Your browser does not support the audio element.
ახია ჩემზე რაც მემართება, (გულში დაგუბდა ბალღამის ტბები) მე ხომ ისეთი ნაძირალა ვარ, მოჩვენებითი სიმაღლით ვტკბები. ახია ჩემზე რაც მემართება, ჭიამ და მატლმა დახრა სხეული, ეს იმიტომ, რომ ეშმას მონა ვარ, რომ დალოცვილი გავხდი წყეული. თეთრი და შავი ამითქვეფია, ვერ გავარჩიე იფქლი და ღვარძლი, დამნაშავეა ჩემთან სამყარო, მე კი ვითომდა სავსე ვარ ღვაწლით. ძმას არ ვაკმარე ტვირთის სიმძიმე, ფეხქვეშ გავთელე მშობლის ამაგი, ვინც გამამწარა, დამცა, მომცელა, ყველას მივუგე თითოს ათმაგი. მე ხომ ისეთი ნაძირალა ვარ, ჩამოვაფარე ფარდები სარკეს, ვითომ ქრისტიანს ვითომ მიყვარს და ჩემს სამყაროში დავდივარ ცალკე. ყველას ვასწავლი, თავად რა ვიცი? დღითი-დღე შხამი გულს ემატება. მე სასწაული თუ გადამარჩენს, ახია ჩემზე რაც მემართება! 2.08.2012
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
11. ღირსეული ადამიანი თავმდაბალია და პირიქით... გამეხარდა:) +2 წარმატებას გისურვებთ!
ღირსეული ადამიანი თავმდაბალია და პირიქით... გამეხარდა:) +2 წარმატებას გისურვებთ! 10. რიგითი ადამიანის კვალობაზე, მშვენიერი აღსარებაა..:-* +3
რიგითი ადამიანის კვალობაზე, მშვენიერი აღსარებაა..:-* +3 9. გეთანხმებით, რაღაც კი არა ბევრი რამ აკლია. უბრალოდ წარმოიდგინეთ რომ ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანის დაწერილია და არა პოეტის. (პოეტობის ამბიცია არ მაქვს)
გეთანხმებით, რაღაც კი არა ბევრი რამ აკლია. უბრალოდ წარმოიდგინეთ რომ ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანის დაწერილია და არა პოეტის. (პოეტობის ამბიცია არ მაქვს) 8. აი კარგი ლექსია...შეიძლება ადამიანს ჩაახედოს საკუთარ თავში,მაგრამ თითქოს და რაღაც აკლია...
აი კარგი ლექსია...შეიძლება ადამიანს ჩაახედოს საკუთარ თავში,მაგრამ თითქოს და რაღაც აკლია... 7. არ მომწონს, თემაა ბევრჯერ დაწერილი და შესაბამისად არ შემხვდა მხატვრული სახეები, რაღაც ახალი...
არ მომწონს, თემაა ბევრჯერ დაწერილი და შესაბამისად არ შემხვდა მხატვრული სახეები, რაღაც ახალი... 6. გმადლობთ ყველას.
გმადლობთ ყველას. 5. მიუხედავად ყველაფრისა მომეწონა.
მიუხედავად ყველაფრისა მომეწონა. 4. იგივე განწყობაა, რაც "პიავნანაში", არადა თითქოს ძალიან განსხვავებული ლექსებია.
იგივე განწყობაა, რაც "პიავნანაში", არადა თითქოს ძალიან განსხვავებული ლექსებია. 3. ეგ ბევრმა უნდა ვთქვათ და უკეთესად ვიქნებით კარგი ხარ ძმა ++
ეგ ბევრმა უნდა ვთქვათ და უკეთესად ვიქნებით კარგი ხარ ძმა ++ 2. ქრისტიანული, მორალით დაწერილი ლექსი. კარგია როცა ადამიანს უფალი მიჰმადლებს საკუთარ ცოდვათა ხედვას, ეს ყველას არ შეუძლია ჩემო კარგო... გისურვებ წარმატებას! ++
ქრისტიანული, მორალით დაწერილი ლექსი. კარგია როცა ადამიანს უფალი მიჰმადლებს საკუთარ ცოდვათა ხედვას, ეს ყველას არ შეუძლია ჩემო კარგო... გისურვებ წარმატებას! ++ 1. ახია ჩემზე რაც მემართება! შენზე კი არა ყველას თავზე ახია, რაც ემართება!
ახია ჩემზე რაც მემართება! შენზე კი არა ყველას თავზე ახია, რაც ემართება!
მონაცემები არ არის