 | ავტორი: ზეუსი ჟანრი: პროზა 12 დეკემბერი, 2012 |
ბილიკი ტყეში ღრმად იჭრებოდა. პიტერი წინ მიდიოდა, დანარჩენები უკან მისდევდნენ. ნიკი თან ტელეფონით საუბრობდა. მითითებებს აძლევდა ზიმელსკის. გვამების იდენტიფიკაცია სასურველი იყო რაც შეიძლება მალე მომხდარიყო. როგორც ზიმელსკიმ უთხრა რვა ადამიანი იყო გარდაცვლილი. საჭირო იყო რვავეზე დეტალური ინფორმაციის მოძიება სანამ დ’ანჯელო ოფისში დაბრუნდებოდა. ტყეში ნელ-ნელა ბინდი ჩამოწვა. ამ დროს კი პიტერმა ჯგუფი ერთ მყუდრო ადგილას მიიყვანა. ხეებითა და ბუჩქებით შემოსაზღვრული პატარა მდელო შესანიშნავი ადგილი იყო დასასვენებლად და უცხო თვალთაგან ადვილად მოსარიდებლად. მეცხვარე პირდაპირ ხშირი ბუჩქნარისკენ გაემართა და ტოტები განზე გადაწია. ბუნებრივი ფარდა თითქოს ჩამოიხსნა და ჯერ კიდევ დღის სინათლეზე კარგად შესამჩნევი გახდა პოლიციის მანქანების ციმციმების ბრჭყვიალი. -მომწონხარ პიტერ,-უთხრა ნიკმა და გვერდით დაუდგა. ამ შემთხვევისთვის საგანგებოდ წამოღებული პატარა დურბინდი ამოიღო ჯიბიდან , მოიმარჯვა და გზას გახედა. -მინდა ვთქვა რომ ეს შესანიშნავი ადგილია. ახლოდან ისე ჩანს, თითქოს გზაზე მომავალი მანქანა პირდაპირ შენსკენ გამორბის. სავსებით დასაშვებია მკვლელს სწორედ აქედან გაესროლა.-ამ სიტყვებთან ერთად მან დურბინდი მოიხსნა და ჯეფს გადასცა. -აი ახლა გაბოლება და ფიქრი კარგი გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ აქ არა მეგობარო,-უთხრა ნიკმა პიტერს, დაინახა რა, რომ მან სასწრაფოდ ამოაძვრინა ჯიბიდან სიგარეტის დაჭმუჭნული კოლოფი,-გარეთ გავიდეთ. ეს ადგილი კი კრიმინალისტების ჯგუფს დავუთმოთ, რომელიც მალე ადგილზე იქნება.
როდესაც ნიკი და ჯეფი ოფისში დაბრუნდნენ უკვე შუაღამე ჩამომდგარიყო. ორივეს სახეზე საშინელი დაღლილობა და იმედგაცრუება აღბეჭდოდა. ჯეფმა ელექტრომადუღარა ჩართო და ფინჯნები გადმოალაგა ყავისთვის. ახლა ყავა ორივესთვის მისწრება იქნებოდა. კრიმინილისტების ჯგუფმა ტყეში რაიმე სამხილის მაგვარი ვერ აღმოაჩინა. ისინი ჯერ კიდევ იქ იყვნენ და მუშაობას აგრძელებდნენ. ქაღალდების უზარმაზარი გროვა, რომელიც დ’ანჯელომ საკუთარ სამუშაო მაგიდაზე აღმოაჩინა ფხიზელ ღამეს უქადდა მეგობრებს. აქ იყო გამოძიების პირველადი შედეგები: მოწმეთა დაკითხვის ოქმები, ავტოავარიის ადგილზე გამოვლენილი ყველა წვრილმანი დეტალი და შვიდი დოსიე, იმ ადამიანთა გვარებით, რომელთა გვამების ნარჩენები ჰაივეის გზატკეცილის ქვეშ გადაჭიმული უფსკრულის ფსკერზე ჯერ კიდევ განისვენებდა. მკითხველი ალბათ სწორად შეამჩნევდა აქ იყო შვიდი დოსიე რვის ნაცვლად. ერთი ადამიანის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდებოდა. იმ ერთის გარდა ყველას გამოუჩნდა ჭირისუფალი და დაადასტურეს რომ მათი ნათესავები სწორედ იმ საბედისწერო რეისით მგზავრობდნენ. ნიკმა თვალი გადაავლო გარდაცვლილთა მონაცემებს: ვალტერ როისი-მძღოლი-მასზე უკვე მოგახსენეთ. კოლეგებს შორის შეურყეველი ავტორიტეტით ხასიათდებოდა. ყავს მეუღლე და ორი შვილი. ის ყოველდღე დადიოდა აღნიშნული რეისით. არც ერთხელ მოყოლილა საავარიო სიტუაციაშიც კი. არც ერთხელ დაჯარიმებულა საპატრულო პოლიციისგან. ხუთი ბავშვი-ასე გაართიანა ნიკ დ’ანჯელომ ახალგაზრდათა ის ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთის განუყრელი მეგობრები იყვნენ. ჩვიდმეტიდან ოც წლამდე ასაკის ექვსი ახალგაზრდა ქალაქგარეთ პიკნიკზე გამგზავრებულიყო. ხუთი მათგანი უკან სწორედ საბედისწერო მარშრუტით ბრუნდებოდა. ტეოდორ საილსი- მაღაზიის მეპატრონე, 47 წლის. ქალაქგარეთ არსებულ საკურორტო ზონაში საილსი პატარა სასურსათო მაღაზიას ფლობდა. მერვე მგზავრის ვინაობის დადგენა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდებოდა. ჯეფი და ნიკი დილის ხუთ საათამდე დაუღალავად მუშაობდნენ. ბოლოს დაღლილობამ მაინც იჩინა თავი. კვირა დილა თენდებოდა. მეგობრები შეთანხმდნენ რომ სამიოდ საათით წაეძინათ და ახალი ენერგიით შედგომოდნენ საქმეს. ამ იმედით დაიშალნენ.
დილის ათი საათი სრულდებოდა, როცა შავი „ლინკოლნი“ ქალაქის ცენტრში მდებარე მყუდრო კანტორას მიადგა. შესასვლელში განთავსებული მოზრდილი აბრა გვაუწყებდა: „ ტობიას ლუისი და კომპანია“, ოდნავ ქვემოთ კი შედარებით პატარა აბრაზე წაეწერათ: „დაისვენეთ კომფორტულად და იაფად. ჩვენი გარანტია, თქვენი მყუდროების წინაპირობაა“. კოტეჯების მეპატრონე ტობიას ლუისი საკმაოდ ენაწყლიანი მოსაუბრე აღმოჩნდა. მან სტუმრები სასტუმრო ოთახში შეიპატიჟა და ვისკით გაუმასპინძლდა. მისი თქმით გუშინ დილით ნამდვილად იქირავა მისგან კოტეჯი და ავტომანქანა „ფორდი“ ერთმა ადამიანმა. -იქნებ გვითხრათ როგორ მოხდა ეს?-ჩაეკითხა ნიკი. -დილით, ასე რვა საათზე დამადგა თავზე, ერთი კვირით იქირავა კოტეჯი და ჩემი ძველი „ფორდი“. საკმაოდ კარგი თანხა გადამიხადა და მანქანის გატნევაზე უარი არც მითქვამს. როგორ გამოიყურებოდა? საშუალო სიმაღლის კაცი იყო, შავი, ხშირი თმითა და წვერით , ოდნავ ჩახლეჩილი და ხმაში შესამჩნევი აქცენტით საუბრობდა. ეცვა: შავი, თხელი ზედა, ზედ მოკლე სახელოიანი პიჯაკი მოეცვა, გრძელი, შავი ვილვეტის შარვლის ტოტები მიწამდე თრევდა, ისე რომ ფეხსაცმლის მხოლოდ ცხვირები უჩანდა. -ბატონო ლუის, ვივარაუდებ რომ ამ პიროვნებას პასპორტი არ გამოართვით როდესაც ქირავნობას აფორმებდით-ჩაურთო ჯეფმა. -ასეა-დაირცხვინა ტობიასმა-სახელი მითხრა და სიტყვაზე ვენდე. -სახელი თორემ...იმედია აწი აღარავის ენდობით-დ’ანჯელომ სარკაზმი გაურია ხმაში-თქვენი დამწვარი მანქანის ნარჩენები ჯერ კიდევ ბოლავს. დეტექტივები ფეხზე წამოდგნენ. ლუისთან აუდიენცია დასრულებული იყო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. საინტერესო ადგილას გაჩერდი, ვნახოთ რა ხდება, ჯერჯერობით მიდის თხრობა კარგად. საინტერესო ადგილას გაჩერდი, ვნახოთ რა ხდება, ჯერჯერობით მიდის თხრობა კარგად.
6. აქ რომელ თავზე გაჩერდი? აქ რომელ თავზე გაჩერდი?
5. დეტექტივი გრძელდება. კარგია. დეტექტივი გრძელდება. კარგია.
4. კატიე შენი ბრალია ეს შეცდომები აქ :))))))))))))
კატიე შენი ბრალია ეს შეცდომები აქ :))))))))))))
3. მე ვიცი, ეგ რომელი დიალექტია და გეტყვი, თუ გინდა, კატიე:))) მე ვიცი, ეგ რომელი დიალექტია და გეტყვი, თუ გინდა, კატიე:)))
2. მანქანის გატნევაზე უარი არც მითქვამს. =)))))))))))
გატნევაზე არა, უა ჰა ჰა, რომელ დიალექტზე მეტყველებდნენ, ხომ ვერ მეტყვი, ზაალ???
აწი აღარავის ვენდობით, ეს აწი-ც აშკარად უხდება თხრობას!
მოკლედ ასე, ყურადღებით წერე, თორემ ვერ გადამირჩები!!!!
+3 მანქანის გატნევაზე უარი არც მითქვამს. =)))))))))))
გატნევაზე არა, უა ჰა ჰა, რომელ დიალექტზე მეტყველებდნენ, ხომ ვერ მეტყვი, ზაალ???
აწი აღარავის ვენდობით, ეს აწი-ც აშკარად უხდება თხრობას!
მოკლედ ასე, ყურადღებით წერე, თორემ ვერ გადამირჩები!!!!
+3
1. დილის დეტექტივი:) ვინ არის მერვე? საინტერესოა... დილის დეტექტივი:) ვინ არის მერვე? საინტერესოა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|