 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 25 ნოემბერი, 2012 |
მუხლზე ვუდგები რიწას, გონიოს --------------------- მუხლზე ვუდგები რიწას, გონიოს, კენჭიდან ვკრიბავ ციხის ნარჩენებს, სამშობლოს ვიცავ, ასე მგონია, თუ ერთი ლექსიც გადავარჩინე... ახალი რომ არ გამოვიგონოთ, რომ დავესესხოთ ბოდლერს, შელიეს, ამაღლებული ყველა სტრიქონი ლაზარესავით ფეხშიშველია... ვაი რომ ლექსსაც ენა დაება, გზაც იქით მიდის წმინდა მთა როა და დამშეული ყველა ტაეპი ცრემლად აშრება წიგნის თაროებს... ვინ სთქვა, რომ სადმე ტალღაა მეცხრე, არსებობს მხოლოდ პურის მარცვალი, გზაც მოტყუებულ, უდღეურ ლექსებს, ისევ ქარდაქარ დააწანწალებს... მუხლზე ვუდგები რიწას, გონიოს, კენჭიდან ვკრიბავ ციხის ნარჩენებს, სამშობლოს ვიცავ, ასე მგონია, თუ ერთი ლექსიც გადავარჩინე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. მუხლზე ვუდგები რიწას, გონიოს, კენჭიდან ვკრიბავ ციხის ნარჩენებს, სამშობლოს ვიცავ, ასე მგონია, თუ ერთი ლექსიც გადავარჩინე...
+++++++++++++++++++..მაგარიაააა მუხლზე ვუდგები რიწას, გონიოს, კენჭიდან ვკრიბავ ციხის ნარჩენებს, სამშობლოს ვიცავ, ასე მგონია, თუ ერთი ლექსიც გადავარჩინე...
+++++++++++++++++++..მაგარიაააა
13. ძაან მაგარია ძაან მაგარია
12. ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
11. შესანიშნავია +4 შესანიშნავია +4
10. მარტო სათაური რად ღირს გულწრფელია ავტორი. მარტო სათაური რად ღირს გულწრფელია ავტორი.
9. მშვენიერი ლექსია...5 მშვენიერი ლექსია...5
8. რა ძარღვიანი, ტკივილით სავსე და ნაღდია თქვენი ლექსი... პოეზიის მადლი დადის ამ სტრიქონებ შორის!
თუნდაც ეს რად ღირს: "ამაღლებული ყველა სტრიქონი, ლაზარესავით ფეხშიშველია..." - ბრავო!!! რა ძარღვიანი, ტკივილით სავსე და ნაღდია თქვენი ლექსი... პოეზიის მადლი დადის ამ სტრიქონებ შორის!
თუნდაც ეს რად ღირს: "ამაღლებული ყველა სტრიქონი, ლაზარესავით ფეხშიშველია..." - ბრავო!!!
7. ბრავო ნადირი-ბრავო!!
ჩემი +2+აპლოდისმენტები!! ღმერთმა დაგლოცოს!!
წარმატებები ავტორს ბრავო ნადირი-ბრავო!!
ჩემი +2+აპლოდისმენტები!! ღმერთმა დაგლოცოს!!
წარმატებები ავტორს
5. სამშობლოს ვიცავ, ასე მგონია, თუ ერთი ლექსიც გადავარჩინე...
კარგი და ლამაზი ლექსია. სამშობლოს ვიცავ, ასე მგონია, თუ ერთი ლექსიც გადავარჩინე...
კარგი და ლამაზი ლექსია.
2. "კენჭიდან ვკრიბავ ციხის ნარჩენებს"- ესეც სამშობლოს დაცვა და გადარჩენაა, მართლაც! კარგი ლექსი, როგორც ყოველთვის! "კენჭიდან ვკრიბავ ციხის ნარჩენებს"- ესეც სამშობლოს დაცვა და გადარჩენაა, მართლაც! კარგი ლექსი, როგორც ყოველთვის!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|