, რამეს მივუტან! კი წაუღო, მაგრამ მაილომ ახლოს არ მიუშვა. უფრო სწორად იმდენივე მანძილით გადაიწია, რამდენითაც საკვებით ხელში მისკენ მიმავალი. იმ საღამოს ბევრჯერ აგვიტყდა ხარხარი. მერე კელიებში შევედით. დილით მაილო ბალახებში ისევ შევამჩნიეთ. -მოდი, მაილო, მოდი! არა! არა მოვიდა! ვიღაცის წინადადებით სატრაპეზოს შორიახლოს მას საკვები დავუდეთ, ჩვენ კი სატრაპეზოში შევედით, რათა იქედან გვედევნებინა თვალყური. მხოლოდ ამის შემდეგ წამოვიდა იგი საკვებისკენ. მისი თავის დანახვაზე ვიღაც აფხუკუნდა და მერე ყველანი ერთბაშად ავხარხარდით. ამ დროს მაილო საკვებთან თითქმის მისული იყო და შევამჩნიე ნერწყვი როგორ გადაყლაპა, მაგრამ ხარხარის გაოგნებაზე სატრაპეზოს გამოხედა. კარგა ხანს გვიყურებდა და მომეჩვენა, რომ სევდიანად. მერე შეტრიალდა და ისევ ბალახებისკენ წავიდა. გასცდა სიმწვანეს, გადაიარა ქვიანი ბორცვი და ხევში დაეშვა. გარეთ გავცვივდით, ვეძახეთ, მაგრამ არც ერთხელ არ გამოუხედავს, თითქოს არც კი ესმოდა. ცოტა ხანში ხევის იქით გამოჩნდა შემაღლებულ ადგილას გაჩერდა, ისევ ვეძახეთ, ვებოდიშეთ...არა! თავი ნახევრად მოაბრუნა და მდელოსკენ დაეშვა და მზერას მიემალა. ამის შემდეგ მაილო არავის უნახავს. ჩვენ ამ თემაზე არ ვსაუბრობდით გასაგები მიზეზის გამო და, როდესაც რამოდენიმე კვირის შემდეგ ერთერთმა მორჩილმა მაილოს სხეული სადღაც მინდორში დაფლეთილი იპოვა და ამბავი მონასტერში მოიტან, მანამდე ყველასათვის უცნობი სიჩუმე შემდეგმა სიტყვებმა დაარღვია: -აი, ძმაო, თავმოყვარეობა! იმ საღამოს არცერთი სხვა, არამც თუ წინადადება, სიტყვაც არავის უთქვამს, რადგან ყველა ხვდებოდა - გიურზის შხამს გადარჩენილი მაილო ჩვენს უგუნურებას შეეწირა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მერაბ, თქვენი ნაწერები "გვაიძულებენ" უკეთესები ვიყოთ!
მადლობა მაილოს. დავირცხვინე მისი ხვედრისა გამო. მერაბ, თქვენი ნაწერები "გვაიძულებენ" უკეთესები ვიყოთ!
მადლობა მაილოს. დავირცხვინე მისი ხვედრისა გამო.
9. რატომ მიყვარხარ ბეთ ავენ ნეტავ, ხომ არ იცი? :)
მაილოს 5. შენ 10. რატომ მიყვარხარ ბეთ ავენ ნეტავ, ხომ არ იცი? :)
მაილოს 5. შენ 10.
8. პატივცემულო მკითხველო:) მადლობელი ვარ შენიშვნებისათვის. უნდა გითხრათ, რომ ,,უნებურ,, სიმართლეზე აი ეს ღიმილი - :) ბოლო წინადადებაში იქ მყოფთა დამოკიდებულება ჩანს, ეს კი ,,უგულობა,, არ გახლავთ:) რაც შეეხება დიალოგებს - არსად წერია, რომ ბერები ან მორჩილები საუბრობენ ამგვარად. მომლოცველები - კი ბატონო:) პატივცემულო მკითხველო:) მადლობელი ვარ შენიშვნებისათვის. უნდა გითხრათ, რომ ,,უნებურ,, სიმართლეზე აი ეს ღიმილი - :) ბოლო წინადადებაში იქ მყოფთა დამოკიდებულება ჩანს, ეს კი ,,უგულობა,, არ გახლავთ:) რაც შეეხება დიალოგებს - არსად წერია, რომ ბერები ან მორჩილები საუბრობენ ამგვარად. მომლოცველები - კი ბატონო:)
7. გული მეტკინა... რა დაუნდობლები ვართ ხანდახან ადამიანები... გული მეტკინა... რა დაუნდობლები ვართ ხანდახან ადამიანები...
6. რენ...:-* ეს ავტორი რომ არ იტყუება არც მე მეპარება ეჭვი მაგაში....:-* მონასტერში სხვადასხვა კატეგორიის ხალხი მიდის და რჩება იქ გარკვეული დროით... უნდა იყოს ეს ნაწერში აღნიშნული.... ბერები :შე სიაფანდო"..."უი ბიჭო გაუტყდა მგონი" ასეთი ჟარგონებით არა მგონია რომ ლაპარაკობდნენ...:-*
რენ...:-* ეს ავტორი რომ არ იტყუება არც მე მეპარება ეჭვი მაგაში....:-* მონასტერში სხვადასხვა კატეგორიის ხალხი მიდის და რჩება იქ გარკვეული დროით... უნდა იყოს ეს ნაწერში აღნიშნული.... ბერები :შე სიაფანდო"..."უი ბიჭო გაუტყდა მგონი" ასეთი ჟარგონებით არა მგონია რომ ლაპარაკობდნენ...:-*
5. ჰმ, ადამიანები ხანდახან ქვეწარმავალზე შხამიანები ვართ, სამწუხაროდ...
ნაწერის უმნიშვნელო ხარვეზებზე უკვე უთქვამთ... რაც შეეხება, რამდენიმე ჟარგონულ ფრაზას, ვფიქრობ (კომენტარშიც აღინიშნა), ასეთი დიალოგი მონასტერში დროებით მყოფ საერო პირთა შორის უნდა გამართულიყო... ყოველ შემთხვევაში, ტექსტს მოაქვს თავისი სათქმელი საკმაოდ მძაფრად და დამაფიქრებლად... ჰმ, ადამიანები ხანდახან ქვეწარმავალზე შხამიანები ვართ, სამწუხაროდ...
ნაწერის უმნიშვნელო ხარვეზებზე უკვე უთქვამთ... რაც შეეხება, რამდენიმე ჟარგონულ ფრაზას, ვფიქრობ (კომენტარშიც აღინიშნა), ასეთი დიალოგი მონასტერში დროებით მყოფ საერო პირთა შორის უნდა გამართულიყო... ყოველ შემთხვევაში, ტექსტს მოაქვს თავისი სათქმელი საკმაოდ მძაფრად და დამაფიქრებლად...
4. ჩვენ ასე გვგონია, რომ მონასტერში ასეთი დამოკიდებულება ცხოველის მიმართაც არ არის? იქნებ და ჩვენი წარმოდგენაა გაიდიალიზირებული. ზუსტად ვიცი, ეს ავტორი მონასტერში ცხოვრობდა დიდხანს. ვფიქრობ, მან უნებურად (ვერ მოიტყუება) დაწერა სიმართლე...
ნაწერში რამოდენიმე კორექტურაა, ასევე ზოგ ადგილას გასამართია.
წერა არ მიატოვო, მეგობარო! კარგად გამოგდის! და შენი მთავარი ნაწარმოები რომ დადო აქ...ნაწილ–ნაწილ...აბა დაფიქრდი. ჩვენ ასე გვგონია, რომ მონასტერში ასეთი დამოკიდებულება ცხოველის მიმართაც არ არის? იქნებ და ჩვენი წარმოდგენაა გაიდიალიზირებული. ზუსტად ვიცი, ეს ავტორი მონასტერში ცხოვრობდა დიდხანს. ვფიქრობ, მან უნებურად (ვერ მოიტყუება) დაწერა სიმართლე...
ნაწერში რამოდენიმე კორექტურაა, ასევე ზოგ ადგილას გასამართია.
წერა არ მიატოვო, მეგობარო! კარგად გამოგდის! და შენი მთავარი ნაწარმოები რომ დადო აქ...ნაწილ–ნაწილ...აბა დაფიქრდი.
3. მოგიკითხე...მომეწონა.... ცოტა ეს ძველბიჭური დიალოგები გამიკვირდა მონასტერში...:) სხვაგან რომ ხდბოდეს, სიტუაცია სავსებით მისაღები იქნება... მოგიკითხე...მომეწონა.... ცოტა ეს ძველბიჭური დიალოგები გამიკვირდა მონასტერში...:) სხვაგან რომ ხდბოდეს, სიტუაცია სავსებით მისაღები იქნება...
2. თოლიას შენიშვნას ვუერთდები ,,კნავილზე"
აქ ყველაფერი ისეთი უბრალო და კარგია
მომნატრებიხართ, ჰარი =) თოლიას შენიშვნას ვუერთდები ,,კნავილზე"
აქ ყველაფერი ისეთი უბრალო და კარგია
მომნატრებიხართ, ჰარი =)
1. ცოტა მოულოდნელი იყო მონასტრის მკვიდრთა , მომლოცველთა და მორჩილთა ასეთი ცინიკური დამოკიდებულება, თუნდაც ცხოველის მიმართ. ძაღლების შესაბრალის ხმას "წკმუტუნი" ან "წკავწკავი" უფრო შეეფერება ალბათ, ვიდრე "კნავილი". მოკლედ, თქვენეული სითბო და სიკეთე არ იყო აქ:( და ნუ იკარგებით, რა:) ცოტა მოულოდნელი იყო მონასტრის მკვიდრთა , მომლოცველთა და მორჩილთა ასეთი ცინიკური დამოკიდებულება, თუნდაც ცხოველის მიმართ. ძაღლების შესაბრალის ხმას "წკმუტუნი" ან "წკავწკავი" უფრო შეეფერება ალბათ, ვიდრე "კნავილი". მოკლედ, თქვენეული სითბო და სიკეთე არ იყო აქ:( და ნუ იკარგებით, რა:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|