 | ავტორი: jaden ჟანრი: პოეზია 6 დეკემბერი, 2012 |
...
მინდორში დგახარ. შენს კანს მოშუშული ქერის სუნი სდის. მზეს იტევ, ყანებს იტევ. და სანამ სხვები წიგნებში ეძებენ რაღაც მარადიულს, შენ ქარში დგახარ და ყველაზე მეტი ხარ. მე ვიხრები ცეცხლისკენ. სახეს მიწვავს მისი ალმური. ქერს ვურევ ხის ჯოხით, მზეს ვურევ, ყანებს ვურევ, წლებს ვურევ, საცხენე ვიწრო ბილიკებს, შუბლშეკრულ მთებს, ჩამოშლილ კლდეებს,მინდვრის ბალახებს და ვიცი, სადაც ხარ. და ვიცი, როგორ ხარ, როცა მინდორში მარტო დგახარ და როცა ქარია, როცა შენს კანს მოშუშული ქერის ფერი აქვს, როცა სახესთან შენი სუნი მოაქვს ცეცხლის ალს და ტკაცუნით ძველ ამბებს ყვება. თუ როგორ დადიოდნენ დაკემსილ ხურჯინით, როგორ არ ეშინოდათ შემგლისფერების, რომ მგლის ჰქონდათ მუხლი, რომ დაფქული ქერი ეყარათ ჯვალოს ნაჭრებში, რომ სალოცავი არ მიიღებდა საკლავის გარეშე, რომ ყორეზე დაყრდნობილები ჩამწვარ სანთლებს მოჰგავდნენ. მერე ბრუნდებოდნენ. დაღლილები ჩამოჯდებოდნენ ეულ კერასთან. უხეშ თითებით ჩაახვევდნენ გამომშრალ თუთუნს. ცას გახედავდნენ, სადღაც, მთის იქით, წეროების გუნდს მიჰქონდა ზამთრის ყვირილი. წამოდგებოდნენ სიტყვაძუნწები. მუხლისთავებს მძიმე ხელით დაიფერთხავდნენ. გაეხვეოდნენ სქელ ნაბადში და მიეცემოდნენ უსიზმრო ღამეს. გამთენიისას, ნისლის ბოლში ბექზე ქვებივით იდგნენ ცხენები, ერთგულ ძაღლივით თავდახრილები მიწას უმზერდნენ. არ იყო წიგნი,სადაც მათზე რამე ეწერა. არ იყო ცეცხლი, მათზე დამწველი. მაინც ვურევდი მარცვლებს ხის ჯოხით რკინის დაფაზე და თოვლისფერ კვამლით გაჟღენთილი ჩემი შავი თმა ცხელ ღამეს ჰგავდა. და ვშუშავდი ცეცხლზე ოქროსფერ კანს, შენს დაღლილ თვალებს, შენს ყველა წასვლას, თუ დაბრუნებას, ყველა სიჩუმეს, ყველა ნათქვამს, ყველა მოლოდინს და ისე, ისე შენი სუნი ჰქონდა თავთავებს, ჩავიმუხლე და ლამის ავტირდი.
...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. და თოვლისფერ კვამლით გაჟღენთილი ჩემი შავი თმა ცხელ ღამეს ჰგავდა. ++ და თოვლისფერ კვამლით გაჟღენთილი ჩემი შავი თმა ცხელ ღამეს ჰგავდა. ++
24. შუმერული ჰიმნები გამახსენდა. კარგია. +2 შუმერული ჰიმნები გამახსენდა. კარგია. +2
23. დიდი მადლობა. გაიხარეთ. :) დიდი მადლობა. გაიხარეთ. :)
22. მინდორში დგახარ. შენს კანს მოშუშული ქერის სუნი სდის. მზეს იტევ, ყანებს იტევ. და სანამ სხვები წიგნებში ეძებენ რაღაც მარადიულს, შენ ქარში დგახარ და ყველაზე მეტი ხარ. მე ვიხრები ცეცხლისკენ. სახეს მიწვავს მისი ალმური. ქერს ვურევ ხის ჯოხით, მზეს ვურევ, ყანებს ვურევ, წლებს ვურევ, საცხენე ვიწრო ბილიკებს, შუბლშეკრულ მთებს, ჩამოშლილ კლდეებს,მინდვრის ბალახებს და ვიცი, სადაც ხარ. და ვიცი,როგორ ხარ
რა ლაღი გული და სულია აქ:) ძალიან მომეწონა!+5
მინდორში დგახარ. შენს კანს მოშუშული ქერის სუნი სდის. მზეს იტევ, ყანებს იტევ. და სანამ სხვები წიგნებში ეძებენ რაღაც მარადიულს, შენ ქარში დგახარ და ყველაზე მეტი ხარ. მე ვიხრები ცეცხლისკენ. სახეს მიწვავს მისი ალმური. ქერს ვურევ ხის ჯოხით, მზეს ვურევ, ყანებს ვურევ, წლებს ვურევ, საცხენე ვიწრო ბილიკებს, შუბლშეკრულ მთებს, ჩამოშლილ კლდეებს,მინდვრის ბალახებს და ვიცი, სადაც ხარ. და ვიცი,როგორ ხარ
რა ლაღი გული და სულია აქ:) ძალიან მომეწონა!+5
21. აბარაგაგახსენდა? :დ აბარაგაგახსენდა? :დ
20. უი ქერზე რაღაც გამახსენდა :დდდ კრონენ უი ქერზე რაღაც გამახსენდა :დდდ კრონენ
19. რაალი,ირმუ, "ბარემშენციტყვი"? :დდ
ამ "პოეტქალობას" ნუ მიფრიალებ ვირტუალურ თავფურცელივით თუღმერთიგწამს ქალო :სსს თუ ასე გიყვარვარ, ის შოკოლადი შემინახე. :*** და ისა, ამ ლექსზე მაგარი, ქერის შუშვის პროცესია. რა ლექსი, რის პოეზია...ტოჟე მნე ადამიანობის გარანტები.
:* ნინო, თანანა, მადლობა დიდი :) რაალი,ირმუ, "ბარემშენციტყვი"? :დდ
ამ "პოეტქალობას" ნუ მიფრიალებ ვირტუალურ თავფურცელივით თუღმერთიგწამს ქალო :სსს თუ ასე გიყვარვარ, ის შოკოლადი შემინახე. :*** და ისა, ამ ლექსზე მაგარი, ქერის შუშვის პროცესია. რა ლექსი, რის პოეზია...ტოჟე მნე ადამიანობის გარანტები.
:* ნინო, თანანა, მადლობა დიდი :)
18. სიღრმეც, სიბრძნეც, ფოლკლორიც და მისტიკაც - აი, ჟადენის სადედოფლო სამკაულები... სიღრმეც, სიბრძნეც, ფოლკლორიც და მისტიკაც - აი, ჟადენის სადედოფლო სამკაულები...
17. გულზე ძვალივით კი არა თავფურცელივით რომ ესობი ხალხს, ეგაა მაგარი ზუსტად :დდდ
გამორჩეული პოეტი ქალი ხარ, ბევრს უყვარხარ, ბევრი გაფასებს,ბევრი ღიზიანდება,ესაა პოეტის ხვედრი,უნდა ათრიო )) მაგარი ლექსია ეს,მიჭირს პირველადი ემოციის გადმოტანა ახლა და არცაა საჭირო:პ სმიტმა და ლალიმ ზუსტად დაწერეს ის კომენტარი,რაც ობიექტურად ეკუთვნის ამ ლექსს :)
პ.ს. მე მაგ. ძალიან მიხარია, ვინმეს რომ რცხვენია ჩემი,თავფურცლის გამო და ამაყი ვხდები :დდდ ნეტაი ) სახლს დამილაგებდეს ახლა ვინმე:|
მიყვარხარ მე შენ:*
გულზე ძვალივით კი არა თავფურცელივით რომ ესობი ხალხს, ეგაა მაგარი ზუსტად :დდდ
გამორჩეული პოეტი ქალი ხარ, ბევრს უყვარხარ, ბევრი გაფასებს,ბევრი ღიზიანდება,ესაა პოეტის ხვედრი,უნდა ათრიო )) მაგარი ლექსია ეს,მიჭირს პირველადი ემოციის გადმოტანა ახლა და არცაა საჭირო:პ სმიტმა და ლალიმ ზუსტად დაწერეს ის კომენტარი,რაც ობიექტურად ეკუთვნის ამ ლექსს :)
პ.ს. მე მაგ. ძალიან მიხარია, ვინმეს რომ რცხვენია ჩემი,თავფურცლის გამო და ამაყი ვხდები :დდდ ნეტაი ) სახლს დამილაგებდეს ახლა ვინმე:|
მიყვარხარ მე შენ:*
16. რა ძალიან, ძალიან კარგი ლექსია, ნან :* რა ძალიან, ძალიან კარგი ლექსია, ნან :*
15. კარგია! ძალიან მომეწონა! კარგია! ძალიან მომეწონა!
14. ჩემს მეტი ვერავინ ნახე მწვანეებშიც და წითლებშიც,მინდი? )) თუ გამოკითხვას ატარებ? ჩემს მეტი ვერავინ ნახე მწვანეებშიც და წითლებშიც,მინდი? )) თუ გამოკითხვას ატარებ?
13. დღეს ჟადენი ფერში ნაირნაირშია, ლექსს თუ ეძებ თავფურცელზე მონახე, თუ საიტმა სულ სხვა ლექსი აირჩია, რედაქტორებს მოეწონათ "ოთახი".
= )) დღეს ჟადენი ფერში ნაირნაირშია, ლექსს თუ ეძებ თავფურცელზე მონახე, თუ საიტმა სულ სხვა ლექსი აირჩია, რედაქტორებს მოეწონათ "ოთახი".
= ))
12. მწვანეებშიც ხარ და წითლებშიც მეტი რა გინდა ჟადენ? ;დდ მწვანეებშიც ხარ და წითლებშიც მეტი რა გინდა ჟადენ? ;დდ
10. კარგი რა, jaden, კარგი რა! უჰ! კარგი რა, jaden, კარგი რა! უჰ!
8. პირადად მე , როგორც უფრორე კონვენციური სტილის მიმდევარი შედარებით ნაკლებად მხიბლავს წარმოდგენიილი სტილის ნაშრომები, მაგრამ jaden–სულ სხვაა, სულ სხვა ტონალობაა, სულ სხვა კადრების მხატვრობაა, სულ სხვა ემოციის საბადოა, სულ სხვა....სულს სხვაა....... ჩემი მოკრძალებული+2+აპლოდისმენტები პოეტესსას!! წარმატებები პირადად მე , როგორც უფრორე კონვენციური სტილის მიმდევარი შედარებით ნაკლებად მხიბლავს წარმოდგენიილი სტილის ნაშრომები, მაგრამ jaden–სულ სხვაა, სულ სხვა ტონალობაა, სულ სხვა კადრების მხატვრობაა, სულ სხვა ემოციის საბადოა, სულ სხვა....სულს სხვაა....... ჩემი მოკრძალებული+2+აპლოდისმენტები პოეტესსას!! წარმატებები
7. და ისე, ისე შენი სუნი ჰქონდა თავთავებს, ჩავიმუხლე და ლამის ავტირდი.
კარგია ! მოგიკითხე :) და ისე, ისე შენი სუნი ჰქონდა თავთავებს, ჩავიმუხლე და ლამის ავტირდი.
კარგია ! მოგიკითხე :)
6. ჰო! მაგიური აქვს, რადგან მართალია! საოცრად მომეწონა!
ჰო! მაგიური აქვს, რადგან მართალია! საოცრად მომეწონა!
5. ვ ა ხ.
ლექსიდან რომ გრძნობ სუნს, ისეთია.
აი, როგორ უნდა წერო ქართულად, ქართულზე და არ იყო პათეტიკური.
დაიარა კი არა, გააჭენ-გამოაჭენა =)) ვ ა ხ.
ლექსიდან რომ გრძნობ სუნს, ისეთია.
აი, როგორ უნდა წერო ქართულად, ქართულზე და არ იყო პათეტიკური.
დაიარა კი არა, გააჭენ-გამოაჭენა =))
4. ძალიან მომეწონა! მართლა მაგიური ძალა აქვს. განსაკუთრებით პირველი ნაწილი მომეწონა:
მინდორში დგახარ. შენს კანს მოშუშული ქერის სუნი სდის. მზეს იტევ, ყანებს იტევ. და სანამ სხვები წიგნებში ეძებენ რაღაც მარადიულს, შენ ქარში დგახარ და ყველაზე მეტი ხარ. მე ვიხრები ცეცხლისკენ. სახეს მიწვავს მისი ალმური. ქერს ვურევ ხის ჯოხით, მზეს ვურევ, ყანებს ვურევ, წლებს ვურევ, საცხენე ვიწრო ბილიკებს, შუბლშეკრულ მთებს, ჩამოშლილ კლდეებს,მინდვრის ბალახებს და ვიცი, სადაც ხარ. და ვიცი, როგორ ხარ, როცა მინდორში მარტო დგახარ და როცა ქარია, როცა შენს კანს მოშუშული ქერის ფერი აქვს, როცა სახესთან შენი სუნი მოაქვს ცეცხლის ალს და ტკაცუნით ძველ ამბებს ყვება. თუ როგორ დადიოდნენ დაკემსილ ხურჯინით, როგორ არ ეშინოდათ შემგლისფერების, რომ მგლის ჰქონდათ მუხლი, რომ დაფქული ქერი ეყარათ ჯვალოს ნაჭრებში, რომ სალოცავი არ მიიღებდა საკლავის გარეშე, რომ ყორეზე დაყრდნობილები ჩამწვარ სანთლებს მოჰგავდნენ.
ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს ლექსებს, jaden! :* <3 ძალიან მომეწონა! მართლა მაგიური ძალა აქვს. განსაკუთრებით პირველი ნაწილი მომეწონა:
მინდორში დგახარ. შენს კანს მოშუშული ქერის სუნი სდის. მზეს იტევ, ყანებს იტევ. და სანამ სხვები წიგნებში ეძებენ რაღაც მარადიულს, შენ ქარში დგახარ და ყველაზე მეტი ხარ. მე ვიხრები ცეცხლისკენ. სახეს მიწვავს მისი ალმური. ქერს ვურევ ხის ჯოხით, მზეს ვურევ, ყანებს ვურევ, წლებს ვურევ, საცხენე ვიწრო ბილიკებს, შუბლშეკრულ მთებს, ჩამოშლილ კლდეებს,მინდვრის ბალახებს და ვიცი, სადაც ხარ. და ვიცი, როგორ ხარ, როცა მინდორში მარტო დგახარ და როცა ქარია, როცა შენს კანს მოშუშული ქერის ფერი აქვს, როცა სახესთან შენი სუნი მოაქვს ცეცხლის ალს და ტკაცუნით ძველ ამბებს ყვება. თუ როგორ დადიოდნენ დაკემსილ ხურჯინით, როგორ არ ეშინოდათ შემგლისფერების, რომ მგლის ჰქონდათ მუხლი, რომ დაფქული ქერი ეყარათ ჯვალოს ნაჭრებში, რომ სალოცავი არ მიიღებდა საკლავის გარეშე, რომ ყორეზე დაყრდნობილები ჩამწვარ სანთლებს მოჰგავდნენ.
ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს ლექსებს, jaden! :* <3
3. რაღაც მაგიური გაქვს... ქურუმი ქალივით... რაღაც მაგიური გაქვს... ქურუმი ქალივით...
2. :) დიდი მადლობა. მიხარია,თუ ასე თვლით. :) დიდი მადლობა. მიხარია,თუ ასე თვლით.
1. განსაკუთრებული სითბო და განწყობა მოაქვს შენს ნაწერებს
განსაკუთრებული სითბო და განწყობა მოაქვს შენს ნაწერებს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|