ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქაღალდის სამყარო
ჟანრი: პროზა
21 ოქტომბერი, 2012


უცნობ ირას ან ...

ყოველთვის მჯეროდა რომ მდინარისპირას ბოდიალი გამხდარ მელანქოლიკებს სჩვეოდათ, თუნდაც ჩვენი უდროოდ განჯაში დავანებული, რომელიც იმდენი აფიქრა მტკვარმა რომ... მაინც ვერ გაადააფიქრებინა, ან თუნდაც ის ,,თავზეხელაღებული მისურელი ‘’  რომლის ,, დიდი ჭუჭყიანი მდინარის“ ნაპირზე მობოდიალე გმირებმა ბავშვობის რამოდენიმე  ჭუჭყისფერი დღე ,,გამისოირეს’’...ან ის მსოფლიოში ყველაზე  უხეშ და ტლანქ ენაზე მოლაპარაკე ჰაინრიხი, ,, just my opinion“ .  ალბათ რომელიმე ლიქვიდის შთაგონებით დაწერა  მაცდურ და შურისმაძიებელ სირინოზზე, რომლის სილამაზესაც გულგრილად ვერც ერთი უიღბლო მეზღვაური  უვლიდა გვერდს და ცნობისმოყვარე შუბლის მთელი ძალით ეხეთქებოდა რაინის დადამბლავებულ კლდეებს. მერე ჩემმა საყვარელმა მორიელებმა  ამ ვერაგ სირნოზზით შთაგონებული Lorelai-ის ჰანგებით გაავსეს სტადიონები და მილიონობით ადამიანის გულები, უნდა ვაღიარო ჩემი საყვარელი მორიელები საკმაოდ გვიან გახდნენ....
ყოველთვის ხალხი ირევა და უამრავი ჭრელი ნივთი იყიდება, მეორე მსოფლიო ომოსიდროინდელ ეპოლეტებსაც კი მოვკარი თვალი... ისევ ის სანდომიანი ბებო თავისი ხილის კანფეტებით, დიდი არჩევანი მაქვს, მაგრამ მაინც იმ კოწახურისას ვყიდულობ  ისევ ისე...ისევ ისე მივდივარ იმ სკამთან ზუსტად ხიდის ქვეშაა,  რა თქმა უნდა არავინ ზის, მარტო ჩემია, ისევ ის შედევრები ხიდის თაღზე,  გინებები ყველა ბრუნვაში, ეს უკვე იყო ყველა, რამოდენიმე ახალსაც ვამჩნევ, არასდროს არავინაა და ნეტავ როდის აწერენ? კიდევ სვავტიკა-რა მონდომებით უშრომია ვიღაცას, ეს ,, იმას ‘’ რომე ენახა თავის დროზე იქნებ გადაეფიქრებინა კიდეც ბლიცკრიგი. და ის წარწერა რომელიც ყველაზე დიდი ასეობით ამშვენებდა ამ თაღს, ცოტათი ფერი გახუნებოდა მაგრამ მაინც ამაყად გამოიყურებოდა-,,I love You IRA“, ნეტა როგორია ირა სინამდვილეში, ყოველ მოსვლაზე ვფიქრობდი რამოდენიმე წუთი ირაზე, მაგარამ ყოველთვის ვიცოდი რომ არასოდეს მომეცემოდა შესაძლებლობა გამეგო ვინ იყო ამ სიტყვების ადრესატი -ირა, თუმც ვინ იცის იქნებ ბევრჯერ ჩავუარე და ვერ ვიცანი, რა თქმა უნდა აქეთაც ვერ მიცნო, მე ხომ მხოლოდ იმ სიტყვების წამკითხველი ვიყავი მისთვის, ისიც კვირაში ერთხელ წამკითხველი და მხოლოდ რამოდენიმე წუთით ვფიქრობდი მასზე.
კარგად დაუბერა და მომილიცლიცა , წასვლას კი ვაპირებდი მაგრამ ჩემი ჩინური ხოჭო მოვიხსენი თმიდან და მტკვრის სუნს მივუშვირე სახე , ვინ გაცალა, იმ დღისნაირი უჟმური  გამოდგა, იმდენად რომ ჩემი საგულდაგულო ვარცხნილობა მტკვარის ბოლს გაატანა, ჰმ... ჯიმი პეიჯისსაც კი შეშურდებოდა, კი როგორ არა, ამას კი ავიტანდი მაგრამ მაგრამ სულ სხვა სტუმრები მეწვივნენ, მათთან ხუმრობა კი არ შეიძლებოდა.  რომელიღაცა ყვითელ პრესაში ოდესღაც წავიკითხე :,,თუ ჩაგაფრინდა ვეღარ მოიშორებ სანამ არ მოიჭრი“!, ყვითელი კი იყო მაგრამ ამ ღამურებს სიყვითლის და ფერადობის არაფერი ეტყობოდათ.
გავიხედე, ჰორიზონტზე ისევ ის ბებო , ისევ იმ კოწახურის კანფეტები, თითქმის ყველაფერი უცვლელად იყო და არც მინდოდა რომ  შეცვლილიყო, მხოლოდ რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ გავიაზრე რომ ყველაფერი უცვლელი იყო, უცვლელი-ჩემს გარდა...მოედანი უნდა გადამეჭრა... მწვანეკეპებიან სკეიტბორდელ ბიჭუნას რომელიც ლამის ჩემს ჩინურ ხოჭოებთან ამოვიდა, მაინც  გავუღიმე და კოჭლობით გავიარე კიდევ რამოდენიმე ნაბიჯი, მოვიხედე და მივხვდი რომ ჩემი ღიმილის მიზეზი არც დაჟეჟილი ფეხები და არც ბიჭუნას ,, დიდი ბოდიში-თ“ იყო, მას მწვანე წარწერებიანი კეპი ზუსტად ისე ეხურა როგორც ოდესღაც- ჩვენ გვიყვარდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები