 | ავტორი: ჯუპუი ჟანრი: პროზა 1 დეკემბერი, 2012 |
მე ძალიან მიყვარს იგი….ისე ძალიან, რომ მშურს კიდეც ზოგჯერ მისი, რომ ის ასეთ განუზომელს სიყვარულს იმსახურებს ჩემს გულში. მინდა, რომ მისი ამქვეყნად მოვლენის დღიდან სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იგი ერთ სიტყვაში მოვაქციო ,,ჩემი” და ეს სიტყვა რეალობასთან სრულ შესაბამისობაში მოდიოდეს. ერთი შეხედვით სიტყვა მარტივია , მაგრამ ის ყველაფერს აერთიანებს მასში უსასრულოდაა ჩატეული ის ყველა გრძნობა, ემოცია, ფიქრი, სითბო თუ ოცნება, რასაც მისი ხილვისას განვიცდი. იმდენად მსურს მისი მისაკუთერება და მისი ,,ჩემი”-ს სტატუსით სიყვარულის ჩარჩოში მოქცევა, რომ ყველაფერზე ვეჭვიანობ…. ვეჭვიანობ მზეზე, რომელიც მომენტს არ უშვებს ხელიდან, რომ ამ მშვენიერი ქმნილების უზადო სხეულს თავისი თბილი სხივებით შეეხოს და მოეფეროს.
ამ გოგოს გამო მე მზეს დუელში ვიწვევ!
ვეჭვიანობ წვიმაზე, რომელიც ასე ურცხვად ეხება წვეთებად და მისი სხეულს ყველა ნაწილს ასე ხარბად დაივლის. თუმცა წვიმის წვეთს რა ჭკუა მოეკითხება, მისი ნება რომ იყოს ალბათ ცამდე ასული მიწაზე არც დაბრუნდებოდა. ღრუბელი! აი თავი და თავი წვიმისა.
და მე დუელში ვიწვევ ღრუბელს ამ გოგოს გამო!
ალბათ რა ბედნიერი იქნებოდა სარკე სულიერი რომ იყოს. მას ხომ ყოველდღიურად ექნებოდა საშუალება მისი ხილვისა და მისი მშვენიერებით ტკბობისა. ანდა საწოლი, რომელიც ყოველ საღამოს გულში იკრავს მის უნაკლო და საოცარ სხეულს. მერე რა, რომ ისინი უსულო საგნები არიან?! ისინი ხომ მაინც სიტყვა ,,ჩემი”-ს მოწილეები გახდნენ.
მე დუელში ვიწვევ საწოლსაც, სარკესაც და ყველაფერს ისეთს, რაც ,,ჩემი”-ს ჩარჩოში ნებსით თუ უნებლიედ შემოიჭრება.
ის კი ისეთი ბავშვურია… ისეთი გულწრფელია და ისეთი კარგი, რომ ძნელია მის გამო ხიფათს თავი აარიდო. მიკვირს როგორ იქმნებოდა მსოფლიო ხელოვნების სამიჯნურო შედევრები მაშინ , როცა ეს გოგო ქვეყნად მოვლენილიც კი არ იყო. ამ შედევრების ავტორებს ხომ ეს სასწაული არ უხილავთ და მაშ როგორღა ქმნიდნენ ამ ყოველივეს?!…. არა არა ტყუილად ნუ შეეცდებით დამაჯეროთ, რომ მსგავსი სილამაზის მქონე ქალები მათ ეპოქაშიც არსებობდნენ და ამ გოგოს მსგავსადს ალამაზებდნენ ქვეყნიერებას, ეს შეუძლებელია!!! მიწას ეგონა გადამავიწყდა… ეს გოგო ხომ ყოველდღიურად დააბიჯებს მასზე და ისიც სიხარულით უშვერს გულს და ეფინება ფეხქვეშ ფიანდაზად.
მე შენ დუელში გიწვევ მიწაო!
და შენც დედამიწავ ცინიკური ღიმილით, რომ უცქერ ჩემს გრძნობას და ათას დაბრკოლებას მიმზადებ მკაცრი გამომცდელის იერით, დუელში გიწვევ!
,,მე მთელს სამყაროს დუელში ვიწვევ!!!" ,,მე მთელს სამყაროს დუელში ვიწვევ!!!" ,,მე მთელს სამყაროს დუელში ვიწვევ!!!"
(ეს ნაწერი ადრეც დავდე თუმცა შუფასებელ კატეგორიაში და კარგი კომენტარების გამო შესაფასებლად მოგანდეთ)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. გულბაჰარ დიდი დიდი მადლობა. გეთანხმები აბსოლუტურად. გულბაჰარ დიდი დიდი მადლობა. გეთანხმები აბსოლუტურად.
13. არაჩვეულებრივია, ბრავო :) :) მე ვფიქრობ, როცა ნამდვილი სიყვარულით გიყვარს,სწორედ მაშინ გრძნობ ისეთ ძალას,რომ შეგიძლია მთელი სამყარო დუელში გამოიწვიო. ღირს თუ არა ეს სხვა საკითხია. ჯუპუისთვის ღირს :) :) წარმატებები მინდა გისურვო :) არაჩვეულებრივია, ბრავო :) :) მე ვფიქრობ, როცა ნამდვილი სიყვარულით გიყვარს,სწორედ მაშინ გრძნობ ისეთ ძალას,რომ შეგიძლია მთელი სამყარო დუელში გამოიწვიო. ღირს თუ არა ეს სხვა საკითხია. ჯუპუისთვის ღირს :) :) წარმატებები მინდა გისურვო :)
12. მშვენიერი მიძღვნაა. წარმატებები ავტორს მშვენიერი მიძღვნაა. წარმატებები ავტორს
10. კარგია ძმაო წარმატებები კარგია ძმაო წარმატებები
9. ბრავო.
მომეწონა ეს ნაწერიც, შენც მომეწონე და შენი სიყვარულიც მომეწონა...
მთავარია ის იყოს ასეთი სიყვარულის ღირსი. :) ბრავო.
მომეწონა ეს ნაწერიც, შენც მომეწონე და შენი სიყვარულიც მომეწონა...
მთავარია ის იყოს ასეთი სიყვარულის ღირსი. :)
8. სიყვარული კარგი გრძნობაა, შეუდარებელი, მაგრამ მთელი სამყაროს გადაკიდებად რომ ღირდეს, მინდა ისეთი გოგონას ნახვა და გაცნობა.... (იმედია ჩემზეც არ იეჭვიანებ , თორემ რა დუელის თავი მაქვს მე....)
მცირე შენიშვნა: ყველა კავშირის წინ მძიმე არაა საჭირო. სიყვარული კარგი გრძნობაა, შეუდარებელი, მაგრამ მთელი სამყაროს გადაკიდებად რომ ღირდეს, მინდა ისეთი გოგონას ნახვა და გაცნობა.... (იმედია ჩემზეც არ იეჭვიანებ , თორემ რა დუელის თავი მაქვს მე....)
მცირე შენიშვნა: ყველა კავშირის წინ მძიმე არაა საჭირო.
7. მახსოვს :)) ბრჭყალებშია მაგიტომაც :)) მახსოვს :)) ბრჭყალებშია მაგიტომაც :))
6. მთელი სამყარო დუელში პირველად გალაკტიონმა გამოიწვია. ;) მთელი სამყარო დუელში პირველად გალაკტიონმა გამოიწვია. ;)
5. კი :))) მზეს, წვიმას და კიდე რამოდენიმეს ვაჯობებ მაგრამ აი მიწას რავიცი აბა.. :)) კი :))) მზეს, წვიმას და კიდე რამოდენიმეს ვაჯობებ მაგრამ აი მიწას რავიცი აბა.. :))
4. სეკუნდანტები არ გჭირდება? :) სეკუნდანტები არ გჭირდება? :)
3. მადლობა ორჯერ ნაია :)) მადლობა ორჯერ ნაია :))
2. ეჭვიანობა არაა კარგი ,მაგრამ კარგია ასე რომ გიყვარს.+++++ ეჭვიანობა არაა კარგი ,მაგრამ კარგია ასე რომ გიყვარს.+++++
1. ეჭვიანობა არაა კარგი ,მაგრამკარგია ასე რომ გიყვარს.+++++ ეჭვიანობა არაა კარგი ,მაგრამკარგია ასე რომ გიყვარს.+++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|