ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი-ბერია
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2012


უსათაურო წერილი

(მეორე ლექსი)

капли крови - падающие листья, - чуть не цветок,
возле озера, красного цвета,
წვეთ-წვეთად სისხლი ფილაქნებისთვის ჩუტყვავილაა,
და ბაღი ჩემს სისხლს წვეთავს და წვეთავს...

ხვალ დილით აკრეფს და შეაგროვებს,
ის მეეზოვე, რომელიც მელის იმედიანად,
თუ დაიტოვებს, ღმერთმა შეარგოს…
გულს ნუ გაიტეხთ, კიდევ დამრჩება, იმდენია რომ

ყველას გეყოფათ, - მოხუცებს, ბავშვებს, მოძღვრებს, ხულიგნებს...
და ყველა დედას, ვინაც დაღვარა…
ვინც კი მოვიდა ომიდან მკვდარი, მასაც ვურიგებ,
უგზო-უკვლოდ და ბედის ამარად...

და მომიტევე, თუ კი აგრიე,
რადგან გამომრჩი, გადამავიწყდი, შენ მამაჩემო,
(მახსოვს) სიზმარში (დიახ, ეგრეა),
როცა დამტოვე, გულმავიწყობა კვლავ შეგაჩვენე…

მეც გამისტუმრებს, ვინც გამიღიმა და შევეჩვიე,
სათნო სიტყვებით, ისე, ადვილად...
და ჩემს ოთახში, მხოლოდ ლექსიღა იეჭვიანებს -
- რომ გავასხვისე საგულდაგულოდ…

და დედაჩემო სულ ერთი წუთით:
წეღან ქუჩებში ვნახე ქაოსი,
ვნახე ლეკვების თამაში კნუტთან,
მაგრამ რატომღაც ვირთხით დაფრთხობა კატის, – მაოცებს.

მოდი ჩაგიკრა, რომ ავქვითინდე… ჩუტყვავილაა
ჩემი ცრემლები,
გონებას გირევს...
და ჩემი სისხლიც ფოთოლცვენაა, თითქმის ყვავილი
– წითელი ფერის, მდგარი ტბის პირას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს