ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაჩანა.მროველი
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2012


  ჩამოტვირთვა

ხის ფიქრები

ნოემბერია. ისე მარტო ვარ, მგონია ვხმები რტოდან ფესვამდე
და გაყვითლებულ ჩემი წარსულით ქარი თამაშობს ზამთრის მოსვლამდე...

სთვლისავ, ოდესმე მოვა მეტყევე, ვიცი და ველი, ველი სიმშვიდით,
ოღონდ ნუ მისცემ ზამთარს უფლებას, შეიარაღდეს ჩემი სიშიშვლით!

გადახრილი ვარ მაინც სამხრეთით. მანძილი მზიდან მზემდე თეთრია.
რას გამოთლიან ჩემგან დურგლები, რას დამარქმევენ ეს სულ ერთია...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები