ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაჩანა.მროველი
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2012


" პიავნანა "

პიავნანა, პიანინო, პიავნანინაო,
რად არ მღერი პია-ნინო, პიავრანინაო?
რაც დადუმდი, დამემდურე, ი-ავ-ნანინეო,
მაჟორები გამინორდნენ, პიავნანინაო.

ალიონზე გიღიმოდა თბილისნანინაო,
მღეროდი და მამღერებდი, პიავნანინაო,
დაამუნჯე ყველა ბგერა, პიავნანინაო,
აღარც ფორტე, არც პიანო, არც სინანინაო...

ერთი  ნოტიც სიმღერაა, პოლიფონინაო,
თუკი გულის რითმს დაურთავ, პიავნანინაო.
ჰარმონია მოგშივდება, ნინო-ნანინაო,
ჩავარდნილი კლავიში ხარ, პიავნანინაო.

საკრავს სულს ნუ ამოართმევ,  პიავნანინაო,
ისე გაქრი არ იკვნესო, იდარნანინეო.
აიშალა ინსტრუმენტი პიავნანინაო -
არც ფორტე და არც პიანო, არც სინანინაო. 

28.03.2012.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები