 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 6 ნოემბერი, 2012 |
წერილივით დაატარებს ქარი ქედანს ---------------------- წერილივით დაატარებს ქარი ქედანს, და ფრაკივით გამოიცვლის დრო ეტლს.... და თუ ლექსი ოსტატისგან გაიხედნა, არასოდეს უღალატებს პოეტს... ჩემს სტრიქონებს თავს წვიმები აფარებენ, ეს მინდორიც ჯადოსნური რძეა, და ეს ლექსი ისე არის ნაფერები სუსტი რითმაც მიაყენებს ზიანს...
მიყვარს სარკიანი ოთახები --------------------- მწუხრში გაირინდა დრო თაღივით, მთვარემ ჩაიარა გულგრილად, მიყვარს სარკიანი ოთახები, ვხედავ თვალითაც და ზურგითაც... არასიმეტრიულს ვუფრთხი ხედებს, და გზა სახიფათო რაკია, ცა რომ დავინახო უფრო მეტი ვამსხვრევ მდინარეებს სარკიანს...
ამიტომაც სულ ვეძებ ვარსკვლავია ცხებული და დაჰნათის ცხებულებს, და მოსწყურდა სულს ვეძა, გზა დავკარგე, მერე მზე, როგორც მიტოვებული ვეძებ მიტოვებულებს, ამიტომაც სულ ვეძებ, ვეძებ ან სულ მეძებენ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მომეწონა! საერთოდ მომწონს ავტორის პოეზია, რომ იტყვიან ლექს სიღრმე აქვსო ასეა.
მომეწონა! საერთოდ მომწონს ავტორის პოეზია, რომ იტყვიან ლექს სიღრმე აქვსო ასეა.
6. კარგებია, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო კარგებიც რამდენი წამიკითხავს აქ, თქვენთან:) " წერილივით დაატარებს ქარი ქედანს"- რა ლამაზი ფრაზაა.
კარგებია, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო კარგებიც რამდენი წამიკითხავს აქ, თქვენთან:) " წერილივით დაატარებს ქარი ქედანს"- რა ლამაზი ფრაზაა.
4. მეგემრიელა.. სასიამოვნო იყო მეგემრიელა.. სასიამოვნო იყო
2. კარგი იყო, განსაკუთრებით პიტველი ლექსი მომეწონა. კარგი იყო, განსაკუთრებით პიტველი ლექსი მომეწონა.
1. ძალიან ბევრი რამე მომეწონა....) ძალიან ბევრი რამე მომეწონა....)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|