ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2012


ჯერ კიდევ ცხელია...

ნუ წახვალ, დაბრუნდი! სურვილმა სახეზე
ალეწა ფერი და დალეწა სიმშვიდე.
ჩემს ტანზე შერჩენილ სურნელში დაგეძებ,
აზრები უაზროდ თუმცა, ხელს მიშლიან...
რაღაცა სხვა იყო, რაღაც უფრო მეტი,
ვიდრე დაცლა არის, ან ვიდრე ავსება.
ჩემში დუმს ქალი და ხმაურობს პოეტი,
რადგან სტრიქონშორის ვერაფრით თავსდები...
ქარის მოტანილი ისევ ქარს მიჰყავხარ,
კანონი ჰქონია შემთხვევას ზომიერ!
გიყვარდი? არ ვიცი, რა ვიცი - მიყვარხარ?..
უბრალოდ, გასულნი ვიყავით ზონიდან
ყველასთან კავშირის, გარდა ერთმანეთის,
გვესმოდა თვალებით, ყურებით ვხედავდით.
ახლა კი ცხოვრება იმ ქსელში გვაერთებს,
ნამდვილს რომ ვერ ხვდება ვერავის ვერავინ...
სად ნახავ ასეთ გიჟს, ან ასეთ შენიანს,
სურვილი საფერფლის კიდეზე გიხრჩოლავს...
კარგზე კი კარგის თქმა რატომ არ გჩვევია,
ვნება კი არ კვდება, გრძნობებში იხრჩობა...
ხომ ხედავ, ნერწყვივით გადაგცდი სასულეს,
ჯერ არ ხარ წასული მთლად ჩემი ხელიდან.
ამ ორის ამბავს კი სწორედ აქ ვასრულებ,
სანამ ეს ამბავი ჯერ კიდევ ცხელია...
                07.12.12


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს