 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 20 ნოემბერი, 2012 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ვფიქრობ, რომ თუკი ეშმაკი არ არსებობს, მაშინ იგი ადამიანმა მოიგონა ხატად და მსგავსად თვისად. - ისევე, როგორც ღმერთი. დოსტოევსკი (ძმები კარამაზოვები)
სრული მობილიზებით მოჰკიდა ხელი გასაღებს და კარი ფრთხილად გამოიხურა. მობერებული მარტოობა, რომელიც ბინაში სუფევდა მოშინაურებული მხეცივით გაყუჩდა. ქალს მეწამულისფერი ლაბადა ასკეტური გრაციოზულობით მოერგო მხრებზე და იმდენად თავდაჯერებით მიაბიჯებდა, რომ ვერაფრით წარმოიდგენდით საითკენ მიიჩქაროდა. სულ რომ არ ჩამოვრჩეთ და არც რომ ავცდეთ, გავუყვებით ჩაბნელებული ლამპიონების უთავბოლო რიგს და უთუოდ მივალთ იმ ამრეზით ჩამუქებულ სახლამდე, რომელშიც ახლა კაცი საკუთარ მარტოსულობას სასმელით უმასპინძლდებოდა. და მაინც, სად იწყებოდა კაცისთვის საკუთარი თავით ტკბობა და სად სრულდებოდა მსხვერპლშეწირვა თავისი იდეალებისთვის? ეს იმ მდგომარეობას ჰგავს, როცა სისხლი იმდენად ბლანტად მიედინება ძარღვებში, რომ მის დუნე მსვლელობას უკვე ჭკუიდან გადაყავხარ. ასეთ დროს იმდენად ადვილია დაიხრჩო ალკოჰოლით და გროშებივით გაფლანგო სიცოცხლე.. ერთხელაც რომ გენახათ როგორი გზნებით სცლიდა ბოკალს ბოკალზე და მაინც იმდენად მოთოკილი აღვირახსნილობა გააჩნდა, გაოცდებოდით. გენიალურია იმდენად დიდებული არამზადა იყო, რომ ეს გართობდეს კიდეც.
- ახლა შენს სიკვდილზე ვფიქრობდი. დანახვისთანავე უთხრა ქალს და ღვინით სავსე ბოკალი გადაკრა აჩქარებით. - მეგონა საზოგადო შეკრებები არ გხიბლავდა. - მე სიკვდილის მერეც არავის დავუთმობ შენს თავს. შენს ქანდაკებას დავიდგამ ფერხთით. - თავადვე ცივი, როგორ აიტან ჩემს ყინვასა და მდუმარებას? ფრთხილად მიუახლოვდა და თითები ჩამოაყოლა მის ნაკვთებს. იგრძნო, როგორ აემღვრა სუნთქვა კაცს. ქალს გიშრისფერი თმა მოწყვეტით გადაუწია უკან და კისერთან შეაჩერა შეხება. - სიამოვნებით ჩავაყოლებდი შენს ყელს კოცნის ნაკვალევს და მერე ძალიან მშვიდად და აუჩქარებლად შემოგასალტავდი ჩემს თითებს, რომ უფრო მძლავრად მეგრძნო შენი უჰაერო ფორიაქი.. და მერე დიდხანს, ძალიან დიდხანს დავტკბებოდი შენი აგონიით, თუ როგორ გიხშირდება სუნთქვა და მთელი სხეულით ცდილობ გადარჩე. ერთიანად დასჭიმვოდა სხეული და უხეშად უჭერდა ხელს ქალის ყელს, თუმცა უეცრად წამით ერთიანად მოდუნდა და ხელი უშვა - სიკვდილის წინ ყველა ადამიანი ერთმანეთს ჰგავს. დააყოლა იმედგაცრუებული ტონით. - და ყველა ერთნაირად ებღაუჭება სიცოცხლეს და ნუ წამიკითხავ ძილის წინ ლოცვებს, რადგან სიკვდილთან აუცილებლად მიღალატებ. - მეგონა თამაშებისთვის დრო აღარ გრჩებოდა, თურმე შევცდი. - შენ ჩემი მეძავი ხარ, რომელიც ყოველღამე სხეულს ყიდის ჩემთან მოსვლით, რათა სული არ გაყიდოს. - ყოველთვის ის გინდოდა, რაც არ გქონდა. არადა, შენც იცი, ერთადერთი ხარ, ვისთანაც.. კაცმა თითი მიადო ალისფერ ტუჩთან და გამეტებით მოხვია წელზე ხელი. ქალი ფრთხილად მოექცია მის სხეულს ზემოდან და მჭიდროდ მიაბჯინა ხელები კედელს, გეგონებოდათ კაცის მჯდომიარე სხეულის გადაფარვა სურდა, თითქოს იცავდა თავშეუკავებლად აღზევებული ვნებისგან..
- მესაუბრე როგორ ცხოვრობდი, სანამ შემიყვარებდი. - ცხოვრება მხოლოდ შემდგომ დავიწყე. ეამა ქალს, თუმცა იცოდა კაცის სიტყვები იმაზე მალე ქვრებოდა, ვიდრე ასფალტზე მისრესილი სიგარეტის ღერი. - იცი, ბოლო ხანებია ერთ სიზმარს ვნახულობ და არც კი ვიცი რას უნდა ველოდო. მესიზმრება, თითქოს იქ, სადაც ახლა ვწევართ, სარეველები ამოსულან და მათ შორის აბლაბუდათა ქსელი გახვეულა. მეჩვენება, რომ სულ რამდენიმე ნაბიჯს იქით ყველა ჩემი მოთხრობა და ყველა შენი ნახატი იწვის. - ქალის უმადური თვისებაა, ეძიოს ის, რაც არ უნდა. - სერიოზულად გელაპარაკები. - ამაზე მეტად სერიოზული მეც არასოდეს ვარ, ძვირფასო. ქალი გაცხარებით წამოდგა და სიგარეტის კოლოფს დასტაცა ხელი. უხმოდ უცქერდა ერთხანს, სანამ სიგარეტს არ მოუკიდა და მისკენ არ მომართა აგრესიით შებურული მზერა. - სიზმრები პეპლებს გვანან, რაც უფრო მეტად ცდილობ დაიჭირო, უფრო შორს მიფრინავენ. - მათზე ფიქრით ირთობ ხოლმე თავს, როცა სასმელში იხრჩობი? ავად აღნიშნა ქალმა და წელში უფრო მეტი თავდაჯერებით გასწორდა, რათა უფრო გამოკვეთილიყო მისი შიშველი მკერდის თავმომწონეობა. - ადამიანი სტრუქტურული მექანიზმია, რომელიც ჭანჭიკივით არის დროის აბსოლუტურ მექანიზმში. დროზე ძლიერი სისტემა არ არსებობს და მის ძლევამოსილებას ზუსტადაც, რომ ეს ჭანჭიკები განაგებენ. გიფიქრია, რატომ მივისწრაფით მარადიულობისკენ მოკვდავებად შობილნი? საკუთარი შექმნილი დროის გაფეტიშებით დაკავებულნი ლამისაა ზომბირებულ ელემენტებად ჩამოვყალიბდეთ. - ჰოდა, მოკალი დრო. - თუ გინდა მარადიულობა, მოკალი სიცოცხლე. - მე შემიძლია იმდენჯერ მოგკლა, რომ ბოლოს თავადვე დაიჯერო ეს ყველაფერი.. მოპულსირე ვნებისგან იხუთებოდა ჰაერი და შეხებამდე იმდენად მცირე მანძილი იყო დარჩენილი, რომ უთავბოლოდ იჩქმალებოდა ყოფიერება. „და მე ვერაფრით ვშორდები შენს სხეულს, სანამ უკანასკნელი უჯრედი არ გადაიწვება ჩემში. ქვიშასავით ვმარცვლავ სუნთქვას შენს თითოეულ წერტილში, რომელიც ჩემდამი ვნებისგან თრთის.. სადღაც, ლავიწის ძვლებს შორის მეღვრება ლავასავით გავარვარებული ტალღა და ვგრძნობ, როგორ მიყოვნდებიან სურვილები ჭიპის გარშემო. და როგორც ლოტოსი მზის პირველ გაკრთომაზე, ისე იშლება ჩემი არსება შენს გასათავისებლად.. შემეხე, რომ უკვდავყოთ წამი და საკუთარი მარადიულობის წინაშე დავიჩოქოთ. აბსოლუტური მთლიანობა დაანგრევს ყველა მექანიზმს..“
* * *
- მაინც რა აქვს იმისთანა განსაკუთრებული? - აქვს არა, თავად არის. მეგობარს სიგარას ართმევს და უღიმღამოდ უკიდებს. - მეგონა ქალებს როგორც წვრილფეხობას ისე განიხილავდი. - ნუ მაღიზიანებ, ხომ იცი არასოდეს ვღალატობ ჩემს პრინციპებს. - ასეა, თუმცა შენ ისინი ისედაც არ გაგაჩნია. სახე ღიმილმა გაუნათა. სიამოვნებდა, როცა ისეთს ხედავდნენ, როგორიც სურდა რომ საკუთარი თავი ეხილა. ფიქრობდა იგი თავისთვის, - „აბა, წარმოიდგინეთ, რისთვის არსებობენ მეგობრები? რა არის მათი დანიშნულება? ოღონდ არ მომიყვეთ ის სენტიმენტალური აბსურდი, რომ ვიღაცას ჩვენი დარდის გამო უძილობა აწუხებს. საქმეც ზუსტად იმაშია, რომ მეგობრები იმისთვის არსებობენ, რათა ჩვენი წარმოდგენები გაგვიმყარონ ჩვენსავე თავზე ან კი პიროვნების ალტერნატიული მოდელები შემოგვთავაზონ.“ - მთავარია არ გათენდეს და დანარჩენს ეშველება. გაცრეცილი სახით დაამთქნარა და მძიმედ წამოზიდა სხეული სავარძლიდან. - ვეღარ გცნობ ბოლო ხანებია. - კარგია, ესე იგი ჩემს თავს ვუბრუნდები. როცა სტაგნაციაში ვარდები საკუთარ თავთან მიმართებაში და იმდენად ყელში ამოგდის რომ მზად ხარ ყოველი გაღვიძებისას სუიციდის სხვადასხვა ვერსიები მოსინჯო გონებაში. (მათი აღსრულება ბუნებრივია იმდენად ბანალური იქნება, რომ ცდადაც არ ღირს).
„როცა გავიცანი გიშრისფერთმიანი, ისეთი განცდა დამეუფლა, რომ მხოლოდ მას შეეძლო ჩემი არსებობის ზიდვა. მიუხედავად ჩემი ფრთხილი ნაბიჯებისა, მაინც ერთიანად მომსკდარი განცდების მორევში ჩავფალი. და მერე ყოველ ნაბიჯზე იმდენად მეშინოდა რომ წავიდოდა, იმდენად.. თავადვე მივატოვე. ახლა გახსენებაც არ მინდა ამის, როგორი სისასტიკით გავხვიე გაურკვევლობაში. ახლაც არ იცის, რომ მაშინ, სულ პირველად, მე მართლა წავედი.. მხოლოდ მაშინ გიყვარს, როცა საკუთარ არდაბრუნებას ღალატობ. საშინლად უხდება, როცა თავდაჯერებულობა ბურუსივით ეფანტება თვალებიდან და იმდენად სუსტია ჩემს წინაშე, რომ მგონია ერთი ამოსუნთქვა და ჩემს ფერხთით გარდაიცვლება. ამასწინათ აბაზანაში იყო შესული, როცა კარს იქით ნახევრად ვხედავდი მის მოძრაობებს. სარკეში იმდენს იყურებოდა, წუთით ვიფიქრე, სამყაროს მოსწყდა-თქო. თუმცა მერე დავინახე, როგორ ტკბებოდა საკუთარი განსაკუთრებულობით და მეც გავირინდე მასთან ერთად. ახლაც სული მემღვრევა, როცა წარმოვიდგენ, როგორ ერთი ხელის მოსმით გაინთავისუფლა გიშრისფერი ტალღები და თითის ბალიშით ტუჩსაცხი წაისვა. იმდენად მსუყედ და მძიმედ გადაატარა თითი ტუჩებზე, რომ მთელ სხეულში გამცრა. ვგიჟდები მის ენაზე, როცა ვუსმენ, თუ როგორ მოძრაობებს აკეთებს საუბრისას. მისი სიცილი მიტაცებს, როცა მგონია რომ დროის სხვადასხვა მონაკვეთებში სხვადასხვანაირად იცინის. იცის რომ მიყვარს და ყველაზე მეტად ამის გამო მძულს. მგონია, მაშინ უფრო ადვილად მიმატოვებს, როცა ეცოდინება რომ მისი ვარ. ჩვენი სიცოცხლე კამათელივით არის, არასოდეს ჯდება წყვილი, სანამ ყველაფერს არ წააგებ.“
* * *
- გუშინ სხვა სიზმარი ვნახე. - არ მესმის, რატომ გსიამოვნებს ამაზე საუბარი მაინცდამაინც სექსის შემდეგ? - ალბათ ეს ერთადერთია დროა, როცა ჩემი ნათქვამის აზრს ისმენ და თითოეული სიტყვის განცდას არ დასდევ. სახე მის სახესთან მიიტანა ახლოს და დაჟინებით ჩააცქერდა. - სიზმარში ვიღაც გოგო ვნახე, რომელთანაც დადიოდი. ხმამაღლა გაეცინა. - და მერე რაო, იეჭვიანე? - არა. - აბა, რაღა განერვიულებს? უსიამოვნო სუსხი შეერია კაცის ხმას. - შენ დადიოდი მასთან, გესმის? შენ! და არა ის შენთან.. - შენ ის გაწუხებს, რომ სხვა შენზე მაღლა არ დავაყენო? - მე ის მტკივა, რომ იმდენად ძლიერ გიყვარვარ, ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ დამივიწყო.
„ანი, ბანი და.. ვითვლიდი შენს სუნთქვებს ჩაკარგულს ჩემში და მაინც იმდენად სავსეს, რომ მათი სიშიშვლე იღვრება მზერიდან.. ყველაზე მეტად შენ ან არასდროს, რადგან იმხელა მიზიდულობაა ჩვენს შორის რომ ყველაფერი გახდა სულერთი და იმდენად ერთნი ვართ, რომ სუნთქვასაც ვერ ვბედავ მარტო.. ანი, ბანი და.. იმხელაზე გაიზარდე და ფორმირდი ჩემს სხეულში, რომ ხელოვნურად გამოყვანილ მცენარეს ვგავარ, რომელსაც ვერაფრით ამოუვა ყვავილი, და ისე გამითავისდი, ვჭკნები თანდათან. ანი, ბანი და.. დანის ცივ პირს ვგრძნობ სხეულზე, რომ თითქოს სკალპელით მედგას თავთან ღმერთი და სულს მკვეთდეს.“
- რა გესიზმრა აღარ მეტყვი? - ჯოჯოხეთში ვიყავი, რომელიღაც დიდებულ დარბაზში, ფეხმორთხმით ვიჯექი და კალთაში მოკვეთილი შენი თავი მედო.. - წარმოიდგინე, როგორ უნდა გიყვარდეს, რომ მოკლა. - უფრო, როგორ უნდა გძულდეს საკუთარი თავი, რომ ასე გიყვარდეს.
რა იქნებოდა რომ გვეფიქრა, თითქოს არ არსებობს არანაირი სატანა, მაშინ გამოდის რომ თავად ღმერთიც არ არსებულა. ერთობ საინტერესო მიგნებაა, რომ ბოროტების გარეშე სიკეთე ვერ იარსებებს. უფრო ღრმადაც რომ შევეცადოთ ჩაწვდომას, რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება თუკი პირობითობა იმეფებდა ქვეყნიერებაზე და არცერთი „ცუდი“ და „კარგი“ საქციელი არ შეფასდებოდა. ნეიტრალიტეტი ყველაზე დიდი სიავეა! ააგეთ კოშკები, გააბით ოცნებები, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ შესცოდოთ, რათა შემდგომ სინანულის აპათიაში ჩავარდეთ.
- რამხელა კონტრასტს ვქმნით ერთმანეთთან. - ამიტომაც არის განუზომელი მიზიდულობა. - შენდამი დაუსრულებელი ვნება მაქვს.. - დამანახე გზა, რათა შეგიგრძნო. - იმიტომ არ აძლევენ პასუხებს მორწმუნეებს, რომ ისინი თავად მივიდნენ ჭეშმარიტებამდე.
„შენთან ყოველღამე მოსვლით სხეულს ვყიდი მეძავივით და გათენებამდე გეჩურჩულები, თუ როგორ შეშლამდე მინდიხარ.. სულს არ ყიდიან, მას ანათხოვრებენ, ძვირფასო..“
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ეს არის ინტიმურ ფონზე აწყობილი, ემოციური ფრაზებისაგან შემდგარი კარგი ფილოსოფიური მოთხრობა... ჩემი შეფასება: ფრიადი! ეს არის ინტიმურ ფონზე აწყობილი, ემოციური ფრაზებისაგან შემდგარი კარგი ფილოსოფიური მოთხრობა... ჩემი შეფასება: ფრიადი!
8. "მე არ ვთვლი თავს ვალდებულად მჯეროდეს, რომ იგივე ღმერთი, რომელმაც მგრძნობიარობით, აზროვნებით და ინტელექტით დაგავსაჩუქრა, ითხოვდეს ამ ყველაფერზე უარი ვთქვათ." გალილეო გალილეი
"მე არ ვთვლი თავს ვალდებულად მჯეროდეს, რომ იგივე ღმერთი, რომელმაც მგრძნობიარობით, აზროვნებით და ინტელექტით დაგავსაჩუქრა, ითხოვდეს ამ ყველაფერზე უარი ვთქვათ." გალილეო გალილეი
7. კუდიანო:) ჩემი ამ წელს ბოლო პოსტი ურაკზე რა ტქმა უნდა შენს გვერდზე იქნებოდა;) ჩაგეხუტე და მრავალ ახალ წელს:) კუდიანო:) ჩემი ამ წელს ბოლო პოსტი ურაკზე რა ტქმა უნდა შენს გვერდზე იქნებოდა;) ჩაგეხუტე და მრავალ ახალ წელს:)
6. პაღლე ვუ ფ-ხანსე? :))))) პაღლე ვუ ფ-ხანსე? :)))))
5. "ქალის უმადური თვისებაა, ეძიოს ის, რაც არ უნდა" :)))))))))))
"ააგეთ კოშკები, გააბით ოცნებები, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ შესცოდოთ, რათა შემდგომ სინანულის აპათიაში ჩავარდეთ." არც ისე ადვილია ასე...
მაგრად წერს ეს გოგო და აქედან გამომდინარე ძალიან ცოტა კითხულობს აქ! ლოგიკურია... "ქალის უმადური თვისებაა, ეძიოს ის, რაც არ უნდა" :)))))))))))
"ააგეთ კოშკები, გააბით ოცნებები, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ შესცოდოთ, რათა შემდგომ სინანულის აპათიაში ჩავარდეთ." არც ისე ადვილია ასე...
მაგრად წერს ეს გოგო და აქედან გამომდინარე ძალიან ცოტა კითხულობს აქ! ლოგიკურია...
4. შენი ყოველი ნაწერის კითხვის შემდეგ, ერთი ან ორი ფრაზა ამომჩემდება ხოლმე და მთელი დღე ამ ფრაზებზე ვფიქრობ... ემოციები ზუსტია დ არა გადაჭარბებული. კარგა ხანია შენნაირი ძლიერი ავტორი არ მინახავს. +2 შენი ყოველი ნაწერის კითხვის შემდეგ, ერთი ან ორი ფრაზა ამომჩემდება ხოლმე და მთელი დღე ამ ფრაზებზე ვფიქრობ... ემოციები ზუსტია დ არა გადაჭარბებული. კარგა ხანია შენნაირი ძლიერი ავტორი არ მინახავს. +2
3. მომწონს შენი ნაწერები საერთოდ, , აზროვნება და ფანტაზია ერთმანეთს არ სცილდება და და ძირითადად შენს პერსონაჟებს ფსიქოლოგიური ფარდის უკან უწევთ ყოფნა,, მძაფრი და საინტერესოა ყველაფერი ეს, შენც კარგად იცი, და მეც, რომ კარგად წერ და არც სხვისი აზრი გაინტერესებს მანდამაინც, მაგრამ მაინც გეტყვი,, რომ სიკვდილის წინ ყველა ადამიანი ერთმანეთს გავს კი არა ყველა განსხვავდება ერთმანეთისაგან, , თვით სიკვდილის მექანიზმი , პოცესია ერთნაირი და არა ადამიანები, თეორიულად დასაშვებია პრაქტიკულად კი ასე არ არის. სიზმარში მხოლოდ მომავალი დევს, მე გამიძნელდა პეპლებთან შედარება. ქეთ ჩემი რჩეული ავტორი! შენი მუდმივი მკითხველი! მომწონს შენი ნაწერები საერთოდ, , აზროვნება და ფანტაზია ერთმანეთს არ სცილდება და და ძირითადად შენს პერსონაჟებს ფსიქოლოგიური ფარდის უკან უწევთ ყოფნა,, მძაფრი და საინტერესოა ყველაფერი ეს, შენც კარგად იცი, და მეც, რომ კარგად წერ და არც სხვისი აზრი გაინტერესებს მანდამაინც, მაგრამ მაინც გეტყვი,, რომ სიკვდილის წინ ყველა ადამიანი ერთმანეთს გავს კი არა ყველა განსხვავდება ერთმანეთისაგან, , თვით სიკვდილის მექანიზმი , პოცესია ერთნაირი და არა ადამიანები, თეორიულად დასაშვებია პრაქტიკულად კი ასე არ არის. სიზმარში მხოლოდ მომავალი დევს, მე გამიძნელდა პეპლებთან შედარება. ქეთ ჩემი რჩეული ავტორი! შენი მუდმივი მკითხველი!
2. ოო, დამაკლდა, არ მეყო და ა.შ. =))
ერთადერთი, დიალოგები იყო ისეთი, შენებური.
,,თუკი სადმე გზად მოგიკვდი, არ დამიტირო.."<<ეს კი სხვიდანაა, მაგრამ გამახსენდა, რატომღაც. თუნდაც ამ ერთმა ფრაზამ რომ მოიტანა იქ, თავის დროზე, ისე აქ მთელმა ნაწერმა ვერ შეძლო =) ოო, დამაკლდა, არ მეყო და ა.შ. =))
ერთადერთი, დიალოგები იყო ისეთი, შენებური.
,,თუკი სადმე გზად მოგიკვდი, არ დამიტირო.."<<ეს კი სხვიდანაა, მაგრამ გამახსენდა, რატომღაც. თუნდაც ამ ერთმა ფრაზამ რომ მოიტანა იქ, თავის დროზე, ისე აქ მთელმა ნაწერმა ვერ შეძლო =)
1. პაზლივით მოთხრობაა-ფრაგმენტებისგან რომანი აიწყობა:) ფრაზების ოსტატო:) პაზლივით მოთხრობაა-ფრაგმენტებისგან რომანი აიწყობა:) ფრაზების ოსტატო:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|