ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2012


მეფის ნავი

წერტილი
------------
წერტილი:  მითია დანარჩენი,
იყვირე, თუ ბედმა დაგაცალა,
მელანი - სასტიკი განაჩენი,
პოეტი - ფურცლების მაწანწალა.

ყოველი ტაეპი - სარეცელი,
სტრიქონის მიგნება - ირონია,
და უძლებ სანამდე დაეცემი,
სანამ დღე ძველ ცოდვებს ინანიებს...

ობოლი სტრიქონი გასნეულებს,
შორია ბილიკი ბზის ხედება
და ცოდვა ათასჯერ დაცემული
სინდისის მათრახით იხედნება...

მთოვარე სპარსული აბაზია,
რას უზამ ვერცხლისფერ გზას - თოლიას,
როცა დრო ბებერი  ჯამბაზივით,
ბოშათა ბალაგანს აჰყოლია...

წერტილი:  მითია დანარჩენი,
იყვირე, თუ ბედმა დაგაცალა,
მელანი - სასტიკი განაჩენი,
პოეტი - ფურცლების მაწანწალა.


მეფის ნავი

ვის არ უყვარს მონეტები
მოტანილი ქარისო,
მეფის ნავი "პოეტებით"
ისევ უცებ აივსო...

ოქროს სვეტი ნაპირს გასცდა,
შექმნეს ხორხოც - სიცილი
და ნავიდან აფრის ნაცვლად
ბევრი კუდი ქიცინებს...

ვინ წაართმევს აღმაფრენას,
ლექსებ გამოცხობილებს
და ნავიდან ყველა ენა
წკავწკავებს და ქოშინებს...

ვის არ უყვარს მონეტები
მოტანილი ქარისო,
მეფის ნავი "პოეტებით"
ისევ უცებ აივსო...


ჩაივლი
------
თმაგაშლილს გაყოლებს ქარი ხელებს, ,
ქუჩებსაც აეწვათ ყვრიმალები,
და ჩემი სურვილი გაუმხელი
მინდორში  მწყერივით იმალება...

ეგ ტანი გამზირებს მოენთება,
ეს გრძნობა აღავლენს მეტანიებს
და ჩემი მშიერი მონატრება
ფოთლებში შემკრთალი ქედანია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები