ერთხელ, მე და ჩემი ძმა - მფრინავი შეფთი, ძმები არ ვიყავით. გვინდოდა. განა არა?! ძალიანაც გვინდოდა. მაგრამ რამოდენიმე წლით ადრე - იმან უცხო ენების შესწავლა დაიწყო, ჩემს ქალაქს ასე უნდა გამოვადგეო. მე კი,იმავე მიზეზით, საბრძოლო ხელოვნების დაუფლებას მივყავ ხელი.
შეფთი - მფრინავი შეფთი იყო. ენებთან ერთად იმათი შელოცვების შესწავლაც დაიწყო და დაფრინავდა.
მე,მხვრინავი ეშლი ვიყავი და ჩვენი ქალაქის ისტორიის სახელმძღვანელოებს ვუკირკიტებდი, თანაც ვხვრინავდი შიგადაშიგ.
ბოლოს კი, ჯერ ერთი, ვეღარც ერთმანეთს ვაგებინებდით,ერთურთის ენა აღარ გვახსოვდა და იმიტომ; მეორეც, დრო ისე გამოგვეპარა,იმდენი დავხარჯეთ - იმ ჩვენ ქალაქში რა ხდებოდა -ვეღარ ვანიშნეთ ერთმანეთს. შეფთი ფრანციცულად მიხსნიდა რაღაცას, მე - მიმიკით და ჟესტებით.
როცა მე, ჩემი ხის მახვილით ვარჯიშს ვიწყებდი - შეფთი თავის უცხური შელოცვების წიგნს შემომაჩეჩებდა ხელში სიბრაზით.
იმის წიგნი კიდევ, მე მიმაჩნდა უსარგებლო ნივთად. არ მესმოდა რა ეწერა შიგ და რა უნდა მექნა?!
ჩვენი ქალაქის კოშკის საათი კი არასწორ დროს აჩვენებდა. შემძვრალიყო გველეშაპი შიგნით. მუცლიდან ასპიტებს უშვებდა და პირიდან შხამიან ცეცხლს. იმ შხამით ქალაქის ჭას წამლავდა სხვებისგან შეუმჩნევლად. ნარ-ეკალით ჩაეხერგა კოშკამდე მისასვლელი ყველა გზა და ბილიკი.
საათის მიხედვით რომ დღე უნდა ყოფილიყო - იმ დროს ცაში ღამურები დაფრინავდნენ.
როცა საათი ღამეს უჩვენებდა - მაშინ ყიოდა მამალი. ოღონდ სამჯერ არა. მხოლოდ ერთხელ და ისიც ნახევრად. ვაი და მამლის ყივილმა მართლაც გაათენოსო, ფრთხილობდა გველეშაპი.
მე და შეფთის კი, ისევ არ გვესმოდა ერთმანეთის. ვიყავით ასე,მე და ჩემი ძმა, რომელიც ძმა იყო,მაგრამ არც იყო. ვიყავით და ვატარებდით მთელს თავისუფალ დროს ერთმანეთის დაცინვასა და სიბრაზეში. არ ვსაუბრობდით.
მე იმის მეშინოდა, შეფთი დამცინებს-თქო და იმას ეშინოდა - დამჩაგროსო იქნებ,თავისი ხის მახვილით. ორივეს ერთად კი, შიშის გვეშინოდა. ხარხარებდა გველეშაპი ჩვენი შემყურე. თან,თავის ცეცხლოვან ჩიჩახვს გესლით უფრო მეტად ივსებდა. ივსებდა და ანთხევდა კიდეც ჭაში. ასპიტები კი იქაურებს უწამლავდნენ მხედველობას.
ვინც ვერაფერს ხედავდა - ვეღარც ამბობდა ვერდანახულს. ვინც ხედავდა ჯერ კიდევ- ისინი ძალით ხუჭავდნენ თვალს,არ შეგვამჩნიოს საღი თვალი რომ გვაქვს და ძალით არ დაგვაბრმაოსო. დადიოდნენ,ასე,ქალაქში, ზოგი თვალხილული სიბრმავით და ზოგიც კიდევ ნამდვილი სიბეცით. რომ არა ერთი სამაშველო სახლი -კარზე დასმული ჯვრით,სადაც მტკივან თვალებს ჰბანდნენ და უსალბუნებდნენ - ვინ იცის, იქნებ დიდი ხნით ადრე წართმეოდათ თვალის ჩინი. მაგრამ ამ სახლიდან გამოსულებს, ისევ თავის შვილობილ ასპიტებს მიუსევდა-ხოლმე გველეშაპი. მე და შეფთი იმან გადაგვარჩინა, რომ სანამ ენას დავივიწყებდით, მანამ შევფიცეთ ერთმანეთს - ამ ქალაქის სიყვარული არასდროს ამოგვეღო გულიდან. ვხედავდით კია ყველაფერს. მაგრამ მაინც არ ვიღებდით ხმას.
ვერ შევთანხმდით,ბატონო.
შეფთი ამბობდა: უნდა შევულოცო, რომ მიიძინონ ასპიტებმა. ვუმღერებ, ეამებათ, დაატკბობს და საკარგსაქმედ მოექცევიანო.
მე ვიჯინებდი - ამ ჩემი ხის მახვილით უნდა წავაგდებინო თავები რომ ვეღარ გამრავლდნენ და ვეღარ მობრუნდნენ აქ-თქო.
ვიყავით ამ ამბავში: ვხროტინებდით, ვღრიალებდით, ვიქნევდით ხელ-ფეხს. ვერ დაგვედგინა - რომელი უფრო საიმედო ხერხი იყო ჩვენი ქალაქის გადასარჩენად.
ვერ მოვრიგდით. ხან მწარე ვუთხარით ერთმანეთს, ხან დავწამეთ ცილი. გვისმინა შორიდან გველეშაპმა. შეაჩერა შვილობილი ასპიტების სისინი; ცოტა ხნით ჩიჩახვის ცეცხლიც მიანავლა. შეფთის სიმღერის ვერსია მოეწონა - იოლას გამოვძვრებიო, ეგ სანამ ასპიტებს უმღერებს - მე მანამ გამოქვაბულში გავწევ. იქ მაქვს ოქრო და განძი -რას მომაგნებენ! ვიცხოვრებ ჩემთვის უზრუნველადო. ჩემი ხის მახვილის ამბავი კი უსიამოვნოდ უღიტინებდა გულში, მაგრამ მაინც ეცინებოდა.
მე და შეფთი ვკამათობდით. ხალხს თვალების სტკიოდა... კოშკის საათი არასწორ დროს უჩვენებდა. იჯდა შიგნით გველეშაპი.
* * * ერთხელ, მე და ჩემი ძმა , მფრინავი შეფთი - ძმები არ ვიყავით. განა არ გვიყვარდა ერთმანეთი?! ძალიანაც გვიყვარდა. მაგრამ, გველეშაპმა იმდენი მოახერხა - დიდი კვამლი დააყენა და შორს ჭვრეტის უნარი და საშუალება არ დაგვიტოვა არც ერთს თურმე. შეფთის შელოცვის წიგნი აქვს, მე - ხის მახვილი.
იმედი მაქვს ეს ამბავი ჯერ არ დასრულებულა.
P.S შემდეგ ჯერზე მე ვფიქრობ, რომ მოგიყვებით, როგორ ვავარჯიშებ შეფთის მახვილის მოქნევაში და შეფთი როგორ წვალობს ამ გაყინულ ტვინში როგორმე ჩამტენოს შელოცვების ფორმულები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
37. გესტუმრეთ და წავიკითხე. დიდი დრო გასულა მას შემდეგ. იმედი მაქვს, პერიოდულად, კომენტარებში მაინც გვიამბობთ თქვენს ახალ თავგადასავლებს :))) „ერთხელ, მე და ჩემი ძმა - მფრინავი შეფთი, ძმები არ ვიყავით.“ – ერლომ ახვლედიანის „ნიკო და ვანო“ (თუ „ვანო და ნიკო“)გამახსენა. გესტუმრეთ და წავიკითხე. დიდი დრო გასულა მას შემდეგ. იმედი მაქვს, პერიოდულად, კომენტარებში მაინც გვიამბობთ თქვენს ახალ თავგადასავლებს :))) „ერთხელ, მე და ჩემი ძმა - მფრინავი შეფთი, ძმები არ ვიყავით.“ – ერლომ ახვლედიანის „ნიკო და ვანო“ (თუ „ვანო და ნიკო“)გამახსენა.
36. მფრინავი ეშლი სადა ხარ, სად იარები... მომენატრე..
მფრინავი ეშლი სადა ხარ, სად იარები... მომენატრე..
35. +5 მომეწონა. საინტერესო ავტორი ხარ. +5 მომეწონა. საინტერესო ავტორი ხარ.
34. ხვრინვის მოსმენა რომ სანატრელი გაგიხდება კაცს... ხვრინვის მოსმენა რომ სანატრელი გაგიხდება კაცს...
33. ორივეს ერთად კი, შიშის გვეშინოდა. :(
იმედი მაქვს ეს ამბავი ჯერ არ დასრულებულა. ორივეს ერთად კი, შიშის გვეშინოდა. :(
იმედი მაქვს ეს ამბავი ჯერ არ დასრულებულა.
32. გენიალურია :)) გენიალურია :))
31. გამთენიის ასეთი ნაწერის წაკითხვა დადებითი დღის საწინდარია) იხარე. ++ გამთენიის ასეთი ნაწერის წაკითხვა დადებითი დღის საწინდარია) იხარე. ++
30. მხვრინავი ეშლი- ამ საიტის ეზოპე!
"ერთხელ, მე და ჩემი ძმა - მფრინავი შეფთი, ძმები არ ვიყავით."- საოცრად ზუსტი ფრაზა! jonatan livingstoni. 2012-09-22 11:01:21
მხვრინავი ეშლი- ამ საიტის ეზოპე!
"ერთხელ, მე და ჩემი ძმა - მფრინავი შეფთი, ძმები არ ვიყავით."- საოცრად ზუსტი ფრაზა! jonatan livingstoni. 2012-09-22 11:01:21
29. ძალიან მომეწონა! შენ გაიხარე, ხვრინვაც კაი გცოდნია და წერაც. ძალიან მომეწონა! შენ გაიხარე, ხვრინვაც კაი გცოდნია და წერაც.
28. რა - აუფ, სერიოჟ? რა - აუფ, სერიოჟ?
26. ყოველ ჩვენთაგანში არის რაღაც ისეთი, რომლის არსებობასაც უარვყოფთ მანამ, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება. სწორედ ეს რაღაც გვაიძულებს ყოველდღიურად წამოვდგეთ საწოლიდან, ავიტანოთ უენებისყოფო უფროსების წნეხი, ავიტანოთ სისხლის, ოფლის და ცრემლის ღვრა. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ გვინდა სხვებს დავანახოთ – რაოდენ კარგები, ლამაზები, გულუხვები, მხიარულები და ჭკვიანები ვართ სინამდვილეში. "შეგიძლიათ გეშინოდეთ ჩემი,ან თაყვანს მცემდეთ. ოღონდაც,გთხოვთ, ნუ ჩამთვლით მეც ყველას მსგავსად." ყველასათვის საერთოა ეს მისწრაფება. ჩვენ ვართ ნარკომანები, აღიარებისა და სხვებისთვის თავის მოწონების მოთხოვნილებით. ყველაფრისთვის მზად ვართ, ოღონდ კი მხარზე ხელი დაგვკრან და ოქროს ვარსკვლავი გვაჩუქონ. "ნახეთ,რა ჭკვიანი ბიჭია, კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა და ახლა, თავის საყვარელ თასს ბრწყინვალებამდე გააპრიალებს."
ეს ყველაფერი ჭკუიდან გვშლის. იმ მაიმუნებზე მეტი არა ვართ –რომლებიც კოსტუმებში გამოწყობილან და სხვათაგან აღიარებას ელიან მხოლოდ.
ეს რომ გვესმოდეს– ამგვარად არ მოვიქცეოდით. მაგრამ, ვიღაც განგებ გვიმალავს ამ ჭეშმარიტებას. ყველაფრის თავიდან დაწყების შანსი რომ მოეცათ, აუცილებლად ჰკითხავდით საკუთარ თავს :
რ ა ტ ო მ? რატომა ვარ ცოცხალი დღემდე?
(მონოლოგი კ/ფ–რევოლვერიდან) ყოველ ჩვენთაგანში არის რაღაც ისეთი, რომლის არსებობასაც უარვყოფთ მანამ, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება. სწორედ ეს რაღაც გვაიძულებს ყოველდღიურად წამოვდგეთ საწოლიდან, ავიტანოთ უენებისყოფო უფროსების წნეხი, ავიტანოთ სისხლის, ოფლის და ცრემლის ღვრა. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ გვინდა სხვებს დავანახოთ – რაოდენ კარგები, ლამაზები, გულუხვები, მხიარულები და ჭკვიანები ვართ სინამდვილეში. "შეგიძლიათ გეშინოდეთ ჩემი,ან თაყვანს მცემდეთ. ოღონდაც,გთხოვთ, ნუ ჩამთვლით მეც ყველას მსგავსად." ყველასათვის საერთოა ეს მისწრაფება. ჩვენ ვართ ნარკომანები, აღიარებისა და სხვებისთვის თავის მოწონების მოთხოვნილებით. ყველაფრისთვის მზად ვართ, ოღონდ კი მხარზე ხელი დაგვკრან და ოქროს ვარსკვლავი გვაჩუქონ. "ნახეთ,რა ჭკვიანი ბიჭია, კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა და ახლა, თავის საყვარელ თასს ბრწყინვალებამდე გააპრიალებს."
ეს ყველაფერი ჭკუიდან გვშლის. იმ მაიმუნებზე მეტი არა ვართ –რომლებიც კოსტუმებში გამოწყობილან და სხვათაგან აღიარებას ელიან მხოლოდ.
ეს რომ გვესმოდეს– ამგვარად არ მოვიქცეოდით. მაგრამ, ვიღაც განგებ გვიმალავს ამ ჭეშმარიტებას. ყველაფრის თავიდან დაწყების შანსი რომ მოეცათ, აუცილებლად ჰკითხავდით საკუთარ თავს :
რ ა ტ ო მ? რატომა ვარ ცოცხალი დღემდე?
(მონოლოგი კ/ფ–რევოლვერიდან)
25. შეფთიმ შემოგითვალათ, მადლობაო. მეც ვუერთდები.
"მგელთავა და ამაღლების ციხე" წაიკითხეთო –შეფთიკომ. შეფთიმ შემოგითვალათ, მადლობაო. მეც ვუერთდები.
"მგელთავა და ამაღლების ციხე" წაიკითხეთო –შეფთიკომ.
24. ეშლი. ძალიან შემაყვარე თავი შენი ნიჭიერებითა და იუმორით. ჩემს მოსაწყენ სამსახურს ეშლის კომენტარებით ვიმსუბუქებ. ეშლი. ძალიან შემაყვარე თავი შენი ნიჭიერებითა და იუმორით. ჩემს მოსაწყენ სამსახურს ეშლის კომენტარებით ვიმსუბუქებ.
23. რა გულიანი ხვრინვა გცოდნიათ! რა გულიანი ხვრინვა გცოდნიათ!
22. ძმანო, ძმითა ხართ ძლიერნი - თუკი ხართ კავკასიელნი. :))
მე და შეფთი ვკითხულობთ აქ ბრძნულ,სიმართლესთან ახლოს მდგომ, ნახევრად მართალ და ცრუ კომენტარებს და მივხვდით, რატომ გააძლიერა ბოლო დღეებია ხარხარი გველეშაპმა. ლამისაა გაიგუდოს.
ჩემი და შეფთის აზრით, დრო აჩვენებს ყველაფერს - უგნურსაც და გნურსაც.
ერთი ის დავინახეთ აქ რომ - თუ სადმე სიმართლე ითქვა -ძალადობაში დასდეს იმას ბრალი, ან გაიცინეს, ან პარტიულობა "შეტენეს", ან დამოძღვრეს და მოუწოდეს სიყვარული შეუშვან გულში (ანუ დაასკვნეს, რომ აკლია იმას სიყვარული), ან თავიანთი დამსახურებები შეახსენეს ქვეყნის წინაშე, ან პიროვნული "ცოდვანი" წამოაძახეს, ან უკომპრომისობა - რადიკალიზმში ჩამოართვეს,ან...ან...ან.
ბევრი მინახავს ეგრე - შენ შენი თქვი რაც დააშავე. აღიარე. სხვას თუ გადაწვდი და დააბრალე, სხვაზე კარგი თუ გამოჩნდი - ესე იგი მართლაც ეგრეა?
მოკლედ, რომ ვთქვათ მე და შეფთიმ, ვიმედოვნებთ გველეშაპის კვამლი მალე გაიფანტება და მოგვეცემა უნარი დავინახოთ ბეევრი-ბევრი სიმართლე, რისთვისაც აქ ბევრს ვერ ეგუებიან.
"ქვეყანაზე ილაპარაკეთ თუ მაინცდამაინც გიდნათ და პიროვნულზე რას გადადიხარ, შე კაი კაცო, ჩემს მეტი გამოსასწორებელი ამ დაქცეულ ქვეყანაში ვერავინ ნახეთო?" - ყველას გაგივლიდათ გონებაში ეს აზრი, ვიცი მე. ყველას გიყვართ ჩვენი მიწა და იმიტომ...
ახლა ის ჩინური ანდაზა გაგვახსენდა მე და შეფთის, თეა თოფურიამ რომ დაწერა :))
"უნდა იჯდე ფანჯარასთან და მოთმინებით ელოდო, როდის ჩამოატარებს მდინარე შენი მტრის გვამს."
ასეცაა– ხოლმე, საჭირო ხანდისხანობითა.
ამ "გვამს" თუ პირდაპირი გაგებით გაიგებთ და ძალადობის მომხრეობად ჩამომართმევთ, ისევე როგორც სხვა გამონათქვამები გაიგეთ (ან არ გაიგეთ,მაგრამ იმ მომენტში გაწყობდათ რომ ოპონენტი ეგრე წარმოგეჩინათ) პირდაპირად და რადიკალისტურ–არაღვთისნიერულ მიდგომებად მოინათლა – პროტესტის ნიშნად შეფთი შეწყვეტს ფრენას და მე კიდენა – ხვრინვას!
:)) ძმანო, ძმითა ხართ ძლიერნი - თუკი ხართ კავკასიელნი. :))

:))
21. მართლა ძმა ხარ ეშლი. მაგარი კაცი.
ამ იუმორის შიგნით ისეთს მოზგაობ. მართლა გენიოსი ხარ არამიითს ვეთანხმები. მართლა ძმა ხარ ეშლი. მაგარი კაცი.
ამ იუმორის შიგნით ისეთს მოზგაობ. მართლა გენიოსი ხარ არამიითს ვეთანხმები.
20. ჰოდა, ჩემო ბრძენო მასხარავ 1-ო, მეც მანდა ვარ, რომ ახლა მტკვარი ყარს ყოველგვარი გამოცდისა და კვერთხის ჩაწობის გარეშე, ჩვენ იორს ვსვამთ-თქო.
ჰოდა, ჩემო ბრძენო მასხარავ 1-ო, მეც მანდა ვარ, რომ ახლა მტკვარი ყარს ყოველგვარი გამოცდისა და კვერთხის ჩაწობის გარეშე, ჩვენ იორს ვსვამთ-თქო.
19. ავტორი: მხვრინავი ეშლი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
გენიოსი ხარ ვიღაცა ხარ,გამო გარეთ :D:D:D ავტორი: მხვრინავი ეშლი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
გენიოსი ხარ ვიღაცა ხარ,გამო გარეთ :D:D:D
18. ნეფერტარ: გამოსვლის წიგნში წერია: 17 ასე თქვა უფალმა: ამით მიხვდები, რომ უფალი ვარ: აჰა, ამ კვრთხს, ხელში რომ მიჭირავს, დავკრავ ნილოსის წყალს და სისხლად იქცევა.
18 გაწყდება თევზი ნილოსში, აყროლდება ნილოსი და ვეღარ დალევენ ეგვიპტელები ნილოსის წყალს.
არც თუ უსაფუძვლოდ ვწერ რამეს ჩემო ნეფერტარ... :)
თორემ ვიცი ნილოსი რა მდინარეც არის... :) :-* ნეფერტარ: გამოსვლის წიგნში წერია: 17 ასე თქვა უფალმა: ამით მიხვდები, რომ უფალი ვარ: აჰა, ამ კვრთხს, ხელში რომ მიჭირავს, დავკრავ ნილოსის წყალს და სისხლად იქცევა.
18 გაწყდება თევზი ნილოსში, აყროლდება ნილოსი და ვეღარ დალევენ ეგვიპტელები ნილოსის წყალს.
არც თუ უსაფუძვლოდ ვწერ რამეს ჩემო ნეფერტარ... :)
თორემ ვიცი ნილოსი რა მდინარეც არის... :) :-*
17. მინდა მე ეშლის ამბების წიგნი :) ჩავაგდებდი ჩანთაში და როცა ცუდ ხასიათზე ვიქნებოდი, წავიკითხავდი ხოლმე.
ახლაც როცა ვკითხულობ, სულ მეცინება ხოლმე და მეცინება :)
ყოჩაღ! მინდა მე ეშლის ამბების წიგნი :) ჩავაგდებდი ჩანთაში და როცა ცუდ ხასიათზე ვიქნებოდი, წავიკითხავდი ხოლმე.
ახლაც როცა ვკითხულობ, სულ მეცინება ხოლმე და მეცინება :)
ყოჩაღ!
16. "მხვრინავი ეშლი- ამ საიტის ეზოპე!
"ერთხელ, მე და ჩემი ძმა - მფრინავი შეფთი, ძმები არ ვიყავით."- საოცრად ზუსტი ფრაზა! jonatan livingstoni. 2012-09-22 11:01:21"
"2. არ ვიცი რა ვთქვა ..იმდენად კარგი ალეგორიებია, რომ მართლა გაოცდაათებული ვარ...
მრავალჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი, რომ ამ ადამიანმა წერის ეს სტილი იმდენად კარგად ჩამოაყალიბა და იმდენად კარგად ასრულებს ამას, რომ სიამოვნებით ვიყიდიდი წიგნად რომ იყოს გამოცემული..."
"ვინც ვერაფერს ხედავდა - ვეღარც ამბობდა ვერდანახულს. ვინც ხედავდა ჯერ კიდევ- ისინი ძალით ხუჭავდნენ თვალს,არ შეგვამჩნიოს საღი თვალი რომ გვაქვს და ძალით არ დაგვაბრმაოსო. დადიოდნენ,ასე,ქალაქში, ზოგი თვალხილული სიბრმავით და ზოგიც კიდევ ნამდვილი სიბეცით. რომ არა ერთი სამაშველო სახლი -კარზე დასმული ჯვრით,სადაც მტკივან თვალებს ჰბანდნენ და უსალბუნებდნენ - ვინ იცის, იქნებ დიდი ხნით ადრე წართმეოდათ თვალის ჩინი. "
მიყვარხარ! შეფთიც!
პატივისცემით: ბლაგვი ბლაგვი. 2012-09-22 04:05:57 "მხვრინავი ეშლი- ამ საიტის ეზოპე!
"ერთხელ, მე და ჩემი ძმა - მფრინავი შეფთი, ძმები არ ვიყავით."- საოცრად ზუსტი ფრაზა! jonatan livingstoni. 2012-09-22 11:01:21"
"2. არ ვიცი რა ვთქვა ..იმდენად კარგი ალეგორიებია, რომ მართლა გაოცდაათებული ვარ...
მრავალჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი, რომ ამ ადამიანმა წერის ეს სტილი იმდენად კარგად ჩამოაყალიბა და იმდენად კარგად ასრულებს ამას, რომ სიამოვნებით ვიყიდიდი წიგნად რომ იყოს გამოცემული..."
"ვინც ვერაფერს ხედავდა - ვეღარც ამბობდა ვერდანახულს. ვინც ხედავდა ჯერ კიდევ- ისინი ძალით ხუჭავდნენ თვალს,არ შეგვამჩნიოს საღი თვალი რომ გვაქვს და ძალით არ დაგვაბრმაოსო. დადიოდნენ,ასე,ქალაქში, ზოგი თვალხილული სიბრმავით და ზოგიც კიდევ ნამდვილი სიბეცით. რომ არა ერთი სამაშველო სახლი -კარზე დასმული ჯვრით,სადაც მტკივან თვალებს ჰბანდნენ და უსალბუნებდნენ - ვინ იცის, იქნებ დიდი ხნით ადრე წართმეოდათ თვალის ჩინი. "
მიყვარხარ! შეფთიც!
პატივისცემით: ბლაგვი ბლაგვი. 2012-09-22 04:05:57
15. მე და შეფთი იმან გადაგვარჩინა, რომ სანამ ენას დავივიწყებდით, მანამ შევფიცეთ ერთმანეთს - ამ ქალაქის სიყვარული არასდროს ამოგვეღო გულიდან. ვხედავდით კია ყველაფერს. მაგრამ მაინც არ ვიღებდით ხმას. მე და შეფთი იმან გადაგვარჩინა, რომ სანამ ენას დავივიწყებდით, მანამ შევფიცეთ ერთმანეთს - ამ ქალაქის სიყვარული არასდროს ამოგვეღო გულიდან. ვხედავდით კია ყველაფერს. მაგრამ მაინც არ ვიღებდით ხმას.
14. კომენტარ N 6 ისთვის.
მასხარ 1-ს,
ნილოსი არაა აყროლებული მდინარე, მტკვარი კი არ არის, ნაპირზე რომ ვერ გაუვლი... :)))))))) ნილოსი საკმაოდ ჩქარი და სუფთა მდინარეა... ვფიქრობ დროა ჩემს სამეფოში მეწვიოთ, რათა თქვენი თვალით დარწმუნდეთ ბევრ რამეში. :)))))))))))))))))))) კომენტარ N 6 ისთვის.
მასხარ 1-ს,
ნილოსი არაა აყროლებული მდინარე, მტკვარი კი არ არის, ნაპირზე რომ ვერ გაუვლი... :)))))))) ნილოსი საკმაოდ ჩქარი და სუფთა მდინარეა... ვფიქრობ დროა ჩემს სამეფოში მეწვიოთ, რათა თქვენი თვალით დარწმუნდეთ ბევრ რამეში. :))))))))))))))))))))
13. ჩემო ძვირფასო მხვრინავო მეგობარო, ალბათ ნათქვამი ვერ გამიგე. შეფთის ენის შესწავლა სულაც არ ნიშნავს შეფთის ენაზე ლაპარაკს... მისი შესწავლით შეფთისთან საერთო ენის გამონახვას შეძლებ და ძმები ისევ ძმებად დარჩებით, ხოლო გველეშაპი აღარც გაგახსენდებათ. ხოლო რაც "არ გახსოვს"(სწორად გამიგე ეს სიტყვა) აღარც არსებობს ! რაც დავიწყებას მიეცემა ის უკვე მკვდარია!
შენ ხო იცი, რომ მე ჩემი მხვრინავი მეგობარი მთელ დუნიას მირჩევნია?! და, ისიც ხომ იცი, რომ ჩვენი მეგობრობა ბნელეთის მეფის მთელ სიმდიდრეზეც რომ არ გაიცვლება?! განა მავიწყდება, რომ შენ ჩემი ერთგული ძმადნაფიცი ხარ... შენ თუ შეფთის ენას ისწავლი, მაშინ შეგეძლება დაშვა ის და უახლესი ისტორია მისთვის გასაგებ ენაზე თავადვე წაუკითხო. მაშინ კი ვეღარ გაბედავს დაცინვას და მასაც ისევ ძმად შევიძენდით...
ჩემო ძვირფასო მხვრინავო მეგობარო, ალბათ ნათქვამი ვერ გამიგე. შეფთის ენის შესწავლა სულაც არ ნიშნავს შეფთის ენაზე ლაპარაკს... მისი შესწავლით შეფთისთან საერთო ენის გამონახვას შეძლებ და ძმები ისევ ძმებად დარჩებით, ხოლო გველეშაპი აღარც გაგახსენდებათ. ხოლო რაც "არ გახსოვს"(სწორად გამიგე ეს სიტყვა) აღარც არსებობს ! რაც დავიწყებას მიეცემა ის უკვე მკვდარია!
შენ ხო იცი, რომ მე ჩემი მხვრინავი მეგობარი მთელ დუნიას მირჩევნია?! და, ისიც ხომ იცი, რომ ჩვენი მეგობრობა ბნელეთის მეფის მთელ სიმდიდრეზეც რომ არ გაიცვლება?! განა მავიწყდება, რომ შენ ჩემი ერთგული ძმადნაფიცი ხარ... შენ თუ შეფთის ენას ისწავლი, მაშინ შეგეძლება დაშვა ის და უახლესი ისტორია მისთვის გასაგებ ენაზე თავადვე წაუკითხო. მაშინ კი ვეღარ გაბედავს დაცინვას და მასაც ისევ ძმად შევიძენდით...
12. და კიდევ ერთი, მასხარ,ძმაო ჩემო.
შეფთიმ კიდე ჩემი ქალაქის ისტორიის და განსაკუთრებით უახლესი ისტორიის ჩემს სახელმძღვანელოებს კარგად უნდა გადახედოს. ამის მერე არც შემეშინდება მისგან დაცინვის. და კიდევ ერთი, მასხარ,ძმაო ჩემო.
შეფთიმ კიდე ჩემი ქალაქის ისტორიის და განსაკუთრებით უახლესი ისტორიის ჩემს სახელმძღვანელოებს კარგად უნდა გადახედოს. ამის მერე არც შემეშინდება მისგან დაცინვის.
11. მე და შეფთი იმან გადაგვარჩინა, რომ სანამ ენას დავივიწყებდით, მანამ შევფიცეთ ერთმანეთს - ამ ქალაქის სიყვარული არასდროს ამოგვეღო გულიდან.
მე და შეფთი იმან გადაგვარჩინა, რომ სანამ ენას დავივიწყებდით, მანამ შევფიცეთ ერთმანეთს - ამ ქალაქის სიყვარული არასდროს ამოგვეღო გულიდან.
10. :) კარგი ხარ ეშლი! :) კარგი ხარ ეშლი!
9. http://www.kvirispalitra.ge/public/1010-ratom-gakhda-patriarqis-qmedeba-gansjis-sagani.html?add=1
სიყვარულმა გამოასწორა. :)
ჩემმა შეფთიმაც დაუმატოს ცოტაოდენი სიყვარული და საბოლოოდ გამოსწორდებიან.
სოდომ-გომორშიც შეიძლებოდა უფრო მეტი სიყვარულის ჩუქება.
მაგრამ,გაანადგურა ღმერთმა მაინც.
http://www.kvirispalitra.ge/public/1010-ratom-gakhda-patriarqis-qmedeba-gansjis-sagani.html?add=1
სიყვარულმა გამოასწორა. :)
ჩემმა შეფთიმაც დაუმატოს ცოტაოდენი სიყვარული და საბოლოოდ გამოსწორდებიან.
სოდომ-გომორშიც შეიძლებოდა უფრო მეტი სიყვარულის ჩუქება.
მაგრამ,გაანადგურა ღმერთმა მაინც.
8. ეტყობა მე ვერ ვწვდები მარტო ამის "გენიალურობას" :) ეტყობა მე ვერ ვწვდები მარტო ამის "გენიალურობას" :)
7. ჩემო მასხარ, რავა გეკადრება ახლა შენ ეგ სიტყვა?
ხის მახვილი მაქვს მე, ზომას და ზღვარს არ გადავდივარ ბრძოლის დროს.
ფოლადის და სხვა ლითონის მახვილი არ მაქვს. თუ ეგრე დაინახეთ თქვენ - ჩამიგდეს ესე იგი.
:) დავიჯერო მაინც ტყუილად მოვყევ ეს ამბავი? :) ჩემო მასხარ, რავა გეკადრება ახლა შენ ეგ სიტყვა?
ხის მახვილი მაქვს მე, ზომას და ზღვარს არ გადავდივარ ბრძოლის დროს.
ფოლადის და სხვა ლითონის მახვილი არ მაქვს. თუ ეგრე დაინახეთ თქვენ - ჩამიგდეს ესე იგი.
:) დავიჯერო მაინც ტყუილად მოვყევ ეს ამბავი? :)
6. გამარჯობა მეგობარო, შენი ხვრინვა შემომესმა და შემოგირბინე. მშვენივრად ხვრინავ. პულსი თანაბრად გიცემს. ხის ხმალიც გველეშაპისკენაა მიმართული, რაც ნიშნავს, რომ საბრძოლო ფორმაში ხარ, მაგრამ ერთი რამე გიშლის ხელს, შეფთის ენა არ იცი. უნდა ისწავლო, თორემ მარტო ხმლით ვერაფერს გახდები გველეშაპთან. მახვილ ხმალს ბრძენი გონებაც ჭირდება, იცი ეს შენ და მაგი შენგან მაქვს ნასწავლი ჯერ კიდევ მაშინ როცა ერთმანეთთან უბრად დარჩენილი მასხარები ცალ-ცალკე ვცდილობდით ნილოსის აყროლებული მდინარის დაშრობას. გამარჯობა მეგობარო, შენი ხვრინვა შემომესმა და შემოგირბინე. მშვენივრად ხვრინავ. პულსი თანაბრად გიცემს. ხის ხმალიც გველეშაპისკენაა მიმართული, რაც ნიშნავს, რომ საბრძოლო ფორმაში ხარ, მაგრამ ერთი რამე გიშლის ხელს, შეფთის ენა არ იცი. უნდა ისწავლო, თორემ მარტო ხმლით ვერაფერს გახდები გველეშაპთან. მახვილ ხმალს ბრძენი გონებაც ჭირდება, იცი ეს შენ და მაგი შენგან მაქვს ნასწავლი ჯერ კიდევ მაშინ როცა ერთმანეთთან უბრად დარჩენილი მასხარები ცალ-ცალკე ვცდილობდით ნილოსის აყროლებული მდინარის დაშრობას.
5. "ვინც ხედავდა ჯერ კიდევ- ისინი ძალით ხუჭავდნენ თვალს,არ შეგვამჩნიოს საღი თვალი რომ გვაქვს და ძალით არ დაგვაბრმაოსო. დადიოდნენ,ასე,ქალაქში, ზოგი თვალხილული სიბრმავით და ზოგიც კიდევ ნამდვილი სიბეცით. " მხვრინავი ეშლი- ამ საიტის ეზოპე!
"ერთხელ, მე და ჩემი ძმა - მფრინავი შეფთი, ძმები არ ვიყავით."- საოცრად ზუსტი ფრაზა!
"ვინც ხედავდა ჯერ კიდევ- ისინი ძალით ხუჭავდნენ თვალს,არ შეგვამჩნიოს საღი თვალი რომ გვაქვს და ძალით არ დაგვაბრმაოსო. დადიოდნენ,ასე,ქალაქში, ზოგი თვალხილული სიბრმავით და ზოგიც კიდევ ნამდვილი სიბეცით. " მხვრინავი ეშლი- ამ საიტის ეზოპე!
"ერთხელ, მე და ჩემი ძმა - მფრინავი შეფთი, ძმები არ ვიყავით."- საოცრად ზუსტი ფრაზა!
4. შეფთიც აქაა, გადავუთარგმნი ახლა როგორმე. შეფთიც აქაა, გადავუთარგმნი ახლა როგორმე.
3. "ეშლი" უნდა დამეწერა "შეფთის" ნაცვლად.... (მაპატიე) "ეშლი" უნდა დამეწერა "შეფთის" ნაცვლად.... (მაპატიე)
2. არ ვიცი რა ვთქვა ..იმდენად კარგი ალეგორიებია, რომ მართლა გაოცდაათებული ვარ...
მრავალჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი, რომ ამ ადამიანმა წერის ეს სტილი იმდენად კარგად ჩამოაყალიბა და იმდენად კარგად ასრულებს ამას, რომ სიამოვნებით ვიყიდიდი წიგნად რომ იყოს გამოცემული...
არ ვიცი კიდე რა ვთქვა.. თემას რაზეც ალეგორიები იმას რომ შევეხოთ უბრალოდ უამრავს დავწერ და აზრი არააქვს... :) ისედაც ნათელია ყველაფერი..
ისე "შეფთ" მინდა გითხრა, რომ ეგ გველეშაპი რელურად "მაჩვია" .... გველეშაპის მხოლოდ ფორმები აქვს..
პატივისცემით: ბლაგვი არ ვიცი რა ვთქვა ..იმდენად კარგი ალეგორიებია, რომ მართლა გაოცდაათებული ვარ...
მრავალჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი, რომ ამ ადამიანმა წერის ეს სტილი იმდენად კარგად ჩამოაყალიბა და იმდენად კარგად ასრულებს ამას, რომ სიამოვნებით ვიყიდიდი წიგნად რომ იყოს გამოცემული...
არ ვიცი კიდე რა ვთქვა.. თემას რაზეც ალეგორიები იმას რომ შევეხოთ უბრალოდ უამრავს დავწერ და აზრი არააქვს... :) ისედაც ნათელია ყველაფერი..
ისე "შეფთ" მინდა გითხრა, რომ ეგ გველეშაპი რელურად "მაჩვია" .... გველეშაპის მხოლოდ ფორმები აქვს..
პატივისცემით: ბლაგვი
1. ავღელდი და ჟანრი შემეშალა.
ვინ გამომიწვდის დახმარების ხელს? ავღელდი და ჟანრი შემეშალა.
ვინ გამომიწვდის დახმარების ხელს?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|