 | ავტორი: tanit ჟანრი: პროზა 27 ნოემბერი, 2012 |
ყორანა ერქვა თუ სწორად მახსოვს.. კი, ნამდვილად ყორანა ერქვა, აბა ლურჯას ხომ არ დაარქმევდა გრიგოლი პაპა დაბადებიდან თავის გაზრდილ კუნაპეტივით შავ ფაშატს. მახსოვს პირველად მაშინ გავიგე როგორ ხმას გამოსცემდნენ ცხენები, მერე როდესაც მთხოვდნენ – აბა ამუნია როგორ ყეფავს, აბა ცხენი როგორ იძახის, მაშინვე ყურში ჩამესმოდა ყორანას ჭიხვინი. ყოველთვის თხილების ქვეშ იდგა, ეზოში. აივნიდან რიკულებს შორის თავგაყოფილი ვუყურებდი, საათობით შემეძლო. ამით ყველა ბედნიერი იყო რადგან, მხოლოდ მაშინ ვიდექი ერთ ადგილას და რაც მთავარია - არ ვლაპარაკობდი. ოჯახის წევრების საბედნიეროდ ეს ყოველდღე ხდებოდა და დიდხანს გრძელდებოდა – გრიშა პაპა არასოდეს დაყავდა ყორანა სამუშაოდ. არ ვიცი ნებიერად აღზრდის ბრალი იყო თუ დაბადებიდან დაყოლილი ხასიათის, ადამიანებიდან მხოლოდ ამღზრდელს იკარებდა (წინასწარ გააფრთხილეს ყველა მოსაფერებლადაც კი არ მიუახლოვდეთო), ვერ თავისივე მოდგმისებს იტანდა, ამაზე ცოტა არ იყოს ნერვიულობდა გრიშა – ეს პატრონძაღლი (ეს სიტყვა განსაკუთრებულად მომწონდა და სულ ვიმეორებდი, რაზედაც რატომღაც ყველა იცინოდა) საჯიშედ მაინც ხომ უნდა გამოდგესო. მაშინ რა თქმა უნდა ვერც ვიფიქრებდი რატომ უნდაოდა ყორანას სულ მარტო დგომა. ეზოს ერთ კუთხეში კრუხ–წიწილა დაფუთფუთობდა, მეორე მხარეს მაშკას ბინა იყო თავის გოჭებით, მაისოს ხბო ჰყავდა. .. ეს იდგა ამაყად, ჯიუტად, ადგილსაც არ მოინაცვლებდა, დაბინდდებოდა და, ჩუმ ხვიხვინზე და მიწაზე ფლოქვების ცემის ხმაზე თუ მიხვდებოდი სულიერის არსებობას. ერთი კვირა ვუყურე აივნიდან. არც ეზოში არც აივანზე არავინ ჩანდა, მხოლოდ მაშინ დამინახა დედამ უკვე წინ რომ ვედექი ყორანას. მუცლამდე ვწვდებოდი, წინიდან მოვუარე და ფაფარზე წავეტანე... გულამოვარდნილი გრიშა და გაფითრებული დედაჩემი რომ მოცვივდნენ, წინა ფეხზე ჩახუტებული ვიდქი და შუბლი ყორნას მკერდიდან წამოსული სიმხურვალით მქონდა გაოფლილი. როგორც კი მოგვიახლოვდნენ, ისე, რომ წინა მხარე არ გაუნძრევია უკანა ფეხებით დატორა მიწა– ალბათ მიახვედრა, რომ არ უნდა შევეწუხებინეთ. . უფროსების მაშინდელი ლაპარაკიდან მხოლოდ ის დამამახსოვრდა, ღიმილით რომ თქვა ოლოლომ – ერთნაირი უჯიათები არიან და მაგიტომ გაუგეს ერთმანეთსო.. მაშინ არც უჯიათი რა იყო, ის არ ვიცოდი.. ნეტავ რა იგრძნო მაშინ ყორანამ... მერე.. მერე ერთ დილით ხმაურმა გამაღვიძა და დავინახე როგორ იწვა ზურგზე ყორანა აღვირით თხილზე მიბმული, მტვერში ამოსვრილი. ცოტა რომ დავიღალე და ჩემი ყურისწამღები ტირილ–სლუკუნი ერთი ტონალობით დაბლა ჩამოიწია, მერე ამიხსნა დედამ – ყორანას ახალ ბაჩიებს აცმევენო. ალბათ, ამის შემდეგ გავხდი კიდევ უფრო უჯიათი და ფეხშიშველი სიარული მირჩევნია დამორჩილების ფასად მიღებულ ახალ ბაჩიებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა ყველას, ვინც მოიწონა :) და გმადლობთ შენიშვნისთვის ქალბატონო მანანა . არ ჩამითვალოთ თავის გამართლებად (მართლწერის და ქართული ენის კარგად ცოდნა არა მხოლოდ ლიტერატურული შემოქმედებით დაკავებულ ადამიანს მოეთხოვება, მით უმეტეს როდესაც შენს ნაწერს საჯაროს ხდი), მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, მე უბრალოდ მკითხველი ვარ და არა შემოქმედი :). თუმცა, კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ეს არ მიხსნის პასუხისმგებლობას მადლობა ყველას, ვინც მოიწონა :) და გმადლობთ შენიშვნისთვის ქალბატონო მანანა . არ ჩამითვალოთ თავის გამართლებად (მართლწერის და ქართული ენის კარგად ცოდნა არა მხოლოდ ლიტერატურული შემოქმედებით დაკავებულ ადამიანს მოეთხოვება, მით უმეტეს როდესაც შენს ნაწერს საჯაროს ხდი), მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, მე უბრალოდ მკითხველი ვარ და არა შემოქმედი :). თუმცა, კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ეს არ მიხსნის პასუხისმგებლობას
3. :)
ყეფავს - ყეფს პუნქტუაციასაც გადახედე "უჯიათო":) :)
ყეფავს - ყეფს პუნქტუაციასაც გადახედე "უჯიათო":)
1. როგორ მომეწონაა...! უჯიათები მომწონს, ზოგადად:) როგორ მომეწონაა...! უჯიათები მომწონს, ზოგადად:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|