ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2012


მოცივზამთრო მოტივი

შემოდგომა სისხლს კარგავს,
იწრიტება ფერები.
დგას ზამთარი წინკართან,
ხმადაბალი ხველებით.
სიწითლეც და სიყვითლეც
"მოიხადეს" ხეებმა.
ეს გზაც მიდის იქითკენ,
სადაც მოეხედება...
უსტვენს ქარი ნოემბრის,
მოცივზამთრო მოტივზე.
ცაზე, ისიც დროებით,
რა გულგრილი მოდის მზე...
ხედიც გაცრეცილი და
ქუჩაც ნაფერმკრთალევი.
დრო რაც უფრო ცივია,
მით უფრო ჭირს გალევა...
ფიქრის მიუსაფრობა
ქარმა დასვა მოლბერტზე.
არც წვიმდა და არც თოვდა,
დრო კი ქსოვდა ბერეტებს...
    03.12.12




 







   










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები