ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2012


მიყვარდით



ა. პუშკინი

    მიყვარდით

    მიყვარდით,თუმცა, შესაძლოა, ეს გრძნობა წმინდა
    ჯერაც  ბჟუტავდეს ჩემს სულში უხმოდ,
    ნუ შეგაშფოთებთ იგი მეტად, რადგან არ მინდა,
    თქვენ რაიმეთი რომ შეგაწუხოთ.

    მიყვარდით ისე უიმედოდ, დუმილის ფასად,
    ხან მოკრძალებით, ხან იჭვით სავსეს;
    მიყვარდით ისეთ გულწრფელობით და ისე ნაზად,
    ღმერთმა ქნას, სხვასაც უყვარდეთ ასე!
    2008

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები