 | ავტორი: ბეს247 ჟანრი: პოეზია 25 ოქტომბერი, 2012 |
განთიადი ხავერდით შეუმოსავს ცისკარს, ზეცა ვარსკვლავთ მკლავებში შვილებივით იკრავს; შავი ღამე შავეთში თეთრ ათინათს მიჰყავს, თმაჭაღარა მთვარე კი, დასავალთან ყვინთავს; ცვარი ზეცით ნამცვრევი სულს მიწაზე ითქვამს... სიტყვა სულის ნაცრემლი ლექსით უნდა ითქვას! შენი სუნთქვით დავსველდი, შენი სუსხიც მიყვარს, ამ გულს ისე დასჩემდი, თავს ხელში ვერ იყვანს... ფიქრის თითო ნაფლეთით ვაკოწიწებ რითმას, თუმც ვენახი ნასეტყვი, ნაყოფს ვეღარ ისხამს... უკანასკნელ შებერვით გავაღვივებ ცისკარს, ერთხელ კიდევ შევხვდები, ლექსით დილას სისხამს; მერე წალამს დალეწილს, შემკონავენ წნელით, და ჩემს კალოს, გალეწილს, შესუდრავენ ბნელით; ქვაზე ლექსად დაწერილს მოსვლა-წასვლის წელით, მომიგონებს კვლავ შენი განთიადის ცრემლი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. რატომ არის აქ ესეთი ცოტა კომენტარი!!!
არა და რა თბილი და ლამაზი ლექსია!! რატომ არის აქ ესეთი ცოტა კომენტარი!!!
არა და რა თბილი და ლამაზი ლექსია!!
2. ულამაზესი ლექსია! 5 ულამაზესი ლექსია! 5
1. რომ არ ველოდი, ისეთი მშვენიერი ლექსი იყო:) რომ არ ველოდი, ისეთი მშვენიერი ლექსი იყო:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|